3.03.2013

ლენინური გლობალიზმი და საბჭოთა კავშირის ბედი:

ლენინი გლობალისტი: 
წყარო: http://www.stoletie.ru/territoriya_istorii/lenin_protiv_stalina_2009-04-22.htm
ალეკსანდრ ელისეევი, ლენინი სტალინის წინააღმდეგ: 

ბოლშევიზმის მუშკეტერები
ლენინმა ბოლოს დაამარცხა თავისი საკუთარი პარტიის ლიდერთა უმრავლესობა. ეს მოხდა 1922 წელს, როდესაც მან გაიტანა თავისი აზრი და დაადგინეს რომ ერთიანი საბჭოთა სახელმწიფო აგებული უნდა ყოფილიყო როგორც რესპუბლიკათა კავშირი და ყოველ რესპუბლიკას უნდა ჰქონოდა კავშირიდან გასვლის უფლება. 

არადა ყველა წამყვანი პარტიულ-სახელმწიფო მოღვაწე თვლიდა რომ ეროვნული რესპუბლიკები უნდა შესულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში ავტონომიების უფლებით. 

სწორედ ეს იყო ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარი ი.ბ.სტალინის მიერ შემუშავებული «ავტონომიზაციის გეგმის» არსი.

ასევე ფიქრობდნენ ფ.ე.ძერჟინსკი, გ.ვ.ჩიჩერინი, გ.კ.ორჯონიკიძე და სხვები.
უნიტარული სახელმწიფოს მომხრე იყო კომინტერნის ბელადი და მსოფლიო რევოლუციის დიდი მომხრე გ.ე.ზინოვიევიც.

ყველაზე საინტერესო ისაა რომ თავიდან ლენინი სულაც არ იყო ავტონომიზაციის წინააღმდეგი. ერთიანი სოციალისტური რუსეთი რომლის ნაწილებიც იქნებოდნენ უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასია შეიძლებოდა გაჩენილიყო უკვე 1922 წლის დასაწყისში. და მაშინ ჩვენ გვექნებოდა სულ სხვა ისტორია და სხვა სახელმწიფო.

მაგრამ ერთიანი სახელმწიფოს შექმნა გადადეს სტალინის ინიციატივით. 1922 წლის იანვარში საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა დასვა საკითხი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეროვნული რესპუბლიკების წარმომადგენლობა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე.

წამყვანი სახელმწიფოები თანახმანი იყვნენ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ რუსეთის ფედერაციასთან მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მოლაპარაკებებში რუსეთის სატელიტების მონაწილეობის იდეას. 

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი სთავაზობდა რესპუბლიკების უბრალოდ ჩართვას რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ სტალინმა თქვა რომ საჭიროა გაერთიანების პროცესის კარგად მომზადება და არა სიჩქარე. სტალინს ვერც უსაყვედურებ,რამდენ ნაჩქარევ რეფორმას დაუღუპია კარგი წამოწყება.

და მაინც ისე მოხდა რომ ხელსაყრელი მომენტი დაიკარგა.რამოდენიმე თვეში კი ლენინის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში მოხდა მორიგი მკვეთრი გარდატეხა. მაშ რა მოხდა?

ლენინი ცდილობდა ყოფილიყო პოლიტიკის და იდეოლოგიის ასპროცენტიანი პრაგმატიკოსი. ის თვლიდა რომ სხვადასხვა პერიოდში შეიძლებოდა ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმის (მათ შორის სახელმწიფოებრივის) გამოყენება. 

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებში ის მისდევდა მარქსს და ენგელსს რომლებიც სახელმწიფოს უყურებდნენ როგორც პოლიტიკური იდეების განხორციელების იარაღს.

«კლასიკოსები» კი ფედერაციის წინააღმდეგები იყვნენ, მათ ერჩივნათ უნიტარული სახელმწიფო. 

ყველაზე ნათლად ამის შესახებ დაწერა ენგელსმა 1891 წელს:
«ჩემის აზრით პროლეტარიატისთვის კარგია მხოლოდ ერთიანი განუყოფელი რესპუბლიკის ფორმა. ფედერატული რესპუბლიკა აუცილებელია შეერთებული შტატების გიგანტურ ტერიტორიაზე, თუმცა აღმოსავლეთში ის უკვე იქცევა დაბრკოლებად. ის წინ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა ინგლისში, სადაც ორ კუნძულზე ცხოვრობს ოთხი ერი...ის უკვე დიდი ხანია რაც დაბრკოლებაა პატარა შვეიცარიაში. 
გერმანიისთვის ფედერალისტური გაშვეიცარულება იქნებოდა უზარმაზარი უკანდახევა».

ლენინიც ასევე ფიქრობდა. 1913 წელს ის წერდა:
«ჩვენ ულაპარაკოთ ვართ დემოკრატიული ცენტრალიზმის მომხრეები. ჩვენ ვართ ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ ვემხრობით იაკობინელებს ჟირონდელების წინააღმდეგ. ჩვენ პრინციპში ვართ ფედერაციის წინააღმდეგ - ის ასუსტებს ეკონომიკურ კავშირს, ის უვარგისი ტიპია ერთი სახელმწიფოსთვის».

ერთი წლის შემდეგ ის ლაპარაკობდა არანაკლებ კატეგორიულად:
«მარქსისტები ვერაფრით ვერ ჩართავენ თავის პროგრამაში ფედერალიზმის დაცვას ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია».

ამავე დროს მარქსი და ენგელსი აღიარებდნენ რომ გარკვეულ პირობებში ფედერაცია შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგალითად იმისთვის რომ თავიდან აცილებული იქნეს დიდი სახელმწიფოს ნგრევა. მათი აზრით თუ კი უნიტარიზმი ვერ გადაწყვეტს საკითხს შეიძლება გარდამავალ ეტაპად ფედერალიზმის გამოყენება. 

ასეთი დიალექტიკის მაგალითად ლენინი თვლიდა «კლასიკოსთა» პროექტს ინგლისისა და ირლანდიის ფედერატული კავშირის შექმნის შესახებ.

მეტიც, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის წინ ლენინი გამოვიდა «მსოფლიოს შეერთებული შტატების» შექმნის პროექტით. მან განაცხადა რომ ესაა სოციალიზმთან დაკავშირებული ერთა თავისუფლების და გაერთიანების სახელმწიფოებრივი ფორმა მანამდე ვიდრე კომუნიზმის სრული გამარჯვება არ გააქრობს საბოლოოდ ყოველგვარ, მათ შორის დემოკრატიულ სახელმწიფოს («ევროპის შეერთებული შტატების ლოზუნგის შესახებ»).

ეს უკვე იყო ტიპიური წითელი გლობალიზმი რომელიც არასოდეს «უშვებდა» ლენინს. შეიძლება ითქვას რომ ლენინი გლობალისტი მუდამ ახრჩობდა ლენინ გოსუდარსტვენნიკს.

და ერთიან საბჭოთა სახელმწიფოს ლენინი ქმნიდა როგორც «მსოფლიოს სოციალისტური შტატების» საფუძველს.

«დამოუკიდებლობა» როგორც პროპაგანდისტული იარაღი:
ლენინს რა თქმა უნდა არ უნდოდა რუსეთისგან «ეროვნულ განაპირა მხარეთა» ჩამოშორება, მეტიც, ის ფიქრობდა რომ სწორედ ფედერალიზმი გადაარჩენდა სახელმწიფოებრივ ერთობას რომელიც ესოდენ აუცილებელი იყო კომუნისტური პროექტისთვის. 

აქედანაა სახელგანთქმული «გამოყოფამდე თვითგამორკვევის უფლება» რომელსაც ბოლშევიკები ზარ-ზეიმით დაპირდნენ «ეროვნულ უმცირესობებს».

ბოლშევიკებისთვის ეს უფლება იყო ძლიერი პროპაგანდისტული იარაღი, ფორმალობა. ისინი შემდეგნაირად მსჯელობდნენ: ვისაც გამოყოფა უნდა გამოეყოს, მით უფრო რომ გამოყოფის პროცესი ისედაც უკვე მიდის. მერე ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ, მთავარია გამოვიდეთ «ჩაგრული» ერების დამცველებად.

ამას გარდა ბოლშევიკები თვლიდნენ რომ გამოყოფის უფლება იქნება მათი ძლიერი იარაღი ბრიტანულ კოლონიალიზმთან ბრძოლაში.

რეალური დამოუკიდებლობის მიცემას კი ბოლშევიკები სულაც არ აპირებდნენ.

ეს შესანიშნავად აჩვენა სამოქალაქო ომის მოვლენებმა.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამიერკავკასიის გასაბჭოების ისტორია.
აქ ბოლშევიკებმა მიაღწიეს იმპერიული «მაკიაველიზმის» მწვერვალებს. ცნობილია რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში დამკვიდრდნენ დაშნაკების, მუსავატელების და მენშევიკების ანტიბოლშევიკური რეჟიმები. ამ ტერიტორიების საბჭოთა რუსეთთან შეერთება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სამოქალაქო ომის დასკვნით ეტაპზე.

1920 წლის ზაფხულში თურქეთი თავს დაესხა დაშნაკურ სომხეთს. ბოლშევიკებმა ხელი არ შეუშალეს აგრესიას და ისინი მშვიდად უყურებდნენ აგრესიის განვითარებას. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში წითელმა არმიამ უბრალოდ შებორკა დაშნაკთა ჯარების ნარჩენები და ზარ-ზეიმით შევიდა ერევანში.

აზერბაიჯანში კომუნისტური გადატრიალების შემდეგ კრემლმა საქართველოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ნეიტრალიტეტის დაპირება. საქართველოს ხელმძღვანელობა შეშინდა და მან არ მოინდომა სომხებისთვის დახმარების გაწევა მისთვისაც საშიში წითლების და თურქების წინააღმდეგ (ამის დამწერი არაფერს ამბობს იმაზე რომ ამაში დამნაშავეები თვითონ დაშნაკები იყვნენ რომლებიც თბილისსაც სომხურ ქალაქად აცხადებდნენ და ბარე ნახევარი საქართველოს დაპყრობას ლამობდნენ მაგრამ კრემლის და ლუბიანკას ისტორიკოსთა ობიექტურობა აბა ვის გაუგია, გ.მ.).

მეტიც: საბჭოთა რუსეთმა დროებით აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. სომხეთთან პრობლემების გადაჭრის შემდეგ კი წითლებმა და თურქებმა პირდაპირ შეუტიეს საქართველოს და ბოლო მოუღეს სასაცილო ქართულ «დამოუკიდებლობას».

ბოლშევიკთა სამხედრო და პოლიტიკური გამარჯვებების შემდეგ გაჩნდა უნიტარული რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის (მასში ეროვნული ავტონომიებით) შექმნის ყველა პირობა. მაგრამ მის შექმნას ხელი შეუშალა თვითონ ლენინმა.

რატომ გამოვიდა ლენინი უნიტარიზმის წინააღმდეგ?

ჩვენის აზრით მასზე იმოქმედა ე.წ. მსოფლიო მუშათა მოძრაობაში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ.

ორიენტაცია სოციალ-დემოკრატიაზე:
1921 წლის გაზაფხულზე ლენინმა გადაწყვიტა ქვეყნის დამაუძლურებელი და გლეხთა ძლიერი აჯანყებების გამომწვევი «სამხედრო კომუნიზმისთვის» ბოლოს მოღება. რუსეთის (ბოლშევიკთა) კომპარტიის X ყრილობაზე გამოცხადდა ნეპი, ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ამოსუნთქვის საშუალება მისცა გლეხობას. ქვეყანაში შემოიღეს სახელმწიფო კაპიტალიზმი რომელიც გულისხმობდა მრავალწყობიან ეკონომიკას. 

ამდენად შინაგან პოლიტიკაში გაიმარჯვა სახელმწიფოებრივმა პრაგმატიზმმა.

ასეთ ცვლილებაზე ლენინი ფიქრობდა უკვე 1918 წლის დასაწყისში. 1918 წლის მარტში მან დაწერა წერილი «საბჭოთა ხელისუფლების მორიგი ამოცანები» რომელსაც უნდა დაესაბუთებინა ახალი კურსი. მასში ლენინმა მოუწოდა კაპიტალის წინააღმდეგ შეტევის შეჩერებისკენ და ბურჟუაზიასთან კომპრომისის დადებისკენ. სხვა სიტყვებით ბოლშევიზმის ყველაზე შორსმხედველ ლიდერებს ნეპის დაწყება უნდოდათ უკვე 1918 წლის გაზაფხულზე, სამოქალაქო ომი რომ არ ყოფილიყო ჩვენ გვექნებოდა სოციალისტური მშენებლობის სულ სხვა ისტორია.

ცხადია რომ ბოლშევიკთა პარტია დაიწყებდა ევოლუციას სოციალ-დემოკრატიის მიმართულებით. 

ლენინი იყო სხვადასხვა და რევოლუციონერ ლენინს ცვლიდა ხოლმე ლენინი ასე ვთქვათ რეფორმატორი.

ზომიერებაზე ორიენტირებული კურსი გამოვლინდა «მსოფლიო მასშტაბით კომუნიზმისთვის ბრძოლასთან» დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკაშიც

1918-1920 წლებში ელოდნენ ევროპაში კომუნისტური პარტიების გამარჯვებას და ფიქრობდნენ რომ მოწინავე მრეწველობის მქონე ახალგამომცხვარი სოციალისტური სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ საბჭოთა რუსეთს. მაგრამ ეს არ მოხდა.

ამიტომ ლენინმა გადაწყვიტა დაახლოვება ევროპულ სოციალ-დემოკრატიასთან რომელიც უკვე დიდი ხანია რაც იქცა დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილად. 

კომინტერნის III ყრილობაზე (1921 წლის ივნისი-ივლისი) წამოაყენეს გათიშული სოციალისტური მოძრაობის გამაერთიანებელი «ერთიანი მუშათა ფრონტის» შექმნის პროექტი. 

ლენინი იმედოვნებდა რომ სოციალ-დემოკრატია მხარში დაუდგებოდა საბჭოთა რუსეთს და დაეხმარებოდა მას ეკონომიკის აღდგენაში. ამასთან ის მხედველობიდან არ უშვებდა ბოლშევიზმის პოლიტიკურ ინტერესებს:

«ერთიანი ფრონტის ტაქტიკის მიზანი და აზრია მუშათა სულ უფრო და უფრო ფართო მასის ჩაბმა ბრძოლაში კაპიტალის წინააღმდეგ II და III ინტენაციონალების ხელმძღვანელებისთვის განმეორებადი მიმართვის და ერთობლივი ბრძოლის წინადადებით მიმართვის წინაშე შეჩერების გარეშე».

სოციალ-დემოკრატები გამოეხმაურენ ბოლშევიკთა წინადადებას და 1922 წლის აპრილში ბერლინში შედგა ყველა სამი ინტერნაციონალის წარმომადგენელთა შეხვედრა (II სოციალისტური და III კომუნისტური ინტერნაციონალების გარდა კიდევ იყო ე.წ. ორნახევრიანი ინტერნაციონალი რომელიც აერთიანებდა მემარცხენე სოციალისტებს).

იქ განიხილავდნენ მსოფლიო მუშათა კონგრესის მომზადების საკითხს. 

ისე ჩანდა თითქოს ერთიანი ფრონტის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია, მაგრამ სულ ბოლო მომენტში II და II 1/2 ინტერნაციონალების ლიდერებმა გადაწყვიტეს მუშათა კონგრესის ჩატარება კომუნისტების გარეშე.

სწორედ ამან უბიძგა ილიჩს მორიგი პოლიტიკური ბრუნისკენ. 

ლენინი მივიდა აზრამდე რომ საბჭოთა სახელმწიფო უნდა აიგოს როგორც ევროპული პროლეტარიატისთვის მისაღები ზეეროვნული სახელმწიფო.

ევროპულ პროლეტარიატს შეიძლებოდა გასჩენოდა მსოფლიო კომუნისტური რესპუბლიკის მონახაზ კავშირში შესვლის სურვილი, მაგრამ მას არ მოუნდებოდა რუსეთში შესვლა.

ევროპელებს შეიძლებოდა გასჩენოდათ სოციალისტური ქვეყნების კონფედერაციაში შესვლის სურვილი.

«რევოლუციას არა აქვს დასასრული»:
სიცოცხლის ბოლოს ილიჩს როგორც ჩანს სურდა მთელი ევროპის სოციალიზაციისთვის საბჭოთა საზოგადოების რევოლუციონირება. 

პერესტროიკის იდეოლოგები გვარწმუნებდნენ რომ ლენინის ბოლო ნაშრომების მიზანი იყო ნეპის გაღრმავება, მეტიც, ლამის დემოკრატიზაცია.

არადა სინამდვილეში ლენინს უნდოდა შიდაპარტიული ჯგუფების მოსპობა და თავისი პირადი ძალაუფლების დამყარება! 

რა დემოკრატიზმი შეიძლებოდა ყოფილიყო როდესაც პარტიის რიგითი წევრები იყენებდნენ ტექნოლოგიას «მუდამ ხმა მიეცი ილიჩთან ერთად!»

ლენინს არ მოსწონდა მის მიერვე ეხლახანს ცეკას გენერალურ მდივნად დაწინაურებული სტალინის პოზიციების გაძლიერება. 

1922 წლის პირველ ნახევარში ლენინი და სტალინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ასე მაგალითად, მაისში, პირველი დარტყმის შემდეგ, ლენინმა სტალინს სთხოვა შხამი შემდეგი ტანჯვისთვის ბოლოს მოსაღებად. ეს კი გარკვეულ სიახლოვეს გულისხმობს.

მაგრამ მაშინ ლენინს ჰქონდა «ზომიერი» პერიოდი და მას უფრო მოსწონდა «აპარატჩიკი» სტალინი რომლისთვისაც მთავარი იყო რუსეთის სოციალისტური სახელმწიფოს განმტკიცება. 

მაგრამ როდესაც «რეფორმიზმი» შეიცვალა რევოლუციონარიზმით, სტალინი არასასურველი გახდა.

სამაგიეროდ მკვეთრად გაძლიერდა ტროცკის პოზიცია. ტროცკისთან ლენინს მუდამ ჰქონდა დაძაბული ურთიერთობები. ჯერ კიდევ რევოლუციამდე ვლადიმირ ილიჩმა ლევ დავიდოვიჩს დაარქვა საწყენი სახელი «იუდუშკა» მაგრამ ტროცკიც არ დაიბნა და პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ლენინს ხულიგნობა დააბრალა.

მიუხედავად ამისა შიდაპარტიულ ბრძოლაში ლენინმა დახმარება სთხოვა სწორედ «იუდუშკას». 1923 წლის 5 მარტის თავის წერილში ლენინმა ტროცკის სთხოვა საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობისთვის დახმარების გაწევა. ეს ხელმძღვანელობა (ბ. მდივანი და სხვ.) კი მკვეთრად გამოდიოდა სტალინის, ორჯონიკიძის, ძერჟინსკის და სხვა «ცენტრალისტების» წინააღმდეგ და ისიც მოითხოვდა საბჭოთა კონფედერაციის შექმნას.

ლენინი დიდ იმედებს ამყარებდა სამხედრო საქმეების სახალხო კომისარ და წითელი არმიის ხელმძღვანელ ტროცკიზე. 

საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელ ლენინს შეეშინდა პარტიული აპარატის გაძლიერებისა. ამ აპარატს კი ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მმართველი სტალინი.

სახალხო კომისარი ტროცკი უშუალოდ ემორჩილებოდა ლენინს, სახალხო კომისარი სტალინი კი როგორც გენერალური მდივანი გარკვეულად დამოუკიდებელი იყო.

სწორედ ამიტომ მოინდომა ლენინმა სტალინის გადაყენება ამ თანამდებობიდან.

«მსოფლიო პროლეტარიატის ბელადმა» გადაწყვიტა დაყრდნობოდა წითელ არმიას და მის ბელად ტროცკის. ლენინი მაინც და მაინც არ ენდობოდა კომინტერნს და ადგილობრივ კომპარტიებს. 

1921 წლის მარტში გერმანელმა კომუნისტებმა კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის დავალებით სცადეს «პროლეტარული აჯანყების» მოწყობა მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. 

ლენინმა ტროცკი შეაჯახა სტალინს....

ძნელი სათქმელია თუ რას გამოიწვევდა პარტიის სხვა ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ლენინის და ტროცკის ტანდემი, შეიძლება რევოლუციას «თავისი შვილები» შეეჭამა 1937 წლამდე ბევრად ადრე, მაგრამ ლენინი მძიმედ იყო ავად და ამის თავი აღარ ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა ლენინმა ჩაშალა ავტონომიზაცია და ერთიანი რესპუბლიკის ნაცვლად დაამკვიდრა რესპუბლიკათა კავშირი. ეს მოხდა 1922 წლის შემოდგომაზე.

ლენინის ავტორიტეტი გიგანტური იყო და ჭკვიანმა სტალინმა არ მოინდომა მასთან პირდაპირი შეჯახება. 

ამით ერთგული ლენინელი სტალინი მხოლოდ წააგებდა. ის არ ყოფილა «იუდუშკა» ტროცკის მსგავსად და მას 1917 წლის ოქტომბერში არ გაუცია შეიარაღებული აჯანყების გეგმა როგორც ეს გააკეთეს ზინოვიევმა და კამენევმა.

ქედმოხრილი სტალინი დაეთანხმა ზეეროვნული კავშირის შექმნას.

საბჭოთა კავშირის ოპტიმიზაცია:
მომავალმა აჩვენა რომ ევროპულ პროლეტარიატს სულაც არ სურდა არანაირი კომუნისტური რევოლუცია. მაგრამ საბჭოთა სახელმწიფო უკვე არსებობდა როგორც რესპუბლიკათა ზეეროვნული კავშირი. გაერთიანების ასეთი ფორმა კი საკმაოდ სახიფათო იყო. გასვლის უფლებამ როგორც შენელებული მოქმედების ნაღმმა იმოქმედა «პერესტროიკის» 80-90-ან წლებში. 

ლენინს კიდევ რამოდენიმე წელი რომ ეცხოვრა ალბათ თვითონ ის დაშლიდა საბჭოთა კავშირს და გადააქცევდა მას რუსეთის უნიტარულ რესპუბლიკად. 

მაგრამ ის გარდაიცვალა 1924 წელს და მის მიერ გაკეთებული ყველაფერი გადაიქცა ყველანაირ კრიტიკაზე მაღლა მდგომ საკრალურ რაღაცად. ამ პირობებში რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო. სტალინს რომ ეცადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოსვლა მას დააბრალებდნენ ლენინიზმის ღალატს (ამას მას ისედაც აბრალებდნენ). 

მაგრამ იოსიფ ვისარიონოვიჩი მაინც არ შეურიგდა შექმნილ მდგომარეობას და მან სცადა თვითონ საბჭოთა კავშირის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია, მისი მიახლოება უნიტარულ სახელმწიფოსთან. 

უკვე 1922 წელს სტალინმა დაიჟინა რაღაც კომპრომისზე. ლენინი ითხოვდა საბჭოთა კავშირის დატოვებას «მარტო სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრისით და სხვა თვალსაზრისით ცალკეული სახალხო კომისარიატების სრული დამოუკიდებლობის აღდგენას» («ეროვნებების ანუ ავტონომიზაციის საკითხისთვის»).

ილიჩს არსებითად სურდა კონფედერაციის შექმნა. ის იმედოვნებდა რომ ეს გააადვილებდა კავშირთან ევროპის, აზიის და ა.შ ახალი სახელმწიფოების შეერთებას.

მიუხედავად ამისა შეარჩიეს უფრო ცენტრალისტური მოდელი. სტალინი მთლიანად რომ დათანხმებოდა ლენინს საბჭოთა კავშირი უკვე 1920-ან წლებში დაიშლებოდა, არ ჩანდა არანაირი მსოფლიო რევოლუცია.

1936 წელს სტალინმა ახალი კონსტიტუცია გამოიყენა ქვეყნის ერთიანობის განსამტკიცებლად. დ. ო. ჩურაკოვის თქმით «თუ კი ადრე საბჭოთა ფედერაცია არსებითად შეთანხმებითი იყო, ეხლა ის ხდებოდა კონსტიტუციური. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია იწყებოდა დეკლარაციით საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ და სამოკავშირეო ხელშეკრულებით. «სტალინურ კონსტიტუციაში» უკვე აღარ იყო მითითება ამ დოკუმენეტებზე. ამით ისინი კარგავდნენ ძალას.

საბჭოთა კავშირი ხდებოდა ერთიანი სახელმწიფო. ამის შესაბამისად იცვლებოდა სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურაც. სრულიად საკავშირო საბჭოთა ყრილობის, საბჭოთა კავშირის ორპალატიანი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და მისი პრეზიდიუმის ნაცვლად ახალი ძირითადი კანონი გულისხმობდა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს და მისი პრეზიდიუმის შექმნას.

ადრე უმაღლესი ორგანოები იქმნებოდა დელეგირების მეთოდით, ეხლა კი მათ ირჩევდნენ საყოველთაო, თანასწორი, საიდუმლო და პირდაპირი საარჩევნო სამართალის საფუძველზე. 

ამით ხელისუფლების ორგანოებს უკვე ვეღარ ბოჭავდნენ ადგილობრივი ხელმძღვანელი ელიტები და მათ შეეძლოთ საერთოეროვნული ინტერესების გამოხატვა.

ახლებურად ნაწილდებოდა უფლებამოსილებები საკავშირო ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის» («სტალინური ეროვნული პოლიტიკა და რუსული საკითხის გადაჭრა საბჭოთა კავშირში 20-30-ან წლებში»).

და ბოლოს ყველაზე მთავარი ის იყო რომ სტალინმა მოსპო უზარმაზარი წონის მქონე «ეროვნული რაიონები» და «ეროვნული სოფლის საბჭოები».

1934 წლის მონაცემებით ქვეყანაში ეროვნულად ითვლებოდა ყოველი მეათე რაიონი და ყოველი მერვე-მეათე სასოფლო საბჭო. მაგრამ 1936 წლის კონსტიტუციაში საბჭოთა ფედერაციის ეს ქვედა სართულები არ დააკანონეს. 40-ანი წლების დასაწყისში მრავალი მათგანი დაიშალა. დაუშლელთა ეროვნულ სტატუსს ხაზს აღარ უსვამდნენ. (ა.ო.ვდოვინი, «რუსეთის ფედერალიზმი როგორც ეროვნული საკითხის გადაჭრის საშუალება:ისტორია და თანამედროვეობა»).

წარმოიდგინეთ თუ რამდენ ნაწილად დაიშლებოდა ქვეყანა 1991 წელს ისევ რომ ეარსებათ ამ ეროვნულ რაიონებს და სასოფლო საბჭოებს. 

სამწუხაროდ სტალინმა ვერ მოასწრო და ვერ გამოასწორა ის რაც ქნა ლენინმა მისი გონების მორიგი რევოლუციურ-ნიჰილისტური დაბნელების დროს.

------------------------------------------------------------

Ленин против Сталина

Категория: Сталин и государство
Создано 22.04.2009 17:11
Обновлено 25.11.2012 19:42
Опубликовано 22.04.2009 17:09
Александр Елисеев
Просмотров: 7529

Почему история СССР могла сложиться иначе

Ленин всегда выходил победителем из внутрипартийных столкновений, которых было немало. Он умел убеждать, причем не только при помощи логики. Во время дискуссии вокруг Брестского мира Ильич остался в меньшинстве, что грозило ему политическим проигрышем. Тогда он пообещал выйти из ЦК и напрямую обратиться к массам. Соратники такой перспективы, понятное дело, испугались и вынуждены были поддержать Ленина. Ну, а потом уже сами убедили себя в том, что Владимир Ильич был прав.

1. Последняя победа

Талант (если не сказать, гений) полемиста, помноженный на железную волю, придал Ленину несокрушимый авторитет. Рядовые члены партии даже выработали особую технологию, которая помогала им определиться во внутрипартийных спорах: «Голосуй всегда с Ильичем – не ошибешься!»
Свою последнюю победу, причем над большинством партийных лидеров, Ленин одержал в конце жизни – осенью 1922 года. Тогда он настоял на том, чтобы единое советское государство строилось как союз республик, каждая из которых имела бы право на выход. А ведь почти все ведущие партийно-государственные деятели считали, что национальные республики должны были войти в РСФСР на правах автономий – без права выхода. Именно в этом была суть «плана автономизации», который выработал нарком по делам национальностей И. В. Сталин. Таких же представлений придерживались Ф.Э. Дзержинский, Г.В. Чичерин, Г.К. Орджоникидзе и др.
Даже вождь Коминтерна и горячий поборник мировой революции Г.Е. Зиновьев был за унитарное государство.
Самое интересное, что Ленин на первых порах вовсе не протестовал против автономизации. Уже в начале 1922 года вполне могла бы возникнуть единая социалистическая Россия, включавшая в свой состав Украину, Белоруссию и Закавказье. И тогда у нас была бы совсем иная история, и совсем иное государство.
Но создание единого государства было отложено – по инициативе Сталина. В январе 1922 года нарком иностранных дел Чичерин поставил вопрос – как же быть с представительством национальных республик на международной Генуэзской конференции? Ведущие державы соглашались вести переговоры с РСФСР, но были категорически против участия в них ее сателлитов. Наркоминдел предлагал поступить просто – взять, да и включить республики в РСФСР. Но Сталин посоветовал не торопиться, а подготовиться к процессу объединения как следует – в течение нескольких месяцев. Иосифа Виссарионовича тут даже и упрекнуть-то нельзя - и даже как-то грешно. Уж сколько мы знаем разного рода поспешных реформ, которые только загубили разного рода благие начинания. И, тем не менее, так получилось, что благоприятный момент был упущен. А в течение нескольких месяцев в политическом мировоззрении Ленина произошел очередной крутой перелом. Что же случилось?

2. Федерация: «за» и «против»

Ленин пытался вести себя как стопроцентный прагматик от политики и идеологии. Он считал, что в разные периоды можно использовать совершенно разные формы организации – в том числе и государственной. В вопросах о национально-государственном строительстве он следовал за К. Марксом и Ф. Энгельсом, которые также относились к государству, как орудию реализации политических идей. В принципе, «классики» были против федерации, предпочитая ей унитарную республику. Яснее всего об этом написал Энгельс в 1891 году: «По-моему, для пролетариата пригодна лишь форма единой и неделимой республики. Федеративная республика является еще и теперь в общем и целом необходимостью на гигантской территории Соединенных Штатов, хотя на востоке их она уже становится помехой. Она была бы шагом вперед в Англии, где на двух островах живет четыре нации... Она давно уже сделалась помехой в маленькой Швейцарии... Для Германии федералистическое ошвейцарение ее было бы огромным шагом назад».
Ленин мыслил также. В 1913 году он писал: «Мы за демократический централизм, безусловно. Мы против федерации. Мы за якобинцев против жирондистов... Мы в принципе против федерации — она ослабляет экономическую связь, она негодный тип для одного государства». А годом позже он высказывался не менее категорично: «Ставить в свою программу защиту федерализма вообще марксисты никак не могут, об этом нечего и говорить».
В то же самое время Маркс, Энгельс и Ленин признавали, что при определенных условиях федерация может быть необходимой. Например – для того, чтобы предотвратить развал крупного государства. Дескать, если не получается решить вопрос посредством унитаризма, то можно прибегнуть и к федерализму – рассматривая его как переходный этап. Образцом подобной диалектики Ленин считал проект «классиков» по созданию федеративного союза Англии и Ирландии.
Более того, накануне Февральской революции 1917 года Ленин выступил с проектом создания «Соединенных Штатов мира», заявив о том, что они «являются той государственной формой объединения и свободы наций, которую мы связываем с социализмом,— пока полная победа коммунизма не приведет к окончательному исчезновению всякого, в том числе и демократического, государства». («О лозунге Соединенных Штатов Европы»)
Это уже был типичный красный глобализм, который никогда не «отпускал» Ленина. Можно даже сказать, что Ленин-глобалист постоянно душил Ленина-государственника.
И единое советское государство Ленин создавал именно как основу этих самых «Социалистических штатов мира».

3. «Независимость» как пропагандистское оружие

При этом Ленин, конечно же, не хотел отделения от России «национальных окраин». Более того, он считал, что именно федерализм поможет сохранить государственное единство, столь необходимое для реализации коммунистического проекта. Отсюда и знаменитое право на отделение, которое Ленин и большевики торжественно обещали «нацменьшинствам». Они понимали его как некую формальность, которая окажет грандиозное пропагандистское воздействие на «окраины». Большевики рассуждали примерно так – пусть кто хочет, тот и отделяется, тем более, что процесс отделения идет уже и без нас – полным ходом. Мы потом все вернем назад, главное – выставить себя защитниками «угнетенных» наций.
Кроме того, большевики считали, что право на отделение станет их мощным пропагандистским оружием в борьбе с британским колониализмом.
Реальной же независимости никто никому давать не хотел. И это великолепно показали события времен гражданской войны.
В данном плане весьма занимательна история советизации Закавказья. Здесь большевики достигли вершин имперского «маккиавеаллизма». Известно, что в республиках Закавказья утвердились антибольшевистские режимы - дашнаков в Армении, муссаватистов в Азербайджане и меньшевиков в Грузии. Ликвидировать их, объединив данные территории с Советской Россией, стало возможным лишь на заключительном этапе гражданской войны.
Летом 1920 года Турция напала на дашнакскую Армению. Большевики не стали противодействовать агрессии и спокойно наблюдали за её развитием. В самый ответственный момент Красная армия просто-напросто блокировала остатки дашнакских войск и триумфально вошла в Ереван.
Осуществив коммунистический переворот в Азербайджане, Кремль немедленно заручился нейтралитетом Грузии, чье руководство трусливо отказалось хоть как-то поддержать Армению против одинаково враждебных ей красных и турок.
Более того, Советская Россия временно признала независимость Грузии. Решив же проблемы с Арменией, красные, вместе с Турцией, осуществили прямое военное вторжение и покончили со смехотворной грузинской «независимостью».
В результате военных и политических побед большевиков сложились все условия для того, чтобы создать централизованную, унитарную Российскую социалистическую республику – с автономиями для «националов». Однако этому воспрепятствовал сам Ленин.
Что же побудило его выступить против унитаризма? Как представляется, на Ленина повлияла сложная ситуация, которая сложилась в так называемом «мировом рабочем движении».

4. Ставка на социал-демократию

Весной 1921 года Ленин решил покончить с «военным коммунизмом», который истощал силы страны и вызвал волну мощных крестьянских восстаний. На X съезде РКП (б) была провозглашена новая экономическая политика (НЭП), давшая существенные послабления крестьянству. В стране вводился государственный капитализм, подразумевающий наличие многоукладной экономики. Таким образом, во внутренней политике стал преобладать государственный прагматизм.
Между прочим, Ленин думал о таком повороте еще в начале 1918 года. В марте 1918 года он даже написал статью «Очередные задачи Советской власти», призванную обосновать новый курс. В ней он призвал приостановить атаку на капитал и вступить в компромисс с буржуазией. Иными словами, наиболее дальновидные лидеры большевизма, в частности, Ленин, предлагали начать НЭП еще весной 1918 года. И если бы не гражданская война, то мы имели бы совершенно иную историю социалистического строительства. Очевидно, что партия большевиков стала бы медленно эволюционировать в социал-демократическом направлении.
Ленин бывал разным и революционные периоды у него сменялись периодами, скажем так, реформаторскими.
Курс на умеренность проявил себя и в политике внешней, которая была тесно связана с «борьбой за коммунизм во всемирном масштабе». В 1918-1920 годах ставка делалась на победу коммунистических партий в Европе. Ожидалось, что новоиспеченные социалистические государства, обладающие передовой промышленностью, помогут Советской России. Однако этого не произошло.
Поэтому Ленин решил пойти на сближение с европейской социал-демократией, которая давно уже стала важнейшей частью западного политического истеблишмента. На III конгрессе Коминтерна (июнь-июль 1921 года) был выдвинут проект создания «единого рабочего фронта», призванного соединить расколотое социалистическое движение. Ленин надеялся, что социал-демократия вступится за Советскую Россию перед мировым сообществом и поможет ей восстановить экономику. При этом он, конечно же, не выпускал из виду политические интересы большевизма: «Цель и смысл тактики единого фронта состоит в том, чтобы втянуть в борьбу против капитала более и более широкую массу рабочих, не останавливаясь перед повторными обращениями с предложением вести совместно такую борьбу даже к вождям II и II1/2 Интернационалов».
Социал-демократы откликнулись на предложение большевиков, и в апреле 1922 года Берлине прошла конференция представителей всех трех Интернационалов. (Помимо II Социалистического и III Коммунистического в то время функционировал еще и т. н. Двухсполовинный Интернационал, объединяющих левых социалистов.) Там обсуждался вопрос о подготовке всемирного рабочего конгресса. Казалось бы, создание единого фронта – есть дело решенное, но в самый последний момент лидеры II и II 1/2 Интернационалов решили проводить рабочий конгресс без коммунистов. Вот это, собственно говоря, и побудило Ленина совершить очередной политический поворот. Он приходит к мысли о том, что советское государство должно строиться в качестве наднационального образования, приемлемого для европейского пролетариата, который якобы пожелает вступить в союз – прообраз мировой коммунистической республики. В Россию европейцы не вступили бы никогда, а вот в конфедерацию социалистических стран – тут еще можно было подумать.

5. «Нет у революции конца»

Судя по всему, в конце своей жизни Ильич задумал революционизировать советское общество – с тем, чтобы социализировать всю Европу. Во времена перестройки нас пытались убедить в том, что последние работы Ленина были нацелены на углубление НЭПа и чуть ли не на демократизацию. В пример часто приводили его статью «Как нам реорганизовать Рабкрин?» (январь 1923 года). В ней Ленин предлагал: «Выбрать 75-100 (цифры все, конечно, примерные) новых членов ЦК из рабочих и крестьян. Выбираемые должны подвергнуться такой же проверке по части партийной, как и обыкновенные члены ЦК, ибо выбираемые должны будут пользоваться всеми правами членов ЦК».
«Перестройщики» умильно трактовали это предложение как яркое проявление демократизма, якобы присущее Ильичу. На самом же деле Ленин надеялся с помощью этих 75-100 новых членов ЦК обуздать различные внутрипартийные группировки и установить режим своей личной власти. Какой тут вообще мог быть демократизм, когда рядовые члены партии использовали технологию «Голосуй всегда с Ильичем!» И можно только согласиться с выводом А.В. Шубина: «Ленин не был настолько наивен, чтобы считать, что новички-рабочие начнут одергивать Сталина и Троцкого. Они должны были служить надежной опорой Ленина в ЦК». («Вожди и заговорщики»)
Ленин был недоволен усилением позиций Сталина, которого еще недавно сам же и выдвинул в генеральные секретари ЦК. В первой половине 1922 года отношения между двумя руководителями были весьма доверительными. Так, в мае, после первого удара, Ленин попросил Сталина дать ему яд, чтобы избежать дальнейших мучений. Понятно, что для этого нужна была определенная степень близости.
Но тогда у Ленина был «умеренный» период и ему больше импонировал «аппаратчик» Сталин, для которого главным было укрепление Российского социалистического государства. А вот когда «реформизм» сменился революционаризмом, то Сталин стал неугодным.
Зато резко возросли «акции» Л.Д. Троцкого, отношения с которым у Ленина всегда были натянутыми. Еще до революции Ленин назвал Льва Давидовича весьма обидным словом «Иудушка». Но и Троцкий тоже за словом в карман не лез и на одном из заседаний Политбюро обвинил Ленина в «хулиганстве».
И, тем не менее, во внутрипартийной борьбе Ильич обратился за помощью к «Иудушке». В своем письме от 5 марта 1923 года он попросил Троцкого взять сторону руководства Компартии Грузии (Б. Мдивани и др.), которые резко выступали против Сталина, Орджоникидзе, Дзержинского и др. «централистов», а также настаивали на создании советской конфедерации.
Ленин возлагал большие надежды на Троцкого, как на наркома военных дел и руководителя Красной армии. Во-первых, он, как глава правительства (Совнаркома) стал опасаться усиления партийного аппарата, который возглавлял талантливый управленец Сталин. А Троцкий, будучи наркомом, непосредственно подчинялся Ленину. Сталин тоже был наркомом, но как генсек пользовался известной независимостью. Поэтому-то Ленин и предлагал в своем «Письме к съезду» переместить его с этого поста.
Во-вторых, «вождь мирового пролетариата» решил сделать ставку на Красную армию и ее вождя – Троцкого. Коминтерну и местным компартиям он не очень-то доверял. В марте 1921 года немецкие коммунисты попытались, по заданию Исполнительного комитета Коминтерна (ИККИ), поднять «пролетарское восстание», но у них ничего не вышло.
Сближение с Троцким принесло свои плоды. «Уже 6 марта Троцкий послал Сталину замечания к его тезисам «Национальные моменты в партийном и государственном строительстве», - пишет В.З. Роговин. - В этих замечаниях Троцкий предлагал Сталину сказать о наличии в партии великодержавного уклона и уклона со стороны «националов», подчёркивая при этом, что второй - и исторически, и политически является реакцией на первый. Троцкий также предложил снять содержавшееся в тезисах Сталина категорическое утверждение об уже достигнутом правильном решении национального вопроса в СССР. Сталин принял эти поправки. В исправленных с учётом замечаний Троцкого тезисах доклада Сталина на XII съезде, опубликованных 24 марта в «Правде», на первое место выдвигалась «особая опасность» великодержавного уклона». («Была ли альтернатива?»)
Трудно сказать – к чему бы привел тандем Ленина и Троцкого, направленный против других руководителей партии. Не исключено, что революция приступила бы к пожиранию «своих детей» задолго до 1937 года. Но Ленин был тяжело болен, и ему трудно было заниматься политикой даже и вполсилы.
Тем не менее, Ленин успел сорвать автономизацию и навязал модель союза республик – вместо единой республики. И это произошло еще осенью 1922 года.
Сталин разумно уклонился от прямого боя с Лениным. Он понимал, что обязательно проиграет – авторитет Ленина был воистину запредельным, на что ему и указывал Л.Б. Каменев в записке, поданной во время заседания Политбюро: «Думаю, раз Вл. Ильич, настаивает, хуже будет сопротивляться». И в самом деле, Сталин ничего бы не выиграл, но только подпортил бы свой имидж «верного ленинца». До этого у Сталина не было никаких серьезных трений с Лениным – в отличие от «Иудушки» или, например, Зиновьева, который, вместе с Каменевым, выдал в октябре 1917 года план вооруженного восстания. Сталин вынужден был согласиться с созданием наднационального союза.

6. Оптимизация СССР

Будущее показало, что европейский пролетариат вообще не захотел никакой коммунистической революции. Но Советское государство уже существовало как наднациональный союз республик. А такая форма объединения была весьма рискованной. Право на выход сработало как мина замедленного действия, в «перестроечные» 80-90-е годы.
Возможно, проживи Ленин еще несколько лет, и он бы сам демонтировал СССР, превратив его в унитарную Российскую республику. Но он умер в 1924 году, после чего все его свершения стали восприниматься как нечто сакральное и не подлежащее и малейшей критике. В этих условиях ничего уже изменить было нельзя. Попробуй Сталин выступить против СССР, как его моментально обвинили бы в отходе от ленинизма. (Обвинения в этом и так звучали достаточно часто и звучно.)
Но Иосиф Виссарионович все-таки не смирился с создавшимся положением и попытался максимально оптимизировать сам СССР, приблизив его к унитарному государству. Кстати, уже и в 1922 году Сталин настоял на некоем компромиссе. Ленин требовал оставить СССР «лишь в отношении военном и дипломатическом, а во всех других отношениях восстановить полную самостоятельность отдельных наркоматов». («К вопросу о национальностях или об автономизации») По сути, Ильич выступал за создание конфедерации, надеясь, что это облегчит присоединение к Союзу новых стран – европейских, азиатских и т. д. Тем не менее, была выбрана более централистская модель. И если бы Сталин полностью согласился с Лениным, то Союз распался бы еще в 20-е годы – ведь никакой мировой революции не намечалось.
В 1936 году Сталин использовал новую Конституцию для укрепления единства страны. «Если раньше советская федерация по сути, была договорной, но теперь она становилась конституционной, – пишет Д.О. Чураков. – В прежней конституции СССР 1924 г. текст основного закона начинался с декларации о создании СССР и союзного Договора. В тексте „сталинской Конституции“ ссылок на эти документы уже не содержалось. Тем самым они утрачивали свою силу. СССР становился единым государством. Соответственно этому изменялась и структура государственных органов. Вместо Всесоюзного съезда Советов, двухпалатного ЦИК СССР и его Президиума новый основной закон предусматривал образование Верховного Совета СССР и Президиума Верховного Совета СССР. Если раньше высшие органы формировались методом делегирования, то теперь они избирались на основании всеобщего, равного, тайного и прямого избирательного права. Тем самым высшие органы власти уже не сковывались местными руководящими элитами и могли отражать общенациональные интересы. По-новому распределялись и полномочия между союзным центром и республиками». («Сталинская национальная политика и решение русского вопроса в СССР в 20-30-е годы»)
И, наконец, самое главное. Сталин ликвидировал т. н. «национальные районы» и «национальные сельсоветы», которые обладали огромным удельным весом.
«По данным на 1934 год, к категории национальных были отнесены каждый десятый район и каждый восьмой-десятый сельсовет в стране, - сообщает А.О. Вдовин. – Однако в Конституции СССР 1936 года эти нижние этажи советской федерации не были узаконены. К началу 40-х годов многие из них были расформированы, национальный статус нерасформированных уже не подчеркивался». («Российский федерализм как способ решения национального вопроса: (История и современность)»). Да уж, можно только представить себе – на сколько частей распалась бы страна в 1991 году, если бы эти самые национальные районы и сельсоветы продолжали бы существовать.
К сожалению, Сталин так и не успел исправить все то, что наделал Ленин во время своего очередного революционно-нигилистического «помрачения».
Источник: http://www.stoletie.ru/territoriya_istorii/lenin_protiv_stalina_2009-04-22.htm




No comments: