3.20.2013

ბიბლიოთეკა, ფრანსუა ფიურეს "რევოლუცია":


საფრანგეთის პერესტროიკა გაგრძელდა ასი წელი, მთელი საუკუნე... 
 
ისტორიკოსი რომელმაც მოყვა სხვა ისტორია:
1997 წელს გარდაცვლილმა სახელგანთქმულმა ფრანგმა ისტორიკოსმა ფრანსუა ფიურემ  გამოთქვა  გამოჩენილი ფრანგი პროფესორების //ლბერ მათიე, ჟორჟ ლეფებვრი თუ ალბერ სობული// თვალსაზრისისგან განსხვავებული შეხედულება საფრანგეთის რევოლუციის თაობაზე.

ამ მარქსისტი ისტორიკოსებისთვის საფრანგეთის რევოლუცია  იმთავითვე და პირველ რიგში იყო  ხალხის მასების  ჯანყის გამოხატულება. 

ახალგაზრდობაში კომუნისტი ფიურე კი შემდეგ განუდგა კომუნიზმს და გახდა მისი მძაფრი კრიტიკოსი.  ამ კრიტიკამ თავისი გამოხატულება ნახა მის გამოკვლევებში.

ფრანსუა ფიურეს თქმით საფრანგეთის პერესტროიკა  დაიწყო იმით რომ ელიტები 1787 წლიდან  მშვიდობიანად და ზევიდან ცდილობდნენ საფრანგეთის სოციალურ მოდერნიზაციას .  მაგრამ 1793 წელს ეს მცდელობები ასცდა გზას, ტერორის დროს მასებმა ძალადობით მიიტაცეს ხელისუფლება.

ფიურეს თქმით მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმები ამოიზარდა რობესპიერის ტერორისტული "ექსპერიმენტისგან".

ფიურეს შეხედულებას რობესპიერზე დღემდე ეკამათებიან, მაგრამ ფრანსუა ფიურე მაინც რჩება დიდ ისტორიკოსად. 


მისი თქმით საფრანგეთის რევოლუცია გრძელდებოდა მთელი საუკუნის მანძილზე ანუ ასი და არა ათი წელი. ის აჩვენებს რომ რევოლუციის მიერ გამოწვეული შოკი გრძელდებოდა მთელი მე-19 საუკუნე და ამ საუკუნის მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ რევოლუციის დასრულებას. 
ფრანსუა ფიურე ასკვნის რომ 1789 წლის პრინციპების შესაბამისი რეჟიმი დამყარდა მხოლოდ 1870-ანი წლების ბოლოს, რესპუბლიკელების მიერ მონარქისტების დამარცხების შემდეგ.

ამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში Geohistoire,საგანგებო ნომერი 1789-1795, ფრანგული რევოლუცია, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერი.

No comments: