9.08.2012

საინტერესო კაცის, რუსული სოციოლოგიის პატრიარქის გოდება:

რუსეთს ელის საზოგადოების დემორალიზაცია, ოჯახის ნგრევა და მოსახლეობის გაწყვეტა...

...რუსული სოციოლოგიის პატრიარქი იგორ ვასილიევიჩ ბესტუჟევი დაიბადა მორდვეთში 84 წლის წინ. მოგვიანებით მან თავის გვარს დაუმატა მშობლიური სოფელი ლადას სახელი.

ახალი მეცნიერება ფუტუროლოგიის შემქმნელი, პროგნოზირების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი დიდი პატივისცემით ახსენებს თავის მცირე სამშობლოს, ამბობს რომ მორდვულმა წეს-ჩვეულებებმა მას ბევრი მისცეს.

ჩვენი თანამემამულის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავიხედოთ მომავალში რამოდენიმე ათწლეულით წინ. რითი ემუქრება რუსეთს ავტორიტარიზმი? რატომ ვერ შევამჩნიეთ მეოთხე მსოფლიო ომის დაწყება? რატომაა ქვეყანაში მარტო 2 პოლიტიკოსი? წარსულიდან მომავალში დიდ მეცნიერთან ერთად იმოგზაურა მიხაილ ნიკიშინმა. "ძალიან მსიამოვნებს მცირე სამშობლოდან სტუმრების მიღება, ეუბნება კორესპონდენტს იგორ ბესტუჟევ-ლადა. მორდვეთი მე არასოდეს დამვიწყებია, რაზეც მოწმობს ჩემი გვარიც! რითი ვარ დაკავებული?

9.07.2012

საინტერესო კაცი - ჩაიკოვსკის ნათესავი ვლადიმირ ვოლკოვის გაკვეთილები დეზინფორმაციაზე:


Владимир Волков
ვლადიმერ ვოლკოფფი
(1932 - 2005)
1932 - 2005). დაიბადა 1932 წელს პარიზში,რუსი ემიგრანტების ოჯახში. იყო პ.ი.ჩაიკოვსკის ნათესავი 
//Внучатый племянник//. სწავლობდა კლოდ ბერნარის ლიცეუმში პარიზში, შემდეგ სორბონაში კლასიკური ლიტერატურის სპეციალობით. ფილოლოგიის ლისენსიატი. ასწავლიდა ინგლისურ ენას. ალჟირის ომის დროს მსახურობდა საფრანგეთის კონტრდაზვერვაში //1957-1962//. ფილოსოფიის დოქტორი ლიეჟის უნივერსიტეტში //დისერტაცია ესთეტიკის სფეროში, 1974//. პროფესორი, ასწავლიდა ფრანგულ და რუსულ ლიტერატურას და ენებს საფრანგეთში და 1960-ანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1978 წლიდან მარტო მწერალია. არის 50-ზე მეტი წიგნის ავტორი. წერდა რომანებს და ნოველებს.... ამავე დროს იკვლევდა ინფორმაციის სფეროში მანიპულაციის თემას...
               
ჯარში სამსახურისას მან ერთხელ მოისმინა მოხსენება ფსიქოლოგიური ომის შესახებ. ამხანაგებს შორის მარტო ვოლკოვი დაინტერესდა ამ კურსით. მისი ამხანაგები მასხრად იგდებდნენ ასეთ საქმიანობას, ვოლკოვი კი მაშინვე დაინტერესდა ამ საკითხებით.მისი ოჯახური მემკვიდრეობა მას უფრო ყურადღებიანს ხდიდა კომუნიზმის და საბჭოელების მიერ გამოყენებული მანიპულაციების ტექნიკათა მიმართ.კვლევათა გაგრძელებისას   ვოლკოვმა აღმოაჩინა მუჩილის //Mucchilli// წიგნი ,,ძირგამომთხრელი საქმიანობა" //"La subversion"//, სადაც ძირგამომთხრელი ომი მოკლედ გადმოცემულია 3 პუნქტით:

9.05.2012

Ex Oriente Lux, ძველი ეგვიპტური კულტურის გავლენა დასავლურ ცივილიზაციაზე:

კრისტიან დეროშ ნობლკურის წიგნი 
"ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" 
წიგნში ,,ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა"  სახელგანთქმული ფრანგი სწავლული გვეუბნება რომ ძველმა ეგვიპტემ მსოფლიოს უანდერძა აგური, ანბანი, კალენდარი, ეზოპეს და ლაფონტენის ცხოველები, ტესტი ფეხმძიმობაზე, თვალის ავადმყოფობათა და თავის ტკივილის წამლები, ციხე-სასახლეების მოდელი და აღდგომის და ევქარისტიის ქრისტიანული სიმბოლოები. თანამედროვე მეცნიერება, მედიცინა, ტექნოლოგია და თეოლოგია არის ძველ ეგვიპტელ სწავლულთა მემკვიდრე.
ეგვიპტემ უზომო გავლენა მოსახდინა დასავლეთზე. უკვე ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეგვიპტეში უფრო ადრე ვიდრე სადმე სხვაგან ყვაოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება,მედიცინა.

აქაა საბერძნეთის და კრეტას ცივილიზაციათა ფესვები. ევროპელებს ეგვიპტელები ხვდებოდნენ ფინიკიის სანაპიროზე ბიბლოსში,გზაზე შეივლიდნენ ხოლმე კრეტაზე, კვიპროსზე,როდოსზე, კარპატოსზე, კითერაზე. კითერაზე ნახეს თაბაშირის ლარნაკი ეგვიპტის მე-5 დინასტიის //2465-2323// ფარაონის სახელით.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში საშუალო სამეფოს ეგვიპტე გაცხოველებით ვაჭრობდა კრეტასთან რაზეც მოწმობს კრეტაზე ნაპოვნი მრავალი ეგვიპტური ნივთი
//ჭურჭელი, პატარა ქანდაკებები, საბეჭდავები და ა.შ.//.

9.04.2012

რას გვეუბნება სპინოზა :

სპინოზა არის მე-17 საუკუნის სახელგანთქმული ჰოლანდიელი ფილოსოფოსი. მის სამშობლოში,ჰოლანდიაში, ის მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნებაა, ყველაზე პრესტიჟულ პრემიას მეცნიერებაში ჰქვია მისი სახელი-ესაა სპინოზას პრემია. მინიშნებით ჭეშმარიტების ძიებისთვის ის შესულია ჰოლანდიური სკოლის ისტორიის ბაზისური პროგრამის,Canon van Nederland-ის 50 ძირითად თემაში. მისი პორტრეტი არის 1000-გულდენიან ბანკნოტაზე რომელსაც იყენებდნენ ევროს შემოღებამდე.
                
აი სპინოზას აფორიზმები:
არა ხარხარი, არა მოთქმა და ქვითინი, არა წყევლა არამედ გაგება!

შიშს აჩენს სულის უძლურება. 

სულებს ამარცხებენ სიყვარულით და დიდსულოვნებით და არა იარაღით. თანხმობის დასაწყისი გაგებაა. 
არცოდნა არაა საბუთი და უმეცრება არგუმენტი არაა. 
გამოცდილება მეტისმეტად ხშირად გვიჩვენებს რომ ადამიანი ყველაზე ნაკლებად ფლობს თავის საკუთარ ენას...
სიამოვნება არის ადამიანის გადასვლა ნაკლები სრულყოფიდან მეტ სრულყოფაზე.
-------------------------------------------

ევროპული ფილოსოფიური სკოლებიდან--კინიზმი, არ აგერიოთ მის კარიკატურა ცინიზმში:

გაგიჟებულ სოკრატედ ცნობილი
კინიკოს-ცინიკოსი დიოგენი
თუ არ ხარ თავხედი და არ ცხოვრობ ძაღლივით არ ხარ კაცი.

არ ხარ კაცი თუ სახეში არ აფურთხებ მდიდარ, ლამაზ სახლში მცხოვრებ და ხელოვნების მოყვარულ სტუმართმოყვარე მასპინძელს!!!

9.03.2012

სერგეი ავერინცევი გრიგოლ ნარეკელზე - 3:

...გრიგორ ნარეკელისთვის ღმერთი არის თავისთავადი არსი, ყოფნა, ძალა, სიბრძნე, ადამიანის მისწრაფებათა მიზანი და სიხარული, ხვედრი. უნებურად გვახსენდება არისტოტელეს უძრავი პირველძრავა რომელიც ყველას და ყველაფერს აყვარებს თავს და იზიდავს....
         
მაგრამ ამავე დროს ღმერთი ცოცხალი,საკუთარი თავის სიყვარულის, გულმოწყალების, სიბრალულის აქტებში გამომხატველი ღმერთია: 
ყველაზე დახელოვნებული მკურნალი,ურყევი სიმაგრე,
გზააბნეულთა გზაზე დამბრუნებელი, დაღუპულთა მომპოვებელი, 
იმედის მქონეთა იმედი, აბნელებულთა გამნათებელი,
ცოდვილთა განმწმენდი, შენ ხარ ლტოლვილთა თავშესაფარი,
აჯანყებულთა დამამშვიდებელი, შენ ხარ დაღუპვის გზაზე დამდგართა მშველელი, შენ ხარ ბორკილთა დამწყვეტი, ღალატის მსხვერპლთა განმანთავისუფლებელი,
შენ ხარ დაცვა იმათი ვისაც ფეხი დაუცდა, შენ უთანაგრძნობ მოხიბლულებს!
შენ მოთმინებით იწყალებ დაეჭვებულებს...
              
მაგრამ ღმერთი გრიგორ ნარეკელისთვის არის ადამიანის შიგნით მოქმედი ძალაც. ლუკას სახარებაში ნათქვამია "თქვენს შიგნით არის ღმერთის სასუფეველი"//17,21//.   

შუა საუკუნეების ვაინახური ქრისტიანობა:

ვსევოლდ ზოლოტუხინი
ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობამ ვერ შესძლო ავტოქტონური რელიგიურ-საკულტო წარმოდგენების განდევნა, თუმცა ის გადაიქცა ადგილობრივი წარმართობის ორგანულ ნაწილად, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ის.
ვაინახები (ჩეჩნები, ინგუშები, ბაცები) - ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ავტოქტონური მოსახლებას წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, რელიგიური კუთხით, დღეს ისინი სუნიტური მიმდინარეობის ისლამს, ხანაფიტურ მაზხაბას (ტარიკატები, ნაკშბანდია და კადირია) აღიარებენ. მაგრამ ვაინახების რელიგიური ჭვრეტა საკმაოდ რთულია.
ეჭვის  გარეშეა, რომ ვაინახები თავდაპირველად წარმართები იყვნენ და ჰქონდათ ავტოქტონური პანთეონი.მოცემული საკითხის სირთულე იმაში მდგომარებს, რომ  ვაინახების ისტორიის  შესახებ წყაროების არსებობის პირობებშიც კი შეუძლებელია ვაინახური წარმართობის ქრისტიანული ელემენტების გარეშე წარმოდგენა.ქრისტიანობამ დიდი გავლენა მოახდინა    ვაინახთა წარმართული წარმოდგენების სტრუქტურაზე და თვით კონცეპტზე.
    უფრო მეტიც, სხვა დანარჩენ კავკასიელ ხალხთა მსგავსად, ისინი რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ქრისტიანებად ითვლებოდნენ. ქრისტიანობამ მათში X საუკუნიდან დაიწყო გავრცელება, ძირითადად საქართველოდან, რომელიც მთიანი კავკასიის მოსახლეობის გაქრისტიანების გზით ცდილობდა გაემაგრებინა და უსაფრთხო გაეხადა თავისი ჩრდილო საზღვრები. ალბათ ზოგიერთი ქრისტიანული ელემენტები რუსეთიდანაც ისესხეს, რომელთანაც ვაინახებს ასევე ჰქონდათ ურთიერთობა.

9.02.2012

სერგეი ავერინცევი გრიგორ ნარეკაცი-ნარეკელზე - 2.


File:Zvartnots img 6967.jpg
ზვარტნოცის კაპიტელი


ნარეკელის შედევრი ყველაზე სრულყოფილი სიტყვიერი გამოხატულებაა იმ სულისა რომელიც შთააგონებდა სომეხ ხუროთმოძრვრებს, ქვისმთლელებს, მინიატურისტებს. მის უკან დგას სრულებით განსაკუთრებული სამყარო. "მწუხარე საგალობლების წიგნის" სახის განმსაზღვრელი მხატვრული ნების სიმწიფე დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა.
ნარეკელის პოეტურ ქვითინამდე სამნახევარი საუკუნით ადრე ჩაიფიქრეს და ააგეს ზვარტნოცი რომელიც ნანგრევების სახითაც ახდენს ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას.
არსად ქვეყანაზე არაა ასეთი წონიანი, მძიმე, თითქმის თავზარდამცემი ნამეტანობა ფორმებისა და სახეებისა როგორც ზვარტნოცის კაპიტელებშია.
       
მაგრამ როდესაც ნარეკელი იწყებს თავისი სულის შემკვრელი მეტაფორების უსასრულოდ გაშლას ძალა არანაკლებია და ჩანაფიქრის ლოღიკაში ბევრი რამაა საერთო.
         
ნარეკელის პოეზია ადასტურებს როგორც სომხური კულტურის თავისებურებას ისე თვითონ გრიგორის პოეტური გენიის განუმეორებლობას. მაგრამ ისტორიზმი  ჩვენგან მოითხოვს მათ დანახვას უნივერსალურ, საყოველთაო პერსპექტივაში, ქრისტიანული შუა საუკუნეების ლიტერატურად წოდებული მთლიანობის შიგნით.