სერგეი რახმანინოვის დეპრესიები:
1897 წელს პეტერბურგში შედგა პირველი სიმფონიის პრემიერა. ახალგაზრდა კომპოზიტორი დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, მაგრამ კრიტიკოსებმა და საზოგადოებამ ვერ გაიგეს ავტორის ნოვატორული იდეები და სიმფონიას მტრულად შეხვდნენ.
რახმანინოვმა ეს საშინლად განიცადა და ჩავარდა მძიმე დეპრესიაში. შემდეგი 3 წლის მანძილზე მან ვერ დაწერა ვერც ერთი ნაწარმოები.
დეპრესია გააძლიერა ვერა სკალონის მოულოდნელმა გათხოვებამ. ის ძალიან უყვარდა ახალგაზრდა კომპოზიტორს.
რახმანინოვი ვერ მოერია ამ მდგომარეობას დამოუკიდებლად და მან მიმართა მაშინ ცნობილ ჰიპნოთერაპევტ ნ.ა.დალს. მუსიკის დიდ მოყვარულ დალს უყვარდა ახალგაზრდა კომპოზიტორის შემოქმედებაც.
თავისი სეანსების დროს დალი ბევრჯერ იმეორებდა: "თქვენ ახალგაზრდა ხართ და უნდა იმუშაოთ". ის იყენებდა მეთოდს რომელსაც თანამედროვე ფსიქოთერაპია დაუძახებდა შემოქმედი ვიზუალიზაციის მეთოდს.
დალი შთააგონებდა რახმანინოვს: "თქვენ მუდამ უნდა წარმოიდგინოთ და იფიქროთ რომ თქვენ ახალ ნაწარმოებს ექნება უზარმაზარი წარმატება".
სწორედ მაშინ დაწერა რახმანინოვმა თავისი სახელგანთქმული მეორე საფორტეპიანო კონცერტი რომლის მეორე და მესამე ნაწილები მან მიუძღვნა დალს. კონცერტის ფინალი იქცა სიხარულის და სიცოცხლის სიყვარულის აპოთეოზად. კონცერტი დასრულდა და პირველად შესრულდა 1901 წელს.
შემდეგი 16 წელი არის რახმანინოვის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. ის შეწყვიტა 1917 წლის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ.
კომპოზიტორი იძულებული იყო წასულიყო ემიგრაციაში. მან რამოდენიმე თვე გაატარა სკანდინავიის ქვეყნებში და 1918 წლის შემოდგომაზე გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.
ამერიკაში რახმანინოვი ისევ ჩაეფლო დეპრესიაში რომელიც არ ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც იყო მისი ახალგაზრდული დეპრესია, მაგრამ ძალიან ხანგრძლივი იყო.
მან დაწერა სულ 6 ორიგინალური თხზულება, მათ შორის მესამე სიმფონია და რაფსოდია პაგანინის თემაზე.
თვითონ კომპოზიტორი ამბობდა: "რუსეთიდან წასვლის შემდეგ მე დავკარგე შეთხზვის სურვილი,მე დავკარგე საკუთარი თავი.
დევნილს რომელმაც დაკარგა მუსიკალური ფესვები,ტრადიციები და მშობლიური ნიადაგი დასამშვიდებლად რჩება მხოლოდ უძრავ მოგონებათა ურყევი დუმილი".
.
http://lossofsoul.com/DEPRESSION/Greats/composer.htm
Великие депрессии. Композиторы
Сергей Рахманинов (1873 – 1943)
Рахманинов не смог справиться с этим состоянием самостоятельно и обратился к известному в то время гипнотерапевту Н.А. Далю, большому любителю музыки и поклоннику творчества молодого композитора. Во время своих сеансов Даль много раз повторял: "Вы молоды и должны работать", применяя метод, который современная психотерапия назвала бы методом созидающей визуализации. Даль внушал: "Вы должны постоянно представлять и думать, что ваше новое произведение будет иметь огромный успех". Именно тогда Рахманинов написал свой знаменитый Второй фортепианный концерт, вторую и третью части которого он посвятил Далю. Финал концерта стал апофеозом радости и любви к жизни. Концерт был закончен и впервые исполнен в 1901 г.
Следующие 16 лет - наиболее плодотворный период в творчестве Рахманинова, прерванный революцией 1917 года. Композитор был вынужден эмигрировать, и проведя несколько месяцев в странах Скандинавии, осенью 1918 года переезжает в США, где и остается до конца жизни. В Америке Рахманинов погружается в депрессию, которая была не такой глубокой, как юношеская, но очень продолжительной. Он написал всего шесть оригинальных сочинений, в том числе 3-ю симфонию и Рапсодию на тему Паганини. Сам композитор говорил: "Уехав из России, я потерял желание сочинять. Лишившись родины, я потерял самого себя. У изгнанника, который лишился музыкальных корней, традиций и родной почвы, не остается иных утешений, кроме нерушимого безмолвия нетревожимых воспоминаний".
No comments:
Post a Comment