3.05.2013

რუსეთის გენერალური პერსტროიშჩიკი ალეკსანდრ პარვუსი

http://privetkavkaz.ru/blog/Raznoe/Istoriya/322379_Parvus_-_zloy_geniy_russkoy_revolyucii.html
თანამედროვეობის ბურჯების გალერეიდან - რუსეთის გენერალური პერესტროიშჩიკი პარვუსი:

გელფანდ პარვუსი, ტროცკი 
და ლევ დოიჩი პეტრე-პავლეს ციხეში, 1906 
ამის გარეშე ვერ იქნებოდნენ ვერც ლენინი, ვერც სტალინი და ვერც გორბაჩოვი მთელი მისი ამალით:

ამბობენ რომ რევოლუციას ჩაიფიქრებს ხოლმე ბრძენი, განახორციელებს ხოლმე ფანატიკოსი და მისი ნაყოფით სარგებლობს დამპალი. მაგრამ არის დამპალი და ეშმაკი ფანატიკოსი ალეკსანდრ პარვუსი და მოდით ეხლა ისიც გავიხსენოთ.

თეორეტიკოსი მარქსისტი, რევოლუციონერი და საერთაშორისო ავანტურისტი, «რევოლუციის ვაჭარი», რას ნიშნავდა მისთვის იდეები, მილიონობით ადამიანთა სიცოცხლე? ყველაფერი ეს იყო მხოლოდ გზა გამდიდრებისკენ. მან უზომო გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე. საკითხავია თუ როგორ განვითარდებოდა მის გარეშე პირველი მსოფლიო ომი, გადაიქცეოდა თუ არა ლენინი «მსოფლიო პროლეტარიატის ბელადად», მოხდებოდა თუ არა მთელი ცივილიზაციის მომსპობი რევოლუცია რუსეთში.

რევოლუცია არ ყოფილა ხალხის კოლექტიური სიგიჟე, მას ჰყავდა ფარული, კულისებში მოქმედი მამოძრავებელი ძალები და პარვუსი შეიძლება შევადაროთ დამდგმელ რეჟისორს.
ალეკსანდრ პარვუსი, სინამდვილეში იზრაილ ლაზარეს ძე გელფანდი დაიბადა მინსკის გუბერნიის ბერეზინოიში 1867 წლის 8 სექტემბერს. ოჯახმა გადაიტანა პოგრომი და გადასახლდა ოდესაში. მამამისი იყო პორტის მტვირთავი, მაგრამ შვილმა წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, სადაც დაეწაფა რევოლუციურ ლიტერატურას და მიზნად დაისახა რუსეთის განთავისუფლება ცარიზმისგან ან გამდიდრება. 19 წლის ახალგაზრდა წავიდა ციურიხში სადაც გაიცნო ჯგუფი შრომის განთავისუფლების წევრები-გ.ვ.პლეხანოვი, პ.ბ.აკსელროდი და ვერა ზასულიჩი. მათი გავლენით ის გახდა მარქსისტი.

1887 წელს ახალგაზრდა კაცმა ჩააბარა ბაზელის უნივერსიტეტში რისი დამთავრების შემდეგაც გახდა ფილოსოფიის დოქტორი. რუსეთში არ დაბრუნდა, გადავიდა გერმანიაში, სადაც რუს სოციალ-დემოკრატებთან ურთიერთობის გაწყვეტის გარეშე გახდა გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სადაც ის დიდი კეთილგანწყობით მიიღეს პარტიის ხელმძღვანელებმა კ.კაუტსკიმ, კ.ცეტკინმა, რ.ლუკსემბურგმა. მისი გარეგნობის გამო კაუტსკიმ პარვუსს დაარქვა დოქტორ სლონი.

პარვუსი ბევრს წერს. ის კარგი ჟურნალისტია. მის წერილებს გატაცებით კითხულობენ ახალგაზრდა რუსი მარქსისტები ვლადიმირ ლენინის ჩათვლით. ციმბირში გადასახლებული ლენინი დედამისს სთხოვს პარვუსის ნაშრომთა ასლების გაგზავნას.

«მისი წერილები და წიგნაკები მსოფლიო ბაზარზე და აგრარულ კრიზისზე, საყოველთაო გაფიცვაზე, გერმანულ ოპორტუნიზმზე, შესანიშნავი ნაშრომებია რომელთა პამფლეტური ფორმა შესანიშნავად ეხამება მეცნიერულ შინაარსს... პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობა აღარაა უფორმო მიზანი და გადაიქცა ჩვენი დროის პრაქტიკულ ამოცანად». ასე ლაპარაკობდა პარვუსის ნაშრომებზე ლევ ტროცკი, რომელმაც ის გაიცნო 1904 წელს. ტროცკი მოაჯადოვა პერმანენტული რევოლუციის პარვუსის იდეამ.

ამ დროისთვის პარვუსი უკვე იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატთა მენშევიკების დრაქციის წევრი.

ლენინმა კი პარვუსი გაიცნო უფრო ადრე, 1901 წელს, მიუნხენში, სადაც ალეკსანდრის ბინაზე გამართულ ტიპოგრაფიაში იბეჭდებოდა გაზეთი "ისკრა." აქვე ხვდებოდნენ ერთმანეთს რევოლუციონერები.

1905-1907 წლების რევოლუციის დაწყებასთან ერთად პარვუსი ჩავიდა პეტერბურგში და ტროცკისთან ერთად გახდა მუშათა საბჭოს დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მათ ერთად იყიდეს მცირე პერიოდული გამოცემა "რუსული გაზეთი" და მისი ტირაჟი სწრაფად მიიყვანეს 100 000 ეგზენპლარამდე. საბჭოს ხელმძღვანელები ხრუსტალიოვის და ტროცკის დაპატიმრების შემდეგ პარვუსი სათავეში ჩაუდგა არალეგალურ საბჭოს, მაგრამ მალე ისიც დაიჭირეს და გააგზავნეს ტურუხანსკში. მაგრამ პარვუსმა გზაში გამოათრო ბადრაგი და გაიქცა. მას უკვე ჰქონდა ყალბი პასპორტი და ფული.

რუსეთში აღარ დაბრუნებულა. საკვირველი იყო ეს რევოლუციონერი. ის ატანილი იყო გამდიდრებაზე ოცნებით და არც მალავდა ამას. ბევრი აღნიშნავდა მის სიხარბეს და ფულის უსუფთაოდ შოვნას. "წმინდა" რევოლუციონერი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი პარვუსი მოკლა ფულს დახარბებულმა პარვუსმა.

გაჩნდა უსუფთაო ავანტურისტი. მის სახელთან მაშინ დაკავშირებული იყო სკანდალები - უფულოდ და უპატრონოდ მიტოვეული ორი ცოლი ბავშვებით, პარტიული სალაროსთვის განკუთვნილი 130 000 მარკის მითვისება და ფლანგვა საყვარელზე, ეს იყო მაქსიმ გორკის საავტორო უფლებებიდან მიღებული შემოსავალი რომელიც მიანდვეს პარვუსს.

პარტიულმა სასამართლომ პარვუსს ამიტომ აუკრძალა მონაწილეობის მიღება რუსულ და გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში.

ამის შემდეგ ის გაქრა გერმანიიდან და 1910 წელს გაჩნდა კონსტანტინეპოლში.

თანაპარტიელების დაგმობამ არ გააქცია ალბათ პარვუსი. ის იყო შესანიშნავი ანალიტიკოსი. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისას მან რამოდენიმე წერილში იწინასწარმეტყველა რუსეთის დამარცხება და ამის შედეგად რუსული რევოლუცია რომელიც" ....შეარყევს მთელი კაპიტალისტური სამყაროს საფუძვლებს და რუსული მუშათა კლასი იქნება მსოფლიო სოციალური რევოლუციის ავანგარდი".

ლენინი კი მაშინ ასეთ ავანგარდად თვლიდა გერმანიის პროლეტარიატს.


პარვუსმა კარგად იგრძნო ბალკანეთის მდგომარეობის არასტაბილურობა და ფეთქებადი ხასიათი. ეს კი ნიშნავდა ომს და შემდეგ კი სასურველ, მის გამამდიდრებელ რევოლუციას.

თურქეთში პარვუსმა შეიძინა თავისი პირველი მილიონები. ის გახდა "ახალგაზრდა თურქთა" მთავრობის მრჩეველი და წარმატებული კომერსანტი, სურსათს აწვდიდა თურქეთის არმიას და იყო იარაღით უმსხვილესი ვაჭარი ბაზილ ზახაროვის და კრუპის კონცერნის წარმომადგენელი.

სარაევოს გასროლები 1914 წელს და პირველი მსოფლიო ომის დაწყება პარვუსისთვის დიდებული რამე იყო. მან მაშინვე შეაფასა ვითარება და მიხვდა თუ რითი დამთავრდებოდა რუსეთისთვის თურქეთის ჩაბმა ომში გერმანიის მხარეს:

თურქეთი კეტავს სრუტეებს, მოკავშირეებისგან მოჭრილი რუსეთი მარცხდება და ხდება სანატრელი რევოლუცია. მან ორი მოსისხლე მტერი, ბულგარეთი და თურქეთი, ჩაითრია ომში რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთიდან.

ბრილიანტებით და ოქროთი აბრჭყვიალებული პარვუსი მოულოდნელად გაჩნდა სოციალ-დემოკრატებს შორის.

ეხლა ის იცავდა მსოფლიო სოციალიზმისთვის ხელის შემწყობი გერმანული მილიტარიზმის პროგრესულ მისიას და გააფთრებით ესხმოდა თავს სოციალიზმის ძველ მტერს, რუსეთის ცარიზმს.
პარვუსი და ლენინი თანახმანი იყვნენ იმაზე რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელი იყო.

ბერლინში ჩასულმა პარვუსმა 1915 წლის მარტში გერმანელებს შესთავაზა რუსეთის მოსპობის თავისი 20-ფურცლიანი გეგმა. ამისთვის რუსეთის სათავეში უნდა მოხვედრილიყვნენ უკიდურესი მემარცხენე ექსტრემისტები.


გეგმის არსი ასეთია: ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით სრულიად რუსეთის გაფიცვის მოწყობა იარაღის ქარხნებზე და რკინიგზებზე, რკინიგზის ხიდების აფეთქება, რეგიონებში პოლიტიკური ლოზუნგების მქონე აჯანყებებისა და გაფიცვების მოწყობა, ნავთობარეწებისთვის ცეცხლის წაკიდება, აგიტაცია წამყვანი დარგების მუშებს შორის და საპორტო ქალაქებში, რუსეთის საწინააღმდეგო განწყობილებების წაქეზება უკრაინაში, ფინეთში და კავკასიაში, პოლიტპატიმართა გაქცევა ციმბირიდან, რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიისთვის მხარის დაჭერა იმიტომ რომ ის მოითხოვს მთავრობის დამხობას და მშვიდობის დამყარებას, აგიტაცია ცარიზმის წინააღმდეგ.

ამ აგიტაციის სქემა მარტივია - ომში დამნაშავეა მეფე, იმპერატრიცა გერმანელია და ამდენად შპიონია, მემკვიდრე უკურნებლადაა ავად, ე.ი.დინასტია განწირულია.

შემდეგ კი დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას შეუჩვეველი რუსეთი დაემხობა.

პარვუსის აზრით იყო ადამიანი ვისაც შეეძლო ყველაფერი ამის განხორციელება-ძალაუფლების და მსოფლიოზე ბატონობის მანიით შეპყრობილი ლენინი რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის იყო მზად.

პარვუსისთვის რევოლუცია რუსეთში პირველ რიგში ბიზნესია, ამისთვის კი საჭიროა თავდაპირველი კაპიტალი. მან გერმანელებს შესთავაზა თავისი პროგრამისთვის 5 მილიონი მარკის გამოყოფა.

გერმანელებმა მისცეს 2 მილიონი. პარვუსმა 1 მილიონი იქვე გადაიყვანა თავის ანგარიშებზე კოპენჰაგენში, სადაც მას ჰქონდა სავაჭრო ოპერაციებით დაკავებული მთელი კომერციული იმპერია.

შემოსავლის დიდ ნაწილს ის სდებს მთელ მსოფლიოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შექმნაში.

მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებებს მსოფლიო და რუსეთის მოსახლეობა უნდა განეწყოთ მეფის რეჟიმის წინააღმდეგ.

მაშ, საჭიროა ლენინი და მისი ბოლშევიკები. 1916 წლის მაისში პარვუსი შეხვდა ლენინს ციურიხის ერთ რესტორანუკაში.

«მე გამოვთქვი ჩემი აზრი ომის სოციალურ-რევოლუციური შედეგების შესახებ, ამბობდა შემდეგ პარვუსი, და მივაქციე ყურადღება იმას რომ რევოლუცია მაშინ შესაძლებელი იყო მხოლოდ რუსეთში...» მაგრამ ლენინი ფრთხილად მოეკიდა პარვუსის წინადადებებს. მას მაშინ აღარ ჰქონდა რუსეთში რევოლუციის გზით ძალაუფლების დაპყრობის იმედი. მაგრამ მალე მათ შუამავლების მეშვეობით მოილაპარაკეს. 


მართალია რომ პარვუსმა გადააჭარბა რუს რევოლუციონერთა მზაობა და უნარი. ამან გააძვირა რუსეთის ნგრევა. პარვუსი ფიქრობდა რომ 5-10 მილიონი მარკა ეყოფოდა. საბოლოო ანგარიშით ეს თანხა ას მილიონამდე გაიზარდა.

თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სწორედ პარვუსმა გაიყვანა ლენინი გერმანიის ტერიტორიის გავლით რუსეთში და ამისთვის ახალი 5 მილიონი მიიღო. თვითონ პარვუსმა იყიდა ბილეთები ლიტერულ მატარებელზე ციურიხიდან.

ამასთან პარვუსს ძალიან უნდოდა რომ რუსეთში ძალაუფლების დაპყრობა მისთვის მიეწერათ და ამისთვის მან სცადა გერმანიაში ლენინთან შეხვედრა. მაგრამ ლენინმა გამოიჩინა სიფრთხილე და უარი თქვა შეხვედრაზე. ლენინთან ერთად მაშინ წავიდა რამოდენიმე ათეული რევოლუციონერი. შემდეგ გაუშვეს კიდევ რამოდენიმე მატარებელი. 1917 წლის ზაფხულში ბოლშევიკებმა წარუმატებლად სცადეს ძალაუფლების აღება. მაშინვე გაზეთებში პირველად გაჩნდა მასალები ლენინის გერმანელებთან კავშირის შესახებ და ყოველთვის ნახსენები იყო პარვუსიც. ეს მეზობლობა სულაც არ ყოფილა შემთხვევითი.

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებას პარვუსი თავიდან აღტაცებით შეხვდა. მისმა ოცნებებმა განხორციელება დაიწყო! ამისთვის მან გერმანელებს 40 მილიონი მარკაც წაართვა! ამ ფულით რუსეთში უნდა შექმნილყო პროგერმანული საგაზეთო იმპერია რომელიც დაიწყებდა რუსეთის მოსახლეობის შესაბამისად დამუშავებას.

მაგრამ მალე პარვუსი აღარ მოეწონათ გერმანელებს იმიტომ რომ მას თავისი აზრი ჰქონდა ბოლშევიკებთან მოლაპარაკებების ფორმის შესახებ.

პარვუსი არც ბოლშევიკებს მოეწონათ. პარვუსს ამაოდ ეგონა რომ ლენინი მას მინისტრად დანიშნავდა თავის მთავრობაში.

აღმოჩნდა რომ პარვუსი ცუდად იცნობდა ლენინს რომლისთვისაც მან მხოლოდ ტირანის როლი გაიმეტა.

პარვუსმა ლენინს მისცა საწყისი კაპიტალი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად.

ეხლა კი ლენინის ხელში იყო რუსეთის უზომო სიმდიდრეები და მას ჰქონდა მსოფლიო რევოლუციის თავისი გეგმა.

პარვუსი ლენინს აღარ სჭირდებოდა. მავრმა გააკეთა თავისი საქმე!!!

1918 წლიდან პარვუსი იქცა ლენინის გააფთრებულ კრიტიკოსად. მან ბოლშევიკურ ხელისუფლებას მიუსია მთელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მაგრამ უკვე გვიან იყო.


გერმანიაში ნოემბრის რევოლუციის და კაიზერის იმპერიის დაცემის შემდეგ პარვუსი გადავიდა შვეიცარიაში.

მაგრამ გაირკვა პარვუსის როლი 1914-1917 წლების ამბებში და შვეიცარიელებმა თავაზიანად სთხოვეს მას შვეიცარიიდან წაბრძანება. ის ისევ გადავიდა გერმანიაში სადაც განმარტოებით ცხოვრობდა დიდ ვილაში ბერლინთან. ის ისევ ეწეოდა ჟურნალისტის საქმიანობას.

პარვუსი გარდაიცვალა 1924 წლის 12 დეკემბერს რამაც გული არავის ატკინა.

ზოგისთვის ის იყო რევოლუციონერი და ავანტურისტი, სხვებისთვის -მოღალატე.

რუსეთისთვის კი ნგრევის გამორჩეული უნარის მქონე პარვუსი ბოროტი გენია და წყევლა-შეჩვენება აღმოჩნდა.
-----------------------------------------------------------------

Марксист-теоретик, революционер и международный авантюрист, «купец революции». Что для него значили идеи, что судьбы миллионов людей? Все это лишь путь к обогащению. Он оказал такое громадное влияние на ход мировой истории, что это трудно переоценить. Как бы без его вмешательства развивались события первой мировой войны, состоялся бы Ленин как «вождь мирового пролетариата» и, вообще, произошла ли бы революция в России, уничтожившая почти бесследно уникальную цивилизацию? Это ведь не было коллективным безумием народа. Внешние силы, подталкивавшие разрушительные процессы в стране, направлялись теми, кто оставался за кулисами. Парвуса же здесь вполне можно сравнить с режиссером-постановщиком.

Израиль Лазаревич Гельфанд, таково настоящее имя Александра Парвуса, родился 8 сентября 1867 года в местечке Березино Минской губернии. После пережитого погрома семья переехала в Одессу. Отец его был портовым грузчиком, однако это не помешало сыну успешно окончить гимназию. Там он приобщился к чтению революционной литературы и определил для себя цель жизни: освободить Россию от царизма или стать богатым. В 19 лет юноша уехал в Цюрих, где познакомился с членами группы «Освобождение труда» – Г. В. Плехановым, П. Б. Аксельродом и Верой Засулич. Под их влиянием он и стал марксистом.

В 1887 году молодой человек поступил в Базельский университет, по окончании которого получил степень доктора философии. В Россию он возвращаться не стал, а переехал в Германию, где, не порывая отношений с русскими социал-демократами, вступил в немецкую социал-демократическую партию и был очень благожелательно принят ее руководителями К. Каутским, К. Цеткин, Р. Люксембург. Кстати, за его внешний облик Каутскй дал ему прозвище Доктор Слон. Парвус пишет много статей. Он хороший журналист. Его публикациями зачитываются молодые русские марксисты, включая и Владимира Ульянова, который, находясь в сибирской ссылке, просит мать присылать ему все копии работ Парвуса. «Его статьи и книжки о мировом рынке и аграрном кризисе, о всеобщей стачке, о немецком оппортунизме представляют собой превосходные работы, памфдетная форма которых прекрасно сочетается с научностью содержания… Парвус ребром поставил вопрос о социальной революции… Завоевание власти пролетариатом перестало быть бесформенной «конечной целью» и стало практической задачей нашего времени». Так отзывался о трудах Парвуса Л. Б. Троцкий, который познакомился с ним в 1904 году и был буквально «заворожен» парвусской идеей «перманентной революции». К этому времени Парвус уже был членом РСДРП, примкнув к фракции меньшевиков.

Личное же знакомство Парвуса и Ленина произошло раньше, в 1901 году в Мюнхене, где на квартире Александра была устроена типография, печатавшая газету «Искра». Здесь же проходили и встречи революционеров.

С началом революции 1905–1907 годов Парвус приехал в Петербург и вместе с Троцким вошел в состав исполкома Совета рабочих депутатов. Вместе они купили небольшое периодическое издание – «Русскую газету», и быстро довели ее тираж до 100 тысяч экземпляров. После ареста руководителей Совета Хрусталева и Троцкого Парвус возглавил нелегальный Совет, но вскоре был арестован и после недолгого пребывания в «Крестах» отправлен в трехгодичную ссылку в Туруханск. Но туда он не попал. Напоив на этапе конвоиров, Парвус бежал, уже имея при себе фальшивый паспорт, явки и деньги. Больше в Россию он не вернулся. Удивительный был этот революционер: одержимый мечтой разбогатеть и даже не скрывавший этого. Многие тогда отмечали его страсть к деньгам и неразборчивость в средствах для их добывания. Вот на этом «чистый» революционер, теоретик и практик, закончился. И появился авантюрист, довольно нечистый на руку. С его именем тогда был связан ряд скандалов: две жены с детьми, брошенные без средств к существованию, присвоение и растрата на любовницу 130 тысяч марок, которые должны были пойти в партийную кассу. Это были доверенные ему доходы от авторских прав Максима Горького. По решению «партийного суда» за этот поступок Парвусу запрещалось участвовать в русском и германском социал-демократическом движении. После этого он исчез из Германии и в 1910 году «вынырнул» в Константинополе.

Вряд ли именно решение «суда» заставило Парвуса уехать. Он был прекрасным аналитиком. С началом русско-японской войны он в ряде статей предрек поражение России и как следствие этого – русскую революцию, которая «…расшатает основы всего капиталистического мира, и русскому рабочему классу суждено сыграть роль авангарда в мировой социальной революции». (А ведь Ленин тогда отводил эту роль пролетариату Германии.) Парвус хорошо почувствовал неустойчивость ситуации на Балканах, даже ее взрывоопасность. А это означало войну, а затем и желанную революцию, которая его обогатит.

В Турции Парвус заработал свои первые миллионы, став советником в правительстве «младотурок» и преуспевающим коммерсантом – поставщиком продовольствия для турецкой армии и представителем крупнейшего торговца оружием Базиля Захарова и концерна Круппа. Сараевские выстрелы 1914 года для Парвуса прозвучали как набат. С началом первой мировой войны наступил его звездный час. Мгновенно оценив ситуацию, он понял, чем кончится для России вступление Турции в войну на стороне Германии: Турция закрывает проливы; Россия, отрезанная от союзников, терпит поражение; а там и желанная революция. И он сумел заставить двух кровных врагов, Болгарию и Турцию, выступить против России с юга. Парвус неожиданно появился среди социал-демократов, ослепляя их блеском бриллиантовых запонок и золотых перстней. Теперь он стал выступать как защитник прогрессивной миссии германского милитаризма, фактически играющего на руку мировому социализму, и как ярый противник русского царизма – старого врага социализма. В необходимости поражения России и Парвус, и Ленин полностью солидарны.

Прибыв в Берлин, Парвус в марте 1915 года предложил немцам свой обширный (на 20 страницах) план уничтожения России «путем прихода к власти крайне левых экстремистов». Суть плана такова: организация под антивоенными лозунгами общероссийской забастовки на оружейных заводах и железных дорогах; взрывы железнодорожных мостов; организация восстаний и забастовок в регионах с политическими лозунгами; поджоги на нефтепромыслах; агитация среди рабочих ведущих отраслей и в портовых городах; подстрекание антирусских настроений на Украине, в Финляндии и на Кавказе; организация побегов политических заключенных из Сибири; поддержка лозунга РСДРП о свержении правительства и заключении мира; агитация против царизма. Схема этой агитации проста: царь – виновник войны, императрица – немка, а значит, шпионка, наследник неизлечимо болен, а значит, династия обречена. Все это должно было привести к хаосу и отречению царя. А затем Россия, не приспособленная жить в условиях демократии, рухнет. И был человек, который, по мнению Парвуса, мог бы это осуществить, – Ленин, одержимый манией власти и мирового господства, готовый на любые средства ради достижения цели.

По Парвусу, революция в России – это, прежде всего, бизнес, а для этого нужен первоначальный капитал. Он предложил немцам выделить под свою программу 5 миллионов марок. Те предоставили два, из которых один Парвус тут же переводит на свои счета в Копенгагене, где у него целая коммерческая империя, которая занимается торговыми операциями. Большую часть от доходов он вкладывает в создание СМИ по всему миру. Они должны были настроить мир и население России против царского режима.

Итак, нужен Ленин и его большевики. В мае 1916 года в цюрихском ресторанчике состоялась их встреча. «Я изложил свою точку зрения на социально-революционные последствия войны, – отмечал потом Парвус, – и обратил внимание, что… революция в то время была возможна только в России…» Но Ленин к предложениям Парвуса отнесся очень осторожно. Он уже разочаровался к этому времени в перспективах революционного захвата власти в России. Однако вскоре через посредников они договорились. Правда Парвус переоценил готовность и способность русских революционеров поднимать массы, что весьма удорожило его план разрушения России. Он рассчитывал, что хватит 5–10 миллионов марок, но сумма в конечном счете выросла до 100 миллионов.

После победы в России Февральской революции именно Парвус организовал проезд Ленина через территорию Германии в Россию, получив для этого новые 5 миллионов. Он сам покупал билеты на литерный поезд из Цюриха. При этом Парвус очень хотел, чтобы заслуга захвата власти в России была приписана ему, для чего попытался в Германии организовать встречу Ленина с самим собой. Тут уж сразу просматривалась бы связь между ними. Но Ленин проявил осторожность и отказался от встречи. С Лениным тогда уехало несколько десятков революционеров, а затем было отправлено еще несколько поездов. Летом 1917 года большевики попытались взять власть, но их постигла неудача. Тогда же в газетах впервые появились материалы о связях Ленина с немцами, и каждый раз упоминался Парвус. И это соседство было отнюдь не случайным.

Октябрьский переворот 1917 года Парвус поначалу встретил с восторгом. Мечты сбывались! Ему даже удалось под это событие «раскрутить» немцев на 40 миллионов марок! Эти деньги должны были пойти на создание в России прогерманской газетной империи, которая занималась бы соответствующей обработкой русского населения. Но уже вскоре он стал мешать как немцам, поскольку имел свой взгляд на форму ведения мирных переговоров с большевиками, так и самим большевикам, поскольку рассчитывал (и напрасно!), что Ленин даст ему министерский портфель в своем правительстве. Но Парвус, оказывается, мало знал человека, которому уготовил роль всего лишь тирана. Он дал ему первоначальный капитал для захвата страны, теперь же в руках Ленина были несметные богатства России и свой план мировой революции – и Парвус стал не нужен. Мавр сделал свое дело!

С 1918 года Парвус стал яростным критиком Ленина, обрушив на большевистскую власть СМИ. Но было уже поздно. После ноябрьской революции в Германии и падения кайзеровской империи Парвус перебрался в Швейцарию. Но когда стала всплывать его роль в событиях 1914–1917 годов, швейцарцы предложили ему покинуть страну. Он вновь перебрался в Германию, где уединенно жил на большой вилле под Берлином, по-прежнему занимаясь журналистикой. Умер Александр Парвус 12 декабря 1924 года. Его смерть не вызвала никаких сочувственных комментариев. Для одних он был революционером и авантюристом, для других – предателем. Для России же Парвус со своим умением разрушать оказался злым гением и проклятием.

No comments: