3.01.2013

ძველი და ნამდვილი აფხაზეთის გასახსენებლად;

ამისთანა რამეებს აბა გორბაჩოვ-სახაროვის თაყვანისმცემლები ხომ არ გაიხსენებენ!!!!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე  ანტიქრისტედ წოდებული პეტრე პირველის მიერ შექმნილმა ნახევრადპროტესტანტულმა მმართველმა სინოდმა გადაწყვიტა აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფა საქართველოს საეგზარქოსოსგან. 

1916 წლის აპრილში საქართველოს ეგზარქოსსა და კავკასიაში მეფისნაცვალ ნიკოლაი ნიკოლაევიჩ რომანოვს ეწვია ამაზე გაბრაზებულ და ნაწყენ აფხაზთა დელეგაცია.

აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსგან გამოყოფის იდეის წინააღმდეგ პროტესტის  გამოსათქმელად შეკრებილი ამ დელეგაციის წევრები იყვნენ: თავადები ალ.შარვაშიძე, დ.მარშანია, ასტამურ ინალიპა, გ.შარვაშიძე, გლეხები ანტონ ჩუკბარი და ეზუგბაია.

ჯერ კიდევ თბილისში ჩასვლამდე  აფხაზთა დეპუტაციის თხოვნის ტექსტი გამოაქვეყნა გაზეთმა "საქართველომ". 

აფხაზთა მიმართვაში ვკითხულობთ: "მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აფხაზეთის ეკლესიებში  წირვა-ლოცვა შემოღებული იქნა  ხალხისთვის გაუგებარ სლავიანურ ენაზე //ეს ენა სხვათა შორის არც იმდროინდელ რუსებს ესმოდათ,გ.მ.//. ხალხს და მოძღვარს შორის შეწყდა უშუალო დამოკიდებულება,რამაც ჩვენი ეკლესია მიიყვანა დღევანდელ სამწუხარო მდგომარეობამდე//აფხაზები გულისხმობდნენ იმას რომ რომანოვების მღვდლების გაუგებარი ლუღლუღის გადამკიდე აფხაზებს გამაჰმადიანება ერჩივნათ,გ.მ.//.  

სარწმუნოებრივ საკითხში პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ქრისტიანობის ქადაგება  ერთგვარის ცნობილი წესით,რომლის შეცვლითაც // ანუ საქართველოს საეგზარქოსოდან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფით სარწმუნეობრივი გრძნობა არ განვითარდება,არამედ შესუსტდება და დაჩლუნგდება. ამ მოსაზრებითა და სარწმუნოებრივ ინტერესთა დაცვის გამო გთხოვთ არ გამოგვთიშოთ და გამოგვყოთ არსებული წეს-წყობილებიდან,რომელიც შექმნილია საუკუნეების განმავლობაში საქართველოს და აფხაზეთის ისტორიულ და კულტურულ ცხოვრებას შორის".

ისტორიული აფხაზეთის აი აიმ სახეს და განწყობილებას უმალავს კაცობრიობას საბჭოთა დემოკრატია მის მიერ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად.

No comments: