საბჭოთა კლასია დიდი თეატრის მოცეკვავე მაია პლისეცკაია რომელიც მოსკოვში ცხოვრობს დუპლექსში და რომელსაც თავს ევლება კარგად დაბინავებული და ნაკვები მსახური. დევიდ კ. უილის, «ნომენკლატურის მიერ პრივილეგირებულნი», 1983 წელს გამოიცა ინგლისურად, 1986 წელს ფრანგულადაც.
საბჭოთა კლასობანა: როგორ გადააქციეს პრივილეგიების მათთვის საჭირო ხალხისთვის დამრიგებელმა კომუნისტებმა საბჭოთა კავშირი კლასობრივ საზოგადოებად.
კომუნისტური კლასია დიდი თეატრის მოცეკვავე მაია პლისეცკაია რომელიც მოსკოვში ცხოვრობს დუპლექსში და რომელსაც ემსახურება კარგად დაბინავებული და ნაკვები მსახური. ესაა ოპერის პენსიონერ მომღერლები რომლებსაც ემსახურებიან მსახურები (ჩემი ერთი მოსკოველი მეგობარი გაზარდა ძიძამ და მსახურმა). მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში და საბჭოთა მეცნიერების აკადემიის მაღალი დონის წევრებს აქვთ წითელი ტელეფონები რომლებითაც ისინი უკავშირდებიან რამოდენიმე ათეულ კაცს, საბჭოთა კავშირის ბატონ-პატრონებს, და ა.შ.(აკადემიკოს ანდრეი სახაროვსაც ჰქონდა მასეთი ტელეფონი რომლითაც ვითომ გადასახლებოდან,გორკიდან ურეკავდა ხოლმე სუპერკაგებეშნიკ ანდროპოვს, გ.მ.).
”...დიადი საბჭოეთი არის ადგილი სადაც იმას თუ ვინ რისი მიღების ღირსია წყვეტს ერთადერთი, კომუნისტური, პარტია, ერთადერთი პატრონი, ერთადერთი დამსაქმებელი...”
მოხერხებული საბჭოეთი და ჰომო სოვეტიკუსი ამერიკელის თვალით:
დევიდ კ. უილის, «ნომენკლატურის მიერ პრივილეგირებულნი»,1983 წელს გამოიცა ინგლისურად, 1986 წელს ფრანგულადაც. თარგმანი ფრანგულიდან)
“... თეორიულად საბჭოთა ხალხს მართავს კარლ მარქსის და ვლადიმირ ილიჩ ლენინის იდეები. 70 წლის შემდეგ კლასობრივი განსხვავებები უნდა წაშლილიყო.
პარტიამ ახსნა რომ იდეალური საზოგადოება ამ წუთში ვერ დამყარდებოდა და ქვეყანას უნდა გაევლო “განვითარებული სოციალიზმის” გარდამავალი სტადია. კომუნისტი დიდმოხელეები სიამოვნებით იუწყებიან ამ სტადიის დადგომის შესახებ. მათი თქმით ის ერთ მშვენიერ დღეს ადგილს დაუთმობს ტოტალურ კომუნიზმს მაგრამ თავს იკავებენ ზუსტი თარიღის ხსენებისგან. მათი თეორიის თანახმად რაღაც მცირე განსხვავებები დარჩება, მაგრამ კლასების კონცეფცია გაქრება ექსპლუატაციისა და სასოწარკვეთილობის გაქრობასთან ერთად. ადამიანები თანასწორები იქნებიან და მათ შრომას აუნაზღაურებენ არა მათი უნარებისა და ნიჭის მიხედვით, არამეთ მათი საჭიროებების შესაბამისად.
სინამდვილეში ცხოვრება დღევანდელ საბჭოთა კავშირში სრულებით უპირისპირდება ამ თეორიას, და ყოველ დღე სულ უფრო და უფრო შორდება მას.
ყოველდღიური ცხოვრების გულში ფესვგადგმულია პრივილეგიები.
ხალხი მოითხოვს ამ პრივილეგიებს.
კომუნისტური პარტია კი აკონტროლებს და ანაწილებს ამ პრივილეგიებს.
სინამდვილეში ყოველი სოციალური ეშელონი და ყოველი კლასი იმდენად რეალურია რომ კომპარტია აღიარებს მას და მას აძლევს სპეციფიურ პრივილეგიებს, რომელთა ფლობის უფლება არა აქვთ მათ ქვედა კლასებს.
საბჭოთა მოქალაქეთა დიდი მასისთვის მარქსი და ლენინი არის გუშინდელი თეორია, მაშინ როდესაც კლასის პრივილეგიები არის დღევანდელი სინამდვილე.
ფულით შეიძლება ზოგი პრივილეგიის ყიდვა მაგრამ შეუძლებელია ყველა პრივილეგიის მოპოვება.
უკეთესი სამუშაოს საშოვნელად და მოხმარების ნივთების შესაძენად თუ ხელსაყრელი პირობების მოსაპოვებლად ერთპარტიულ და ნახევრადაზიურ ქვეყანაში საჭიროა კარგი ურთიერთობა კომუნისტურ ნომენკლატურასთან, მოკლედ ნაცნობობა.
კორუფცია, მაგალითად, დიდი დახმარებაა სამხრეთში, ირანის საზღვარზე, აზერბაიჯანში და კავკასიაში, ის იქცა ცხოვრების ხელოვნებად.
მაგრამ კლასის ცნების ამ ფარულ სახეს აქვს თავისი საზღვრები. ფულით შეიძლება მხოლოდ კლასობრივი პრივილეგიების ნაწილის ყიდვა. ფული სოციალური პოზიციის აქსესუარია მაგრამ ის არაა ყველაფერი...
აშშ-ში კლასი გამომდინარეობს შემოსავლიდან, დიდ ბრიტანეთში ის დღემდე დაკავშირებულია დაბადებასთან, ზრდილობასთან და გამოხატვის მანერებთან.
საბჭოთა კავშირში კი კლასის კონცეფცია ძალიან სერიოზული საქმეა და დაკავშირებულია ნაცნობობასთან, პირად ინიციატივასთან, სიფხიზლესთან და მოხერხებულობასთან.
კლასების გარეშე საბჭოთა საზოგადოება დაემსგავსებოდა დიდ სამხედრო ბანაკს.
იქ არის ყველა მთავარი სერვისი საქონელი: ცხელი წყალი, ჭერი, სივრცის მინიმუმი, უფასო განათლება, უფასო მკურნალობა, კარტოფილი და კომბოსტო. თანამედროვე მოქალაქეები ნამდვილად უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მათი მშობლები.
მაგრამ იმას თუ ვინ რისი მიღების ღირსია წყვეტს ერთადერთი პარტია, ერთადერთი პატრონი, ერთადერთი არბიტრი.
იქ საკმარისი საჭმელია ყველასთვის მაგრამ არასაკმარისად კარგი. იქაა ტანისამოსი, მაგრამ როგორც წესი ნაკლებად ელეგანტური. არის ტელევიზია, რადიო, ჟურნალები, ფილმები, მაგრამ ყველაფერი ცენზურაგავლილია და საშინლად მომაბეზრებელია.
იშვიათად ვინმეს თუ შეუძლია ბანაკიდან გასვლა და დანარჩენი მსოფლიოს გაცნობა.
მაგრამ სოციალური იერარქიის რამოდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ ცხოვრება იცვლება და აღარაა ასე უფერული. პერსპექტივები იხსნება. იცვლება სერვისები და საქონელი იცვლება, იძლევიან და ასრულებენ დაპირებებს. მაქსიმალურად იყენებენ სულ უმნიშვნელო რაღაცას თუ კი ის აინტერესებს თანამემამულეს.
ჩემი ნაცნობი მუშაობდა თეატრის ბილეთების სალაროში. ამერიკაში ასეთი ადგილის მქონეს შეეძლო ცოტა ფულის საშოვნელად ბილეთების სათავისოდ გაყიდვა.
მოსკოვში ეს ქალი ბილეთებს ცვლიდა ფეხსაცმელებში, კამფეტებში, პასტის კალმისტრებში, კაბებში, ყელსახვევებში.
მაღაზიებში ყოველი ახალი საქონლის მისვლისას გამყიდველები გულმოდგინედ სინჯავენ მას და მერე ალაგებენ თაროებზე. საუკეთესო საქონელს ისინი განზე სდებენ და შემდეგ ცვლიან მას მათთვის საინტერესო საგნებში.
ინტელექტუალები ძალიან კარგად ძვრებიან ამ მდგომარეობიდან.
ერთ-ერთ მეცნიერულ ინსტიტუტში ჩემი ერთ-ერთი მეგობარი საშუალო სკოლის ატესტატის მქონეებს საათში ხუთ მანეთად ამზადებს უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებისთვის.
უმაღლესი განათლების მიღება ძალიან ძნელია (სწავლა ბევრს უნდა, ადგილი კი ცოტაა) და ეს დამატებითი სამუშაო მას მეტს აძლევს ვიდრე მისი პროფესიით მუშაობა. ყოველ დღე 5 ბავშვისთვის ოთხი გაკვეთილის მიცემით ის 24 საათში იღებს იმდენს რამდენსაც ერთ თვეში იღებს მუშათა უმეტესობა.
მთავრობაში, პარტიაში, სამხედროებში, მუშებში, გლეხებში, ინტელექტუალებში, სპორტსმენებში არსებობს პრივილეგიების და პოგებების მეტ-ნაკლებად ფარული ქსელი. ეს ქსელი იწყება ქარხანაში ან ბიუროში და იშლება კარიერის კიბეზე ასვლის შესაბამისად.
ასე იქმნება პრივილეგირებული კლასი ვითომ უკლასო საზოგადოებაში.
კლასის ეს პრივლეგიებია ბილეთი დიდ თეატრში რომელიც როგორც წესი განკუთვნილია უცხოელებისთვის ან მოცეკვავეთა მეგობრებისთვის, მაგრამ ეს აგრეთვე არის ბავშვის მოწყობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კლასი არის დიდი თეატრის ვარსკვლავი მარის ლიეპა რომელიც მოსკოვში დადის ჰელსინკიში ნაყიდი შესანიშნავი ვოლვოთი...
კლასი არის მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი ილია გლაზუნოვი რომელიც ამაყად ზის დასავლეთ ბერლინიდან ჩაყვანილი თეთრი მერსედეს 250-ის საჭესთან.
მაგრამ კლასი აგრეთვე არის ამერიკული წამალი, სკანდინავური დივანი, ინგლისური კოსმეტიკა, იაპონური მაგნიტოფონი ან უბრალოდ ფინური ცხვირსახოცები.
მაღალი კლასებისთვის ეს საქონელი ჩამოაქვთ დასავლეთიდან, დაბალი კლასებისთვის კი ესაა პოლონური ძეხვი ან ბუდაპეშტიდან ჩატანილი პასტის კალმისტარი.
კომპარტიის მიერ მიცემული კლასის შესაძლებლობა არის შვილების შესანიშნავი განათლების მიმცემი მოსკოვის ფიზიკის ან მათემატიკის დიდ სკოლებში შეყვანის შესაძლებლობა რაც ხსნის გზას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ. კლასი არის ბროდვეის სპექტაკლების და პორნოგრაფიული ფილმების ყურების შესაძლებლობა (საბჭოელებს გონიათ რომ დასავლელები დროს ატარებენ ამ ფილმების ყურებით).
კომუნისტური კლასია დიდი თეატრის მოცეკვავე მაია პლისეცკაია რომელიც მოსკოვში ცხოვრობს დუპლექსში და რომელსაც ემსახურება კარგად დაბინავებული და ნაკვები მსახური. ესაა ოპერის პენსიონერი მომღერლები რომლებსაც ემსახურებიან მსახურები (ჩემი ერთი მოსკოველი მეგობარი გაზარდა ძიძამ და მსახურმა). მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში და საბჭოთა მეცნიერების აკადემიის მაღალი დონის წევრებს აქვთ წითელი ტელეფონები რომლებითაც ისინი უკავშირდებიან რამოდენიმე ათეულ კაცს, საბჭოთა კავშირის ბატონ-პატრონებს.
(მერე ამ კლასს მოუნდა სუპერკლასი და მოაწყო პერესტროიკა, კარქა მაგრა მიარბია და მიანგრია საბჭოთა კავშირი, სიკვდილის პირამდე მიიყვანა მთელი ხალხები, ჩაიჯიბა ნობელის პრემიები, ხოდორკოვსკის ნაირებიც დაამწყვდია და დაიწყო დედამიწის იაპონჩიკიზაცია-აბრამოვიჩიზაცია, გ.მ.).
No comments:
Post a Comment