3.25.2013

ამბროსი ხელაიაზე და საქართველოს წინ მდგარ ზოგ გამოწვევაზე:

"სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი სამშობლოს, მძორი, ჯალათებო – თქვენ და რაც გინდათ ის უყავით მას".


ამბროსი ხელაიაზე და საქართველოს წინ მდგარ ზოგ გამოწვევაზე:

სახელგანთქმული ბრიტანელი ისტორიკოსი რნოლდ ტოინბის //1889-1975// თანახმად ღმერთი //ბუნება// ადამიანს უგზავნის გამოწვევას. თავისი პასუხით ამ გამოწვევაზე ადამიანი და მის მიერ შექმნილი ცივილიზაცია წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანას და ამით საკუთარი თავი გადაჰყავს უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში.

რაც უფრო ძლიერია გამოწვევა მით უფრო ორიგინალურია და შემოქმედებითია პასუხი. თუ კი არ არსებობს გამოწვევა არ არსებობს სტიმული საზოგადოების ზრდისთვის და განვითარებისთვის.

მაგრამ ის საზოგადოება რომელიც ვერ აძლევს პასუხს გამოწვევას განწირულია, განიცდის დეგრადაციას, დაქვეითება-დაკნინებას, ეცემა.

ტოინბის თქმით გამოწვევა 3 სახეობისაა:
1- არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები. ძველი ეგვიპტელებისთვის ეს იყო ნილოსის დელტას ჭაობები, მაიებისთვის იუკატანის ტროპიკული ტყე, ელინებისთვის ეგეოსის ზღვის ტალღები, ტყეები და ყინვები - რუსებისთვის... 2. უცხოელთა თავდასხმები.

3. წინა ცივილიზაციის გადაგვარება, კულტურულ-ზნეობრივი დაცემა.

ელინურ-რომაული ცივილიზაციის ნგრევამ ბიძგი მისცა ბიზანტიური და დასავლეთევროპული ცივილიზაციის განვითარებას.

ბიზანტიური და შუა საუკუნეების და ა.შ. ცივილიზაციების რღვევამ კი ბიძგი მისცა სხვა ცივილიზაციების გაჩენა-განვითარებას.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში საქართველო აღმოჩნდა უდიდესი გამოწვევების წინაშე.

მეგობრად და მფარველად მოწვეულმა რომანოვთა იმპერიამ მიიხედ-მოიხედა და გააუქმა ის სახელმწიფო რომლის მფარველობის პირობაც დადო. შემდეგ კი გააუქმა და გაძარცვა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და შეუდგა ქართული კულტურის და საქართველოს მოსახლეობის მეთოდურ მარგინალიზაციას და რუსიფიკაციას.
ამ ეტაპის ქართული პასუხის სიმბოლოა პეტერბურგის იმპერიალიზმთან ჯერ მებრძოლი და შემდეგ მასთან თანამშრომელი და საერთო ენის მაძიებელი დიდი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ქართველები არ დანებებულან, იყო მრავალი აჯანყება, იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულება. ფიზიკური წინააღმდეგობის ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა.

მაგრამ ბევრად უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იყო შეუპოვარი სულიერი, კულტურული წინააღმდეგობა რომელმაც ქართველი ერი გადაარჩინა. თუ გაიხსენებთ წარსულის ერთ-ერთ ყველაზე კულტურული და დღეს სამწუხაროდ გამქრალი ეტრუსკი ხალხის ბედს გაგახსენდებათ ისიც რომ ეს ხალხი არავის მოუსპია, არავის მოუწყვია მისი გენოციდი. «უბრალოდ» მისი კულტურული და პოლიტიკური ელიტა კულტურულად და ეროვნულად გარომაელდა, დაკარგა და დაივიწყა თავისი ეტრუსკული ენა და კულტურა. ამ ელიტას გაჰყვა ეტრუსკი ხალხიც და ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ხალხი გაქრა.

რომანოვების იმპერიის პირობებში აი ასეთი ბედი ანუ კულტურულ-ეროვნული გადაგვარება და გაქრობა ელოდა ქართველ ხალხსაც და ამისგან გადაარჩინა ის მისმა კულტურულმა ელიტამ, განსაკუთრებით კი სამოციანელთა თაობამ, თერგდალეულთა ბრწყინვალე პლეადამ.

და აი ქართველი ხალხის, ქართული კულტურის და ცნობიერების ერთ-ერთი მხსნელი იყო ამბროსი ხელაიაც.

ყველაფერთან ერთად არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის და ამისთვის დაისაჯა კიდეც რომანოვთა იმპერიის ხელისუფლების მიერ. 1905 წელს ის რუსეთში გადაასახლეს, მეტიც, 1908 წელს დააბრალეს ეგზარქოსი ნიკონის სიკვდილში მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს.

უნდა ითქვას რომ მაშინ ქართველებს უშველა ერთმა გარემოებამ:
განათლებული რუსების მნშვნელოვანი და გავლენიანი ნაწილი თვლიდა რომ რუსეთის იმპერიის შემქმნელმა პეტრე პირველმა სინამდვილეში შექმნა ანტირუსული და არა რუსული იმპერია, რომ პეტრე პირველი თავისი ნაძალადევი ევროპეიზაციით კლავდა რუსულ კულტურას და რუსეთს. პეტრემ გააუქმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობა, საპატრიარქო და მის მაგივრად შემოიღო მმართველი სინოდი რომელიც უშუალოდ იმპერატორს ემორჩილებოდა . ამიტომ მას განათლებულმა ტრადიციონალისტმა რუსებმა ანტიქრისტე უწოდეს.

ეს განათლებული ტრადიციონალისტი რუსები ებრძოდნენ პეტრეს მემკვიდრეობას, რუსი ერის გაყოფას საკმაოდ ზედაპირულად ევროპეიზებულ ზედაფენად და ხალხად რომელსაც ეს ზედაფენა უყურებდა როგორც ბრბოს.

ეს განათლებული ტრადიციონალისტი რუსები იბრძოდნენ პატრიარქობის ანუ ძველი საეკლესიო წყობის აღდგენისთვისაც.

აი აქ მოხდა ისტორიისთვის საოცარი და უცნაური რამ, დამპყრობელი ელიტის ტრადიციონალისტური ნაწილის, შეიძლება ითქვას რომ რუსული ეროვნული მოძრაობის ინტერესები გარკვეული დროით და გარკვეული თვალსაზრისით დაემთხვა ქართული ეროვნული მოძრაობის ინტერესებს.


აი რას წერს ექვთიმე თაყაიშვილი ამ საკითხზე:
ექვთიმე თაყაიშვილი – „ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“

როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის, დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიარქის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო.

“საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოზი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო”. პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი. (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა...).

სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. ”превсоборная комиссия”, რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა.

აქ ნახსენები რუსი სლავიანოფილების მეთაური, დიდად გავლენიანი და მიღებული პირი იყო ტიტულარული მრჩეველი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დურნოვო რომელმაც თავისი ქონება დახარჯა თავისი საკუთარი ბროშურების გამოცემაში.

ამ უანგარო მოღვაწემ და განმანათლებელმა სლავიანოფილთა გაზეთში «რუსული დროშა»1907 წელს გამოსცა თავისი ნაშრომი «ქართული ეკლესიის ბედი».


[Судьбы грузинской церкви: (По вопросу о Грузинской церковной автокефалии) Москва: Русский стяг, 1907. 103 с.
Н. Н. Дурново (старший) (1842—1919) — титулярный советник;  Николая Николаевича Дурново, растратившего состояние на издание своих брошюр]

ეს გაზეთი გამოდიოდა კვირაში ერთი-ორჯერ და მისი ამოცანა იყო მართლმადიდებლობის და მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა.
რომანოვთა იმპერიის დევიზს «მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა,ხალხურობა» «რუსულმა დროშამ» დაუმატა


«ძმათმოყვარეობა, სიმართლე და კანონი»
[Газета «Русский Стяг» выходит от одного до двух раз в неделю. Задача газеты защита и охрана православной веры и церкви, под знаменем которой росла Россия более 900 лет, и главенствования Русской Народности, создавшей величайшую Монархию в мире, под скипетром Самодержавия, которое русский народ заимствовал от Византии; в ней Царь был облечен неограниченною властию и правил царством руководясь законами, коренящимися в Божественных заповедях, на которых были основаны все законы государства.

К девизам «православие, самодержавие и народность» «Русский Стяг», присоединяет: ,,братолюбие, правду и закон», без которых не может существовать истинно правая Самодержавная Монархия.]

და ძმათმოყვარეობის და სიმართლის მქადაგებელ ამ გაზეთში ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დურნოვომ გამოაქვეყნა ნაშრომი »ქართული ეკლესიის ბედი» რომელიც არის რომანოვებისადმი და მმართველი სინოდისამი წაყენებული საშინელი ბრალდება.

მასში აღწერილია თუ როგორ სპობდა, ძარცვავდა და ავერანებდა რომანოვთა სინოდი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და როგორ ხოცავდა და თრგუნავდა ამ საშინელებისთვის წინააღმდეგობის გამწევ ქართველ სამღვდელოებას.

ამ ნაშრომში ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დურნოვო მოითხოვდა ქართველებისთვის დამოუკიდებელი ეროვნული განვითარების უფლების.საკუთარი ცხოვრების საკუთარი მიდრეკილებების და თავისებურებების შესაბამისად მოწყობის უფლების დაბრუნებას. ის ამბობდა რომ ამის გაკეთება არ სურთ ძმათმოძულეობით და მტრობით კარიერის მკეთებელ ანგარებიან პირებს.

[Нужно возвратить грузинским народностям право, без навязывания им общерусских тенденций, управляться, развиваться и устраивать свою жизнь сообразно с своим развитием, своими склонностями и особенностями. Грузинския народности в своих интересах не могут желать обособления или выделения их от России. Люди любящие Грузию это хорошо знают и сознают, но люди на братоненавистничестве и вражде делающие себе карьеру, хотя все это прекрасно понимают, но в своих личных и корыстных видах сознаться в этом не могут.]

ბოლოს და ბოლოს ქართველობამ ისარგებლა რუსეთში შექმნილი რევოლუციური მდგომარეობით და 1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ, საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი. იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. მსოფლიოს საპატრიარქომ მხოლოდ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

1917 წელს კი დადგა ამბროსი ხელაიას რიგი. ქართველოში დაბრუნებული, ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს, 1921 წლის 14 ოქტომბერს კი მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

მაგრამ ასევე მოვიდა ახალი და უდიდესი გამოწვევა და განსაცდელი რომელზე პასუხის გაუცემლობაც საქართველოს და ქართველობას ასევე დაღუპვით ემუქრებოდა.

მაგრამ საქმე იმაში იყო რომ მოვიდა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დურნოვოს საყვარელი რუსეთის და დემოკრატიული საქართველოს დამანგრეველი ბოლშევიზმი.

და ამ ბოლშევიზმში ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დურნოვოს ნაირი ძმათმოყვარე და სიმართლის მოყვარე ადამიანები უკვე აღარ იყვნენ.

ამდენად გამოწვევაც და განსაცდელიც ბევრად უფრო მძიმე და საშიში იყო.

რუსეთის იმპერიის დაქცევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაქცევად მოვიდა ბოლშევიზმი.

მისი საბოლოო მიზანი შესანიშნავად გამოხატა ბოლშევიზმის ბელადმა ლენინმა 1915 წელს დაწერილ ნაშრომში «ევროპის შეერთებული შტატების ლოზუნგის შესახებ» კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებამდე და ამ გამარჯვების შედეგად ყველანაირი, მათ შორის დემოკრატიულ სახელმწიფოს გაქრობამდე სოციალიზმს ჩვენ ვუკავშირებთ ერთა გაერთიანებისა და თავისუფლების ისეთ სახელმწიფოებრივ ფორმას როგორიცაა მსოფლიოს შეერთებულ შტატები //და არა ევროპის შეერთებული შტატები//.

ანუ ლენინმა 1915 წელს ბოლშევიკების მიზნად დასახა მსოფლიო, პლანეტარული ბოლშევიკური სახელმწიფოს შექმნა.

[СОЕДИНЕННЫЕ ШТАТЫ МИРА
Соединенные Штаты Мира (а не Европы) являются той государственной формой объединения и свободы наций, которую мы связываем с социализмом, - пока полная победа коммунизма не приведет к окончательному исчезновению всякого, в том числе и демократического, государства.

В. И. Ленин, «О лозунге Соединенные Штаты Европы», 1915]

ასეთი ბოლშევიზმი რა თქმა უნდა დედამიწაზე ადგილს არ უტოვებდა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის არანაირ, მათ შორის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ფორმას.

ეხლა ვნახოთ რა გამოწვევა და უბედურება იყო საქართველოსთვის ლენინის უდიდესი მოწაფე და დემოკრატიული საქართველოს დამაქცევარი სტალინი:


საქართველოს გასაბჭოებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, 1921 წლის 22 აპრილს აი ასეთი დოკუმენტი «აფრინეს» მოსკოვს:
«უეჭველია რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხომ არ შევწირავთ ინტერნაციონალისთვის არსებით მიზნებს რუსეთის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და თურქეთსა და ანტანტას შორის ტერიტორიულად ესოდენ მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე პატარა ერის შოვინიზმს?...

ადგილობრივი შოვინისტების წინააღმდეგ ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ზომა უნდა იყოს საქართველოს საზღვრებში… რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის წითელი არმიის საკმაოდ ძლიერი ნაწილების დატოვება. ქართული შოვინიზმის მატერიალურად და მორალურად დამასუსტებელ მეორე ზომად ვთვლი აფხაზეთის გამოყოფას... რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა გადავწიოთ ბზიფის მარჯვენა სანაპირომდე, ე.ი. აფხაზეთთან უშუალო მეზობლობამდე.

თუ კი შემდეგ აფხაზ ხალხს, მაგალითად პლებისციტის ფორმით (მისი ჩატარება შეიძლება უმოკლეს დროში), შევეკითხებით თუ სახელმწიფოებრივი არსებობის როგორ ფორმას მოისურვებდა უეჭველია რომ აფხაზი ხალხი მოისურვებს სრულ შეერთებას რუსეთის საბჭოთა ფედერატულ სოციალისტურ რესპუბლიკასთან. რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკისათვის უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს აქტი რუსეთს გადასცემს ქართველების მიერ აოხრებული ამ მხარის უდიდეს ბუნებრივ სიმდიდრეებს. თვითონ საქართველო, საბჭოთაც კი, და, მით უმეტეს აფხაზეთი ვერასოდეს მოახერხებენ ამ ქვეყნის ტყეების და მთების უზარმაზარი სიმდიდრეების ათვისებას და მეთამბაქოების და მეთევზეობის სწორად დაყენებას...

აფხაზეთის შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეგრელოს რომელიც ასევე  განსხვავდება საქართველოსგან ენით და ნაციონალობით და რომელსაც მუდამ სტანჯავდა ქართველთა ბატონობა. სამეგრელო ენგურით უშუალოდ ესაზღვრება აფხაზეთს და სამხრეთით მიდის მდინარე რიონამდე... სტრატეგიული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ეს ტერიტორიაც შეიძლება დაემორჩილოს რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის გავლენას თუ კი მეგრელებსაც აფხაზების მსგავსად მიეცემა ავტონომია... საქართველოს რესპუბლიკის ავტონომიურ, მით უმეტეს რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის გავლენას დაქვემდებარებულ ავტონომიურ ერთეულებად დანაწევრების ეს გზა იმსახურებს ჩვენს დიდ ყურადღებას. რაც უფრო წვრილ-წვრილი იქნება ეს ერთეულები მით უკეთესი...” (გენშტაბი, სიტინი).


საქართველოს ბოლშევიკური პერესტროიკის ამ ბოდიში პროექტის ანუ ქვეყნის ნაწილ-ნაწილ დაჯიჯგნის და რუსეთის ფედერაციასთან მისი ნაწილ-ნაწილ მიერთების გეგმის ავტორი ბრძანდებოდა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო ატაშე თბილისში გენერალი სიტინი.

გასაგებია რომ იმ ვითარებაში ეს დოკუმენტი ვერ დაიწერებოდა სტალინის დავალების თუ ნებართვის გარეშე.

აი ასეთ ბოლშევიზმს გადაუდგა წინ დიდი ამბროსი ხელაია.

აფხაზეთში უკვე დიდი ხანია რაც მოქმედებდა სტალინის ძველი თანამებრძოლი და მეგობარი ნესტორ ლაკობა რომელმაც ასევე რა თქმა უნდა სტალინთან შეთანხმებით თუ მისი დავალებით გამოაცხადა გასაბჭოებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ყველაფერს აკეთებდა მისი საქართველოსგან მოსაწყვეტად ანუ დაიწყო სიტინის გეგმის რეალიზაცია.

1921 წლის მარტში რუსული ხიშტით ზურგგამაგრებულმა აფხაზმა ბოლშევიკებმა აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, რომელიც უმოკლეს დროში რუსეთის ფედერაციაში უნდა შესულიყო.

როგორ უყურებდა ამ საკითხს იოსებ სტალინი, ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე, 1921 წლის 10 თებერვალს "პრავდაში" გამოქვეყნდა.

სტალინი წერდა, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იჩაგრებოდნენ ოსები, აფხაზები, სომხები. საქართველო მეზობლების, კერძოდ, სომხეთისა და თურქეთის ხარჯზე აფართოებდა თავის ტერიტორიას, ამიტომ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, აღდგენილიყო მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

სტალინს არ ჩამორჩებოდა არც მეორე ქართველი ბოლშევიკი, ბელადი სერგო ორჯონიკიძე. მისი ხელმძღვანელობით 1921 წლის 28-29 მარტს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები ბათუმში შეხვდნენ აფხაზეთის რევკომის (მთავრობა) ლიდერებს ე. ეშბას და ნ. ლაკობას. თათბირმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მოიწონა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების ფაქტი. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, 1921 წლის 21 მაისს "აფხაზეთის დამოუკიდებლობა" ცნო საბჭოთა საქართველოს მარიონეტულმა მთავრობამაც ფილიპე მახარაძის მეთაურობით. ამის შემდეგ, მთელი 10 წლის განმავლობაში, 1921-31 წლებში აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდებოდა .
და გაწაფული და გამოცდილი ტერორისტი მკვლელი ბოლშევიკების ხელში ჩავარდნილ საქართველოში 1922 წელს უეცრად მეხივით გავარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი:

„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, - ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს..

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიური აღდგენის საშუალების გამოძებნა. სინამდვილეში ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძლიერდა მისი დევნა.
კათოლიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს აპატიმრებენ. ბრალდება ოთხია: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა..
არც ერთმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებდა სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის პატრიარქს, ქართველების საბოლოოდ გაბოროტებისთვის თავის არიდების მიზნით, მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს.

მაგრამ ამასობაში მოხდა 1924 წლის აჯანყება რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბოლშევიკებს და შეშფოთებულმა ბოლშევიკებმა ცოტა უკან დაიხიეს, მათ გადაიფიქრეს და მათთვის უკეთესი დროისთვის გადადეს თავისი რადიკალური გეგმების განხორციელება.

შემდეგ იყო საშინელი რეპრესიები, სისხლისღვრა, 1937 წლის ამბები, მეორე მსოფლიო ომი და ისევ რეპრესიები რამაც დააუძლურა და ლამის დაადამბლავა ქართველი ერი.

მაგრამ ამბროსი ხელაიას და 1924 წლის რაინდთა თავგანწირვის წყალობით პერესტროიკამდე ბოლშევიკებმა ვერ გაბედეს გენერალი სიტინის გეგმის განხორციელება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ და მისმა მრევლმა ჩაშალეს მსოფლიო ბოლშევიზმის კაციჭამიური გეგმები.

ამან მოიტანა დღემდე საქართველო. ამითაა რომ დღემდე უდგას სული ქართველ ხალხს!!!


ორბაჩოვის პერესტროიკა იყო და არის მორიგი გამოწვევა:
1989 წელს წელს საბჭოთა ჟურნალ «ოგონიოკს» ინტერვიუ მისცა ლავრენტი ბერიას ატომური პროგრამით საბჭოთა ბირთვულ იარაღზე მომუშავე და ამით გააკადემიკოსებულმა ანდრეი სახაროვმა.

მან საქართველოს უწოდა სტალინის მიერ შექმნილი მცირე იმპერია და მოითხოვა იმპერიული სტრუქტურების ანუ ისტორიული საქართველოს ნაშთის დემონტაჟი.

გასაგებია რომ აკადემიკოსი სახაროვის მიმდევრები მიესალმებიან აფხაზეთის და შიდა ქართლის მთიანი ნაწილის საქართველოსგან ჩამოშორებას.

სახაროვი:
«მხოლოდ ასე შეიძლება ეროვნული პრობლემის გადაწყვეტა მცირე იმპერიებში როგორებიც არსებითად არიან მოკავშირე რესპუბლიკები, მაგალითად საქართველო რომლის შემადგენლობაშიც არიან აფხაზეთი,ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები»//ოგონიოკ,1989, ნომერი 31.

ესე იგი აკადემიკოსის აზრით მხოლოდ მცირე იმპერიად გამოცხადებული საქართველოს დემონტაჟი თუ იხსნიდა ქართველების მეზობლებს ამ საზიზღარი ქართველების კლანჭებიდან

[Разъясняя в одном интервью идею конфедерации, А. Д. Сахаров, в частности, сказал: "А начинать надо, повторяю, с полного демонтажа имперской структуры. Только так можно решить национальную проблему в малых империях, которыми, по существу, являются союзные республики - например, Грузия, включающая в свой состав Абхазию, Осетию и другие национальные образования" (Огонек, 1989, № 31).]

ამას გარდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატმა ანდრეი სახაროვმა მის თანამოქალაქეებს დაუტოვა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტი. რომლის თანახმადაც ავტონომიური რესპუბლიკების თუ ოლქების მქონე მოკავშირე რესპუბლიკები უნდა დაიშალონ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები და ყოფილი ავტონომიები ცალ-ცალკე უნდა გაერთიანდნენ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე კონფედერატულ, მაგრამ ერთიან სახელმწიფოში რომელსაც მან უწოდა ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი.

ამ კავშირში თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ ყოფილ მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებს, ავტონომიურ ოლქებს და ეროვნულ ოკრუგებს.

[Народный депутат СССР академик Андрей Дмитриевич Сахаров, оставил нам проект новой Конституции СССР. В нем воплощена идея конфедерации, призванная, по мысли Сахарова, избавить в перспективе нашу страну от многих бед и несчастий, в том числе от крайне обострившихся межнациональных конфликтов. Суть идеи такова: необходимо отказаться от имперского насильственного объединения и, в соответствии с принципами равенства, суверенности, самоопределения народов, предоставить равные права союзным и автономным республикам, автономным областям и национальным округам.]

მიხაილ გორბაჩოვმაც მხარი აუბა აკადემიკოს სახაროვს და დაიწყო ავტონომიათა გაძლიერების, მათი პრეროგატივების გაფართოების, ავტონომიების მოკავშირე რესპუბლიკებთან დაპირისპირების პოლიტიკის გატარება.

[М.С. Горбачев, тем не менее, не пошел. Он пытался в борьбе против республиканской бюрократии опираться на автономии, говоря о расширении из прерогатив.
http://history4you.ru/lessons/ussr-crisis/show-lesson/-/asset_publisher/sqcu6oPUQ1B7/content/id/22015]
გორბაჩოვის ინიციატივით 1990 წლის 3 აპრილს მიიღეს კანონი საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ. ის გულისხმობდა ასეთ გადაწყვეტილებათა განხორციელების რთულ და ხანგრძლივ პროცედურას.

ამ კანონით კრემლი ცდილობდა საბჭოთა კავშირის დაშლის არდაშვებას ან არსებითად გაჭიანურებას.

ამასთან ეს კანონი ავტონომიურ რესპუბლიკებს აძლევდა მათი სტატუსის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსამდე ამაღლების და მოკავშირე რესპუბლიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად საბჭოთა კავშირში დარჩენის საკითხის დასმის უფლებას.

ამან ეჭვს ქვეშ დააყენა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ყველანაირი ჯურის სეპარატისტებს თუ სეცესიონისტებს მისცა ლეგალური იარაღი მოკავშირე რესპუბლიკებთან ბრძოლის დასწყებად.

ამან უკიდურესობამდე გამწვავა ეთნიკური პრობლემები და ამ კანონით სასწრაფოდ ისარგებლეს აფხაზეთში და შიდა ქართლში შექმნილმა ორგანიზაციებმა აიდგილარამ და ადამონ ნიხასმა რომლებიც ცდილობდნენ სწორედ ამ კანონის რეალიზაციას.


[3 апреля 1990 ода был принят закон СССР «О порядке решения вопросов, связанных с выходом союзной республики из СССР», предусматривавший сложную и долговременную процедуру реализации таких решений. Союзный центр рассчитывал с помощью этого закона предотвратить (или существенно задержать) распад Союза. Вместе с тем закон предоставлял автономным республикам право ставить вопрос о повышении своего статуса до уровня союзных и о пребывании в составе СССР вне зависимости от решения той союзной республики, к которой принадлежала автономная республика. Это ставило под угрозу целостность союзных республик и во многих случаях привело не разрешению, а к обострению этно-национальных конфликтов (Из закона СССР от 03.04.1990 «О порядке решения вопросов, связанных с выходом союзной республики из СССР»).]

კიდევ «უკეთესი»: 1990 წლის 26 აპრილს კრემლმა მიიღო კანონი «საბჭოთა კავშირისა და ფედერაციის სუბიექტების უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ» რომლითაც უფლებრივად გაათანაბრა ავტონომიური და მოკავშირე რესპუბლიკები.

ეს იყო ამბროსი ხელაიას და 1924 წლის გმირების მიერ გადარჩენილი საქართველოსათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

აი ამ განაჩენს დაუპირისპირდნენ ბატონები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა და საქართველოს ის ხელისუფლება რომელიც 1990 წელს იქნა არჩეული.

ბატონები ზვიადის და მერაბის მეთაურობით და საშინელი მსხვერპლის ფასად მოხერხდა ის რომ კრემლმა დღემდე ვერ მოახერხა სამართლებრივად თავისი მიზნის მიღწევა და უკვე გენერალი სიტინის მიერ 1921 წელს შედგენილი გეგმის რეალიზაცია, ანუ საქართველოს ნაწილ-ნაწილ დაგლეჯის, ფრაგმენტაციის და მისი ნაფლეთების ცალ-ცალკე რუსეთთან მიერთების იურიდიულად, სამართლებრივად ლეგალიზაცია.

კრემლის დღევანდელი ფაქტიური გამარჯვება მისი სამართლებრივი მარცხია და ეს ამბროსი ხელაიას გამარჯვებაცაა.

საქართველოს აქვს სამართალის აღდგენის შანსი და შესაძლებლობა.

აი ამ შესაძლებლობის გამოყენებაა დღევანდელი გამოწვევა. თუ ამას საქართველო შესძლებს ეს იქნება ამბროსი ხელაიას და 1924 წლის რაინდთა თუ მრავალი სხვა გონიერი და გულუხვი ქართველის გამარჯვება.

თუ საქართველო ვერ შესძლებს ამ გამოწვევის დაძლევას მისი საქმე ცუდად იქნება.

ვუსურვოთ გამარჯვება ამბროსი ხელაიას და მის სულიერ მემკვიდრეებს ანუ საქართველოს.



http://cyclowiki.org/wiki
Парад суверенитетов

26 апреля 1990 года в СССР был принят закон «О разграничении полномочий между СССР и субъектами федерации», который уравнял в правах автономные и союзные республики. Этот закон воспринимался частью руководства РСФСР как покушениеи угроза ее территориальной целостности, поскольку 16 национальных автономий становились независимыми от РСФСР.
в апреле 1990 г.  принятием закона СССР, по которому автономные республики определялись как государства, субъекты федерации Союза ССР. Он давал серьезные козыри тем автономиям, которые добивались повышения своего статуса, но ставил новые задачи по сохранению целостности перед союзными республиками,  в состав которых входили автономии – РСФСР, Грузия, Азербайджан и Узбекистан.

В ноябре 1990 г был опубликован первый проект горбачевского союзного договора, который наделял «республики, являющиеся частью других республик» правом участвовать в обновлении Советского Союза наравне с самими союзными республиками 10 Другими словами, декларации суверенитета России нужно было противопоставить поощрение стремления к суверенитету автономных республик в составе России.



 — 22 октября 1975) — британский историк, философ истории, культуролог и социолог, автор двенадцатитомного труда по сравнительной истории цивилизаций «Постижение истории», один из разработчиков цивилизационной теории. Удостоен Ордена Кавалеров Почёта.

Концепция Арнольда Тойнби: «Вызов-и-Ответ»


Арнольд Тойнби предложил свою концепцию возникновения различных цивилизаций (в начале своего многолетнего труда «Постижение истории»,  автор указывает 21 цивилизацию, а ко времени его окончания увеличивает их число до 37…).
В сокращённом виде концепцию можно описать так: Бог (Природа) бросает людям вызов. Своим ответом на вызов цивилизация / общество решает ставшую перед ним задачу и переводит себя в более совершенное состояние. Чем сильнее вызов -  тем оригинальнее и созидательнее ответ.
Невозможность адекватной реакции на вызов означает деградацию общества.
Отсутствие вызова означает отсутствие стимула к росту и развитию…

Вот как излагает эту концепцию Л.Н. Гумилёв, попутно делая критические замечания:
«Вкратце она сводится к следующему. Единицей истории считается «общество». «Общества» делятся на два разряда: «примитивные», не развивающиеся, и «цивилизации», которых двадцать одна в 16 регионах. Следовательно, допускается, что на одной территории возникали  последовательно 2-3 цивилизации, которые в таком случае именуются  «дочерними». Таковы шумерская и вавилонская цивилизации в Месопотамии,  минойская, эллинская и ортодоксальная христианская на Балканском  полуострове, индийская (древняя) и индусская (средневековая) в Индостане.  Кроме того, в особые разделы выделены «абортивные» цивилизации - ирландцы,  скандинавы, центральноазиатские несториане, и «задержанные» - эскимосы,  османы, кочевники Евразии, спартанцы и полинезийцы.
Согласно А. Тойнби, развитие обществ осуществляется через мимесис, то есть  подражание. В примитивных обществах подражают старикам и предкам, что делает  эти общества статичными, а в «цивилизациях» - творческим личностям, что  создает динамику развития. Поэтому главной проблемой истории является  отыскание фактора динамизма, причем А. Тойнби отвергает расизм. Остаётся  влияние географической среды, и тут Тойнби предлагает весьма оригинальное  решение: «Человек достигает цивилизации не вследствие биологического  дарования (наследственности) или лёгких условий географического окружения, а  в ответ на вызов в ситуации особой трудности, воодушевляющей его на беспрецедентное до сих пор усилие»
Toynbee A.,  A Study of History / Abridienent by D. Somervell,  London, New York, Toronto, 1946, p. 60.
Итак, талантливость и творческие способности рассматриваются как реактивное  состояние организма на внешний возбудитель, в связи с чем одна из глав (VI)  носит название «Достоинства несчастья».
«Вызовы» делятся на три сорта:
1. Неблагоприятные природные условия, например болота в дельте Нила, - вызов  для древних египтян; тропический лес Юкатана - вызов для майя; волны  Эгейского моря - вызов для эллинов: леса и морозы - вызов для русских. По  этой концепции английская культура должна быть порождением дождя и тумана,  но этого Тойнби не утверждает.
2. Нападение иноземцев, что тоже можно рассматривать как момент  географический (частичные миграции). Так, по А. Тойнби, Австрия потому  перегнала в развитии Баварию и Баден, что на неё напали турки. Однако турки напали сначала на Болгарию, Сербию и Венгрию, и те ответили на вызов капитуляцией, а Австрию отстояли гусары Яна Собесского. Пример говорит не в пользу концепции, а против неё.
3. Гниение предшествовавших цивилизаций - вызов, с которым надо бороться.  Так, развал эллино-римской цивилизации будто бы «вызвал» византийскую и  западноевропейскую цивилизации как реакцию на безобразия древних греков. Это  тоже можно отнести к географическим условиям, взятым с учётом координаты  времени (смены биоценоза), но, увы, разврат в Византии не уступал римскому,  а между падением Западной римской империя и созданием жизнеспособных  феодальных королевств лежало свыше 300 лет. Реакция несколько запоздала».
Гумилёв Л.Н., Этногенез и биосфера Земли, М., «Рольф», 2002 г., с.154-155.


No comments: