3.11.2013

როგორ გადაურჩა ქართული საგალობლები განადგურებას:

ესეცაა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია.
     
ფილიმონ ქორიძე
/1829-1911/
ოგორ გადაურჩა ქართული საგალობლები განადგურებას
წყარო: samepo.ge
დაწერილია 01 November 2011 -
 http://www.forum.ali.ge

1932 წელი, დაუნდობელი ბრძოლა ქართულ გენიასთან, თვითმყოფადობასთან, ათასობით გადასახლებული და დახვრეტილი ქართული შემოქმედება, მიწაში ჩამახრული გენი. სწორედ ამ დროს ბერმა ექვთიმემ, ზედაზნის ეზოში ქართული საგალობლების ნოტების კრებული დამარხა. 16 საუკუნოვან ქართულ მუსიკალურ გენიას მიწა იცავდა.

მუსიკალური მემკვიდრეობის ნიმუში ქართული ეკლესიის დევნის დრამატულ ისტორიას უკავშირდება. ქართულ ღვთისმსახურებას და მრავალხმიანობას, გალობას საფრთხე შეექმნა მეფის რუსეთისგან. 1911 წელს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას, ფრესკების კირით შეთეთრება და ქართული ღვთის მსახურების დევნა მოჰყვა. მეფის რუსეთმა ეკლესიებში რუსული ტრადიციები დააკანონა. რუსეთის მიერ დანიშნული ეგზაქორსებისა და სხვა სასულიერო პირების ძალისხმევით ქართული გალობა რუსულმა ჩაანაცვლა.

ქართული მრავალხმოვანი საგალობლებისთვის ბრძოლა იმ პერიოდისთვის ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა იტვირთეს, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით ქართული საგალობლები თანამედროვე ნოტებით გადაიწერა. ამ პერიოდამდე მუსიკალური მემკვიდრეობა მარტივი ლიმფური ჩანაწერებისა და ზეპირსიტყვიერი გადაცემით თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ძმები კარბელაშვილები
ამ საქმეს სათავეში ფილიმონ ქორიძე ჩაუდგა. ფილიმონ ქორიძე, იტალიაში მოღვაწე, საოპერო მომღერალი იყო, რომელმაც ქართული საგალობლების გადაწერა და მემკვიდრეობა არჩია ლასკალის თვალწარმტაც სცენასა და მსოფლიო აღიარებას.
მაქსიმე ჩხარტიშვილი, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე, ძმები
 კარბელაშვილები, ანტონ დუმბაძე, მაქსიმე შარაძე ქართული ეროვნული საგალობლების გადარჩენის საქმეში ფილიმონ ქორიძეს გვერდში ამოუდგნენ. 28 წლის განმავლობაში 5532 საგალობელი გადაიწერა. რამოდენიმე მათგანი სტამბური წესით გამოიცა კიდეც. სწორედ აქ გამოჩნდა ესტატე კერესელიძე, პირველი ქართული სტამბის თანამშრომელი, რომელიც ფილიმონის გარდაცვალების შემდეგ ქართული საგალობლების მთავარ დამცველად მოგვევლინა. მიუხედავად მისი დიდი ძალისხმევისა, საგალობლების ნოტების მცირე ნაწილი გაიფანტა.

1912 წელს ესტატე კერესელიძე ჯერ მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და აქედან მოყოლებული თავაუღებლად წერდა ნოტებს. გელათის საკათედრო ტაძრის დაკეტვის შემდეგ ექვთიმე საგალობლების წერას ჯერ სვეტიცხოველში, მოგვიანებით კი ზედაზნის მონასტერში განაგრძობდა. აღსასრულამდე სიცოცხლის ფასად იცავდა ჩანაწერებს, რუსეთის იმპერიის შიშით ყუთები მიწაში ჩამარხა, ასე იცავდა ეროვნულ საგანძურს. 1935 წელს კი თავადვე გადასცა ხელნაწერების მუზეუმს.

დღეს უკვე ქართული მუსიკალური საზოგადოება ეკლესიასთან ერთად აქტიურად მუშაობს ქართული საგალობლების, ფასდაუდებელი მემვკიდრეობის საიდუმლოს ამოხსნაზე.

ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდი
 წყარო : http://www.orthodoxy.ge/galoba/filimon.htm



No comments: