http://goianna.wordpress.com/2012/12/12/arbo/149866_471361024200_2309610_n-1/
ასეთ საქართველოში იზრდებოდნენ და მოღვაწეობდნენ ილია და მისი ქართველები.
ნამდვილი საქართველოს პროვინცია ასეთი იყო.
ესეთი იყო საბჭოთა დემოკრატიის არტილერიამ რომ დაბომბა ამას წინ უნივერსიტეტი აი იმ ქალაქი გორიდან 29 კილომეტრის მოშორებით სოფელ არბოში გენერალი ილია მაქარაშვილის დაკვეთით მეოცე საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილის მიერ აგებული სახლი.
აგურით ნაგები ეს ორსართულიანი სახლი ამავე დროს იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და ხელოვანები, შემოქმედებითი ხალხი.
მას ჰქონდა აივნები, სარდაფები და მარანი.
ეხლა ნანგრევებია.
ილია მაქარაშვილი 1854 წლის პირველ დეკემბერს დაიბადა რაჭაში, ონში. იგი ქალაქ კიევის სამხედრო გიმნაზიასა და პავლოვის პირველ სამხედრო საწავლებელში სწავლობდა. სრული კურსის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა პროპორშჩიკის ჩინით 39–ე საარტილერიო ბრიგადაში. მას საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. ბატონი ილია თავის დღიურებში რუსეთ–თურქეთის ომზე მოგვითხრობს. იგი ამ ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. იქ თავი გამოიჩინა, დრაგუნთა – ცხენოსანთა პოლკის დივიზიის უფროსი იყო. თურქების წინააღმდეგ ყველა სამხედრო მოქმედებაში აქტიურად იყო ჩაბმული. ილია მამაცობისთვის არაერთხელ დააჯილდოვეს. რუსეთის გენერალიტეტისთვის დღესაც ძალიან ცნობილი და პატივდადებული პიროვნებაა. საერთოდ, ეს ოჯახი სამხედროების ოჯახი იყო. ილიას მამა საყვარელა მაქარაშვილიც ასევე სამხედრო, საფრანგეთ–რუსეთის ომის მონაწილე იყო, რომელიც 1812 წელს ბოროდინოს ომში იბრძოდა. ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მედლითაც დაჯილდოვდა. იგი ღრმად მოხუცი, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა.

No comments:
Post a Comment