12.09.2012

რა არის ცივილიზაცია? კულტურაზე და ცივილიზაციაზე ევროპელი ახალგაზრდებისთვის-1 :

ფილოსოფიური გზები, ალენ კამბიე, რა არის ცივილიზაცია? ( Chemins Philosophiques, Alain Cambier, Qu'est-ce qu'une civilisation, 2012 )

ესავალი - კულტურა და ცივილიზაცია:
კულტურის და ცივილიზაციის ცნებების ერთმანეთისგან განსხვავება ზედმეტი ჩანს იმდენად რამდენადაც ხმარებისას ისინი სინონიმებად გამოიყურებიან.

ორივე ცნება აღნიშნავს ყველაფერს რითიც ადამიანური არსებობა პირუტყვულ არსებობაზე უფრო მაღლა დგება.

ამ საწყის ფუნდამენტურ აზრს ხაზი გაუსვა ფროიდმა: "მე ამით აღვნიშნავ იმას რითიც ადამიანის ცხოვრება განსხვავდება პირუტყვის ცხოვრებისგან და მე არ ვთვლი საჭიროდ კულტურის გამოყოფას ცივილიზაციისგან" //ზ.ფროიდი,ერთი ილუზიის მომავალი//.


კულტურა ჩანს ადამიანის განმასხვავებელ ნიშნად,მაგრამ ბუნებისგან და პირუტყვული სისასტიკისგან განთავისუფლების ეს საყოველთაო გამოცდილება რეალურად ხორციელდება სხვადასხვა კულტურის მეშვეობით. ეს კულტურები არის ხალხების მიერ მათი ადამიანობის დაკონკრეტების მანერა.


ფართოდ გაგებული კულტურის ცნება მაშინ ადგილს უთმობს კულტურას ეთნოლოგიური მნიშვნელობით.

მაშინ ილაპარაკებენ კულტურებზე რათა აღნიშნონ ხალხთა წეს-ჩვეულებების და კოლექტიური მენტალური წარმოდგენების ორიგინალური და ერთმანეთისგან განსხვავებული ანსამბლები.


კულტურის ეს ცნება ე.ბ.ტეილორმა შემდეგნაირად განსაზღვრა თავის ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა"// E.B.Tylor,Primitive culture,1871//:


"სიტყვა კულტურა ყველაზე ფართო ეთნოგრაფიული მნიშვნელობით აღნიშნავს მეცნიერებების,რწმენის,ხელოვნების,მორალის,კანონის ,წეს-ჩვეულებების და ადამიანის მიერ სოციალურ მდგომარეობაში შეძენილი სხვა თვისებების კომპლექსს.

ჩვენ აქ ვხედავთ იმას რაც განასხვავებს კულტურას ცივილიზაციისგან.

კულტურა არის ინერციული სისტემა,"მდგომარეობა", მაშინ როდესაც ცივილიზაციის ცნება მიუთითებს პროცესზე.

ბევრად მეტიც, კულტურა ეთნოლოგიური მნიშვნელობით ჩნდება როგორც ფაქტიური რეალობა და არის აღწერა,მაშინ როდესაც ცივილიზაცია ცხადდება როგორც სწრაფვა იდეალისკენ.


ასე ჩნდება განსხვავება ფაქტს და ღირებულებას შორის. და საჭიროა ამ განსხვავების წყაროს ნახვა.

თვითონ კულტურის ცნება სამნაირად შეიძლება იქნას გაგებული:
ერთია ადამიანის პიროვნული აღზრდა-ზრდილობა და განათლება.
მეორეა კაცობრიობის ბუნებისგან განთავისუფლების მნიშვნელობა.
და მესამეა ეთნოლოგიური გაგება რომელიც გულისხმობს კონკრეტული ხალხის ცხოვრების წესს მთლიანობაში.

მსგავსი ცნებების საწყისთან:
საფრანგეთში ცნება კულტურის ფიგურალური მნიშვნელობით ხმარება იწყება მხოლოდ მე-16 საუკუნის შუა ხანებში და ნიშნავს გარკვეული უნარის,ნიჭის ფლობას და ძალისხმევას მისი განვითარებისთვის.

მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის ლექსიკონში ის შევიდა მხოლოდ მე-18 საუკუნეში. მაშინ კულტურის ცნებას თან ახლავს დამატებითი ობიექტი. ლქპქრქკობენ ხელოვნებათა,მწერლობის თუ მეცნიერებათა კულტურაზე.

კულტურის ცნება განმანათლებელთა ენის ნაწილია,მაგრამ ფილოსოფოსები მას დიდად არ იყენებენ.

თანდათანობით სიტყვა თავისუფლდება დამატებებისგან და ბოლოს და ბოლოს გამოიყენება ადამიანის აღზრდის,განათლების აღსანიშნავად.

შემდეგ ცნებით კულტურა აღნიშნავენ განათლებით დახვეწილ სულიერ მდგომარეობას.

ცნების ეს მნიშვნელობა დაადასტურა 1798 წლის აკადემიის ლექსიკონმა რომელიც აკრიტიკებს "ბუნებრივ და უკულტურო სულს"

იმ დროს ცნება კულტურა გამოიყენება მხოლოდ მხოლობითის ფორმით ვინაიდან ის აღნიშნავს ადამიანის როგორც ასეთის საკუთარ თვისებას ხალხების და კლასების განსხვავების გარეშე.

ცნება, მაშ, მთლიანად ეწერება განშმანათლებელთა იდეოლოგიაში და დაკავშირებულია პროგრესის,ევოლუციის,სწავლა-განათლების,გონების იდეებთან.

სიტყვა კულტურა მაშინ ახლოსაა ცნება ცივილიზაციასთან რომელიც კიდევ უფრო პოპულარული იქნება მე-18 საუკუნის ფრანგულ ლექსიკონში.

ეს ცნებები ეკუთვნიან ერთსა და იმავე სემანტიკურ ველს და თავიდან დაკავშირებულები არიან უნივერსალობის და და ადამიანის სრულყოფის შესაძლებლობის ღირებულებებთან.

კულტურისა და ცივილიზაციის ცნებები თანამედროვე გაგებით გაჩნდნენ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს,მე-18 საუკუნეში.

სიტყვები ზრდილი, თავაზიანი, თავაზიანობა //civil ,civilité// იხმარებოდა ადრეც.

არსებითი სახელი ცივილიზაცია კი ჩნდება ტრევუს უნივერსალურ ლექსიკონში მხოლოდ 1743 წელს და მკაცრად იურიდიული მნიშვნელობით რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონია სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობასთან.

იგივე ლექსიკონი მხოლოდ 1771 წელს იყენებს ამ სიტყვას ახალი მნიშვნელობით. მას მოჰყავს მირაბოს სიტყვები ადამიანთა მეგობარმა //რევოლუციონერი ორატორის მამა მარკიზ დე მირაბომ// ეს სიტყვა გამოიყენა გულზიარობისთვის,გულღიაობისთვის//sociabilité//.
შეხედეთ ამ სიტყვას. რელიგია, ესაა კაცობრიობის უეჭველად უპირველესი და ყველაზე სასარგებლო აღვირი,ლაგამი,ცივილიზაციის უპირველესი მამოძრავებელი ძალა. ის განუწყვეტლად ქადაგებს ძმობას და მოგვიწოდებს ძმობისგენ,არბილებს ჩვენს გულს".

მირაბოს, მაშ, პირველს უნდა გამოეყენებინა ცნება ცივილიზაცია არაიურიდიული მნიშვნელობით და ასე გავრცელდა ის სწრაფად.

ცივილიზაცია,ცივილიზება ნიშნავდა ზნე-ჩვეულებათა შერბილებას, განათლებას. ზრდილობის სწავლა-განვითარებას, ხელოვნებათა და მეცნიერებათა კულტურის, ვაჭრობის და მრეწველობის განვითარებას, მატერიალური კომფორტის შექმნას და ფუფუნებით ცხოვრებას....

პროცესის აღმნიშვნელი სიტყვა ცივილიზაცია იდეათა ისტორიაში გაჩნდა იმავე დროს როდესაც გაჩნდა პროგრესის იდეის თანამედროვე აღქმა.

ბერძნული სიტყვები polis,politeia, რაც ნიშნავს ცივილიზებას ადამიანებისთვის იგივეა რაც ობიექტების გაპრიალება, ყოველი ხორკლის და უსწორმასწორობის მოშორება. გასწორება,შეგრძნებისთვის სასიამოვნო სახის მიცემა.

ესაა უხეშობის და უზრდელობის გადაქცევა თავაზიანობად და ზრდილობად, გაუთლელის დახვეწა. 


ცნება პოლიცია ეხება სახელმწიფოთა ადმინისტრაციას. პოოლიტეიას, კონსტიტუციის მქონე ქვეყანაში ცხოვრება არის ნიშანი იმისა რაც უპირისპირდება ბარბაროსობას.

ცივილიზაციის ცნება, მაშ, დამკვიდრდა ბარბაროსობის, ველურობის,
სისასტიკის და დაუნდობლობის ცნებების საწინააღმდეგოდ.

ცნება ცივილიზება ნიშნავს ხალხის მიერ თავის ზნე-ჩვეულებათა შესწორებას და საზოგადოებაში შუქმფენი, სიყვარულით და სიკეთის მომტანი საქმეებით სავსე ზნეობის შეტანას.

მაგრამ ცნების შემომტანი იგივე მირაბო აყოლებს: "რომ ვიკითხო თუ რისგან შედგება ცივილიზაცია უმრავლესობა მიპასუხებს ხალხის ცივილიზაცია და ცივილიზება არის მისი ზნე-ჩვეულებების დარბილება, ქალაქური ცხოვრება, ზრდილობა და ცოდნა, მეცნიერება...

ყველაფერი ეს მხოლოდ ნიღაბია სათნოებისა და არა სახე.


ცივილიზაცია არაფერს აძლევს საზოგადოებას თუ ის არ აძლევს მას სათნოების არსს და ფორმას.

სწორედ უკვე ნახსენები ინგრედიენტებით დარბილებული საზოგადოებიდან გაჩნდა კაცობრიობის გარყვნილება."

მირაბო,მაშ, ჭეშმარიტ ცივილიზაციას განასხვავებდა ყალბი ცივილიზაციისგან.


მირაბოს მიერ მოგონილი სიტყვა ცივილიზაცია მალე გავრცელდა ინგლისშიც.

მაგრამ ინგლისელები თავიდან ხმარობენ სიტყვას რაფინირება, დახვეწა.
ცნება ცივილიზაცია ინგლისში გამოჩნდა მოგვიანებით.

შოტლანდიელმა ფერგიუსონმა 1792 წელს გამოაქვეყნა გაკვეთილთა კრებული სადაც გააკეთა შემდეგი შენიშვნა ნაწილებად დაყოფილი კომერციის ხელოვნების წარმატება მოითხოვს პიროვნების და საკუთრების გარკვეულ უსაფრთხოებას,რასაც ვუწოდებთ ცივილიზაციას: "The success of commercial art,divided into parts,requires a certain security of the person and property,to which we give the name of civilisqtion" (A.Ferguson,Principles of Moral and Political Science,being chiefly a Retrospect of Lectures delivered in the College of Edinburgh,1792).


გაფართოვდა ინგლისელ და ფრანგ ინტელექტუალთა ურთიერთობაც.

ულტურისა და ცივილიზაციის ცნებების კონკურენცია:
მე-18 საუკუნეში ფრანგული ენის პრესტიჟიმა და განმანათლებელთა აზრის გავლენამ გერმანულ ენას უპრობლემოდ მიაღებინა ცნება კულტურა და დამკვიდრდა ფრანგული სიტყვის ფიგურალური მნიშვნელობა.

მაგრამ გერმანიაში ამ ცნების მნიშვნელობა მალე შეიზღუდა მაშინ როდესაც ფრანგულ ენაში ცნებამ კულტურა ადგილი დაუთმო ცნებას ცივილიზაცია.

გერმანიაში ცნება ცივილიზაცია აღნიშნავდა არისტოკრატიის თავაზიან, დახვეწილ მანერებს.

მაგრამ გერმანელმა ინტელექტუალებმა ცნებით კულტურა // Kultur// აღნიშნეს მათი აზრით არისტოკრატიის მანერულ ქცევაზე უფრო ღრმა სულიერი ღირებულებები.

არისტოკრატიის მანერული, თავაზიანი ქცევა ზედაპირულ და არაგულწრფელ ქცევად ჩაითვალა.

საფრანგეთისგან განსხვავებით გერმანიაში ბურჟუაზია არ ყოფილა მჭიდროდ დაკავშირებული არისტოკრატიასთან. ეს სოციალური დისტანცია აჯავრებდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის მრავალ გერმანელ ინტელექტუალს.

ყველაფერი ნამდვილი და სულიერად გამამდიდრებელი ითვლებოდა კულტურად და ყველაფერი გარეგნულად ბრწყინვალე და მსუბუქი, ზედაპირულად დახვეწილი-ცივილიზაციად.

ცივილიზაცია ჩანდა სხვადასხვა გერმანული სახელმწიფოს მმართველთა საკუთრებად. ითვლებოდა რომ ეს მმართველები სასაცილოდ და კარიკატურულად ბაძავდნენ საფრნაგეთის მეფის კარს.

ასე დაუპირისპირეს კულტურის ცნება ცივილიზაციის ცნებას.
 

No comments: