2.07.2013

საქართველოში ასეთი ადამიანებიც იყვნენ:

ელისაბედ ირაკლის ასული გრუზინსკაია დაბ. 1870 გარდ. 1942

ეს ისე.მოტივებზე - კნეინა ლორთქიფანიძე
კახეთის ბაგრატიონთა შთამომავალი  ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონის //1826-1882//  და ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილ თამარ დავითის ასულ ჭავჭავაძის //1852-1933// ოჯახში 1870 წელს დაიბადა ელისაბედ ირაკლის ასული ბაგრატიონი.

მამამისი, საქართველოს  სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის დაუცხრომელი მებრძოლი და დაღესტნური თქმულებებით შამილის მამა ალექსანდრე ბატონიშვილის შთამომავალი ირაკლი ბაგრატიონი გარდაიცვალა 1882 წელს და ოჯახის მთელი ტვირთი დააწვა თამარ დავითის ასულს. 

მალე თამარი თავისი ორი ქალიშვილით, 12 წლის ელისაბედით და 10 წლის ეკატერინეთი წავიდა პარიზში.

დებმა განათლება მიიღეს პარიზის კათოლიკურ მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში.

სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ელისაბედი შევიდა სორბონას ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

სწავლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ის წერდა ფრანგულად და მტკივნეულად განიცდიდა იმას რომ საკმარისად კარგად არ ფლობდა მშობლიურ ქართულ ენას.

1895 წელს თამარი ქალიშვილებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.

სურათი:ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1827-1882).jpg
ირაკლი ალექსანდრეს ძე
ბაგრატიონ-გრუზინსკი (1827-1882)
ერთი წელის შემდეგ მისი უმცროსი ქალიშვილი ეკატერინე დაქორწინდა  ზამთრის სასახლის კომენდანტ ივანე რატიშვილზე რომელიც 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების დღეებში იცავდა სასახლეში დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს და საგანძურს და იგერიებდა ყაჩაღ ბოლშევიკებს.

აკაკი წერეთელმა კი ელისაბედს უძღვნა ლექსი რომელშიც მან ელისაბედი შეადარა გულის გამათბობელ მნათობს.

მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან მზეთუნახავმა ელისაბედმა საქმროდ აირჩია ქართული დრუჟინას ერთ-ერთი ორგანიზატორი,მდიდარი მემამულე და სტუმართმოყვარეობით და გულუხვობით განთქმული   მამუკა  ივანეს ძე ორბელიანი//1899-1936//. ისინი დაქორწინდნენ 1898 წელს.

მათ ეყოლათ ორი ვაჟიშვილი //თამაზ მამუკას ძე ორბელიანი, დაბ. 1899 გარდ. 1936
და ირაკლი მამუკას ძე ორბელიანი დაბ. 1901 გარდ. 1952//.

მშობლები შვილებს ზრდიდნენ სპარტანული სულისკვეთებით,აჩვევდნენ მათ შრომისმოყვარეობას და უნერგავდნენ  ღარიბების და გაჭირვებულების სიბრალულს და თანაგრძნობას.

ელისაბედმა გააგრძელა ლიტერატურული სალონის ტრადიცია.

ალექსანდრე ბატონიშვილი
მისი სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი,ვაჟა ფშაველა,მხატვარი გიგო გაბაშვილი,მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე,და მოგვიანებით შალვა დადიანი,კონსტანტინე გამსახურდია,იოსებ გრიშაშვილი,მსახიობი ნუცა ჩხეიძე.

ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ელისაბედის ალბომში არის  მარსელ პრევოს,რახმანინოვის,შალიაპინის,ვაჟა ფშაველას,აკაკი წერეთლის,კონსტანტინე გამსახურდიას და სხვათა ჩანაწერები.

1907 წელს პარიზში გამოვიდა  ელისაბედის მიერ ფრანგულად თარგმნილი ლერმონტოვის "დემონი".

თავისი თარგმანი ელისაბედმა აჩუქა სერგეი რახმანინოვს. ეს წიგნი ეხლა ინახება მოსკოვში, გლინკას სახელობის მუზეუმში.

1918 წელს ქართული უნივერსიტეტის გახსნის დღეს ელისაბედ ორბელიანი გამოვიდა პატრიოტული სიტყვით. გახსნისთვის გამოიცა ალბომი  უნივერსიტეტის პირველი პროფესორების პორტრეტებით. იქ იყო  ქართული უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი ელისაბედ ორბელიანის პორტრეტიც.

ელისაბედს დიდი დამსახურება მიუძღვის ფრანგულად ქართული პოეზიის ანთოლოგიის შედგენაში. მასში შევიდა ალ. ჭავჭავაძის,ნ.ბარათაშვილის,
გრ.ორბელიანის,ი.ჭავჭავაძის,აკაკი წერეთლის,ვაჟა ფშაველას,გალაქტიონ ტაბიძის და სხვა ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები.

მაგრამ ელისაბედ ორბელიანის უდიდესი დამსახურებაა "ვეფხისტყაოსანის" თარგმნა ფრანგულად //თეთრი ლექსით//. მანამდე ფრანგულად არსებობდა მხოლოდ პროზაული თარგმანი.  მაგრამ თარგმანის შესრულება დაგვიანდა და ის გამოიცა მხოლოდ 1977 წელს. ამ დროისთვის ელისაბედი უკვე აღარ იყო ცოცხალი,ის გარდაიცვალა 1942 წელს.

1938 წელს კი გამოიცა ვეფხისტყაონის ინგლისური თარგმანი რომლის ავტორიც იყო მარჯორი უორდროპი. წინასიტყვაობა მისთვის დაწერა ელისაბედ ორბელიანმა  რომელმაც თარგმნა მარჯორის მიერ გამოტოვებული სტროფებიც.

ენერგიულმა ელისაბედ ორბელიანმა დააარსა საქართველოში გამომავალი  ფრანგული და ინგლისური გაზეთები// "ლა ჟეორჟი ინდეპენდანტ" და  "ჯორჯიან მესსენჯერ"// რომლებშიც აქვეყნებდა საინტერესო წერილებს ფალიაშვილის და არაყიშვილის ოპერებზე,ქართულ მრავალხმიანობაზე,ქართველ მწერალთა თხზულებების თარგმანებს.

ელისაბედის უმცროსი ვაჟი თამაზ ორბელიანი დაადგა დედამისის გზას და უნივერსიტეტში ასწავლიდა უცხო ენებს.

ელისაბედის უფროსმა ვაჟმა ირაკლი //ერეკლე// ორბელიანმა უცხოეთში მოიხვეჭა პოპულარობა.

თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა გერმანიაში.

ნიჭიერი პიანისტი ირაკლი ორბელიანი კონცერტებით გამოდიოდა ევროპაში და ამერიკაში. ის აღარ დაბრუნდა ბოლშევიკების ხელში ჩავარდნილ საქართველოში.

1925 წელს მას პარიზში შეხვდა ქეთევან მაღალაშვილი რომელმაც დახატა მისი პორტრეტი.

სერგეი რახმანინოვი ასე წერდა ირაკლი ორბელიანზე:  "ჩემს შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ასრულებს ირაკლი ორბელიანი".

ირაკლი ორბელიანი
მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო ირაკლი ორბელიანი იძულებული იყო შეეწყვიტა საკონცერტო გამოსვლები.

ირაკლი ორბელიანმა დაიწყო რომანსების წერა ემიგრანტი პოეტების,შალვა ამირეჯიბის და სიმონ ბერეჟიანის ლექსებზე.

ირაკლი ორბელიანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ინიციატორი. ის ორჯერ აირჩიეს ამ სათვისტომოს ხელმძღვანელად.

1950 წელს მან სხვა ემიგრანტებთან ერთად შექმნა "ქართველ ამერიკელთა ლიგა".

ცივი ომის პერიოდში აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილებით რადიო "ამერიკის ხმამ" დაიწყო ლაპარაკი ქართულ ენაზე. ამ რადიოს ქართული რედაქციის პირველი დირექტორი იყო ირაკლი ორბელიანი.

1952 წელს შეიქმნა რადიოს სომხური და აზერბაიჯანული განყოფილებები,
შემდეგ ისინი გააერთიანეს საბჭოთა კავშირის სექციად და მთელი სექციის ხელმძღვანელად დანიშნეს ირაკლი ორბელიანი.

მაგრამ მას არ მოუწია დიდხანს მუშაობა. ირაკლი ორბელიანი გარდაიცვალა 1954 წლის 31 მარტს.



საზანდარი

ორბელიანი, ელისაბედ ირაკლის ასული

პიროვნება:670549

სრული ხე

შთამომავლობა

საგვარეულო

ბაგრატიონი კახეთის


სქესი

მდედრობითი


დაბადებისას მიღებული
სრული სახელი

ელისაბედ ირაკლის ასული გრუზინსკაია


სხვა სახელები

ფსევდონიმი "საზანდარი"


მშობლები

 # ირაკლი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი [ბაგრატიონი კახეთის] დაბ. 1826 გარდ. 1882

 თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე [ჭავჭავაძე] დაბ. 1852 გარდ. 1933

მოვლენები

1870 დაბადება:

1898 ქორწინება11.10. მამუკა (მაკარ) ივანეს ძე ორბელიანი [ორბელიანი] დაბ. 1873 გარდ. 1924

1942 გარდაცვალება:

ობლები

 მამუკა (მაკარ) ივანეს ძე ორბელიანი [ორბელიანი] დაბ. 1873 გარდ. 1924

 ელისაბედ ირაკლის ასული გრუზინსკაია [ბაგრატიონი კახეთის] დაბ. 1870 გარდ. 1942

შვილები

მამუკა (მაკარ) ივანეს ძე ორბელიანი

 თამაზ მამუკას ძე ორბელიანი [ორბელიანი] დაბ. 1899 გარდ. 1936

 ირაკლი მამუკას ძე ორბელიანი [ორბელიანი] დაბ. 1901 გარდ. 1952

No comments: