3.04.2013

სპარსელი პოეტებისთვის საყვარელი მაცხოვარი და ღვთისმშობელი:


მა­გა­ლი თო­დუ­ას თარ­გ­მა­ნე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლი
ბელა ჩეკურიშვილი
24 საათი 17.01.12

წიგ­ნის გა­რე­კან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი მე-17 სა­უ­კუ­ნის სპარ­სუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რა: მუ­ჰა­მე­დი ბო­რა­ყით (ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ცხე­ნით) მიფ­რი­ნავს იესო ქრის­ტეს საფ­ლა­ვის თაყ­ვან­სა­ცე­მად. წიგ­ნ­ში კი, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "მაცხო­ვა­რი და ღვთის­მ­შო­ბე­ლი სპარ­სულ პო­ე­ზი­ა­ში" და რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "არ­ტა­ნუჯ­მა" გა­მოს­ცა, შე­სუ­ლია მა­გა­ლი თო­დუ­ას მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი მე-9 სა­უ­კუ­ნი­დან მე-20-მდე.

ჩვე­ნი სტა­ტი­ის მი­ზა­ნი არ არის იმის ახ­ს­ნა, თუ რას ნიშ­ნავს ბო­რა­ყი სპარ­სულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რა­ტომ აქვს მას ქა­ლის სა­ხე, რა­ტომ აქვს მუ­ჰა­მედს სა­ხე ცეცხ­ლის ალით და­ფა­რუ­ლი, ან­და რა გრაგ­ნი­ლე­ბი უჭი­რავთ ხელ­ში ან­გე­ლო­ზებს. ჩვენ იმ პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შებ­ზე გვინ­და მო­გიყ­ვეთ, სა­დაც იესო და მა­რი­ა­მი მხატ­ვ­რულ სა­ხე­ე­ბად იქ­ც­ნენ და იმის ახ­ს­ნას შე­ვე­ცა­დოთ, რამ გა­მო­იწ­ვია ეს მოვ­ლე­ნა ის­ლა­მურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

წი­ნამ­დე­ბა­რე კრე­ბუ­ლი მე­სა­მე, შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაა. პირ­ვე­ლად იგი შვი­დი წლის წინ გა­მო­ი­ცა, რა­საც სა­ფუძ­ვ­ლად ედო მა­გა­ლი თო­დუ­ას მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა.

"ქრის­ტე და ღვთის­მ­შო­ბე­ლი ყუ­რან­შიც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ეს იცოდ­ნენ ლი­ტე­რა­ტო­რებ­მაც და იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, მაგ­რამ რო­დე­საც გე­ლა­თის აკა­დე­მი­ა­ში სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის კურ­სის კითხ­ვა და­ვიწყე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ამ თე­მა­ზე ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი ფო­კუ­სი­რე­ბულ­ნი არ ყო­ფი­ლან, არც კვლე­ვე­ბი არ­სე­ბობ­და და არც შე­სა­ბა­მი­სი პო­ე­ზი­ის თარ­გ­მა­ნე­ბი. კვლე­ვი­სას გა­ირ­კ­ვა, რომ რუ­და­ქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აიათო­ლა ხო­მე­ი­ნის ჩათ­ვ­ლით (რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტი იყო, მი­სი ლექ­სე­ბი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნ­და), უამ­რავ პო­ეტს აქვს სა­თუ­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქრის­ტე­სა და ღვთის­მ­შობ­ლი­სად­მი. ასე­ვეა არა­ბულ და თურ­ქულ პო­ე­ზი­ა­ში, თუმ­ცა კი, ნაკ­ლე­ბი დო­ზით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ქარ­თუ­ლი სა­ე­რო პო­ე­ზი­ის­გან, სა­დაც გუ­რა­მიშ­ვი­ლის გარ­და, იესო ქრის­ტე პო­ე­ტუ­რი სა­ხედ არ­სად გვხვდე­ბა," - ამ­ბობს მა­გა­ლი თო­დუა.

სპარ­სულ პო­ე­ზი­ა­ში იესო­სა და მა­რი­ა­მის სა­ხე­თა კვლე­ვა ("ისა-ნა­მე" ანუ "იესოს წიგ­ნი", რო­გორც მა­გა­ლია თო­დუა უწო­დებს) 4 ტო­მად არის ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ­ლის პირ­ვე­ლი ტო­მი სპარ­სულ ენა­ზე 2002 წელს გა­მო­ი­ცა და მას­ში შე­სუ­ლია 600-მდე პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა. სულ მა­ლე კი, ირა­ნის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით, გა­მო­ვა მე­ო­რე ტო­მი, სა­დაც მკვლე­ვა­რი უკ­ვე იმის ახ­ს­ნას ცდი­ლობს, რამ გა­ნა­პი­რო­ბა სპარ­სი პო­ე­ტე­ბის ესო­დენ დი­დი ინ­ტე­რე­სი იესოს სა­ხი­სად­მი და რა­ტომ დად­გა ქრის­ტე ადა­მის, მო­სეს, იაკო­ბის გვერ­დით.

ირა­ნელ მეც­ნი­ერ­თა რჩე­ვით, მა­გა­ლი თო­დუ­ამ ნაშ­რომს ინ­გ­ლი­სუ­რი ტექ­ს­ტი და­ურ­თო, ხო­ლო სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით - ქარ­თუ­ლი.

სპარ­სუ­ლი პო­ე­ზია ბიბ­ლი­ურ პატ­რი­არ­ქებს - ადამს, მო­სეს და იაკობს თუ მოკ­ვ­და­ვე­ბად მი­იჩ­ნევს, იესოს უკ­ვ­დავს უწო­დებს, სა­უბ­რობს მის ჯვარ­ც­მა­ზე და იმა­ზე, რომ იგი არ მომ­კ­ვ­და­რა, არა­მედ მე­ოთხე სფე­რო­შია და­ვა­ნე­ბუ­ლი, იქ, სა­დაც მზეა და მე­ო­რედ მოს­ვ­ლის დროს ის შე­ე­წე­ვა ადა­მი­ა­ნებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მკვლე­ვა­რიც და სპარ­სი პო­ე­ტე­ბიც შორს არი­ან რე­ლი­გი­უ­რი ახ­ს­ნე­ბის­გან. მაგ­რამ მა­ინც დგას კითხ­ვა: რა­ტომ მო­ი­ხიბ­ლა სპარ­სუ­ლი პო­ე­ზია იესოს პერ­სო­ნით?

მა­გა­ლი თო­დუა: "შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ყუ­რან­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იესო პო­ე­ტე­ბის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­და, მაგ­რამ თუ გა­ვიხ­სე­ნებთ იმას, რომ მთე­ლი სპარ­სუ­ლი პო­ე­ზია არის სუ­ფი­უ­რი ანუ ნე­ოპ­ლა­ტო­ნუ­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ჩვენ ვართ უფ­ლის ემა­ნა­ცია, რო­მელ­საც აქვს უნა­რი, ამაღ­ლ­დეს და და­უბ­რუნ­დეს ისევ ღვთა­ე­ბას; მაგ­რამ თუ­კი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით უფალ­თან მის­ვ­ლა, სუ­ფიზ­მი მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ანს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, 12 სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, რომ­ლის დრო­საც კარ­გავს ხორ­ცი­ელ არ­სე­ბო­ბას, არა­თუ მი­ვი­დეს უფალ­თან, არა­მედ გა­ით­ქ­ვი­ფოს მას­ში, ანუ ღმერთდ იქ­ცეს. ქრის­ტე აღ­მოჩ­ნ­და იდე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი ის­ლა­მის მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი­სათ­ვის - ღმერ­თი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვი­და, იცხოვ­რა, ივ­ნო და აღ­დ­გა.

ერთ-ერ­თი აპოკ­რი­ფის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც გაბ­რი­ელ მთა­ვა­რან­გე­ლოზს იესო უფალ­თან მიჰ­ყავს, მას და­ა­ვა­ლეს ენა­ხა, მი­წი­ე­რი არა­ფე­რი გაჰ­ყო­ლო­და თან. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა იესოს ტან­საც­მ­ლის გვი­რის­ტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ნემ­სი, რაც მას, რო­გორც ადა­მი­ანს, ტან­საც­მ­ლის და­სა­კე­რებ­ლად სჭირ­დე­ბო­და ხოლ­მე. ამის გა­მო გა­ჩერ­და იესო მე­ოთხე, ანუ მზის სფე­რო­ში. ცალ­კე კვლე­ვის თე­მაა მზი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხი. ასეა თუ ისე, სპარ­სი პო­ე­ტე­ბი მუ­ჰა­მედს კი არ სთხო­ვენ სათხო­ვარს, არა­მედ იესოს; მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის იხ­ს­ნის მათ ან­ტიქ­რის­ტე­სა­გან. მათ იესოს თე­მა­ზე უამ­რა­ვი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე შექ­მ­ნეს."

მე-16 სა­უ­კუ­ნის პო­ე­ტი ფუ­ზუ­ლი მინ­დორ­ში ჯე­ჯი­ლის ღელ­ვას ადა­რებს მა­რი­ა­მის კალ­თა­ში მწო­ლა­რე იესოს თა­მაშს. ხო­ლო მე-19-20 სა­უ­კუ­ნის მიჯ­ნის პო­ე­ტი ადიბ ფა­რა­ჰა­ნე­ლი ვარ­დის კო­კო­რის გა­მოს­ვ­ლას ღვთის­მ­შობ­ლის ფეხ­მ­ძი­მო­ბას ადა­რებს და ულა­მა­ზეს სუ­რათს ხა­ტავს: "იცის კო­კორ­მა, წი­თე­ლი ვარ­დი უზის ბუტ­კო­ში, და გა­მო­სუ­ლა, თით­ქოს უბი­წო იყოს ქალ­წუ­ლი და მაცხო­ვარ­ზე იყოს ორ­სუ­ლად."

სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის კვლე­ვი­სას დაგ­რო­ვი­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი ამ სა­მი­ო­დე წლის წინ მა­გა­ლი თო­დუ­ამ ერთ ტო­მად შეკ­რა და 6 ეგ­ზემ­პ­ლა­რად გა­მოს­ცა, წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბის დარ­თ­ვით, ერ­თი - ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კას უსახ­სოვ­რა, ერ­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სას, ორი - ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, ერ­თიც - ირა­ნისტ შვი­ლიშ­ვილს, ხო­ლო ბო­ლო ეგ­ზემ­პ­ლა­რი თა­ვის­თ­ვის და­ი­ტო­ვა. ირა­ნის სა­ელ­ჩომ მეც­ნი­ერს შრო­მა არ და­უ­კარ­გა და სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი ორ ტო­მად გა­მოს­ცა, სა­დაც ნი­ზა­მის "ლე­ილ მაჯ­ნუ­ნის" სრუ­ლი ვერ­სი­ის და ფირ­დო­უ­სის "შაჰ-ნა­მეს" გარ­და, შე­სუ­ლია შა­ჰიდ ბა­ხე­ლის, რუ­და­ქის და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე, მე-9 სა­უ­კუ­ნის პო­ე­ტი ქა­ლის, ყაზ­დარ-შა­ჰის ასუ­ლის რა­ბი­ას ლექ­სე­ბი, ასე­ვე ნა­სერ ხოს­რა­ვის, ომარ ხა­ი­ა­მის, ნი­ზა­მი გან­ჯე­ლის, ხა­ყა­ნი შირ­ბა­ნე­ლის, სა­ა­დი ში­რა­ზე­ლის, ჯა­ლალ-ედ-დინ რუ­მის, ჰა­ფე­ზის, ფუ­ზუ­ლის, მე-19 სა­უ­კუ­ნის კი­დევ ერ­თი შა­ჰის ასუ­ლის - მახ­ფის, ხო­მე­ი­ნის და სხვა­თა შე­მოქ­მე­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კრე­ბუ­ლი­სათ­ვის 2010 წელს მა­გა­ლი თო­დუა ირა­ნის მთავ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ეს, რო­მე­ლიც შა­ჰის და­არ­სე­ბუ­ლია და 10 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ირა­ნისტს გა­და­ე­ცე­მა ხოლ­მე.

ჩვენ კი, ვი­საც დღეს ხელთ გვაქვს "არ­ტა­ნუ­ჯის" გა­მო­ცე­მუ­ლი კრე­ბუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ცო­ტა უც­ნა­უ­რი სა­თა­უ­რით "მაცხო­ვა­რი და ღვთის­მ­შო­ბე­ლი სპარ­სულ პო­ე­ზი­ა­ში", ერ­თი უბ­რა­ლო რა­მის თქმა შეგ­ვიძ­ლია - ხე­ლოვ­ნე­ბას შეს­წევს ძა­ლა, სამ­ყა­რო გა­ა­ერ­თი­ა­ნოს და გვაჩ­ვე­ნოს ის ისე­თად, რო­გო­რა­დაც შე­მოქ­მედ­მა ჩა­ი­ფიქ­რა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-01-17/24148.html

No comments: