«არ დაგძლიოს
ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით» (მოციქულ პავლეს წერილი
რომაელთა მიმართ 12, 21).
ჩენსტოხოვა, იასნა გორა, პოლონეთი |
http://www.marypages.com/CzestochowaRussian.htm
ლოცვა ჩენსტოხოვას ღვთისმშობელს
მარიამ, ჩვენო ძვირფასო ჩენსტოხოვას ქალბატონო, მოწყალედ შეხედე შენს შვილებს.
ამ ტანჯულ და ცოდვილ სამყაროში დაგვიცავი შენი სიყვარულით სავსე ზრუნვით. დაიცავი ჩვენი ახალგაზრდები უღვთო გზებისგან. დაეხმარე ჩვენს შვილებს ღრმა სიბერემდე მიღწევაში რათა მოემზადონ სახლისაკენ სამოგზაუროდ.
დაიცავი ჩვენი დაუცველი დაუბადებელი ბავშვები, არ დაუშვა მათი მოკვლა და იყავი ჩვენი ძალა ყველა ცოდვათა წინააღმდეგ.
დაიცავი შენი შვილები სიძულვილისგან, დისკრიმინაციისგან და ომისგან.
აავსე ჩვენი გულები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამყარო შენი შვილისგან მომდინარე მშვიდობით და სიყვარულით.
ო დედოფალო და დედა, იყავი ჩვენი ნუგეშისმცემელი და ძალა, იესოს სახელით ვლოცულობთ, ამინ.
პოლონეთის კომუნისტური უშიშროების თანამშრომელთა მიერ მოკლული მამა ეჟი პოპელუშკო, "სოლიდარობის" მოძღვარი.
კომუნისტური რეჟიმის ეს დიდი მოწინააღმდეგე, რომელიც 1984 წელს მოკლეს, დღესაც ძალიან პოპულარულია პოლონეთში.
ამ საღამოსაც, ისევე როგორც ყოველ დღე,ტურისტები ერევიან ვარშაველებს ძველი ქალაქის ქუჩებში. ღვთისმშობლის ეკლესიის წინ, რამოდენი - მე ნაბიჯში მეფის სასახლიდან დიდი ასობებით წერია მოციქული პავლეს მიერ
რომაელებისადმი მიწერილი წერილიდან ამოღებული ფრაზა: «არ დაგძლიოს
ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით» (მოციქულ პავლეს წერილი
რომაელთა მიმართ 12, 21).მრავალმა პოლონელმა კარგად იცის ეს სიტყვები. ისინი მრავალჯერ წარმოუთქვამს მამა ეჟი პოპელუშკოს რომელიც 37 წლისა იყო როდესაც ის 1984 წლის 19 ოქტომბერს გაიტაცეს და მოკლეს იმდროინდელი რეჟიმის შინაგანი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა…
«ის არასოდეს არ მოქმედებდა როგორც აჯანყებული,ის არ ყოფილა ინტელექტუალი. სხვათა შორის მას გაუჭირდა სემინარიის დამთავრება.
მამა ადამ შულცი ხელმძღვანელობს საერო სულიერების ცენტრს.
«კათოლიკურ მოძრაობათა ეროვნული საბჭოს დანარჩენი წევრი ორგანიზაციების მსგავსად ჩვენ ვლაპარაკობთ მონდიალიზაციაზე და ქრისტიანების ჩართვაზე ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ეჟი პოპელუშკოს სიტყვებს.
ეჟი პოპელუშკოს სიტყვები ეხმაურება იმას რასაც ჩვენ განვიცდით მოხმარებიზმისა და ინდივიდუალიზმის დროში.”
მისი აზრით ახალგაზრდა მღვდელი რომელსაც წმინდანად შერაცხავენ კვირას ვარშავის დიდ მოედანზე «იყო თავისუფლების ბრძოლის სიმბოლო რწმენის და არა პოლიტიკის თვალსაზრისით.
მისი ბრძოლა ჩაგვრათა წინააღმდეგ და მისი ძალა ბრძოლებში რომლებსაც ეწეოდა შეზღუდვათა მიუხედავად დაეხმარა მრავალ ადამიანს.
მან მოახერხა ღმერთთან მჭიდრო კავშირის დაკავშირება ადამიანებისა და სამშობლოს საზრუნავთან.»
იგივეს ლაპარაკობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მკვლევარი ისტორიკოსი ანტონი დუდეკი.
მისი აზრით ახალგაზრდა მღვდელი წარმოადგენს «მუდამ ქედუხრელ პოლონეთს»:
«მან სიცოცხლე გასწირა, თავი დასდო ადამიანის უფლებებისთვის. ცხადია რომ მან ეს გააკეთა რელიგიური ენის გამოყენებით,ის უპირველეს ყოვლისა იყო ეკლესიის კაცი.
მაგრამ ის იყო თავისუფლების მებრძოლი და სწორედ ამიტომ იცნობდა მას ყველა პოლონელი 1982-1983 წლიდან, სამხედრო კანონის მიღების შემდეგ და სწორედ ამიტომაა ის პოპულარული დღესაც. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის ქადაგებდა მთელს პოლონეთში: მისი სიტყვა გაიგონა მთელმა ქვეყანამ.»
1984 წელს გარდაცვალების შემდეგ მისი რენომე განუწყვეტლად იზრდება. მას მიუძღვნეს 150-ზე მეტი წიგნი, რომელთაგანაც ზოგიერთი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. 2010 წ. ივლისში გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი «პოპელუშკო, თავისუფლება ჩვენშია». ვარშავაში არის პოპელუშკოსადმი მიძღვნილი მუზეუმი. მრავალ სკოლას ჰქვია მისი სახელი და მის საფლავზე ძალიან მალე დაიწყეს სალოცავად სიარული….
//თარგმანი ფრანგულიდან//
--------------------------------------------------------------------------------------------
საინტერესო თემა, მესიანიზმთა შეტაკებების ისტორიიდან.
ტორონტოს სლავურ კვლევათა ჟურნალი, ირენა ფიჟალკოვსკა-ჟანიაკი, მესიანურ იდეათა სიმბოლიკა
ნიკოლაი ბერდიაევმა წიგნში "რუსული იდეა" თავისი დაკვირვებები რუსულ ისტორიოსოფიაზე დაიწყო რუსეთის რჩეულობის, მისი განსაკუთრებული ბედის და განსაკუთრებული რუსი ხალხის საკითხიდან. თავისი აზრი მან დაასრულა შემდეგი დასკვნით:
"მესიანიზმი თითქმის ისევე ახასიათებს რუს ხალხს როგორც ებრაელ ხალხს".
პოლონელები მიცკევიჩი,სლოვაცკი,კრასინსკი, ახალი იზრაელის იდეის წამომწევი პოლონელი მასონები, ისტორიკოსები, მაგალითად იან კუხაჟევსკი, რჩეულ და განსაკუთრებული ბედის განსაკუთრებულ ხალხად თვლიან პოლონელ ხალხს.
ამ მდიდარი მასალის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ბერდიაევის აზრის დაზუსტება და იმის თქმა რომ მესიანიზმი თითქმის ერთნაირად ახასიათებს რუს,ებრაელ და პოლონელ ხალხებს.
ამ ნაშრომის თემაა რუსული და პოლონური მესიანიზმი. ებრაული კი გამოდის როგორც დოგმატი, წინასახე და პროტოტიპი.
უნდა ითქვას ისიც რომ ხმელთაშუა ზღვის კულტურის სხვა ხალხებსაც ჰქონდათ ჰქონდათ მესიანისტური და მილენარისტური თუ ნაციონალისტური ტენდენციები.
ასეთი ტენდენციებია ფრანგულ მისტიკურ ფილოსოფიაშიც,მაგალითად ჟოზეფ დე მესტრთან,საფრანგეთის რევოლუციის,ნაპოლეონის ომების, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწეების და პოლიტიკოსთა შეხედულებებში.
ამოსავალი წერტილი ასეთ შემთხვევებში იყო რწმენა იმისა რომ რჩეულ ხალხს დანარჩენი ხალხებისგან განასხვავებს განსაკუთრებული თვისება,ცხების განსაკუთრებული ნიშანი.
მე-16 საუკუნეში გაჩენილ მითს იმის შესახებ რომ ღმერთმა საგანგებო,განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად შეარჩია სწორედ ინგლისი არ ჰქონია მკაცრად თეოლოგიური ხასიათი. სამყაროს ხსნა ესმოდათ როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებები,მსოფლიოს დაპყრობა და რეფორმა.
აზროვნების ასეთი წესი რამდენადმე ახასიათებს დოსტოევსკისაც. ისიც თვლიდა რომ საჭიროა კონსტანტინეპოლის დაპყრობა რათა იქ შეიქმნას გაერთიანებულ სლავთა დედაქალაქი.
ინგლისში ასეთი თვალსაზრისი ხელს უწყობდა მის პოლიტიკას,გზას უხსნიდა კოლონიზატორებს,ამართლებდა ინდოეთში და აფრიკაში კოლონიების არსებობას.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში რედიარდ კიპლინგი თავის ყველა მოთხრობაში,რომანებში ხმამაღლა აცხადებდა ანგლო-საქსური რასის რჩეულობას.
თავის ინტერპრეტაციას მან მისცა რელიგიური ხასიათი და ამბობდა რომ ინგლისი იპყრობს ქვეყნებს და ბატონობს მათზე ღმერთის სახელით და ინგლისელები რჩეული ხალხია. ამიტომ აქებს ის ის ინდოეთში კოლონიალური არმიის ჯარისკაცის ყოველ გმირობას როგორც ღმერთისთვის სასურველ სასიკეთო ქმედებას.
ინგლისელები ამტკიცებდნენ რომ ღმერთი უკმაყოფილოა ებრაელებით რომლებმაც ვერ შესძლეს მისი დიდი გეგმების შესრულება და ამიტომ მან საქმე დაავალა დიდი ბრიტანეთის კუნძულთა მცხოვრებლებს.
ქრისტიანულ მესიანიზმში მუდამ არის ებრაელების მიერ ღმერთის გეგმების ვერ შესრულების, ქრისტეს ვერ ცნობის და მისი მკვლელობის მოტივი.
ამ ფორმით გავრცელებული მესიანური იდეები მუდამ მიმართული იყო ებრაელების წინააღმდეგ. ისინი მუდამ იუწყებოდნენ რეპრესიების,
გადასახლებების და პოგრომების შესახებ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
//მაგრამ უნდა ითქვას რომ სწორედ დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველების, ებრაელი წინასწარმეტყველების თქმით ებრაელები განუდგნენ ღმერთს,რწმენა გადააქციეს უღირს ვაჭრობად, უშინაარსო რიტუალური მოქმედებების სანაცვლოდ რაღაც პრივილეგიების გამოძალვის მცდელობად.
წინასწარმეტყველი ოსიას თქმით კერპების აღმმართველ და მლოშვნელ ებრაელებს დასჯის და დაამხობს თვითონ მათი ცოდვა და არა შურისმაძიებელი და მათი ღალატით ტანჯული ღმერთი.
მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი
სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ,
არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა, გადასცემდა ებრაელებს მათი ღმერთის ამ სიტყვებს ისაია...
ისაიას ქადაგების ერთ-ერთი მთავარი თემაა კერპთაყვანისმცემლობით გატაცებული ხალხის და მისი ბელადების ორგულობა ღმერთის მიმართ ის ლაპარაკობდა მომავალ კატასტროფაზე რომელიც ელის ქვეყანას თუ კი ხალხი და მისი ბელადები უღალატებენ მათთვის კანონის მიმცემ ღმერთს.
წინასწარმეტყველი ამოსის ღმერთი ამბობს რომ მას ეზიზღება ფარისეველ და უსულგულო ებრაელთა დღესასწაულები,მათი ძღვენი და მსხვერპლი. რომ ღმერთს არ სიამოვნებს ფარისეველ უსულგულო ებრაელთა სიმღერები და ქნარის ხმაური და რომ ამ ფარისეველთა და უსულგულოთა დღესასწაულების და მსხვერპლის უარმყოფელ ღმერთს უნდა ადამიანთა მართლმსაჯულება,
სიმართლე.
დიდ ებრაელ წინასწარმეტყველთა,ბიბლიურ წინასწარმეტყველთა თქმით ღმერთს არ უნდა უკანონო ხარბ და გაღორებულ გულგრილთა და ბოროტ მოძალადეთა ძღვენი და მსხვერპლი.არ უნდა ასეთების მიერ რიტუალების შესრულება. ადამიანები უნდა განიწმინდნენ, მათ უარი უნდა თქვან ბოროტებაზე და აკეთონ სიკეთე. მათ უნდა ეძებონ სიმართლე, უშველონ ჩაგრულს,დაიცვან ობოლი და ქვრივი.
ისინი სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში და ებრაელ ხალხს ეუბნებოდნენ რომ სიკეთის,სოლიდარობის, სიყვარულის დამვიწყებელი და კანონმდებელი შემოქმედი ღმერთის ორგული ხალხი დაიღუპებოდა.
"მიწათმოქმედი სტოვებს უვარგის ვენახს და უფალი თავის ეკლესიას განაცდევინებს მრავალ უბედურებას რათა ის განიწმინდოს და რათა მან გააცნობიეროს თავისი შეცდომები. დათმობა წარმართობისთვის და დახმარების თხოვნა უცხო მეფეებისთვის უფლის თვალში არის ღალატი,განდგომა თავისი ერთადერთი მეფისგან და ბატონისგან
"ისმინეთ ცავ და მიწავ იმიტომ რომ ლაპარაკობს უფალი:
მე აღვზარდე და ავამაღლე ვაჟიშვილები და ისინი ამხედრდნენ ჩემს წინააღმდეგ. ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირმა იცის თავისი ბატონის სახლი, იზრაელმა კი არ იცის,ჩემს ხალხს არაფერი ესმის" //ისაია 1,2-3//.
ეს ბიბლიური წინასწარმეტყველები თვლიდნენ რომ გადაგვარებულ,გარყვნილ და გაფარისევლებულ ებრაელ ხალხს გადაარჩენს ღმერთის ერთგულთა მცირე ნაშთი.
უსულგულო ფარისეველი ებრაელების მიერ გატანჯული ღმერთი იხსნის მხოლოდ მის ერთგულ მცირე ნაშთს, ასეთია დიდი ებრაელი წინასწარმეტყველების აზრი. ისინი ხედავდნენ გულქვა ფარისეველი ხალხის ქალაქების და სახლების ნანგრევებს,აოხრებულ ქვეყანას. მაგრამ დიდი ებრაელი წინასწარმეტყველი ისაია ასევე ხედავდა ღმერთის და ათი მცნების ერთგულ ებრაელთა მხსნელი და მაცხოვარი იესოს მოახლოებას.
მაგრამ რა მძიმეც არ უნდა იყოს წვეულთა ცოდვა ადამიანის ბოროტი ნება ვერ შეცვლის ღმერთის ჩანაფიქრს. იზრაელის დამხობის შემდეგაც გადარჩება მისი ფესვი და ღმერთი განაგრძობს თავისი სამეფოს მშენებლობას გადარჩენილ მართალ ნაშთთან ერთად.
4.წმინდა ნაშთი არის ისაიას წინასწარმეტყველის ერთ-ერთი უმთავრესი თემა. ისე როგორც ნოე შეირჩა ურჯულოთა და აბრაამი წარმართთა შორის ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღშიც დარჩება ღმერთის ერთგულ ადამიანთა მცირე რაოდენობა, ისინი მიმართავენ ღმერთს და გადარჩებიან.
ძველი აღთქმის ევანგელისტად წოდებული მეორე ეისაიას//ძვ.წ. მეექვსე ს.// ტექსტში ანუ წინასწარმეტყველი ისაიას წიგნის მეორე ნაწილში არის ძველი აღთქმის უმთავრესი წინასწარმეტყველებები ქრისტეზე რომლებზეც თვითონ უფალი იესო ამბობდა რომ ისინი განხორციელდა მისი სახით.
ეკლესიის პირველი მაცნეები ისაიას წინასწარმეტყველებებით ხსნიდნენ ტანჯული მესიის საიდუმლოებას. კირილე ალექსანდრიელის თქმით ამ წინასწარმეტყველებებს აქვთ სახარების ქადაგების სიცხადე. ნეტარი იერონიმე კი მათ უწოდებდა ძველი აღთქმის სახარებას...
მოკლედ გვიანდელი მესიანიზმები არის ბიბლიურ,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებების და შეგონებების გარდაქმნილი და ხშირად დამახინჯებული ნაირსახეობები.,გ.მ.
---------------------------------------------------------------------------------------------
ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა თუ რა აფიქრებინებთ რუსებს და პოლონელებს //მე დავამატებდი ინგლისელებსაც, გ.მ.// რომ ისინი არიან რჩეული ხალხი,მესია და რატომ აცხადებენ ისინი ამას კატეგორიულად?
პასუხი,რა თქმა უნდა,შეიძლება ბევრი იყოს და ისინი უნდა ვეძებოთ ქვეყნების ისტორიულ მოვლენებში. პირველ რიგში რუსეთში რომელიც იყო მსოფლიო ისტორიის და ევროპის ბედის მონაწილე.
თავის მხრივ გააზრებას,მოვლენათა ესქატოლოგიურ ინტერპრეტაციას ითხოვდა მრავალი წლის მანძილზე დამოუკიდებლობას მოკლებული პოლონელი ხალხის განსაკუთრებული მდგომარეობა.
პოლონელები ფიქრობდნენ რომ პოლონეთის ტრაღიკულ ბედს აქვს რაღაც აზრი და მასში არის ღვთაებრივი გეგმა.
მას საჭიროა ტრაღიკულ ბედში არსებული გეგმის წაკითხვა და მისი განხორციელების დაწყება.
პოლონურ მესიანიზმს ჰქონდა რევოლუციური ხასიათი.
ცეშკოვსკი,კრასინსკი,ზდეხოვსკი თვლიდნენ რომ ღვთის მეუფების მოსვლა დედამიწაზე თვითონ ჩვენზეა დამოკიდებული. სლოვაცკის აზრით ხალხები,ქვეყნები არიან ისტორიის რეალიზაციის საშუალებები.
მაგრამ დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხს ძირითადად აქვს რელიგიური განზომილება.
გაბატონებული მდგომარეობა სხვა ხალხებს შორის დაფუძნებულია ქრისტესთან, მის ცხოვრებასთან, სიკვდილთან და აღდგომასთან ანალოგიაზე.
ითვლება რომ ხალხი მესია შეიძლება იყოს მომთმენი,ტანჯული ხალხი რომელმაც იტვირთა ჯვარი.
ადამიანთა ტანჯვის წყალობით გარდაიქმნება და უფრო სრულყოფილი ხდება სამყაროც, კოსმოსიც, წერდა სლოვაცკი ნაწარმოებში "მეფე-სული".
მიცკევიჩის "ძიადების" გმირი კონრადი ასრულებს დიდ მოვალეობას.იღებს ჯვარს, იტანჯება მილიონების გულისთვის.
პოლონური ლიტერატურის ლეიტმოტივია თავგანწირული, ხალხისთვის თავდადებული პიროვნების გმირობა.
რჩეული ხალხი შეიძლება ასევე იყოს ღარიბი, სიმდიდრის ცდუნების უარმყოფელი ხალხი.
ამ მტკიცების საფუძველი იყო ჩამორჩენაში რუსეთის თავისებურების თეორია.
ქრისტესთან ანალოგია იქმნებოდა მრავალი მხატვრული ხერხით.
ტანჯული, ტანჯვის გზებით მოსიარულე და სისხლით განბანილი რუსეთი და ჯვარცმული რუსეთი.პოლონეთი ჯვრით ან ღვთისმშობლით არის მესიანური იდეების საყვარელი სიმბოლოები.
უნდა ითქვას რომ ღვთის მიერ რჩეულობის და უფლის მეუფების დამკვიდრებაში რუსეთის და პოლონეთის განსაკუთრებული როლის იდეების ინტერპრეტაცია აჩენს ბევრად უფრო რთულ პრობლემებს ვიდრე არის ორივე ქვეყანაში მესიანიზმის გავრცელების მიზეზების საკითხი.
ამ იდეებში ხომ იყო სამყაროს და მსოფლიოს წესრიგის საკითხები.
სირთულე იმაშია რომ ეს მსოფლმხედველობები ეკამათება. მეტიც,ებრძვის ერთმანეთს.
რუსები თვლიდნენ რომ ისინი იცავენ მსოფლიოს მონღოლებისგან,
თათრებისგან,კათოლიკებისგანმკაპიტალიზმისგან და იმპერიალიზმისგან.
პოლონელები კი თვლიდნენ რომ ისინი მსოფლიოს იცავენ რუსებისგან,აზიისგან,აღმოსავლეთისგან,შემდეგ კი საბჭოთა ქვეყნისგან და კომუნიზმისგან.
ამ კონტექსტში გავიხსენოთ თუნდაც პუშკინის კამათი მიცკევიჩთან რუსეთის,პეტერბურგის,პოლონეთის,პეტრე პირველის და 1830 წელს პოლონეთის აჯანყების შესახებ.
მაშინ პეტერბურგში პოლიტიკური ემიგრანტი მიცკევიჩი რუსეთში და მის დედაქალაქში ხედავდამხოლოდ თვითმპყრობელ, ტირანულ ძალას.
პუშკინს კი სჯეროდა რუსეთის როლისა,იმისა რომ რუსეთს აქვს საკუთარი გზა ევროპაში,იმისა რომ პეტერბურგს როგორც სარკმელს "სრულიადმსოფლიოობაში" აქვს მნიშვნელობა.
ამიტომ პუშკინი პოლონეთის ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას უყურებდა როგორც ევროპაში მიმავალი რუსეთის შეჩერების,მსოფლიო ისტორიიდან რუსეთის გარიცხვის ცდას.
მედასავლეთე-ზაპადნიკი ჩაადაევიც კი წერდა რუსეთის ტრაღიკულ მარტოობაზე მის ისტორიულ ბედში.
ზოგჯერ ერთსა და იმავე ნიშანს ან სიმბოლურ პიროვნებას პოლონელები და რუსები სხვადასხვანაირად განმარტავენ. ეს ითქმება ვთქვათ ისეთ ნიშნებზე როგორებიცაა "რუსეთი","მოსკოვი", "წინასწარმეტყველი", "რომი","მეფე", "ნაპოლეონი". გარკვეულ კონტექსტში მათ აქვთ განსაკუთრებული აზრობრივი დატვირთვა.
მაგალითისთვის ავიღოთ ნაპოლეონი.
პოლონეთში,მის ისტორიოსოფიაში,კულტურაში,ლიტერატურაში ნაპოლეონის მნიშვნელობა უზომო იყო იმიტომ რომ მასთან დაკავშირებული იყო პოლონელი ხალხის იმედები დამოუკიდებლობაზე.
იმედები ილუზიები აღმოჩნდა.
ციპრიან გოდებსკიმ ლექსში "პოლონურ ლეგიონებს" //1805// აჩვენა ნაპოლეონის და ლეგიონების მიზნებს შორის არსებული წინააღმდეგობები, მაგრამ პოლონელებს მაინც სწამდათ იმისა რომ პოლონეთის ტანჯვას დიდი სამკურნალო მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ხალხებისთვის და ისინი აგრძელებდნენ მესიანისტური თეორიების შექმნას.
რუსეთში კი ნაპოლეონის სასტიკი დამარცხება აღქმული იქნა რუსეთის განსაკუთრებული როლის დადასტურებად. ნაპოლეონი რუსებისთვის იყო უფლის ნებასთან შედარებით მიწიური დიდების ამაოების და ადამიანთა ძალისხმევის არარაობის განმასახიერებელი აპოკალიპტური მხედარი თეთრ ცხენზე. რუსების აზრით განგებამ სწორედ რუსეთი შეარჩია ამ აპოკალიპტური მხედრის დასამარცხებლად.
ამ განსხვავებათა გასარკვევად დავუმატებთ რომ ნაპოლეონის როგორც ადამიანის და იდეათა ნიშნის მდგომარეობა მთელ ევროპაში ძალიან რთული იყო.
ევროპის მბრძანებლებს სძულდათ საფრანგეთის რევოლუცია და ეს სიძულვილი გადავიდა ნაპოლეონზეც.
მასონებმაც კი ნაპოლეონი გამოაცხადეს დამნაშავე მასონად.
17 წლის მანძილზე მასონურ ლოჟებში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელმა მაღალი ხარისხების მასონმა ჟოზეფ დე მესტრმა ნაპოლეონს უცბად დასდო ბრალი მასონურ საქმიანობაში, ქრისტეს წინააღმდეგ კავშირისთვის და არსებული მსოფლწესრიგის მოსასპობად ებრაული სინედრიონის შექმნაში.
//ნაპოლეონამდე ლენინის საყვარელი ფრანგი რევოლუციონერები ჟლეტდნენ მღვდლებს, ქრისტიანებს,მათ მთელი ვანდეა მოსპეს ქრისტიანობის გამოც,ისინი ანგრევდნენ და არბევდნენ ეკლესია მონასტრებს და ხოცავდნენ ბერ-მონაზვნებს. ნაპოლეონმა ამ ვანდალიზმს ბოლო მოუღო, დადო რაღაც შეთანხმება ეკლესიასთან. მან შეწყვიტა ებრაელების რბევაც. უთხრა რომ სახლში და სინაგოგაში შეუძლიათ იყვნენ ვინც უნდათ მაგრამ ქუჩაში და საზოგადო ასპარეზზე ფრანგები უნდა იყვნენ თუ კი მათ სურთ საფრანგეთში ცხოვრება.ამის გამო ებრაელებიც მადლობელნი იყვნენ. ნაპოლეონი მათ არ წვავდა ცოცხლად ისე როგორც კგბმ 1976 წელს ლენინგრადში მის სახელოსნოში დაწვა რუსი მხატვარი ევგენი რუხინი. ეს ვიღაც მასონი დე მესტრი კი ქრისტიანების მხსნელ ნაპოლეონს ქრისტეს მტრად აცხადებს. ნამეტანი საინტერესო და ცალკე და სხვა ადგილას განხილვის ღირსი თემაა,გ.მ.//.
ნაპოლეონი რა თქმა უნდა ვერ იქნება მესიანისტური იდეების ამოსავალი ნიშანი. რუსეთში ასეთი სიმბოლოა რუსეთი.
რუს, წმინდა რუს, რუსეთი,დედილო რუსეთი,საყვარელი ქვეყანა, საბჭოთა რუსეთი და სიტყვის ყველა სხვა იპოსტასი არის რუსული პოეზიის საყვარელი თემა და საწყისი მოტივი,ფუნდამენტური საკითხი და საბედისწერო პრობლემა,და,როგორც ვთქვით,მესიანურ იდეათა პირობითი ნიშანი.
ესაა რუსული ლიტერატურის განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი ვინაიდან რაზედაც არ უნდა წერდეს ის ეს იქნება ნაწერი რუსეთზე, მის პეიზაჟებზე,მშობლიურ ჯეჯილზე, აუღებელ მოსავალზე, ეკლესიების მოოქროვებულ გუმბათებზე, მეფე-ბატონზე,შეშლილ სამიკიტნოებზე, იმაზე რომ რუსეთს გონებით ვერ გაიგებ და არშინით ვერ გაზომავ, რომ რუსეთის შეიძლება მხოლოდ გწამდეს.
რუსულ სინამდვილეზე,რელიგიაზე,რუსულ იდეაზე მწერალ რუს ფილოსოფოსთა,პოეტთა,პროზაიკოსთა სია უსასრულოა...
არ არსებობს მსოფლიოში სხვა ლიტერატურა რომელიც ასე ემოციურად,ასე თავგანწირვით და ასეთი სიყვარულით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და გრძნობას დაბადების ადგილისადმი.
პოლონური ლიტერატურაც ხანდახან ნაციონალიზმამდე მიმავალი ლიტერატურაა,ისიც განადიდებს პოლონეთს,მის სილამაზეს,მის კულტურას, "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის" თავდადებულ და თავგანწირულ, მილიონების გულისთვის ტანჯულ პოლონეთს, მაგრამ მან არ იცის ასეთი უკიდურესობამდე, აკვიატებულ-აჩემებულ იდეამდე მისული მოვლენა.
ალეკსეი რემიზოვი "შეკრეჭილი თვალებით" წერდა ემიგრაციული საზღვარგარეთიდან:
"ბედნიერი ვარ რომ დავიბადე რუსად ლევ ტოლსტოის,დოსტოევსკის ვრცელ, ნაპირებამდე სავსე, ოკეანესავით უძირო და ღრმა რუსულ მიწაზე, მის გულში მოსკოვში, საუკუნეებში ნაკურთხი კრემლით,"წითელი რეკვით",მჟღერი მოსკოვური მეტყველებით და მე მკვება და მიწაზე სიარული მასწავლა რუსმა ძიძამ".
რუსულ ლიტერატურაში არაა ნაწარმოები რომლის ტექსტშიც ან ქვეტექსტშიც, თავში ან ბოლოში არ ჟღერდეს საზეიმო,ხშირად ანაფორის ფორმიდ მიმართვა. ო რუს "ო რუს. საითკენ მიქრი?", სვავს კითხვას გოგოლი. სოლოვიოვი სახელგანთქმულ ლექსში Ex Оriente lux ეკითხება ამ რუსს თუ რომელ აღმოსავლეთად უნდა მას ყოფნა, ქსერქსეს თუ ქრისტეს აღმოსავლეთად.
"ო რუს, დაივიწყე ძველი დიდება"!, სხვა ლექსში იძახის ფილოსოფოსი. ა.ბელი ირწმუნებაა "დედა რუსეთო, შენ გეძღვნება ჩემი სიმღერები".
რუსები, პირველ რიგში მწერლები და მხატვრები თუნდაც მოკლე დროით უცხოეთში წასვლისას ვერ სტოვებდნენ რუსეთს საზღვარგარეთ,
პოლონელ რომანტიკოსებს გულში თან მიჰქონდათ პოლონეთისადმი კუთვნილების განცდა და რუს მწერლებს გერმანიაში,იტალიაში,პარიზში მიჰქონდათ რუსეთის სული, პირადი პრობლემების,გადაუწყვეტელი ბედის,არეულ-დარეულ გარემოებათა,მესიანური იდეების მძიმე ტვირთი.
ეს ოპტინას უდაბნოა |
ბლოკს, როზანოვს და სხვა სიმბოლისტებს სწამდათ რომ მათ ქვეყანაში დაიწყო აპოკალიფსის წინასწარმეტყველებათა აღსრულება, რომ სწორედ რუსეთში გაჩნდება მაცხოვარი, მესია.
ამის ყველაზე მეტყველი მაგალითია ესენინის ლექსი "ღრუბლები არ ქრება ქარიშხალთან ერთად" რომელიც შედის "ინონიაში".
"ვხედავ ცისფერ კაბაში მსუბუქფრთიან ღრუბლებზე მომავალ საყვარელ დედას
უწმინდესი შვილით ხელში. მას ისევ მოაქვს სამყაროსთვის ისევ აღმსდგარი
ქრისტე. იარე შვილო ჩემო, იცხოვრე უბინაოდ, გაათენე და იცხოვრე ბუჩქთან. და
ყოველ ბეჩავ მგზავრში მე დარდით შევეცდები ამოვიცნო ხომ არ მოაკაკუნებს
ჯოხით უფლის მიერ ცხებული".
Я вижу - в просиничном платье,
На легкокрылых облаках,
Идет возлюбленная Мати
С Пречистым Сыном на руках.
И в каждом страннике убогом
Распять воскресшего Христа.
Ходи, мой сын, живи без крова,
Зорюй и полднюй у куста.
Я вызнавать пойду с тоской,
Не Помазуемый ли Богом
Стучит берестяной клюкой [17].
მაცხოვარზე ცნობას პირველები მოიტანენ მგზავრები,მოგზაურები, წმინდა ადგილებისაკენ მიმავალი რუსი მისიონერები, ჭეშმარიტების, ღვთაებრივი სიმართლის, ამქვეყნად უფლის მეუფების მაძიებლები. მათ მოიარეს რუსეთი თავიდან ბოლომდე. ისინი დადიოდნენ ერთი წმინდა ადგილიდან მეორისკენ, მონასტრიდან სავანისკენ, ოპტინის უდაბნოდან საროვისკენ.
ჩენსტოხოვა |
ესაა ტიპიურად რუსული მოვლენა, ესაა რელიგიის,კულტურის, ისტორიის თავისებური ფენომენი.
წასვლა ბოროტებაში ჩაფლული სამყაროსგან, ზურგის შექცევა მისთვის, ასკეზა, მსხვერპლის გაღების და ტანჯვის გადატანის უნარი - ბერდიაევის თქმით არის რუსული სულის ღრმა მართლმადიდებლური საფუძველი.
თვითონ რუსების მტკიცებით სხვა ტიპის რუსული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ეს მოვლენა იძლეოდა რჩეულობის თეორიის შექმნის.მესიანური სიმბოლიკის მგზავრის,მოგზაურის,ბერის,
მართლმადიდებლობის,ოპტინის უდაბნოს, საროვის მონასტრის ნიშნებით გამდიდრების საშუალებას.
ყველა ამ ნიშნის სემანტიკური ცენტრია ოპტინის უდაბნო. იქ ერთ ადგილას, ერთ ცნებაში თავს იყრიან მოგზაური და ბერი, სავანე და მონასტერი.
ოპტინის უდაბნოზე წერდნენ და მას განადიდებდნენ გოგოლი, ძმები კირეევსკები, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ლეონტიევი, როზანოვი და მრავალი სხვა.
მას მიმზიდველი ძალა მიანიჭეს 1821 წელს მონასტერთან ახლოს დასახლებულმა ბერებმა, წერს ალეკსანდრ ნეჟნი. ბერობა,სხვა სიტყვებით, სულიერი ხელმძღვანელობა ოპტინის უდაბნოში აღმოჩნდა ბევრად უფრო ფართო ძირეულ წმინდა მონასტრულ დანიშნულებაზე.
აქ ბრძენი ბერებისგან რჩევის, ნუგეშის და განწმენდის მისაღებად ჩადიოდა მთელი რუსეთი.
მე-19 საუკუნის და მეოცე საუკუნის დასწყისის რუსს ოპტინის უდაბნოს ბრძენი ბერის სენაკში მიჰქონდა თავისი საიდუმლოებები,
ცხოვრებისეული უბედურებები, სავაჭრო და სამრეწველო ჩანაფიქრები, სულიერი ტანჯვა, შეჩვენებული კითხვები,თავისი ცხოვრება და თავისი სული. მას ჰქონდა ოპტინის უდაბნოში მყარი ზნეობრივი საფუძვლის მონახვის იმედი.
პოლონეთში ოპტინის უდაბნოს როლს ასრულებს სასწაულმოქმედი,პოლონელთა დედოფლად წოდებული ღვთისმშობლის კულტთან დაკავშირებული ადგილი ჩენსტოხოვა.
მლოცველები ჩენსტოხოვაში,იასნა
გორაზე აუცილებლად მიდიან ფეხით. ესაა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია,ისიც
იქცა მსოფლიო მასშტაბის საზოგადოებრივ და რელიგიურ ფენომენად.
სიმბოლური ფუნქცია აქვს იასნაია გორას და ღვთისმშობლის ხატს. ესაა პოლონური კათოლიკობის,გამარჯვების სიმაგრე.
----------------------------------------------------------------------http://www.marypages.com/CzestochowaRussian.htm
ლოცვა ჩენსტოხოვას ღვთისმშობელს
მარიამ, ჩვენო ძვირფასო ჩენსტოხოვას ქალბატონო,მოწყალედ შეხედე შენს შვილებს.
ამ ტანჯულ და ცოდვილ სამყაროში დაგვიცავი შენი სიყვარულით სავსე ზრუნვით. დაიცავი ჩვენი ახალგაზრდები უღვთო გზებისგან. დაეხმარე ჩვენს შვილებს ღრმა სიბერემდე მიღწევაში რათა მოემზადონ სახლისაკენ სამოგზაუროდ.
დაიცავი ჩვენი დაუცველი დაუბადებელი ბავშვები,არ დაუშვა მათი მოკვლა და იყავი ჩვენი ძალა ყველა ცოდვათა წინააღმდეგ.
დაიცავი შენი შვილები სიძულვილისგან, დისკრიმინაციისგან და ომისგან
აავსე ჩვენი გულები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამყარო შენი შვილისგან მომდინარე მშვიდობით და სიყვარულით.
ო დედოფალო და დედა, იყავი ჩვენი ნუგეშისმცემელი და ძალა,იესოს სახელით ვლოცულობთ,ამინ.
-------------------------------------------------------------------------------------------------
რუსეთის, რუსი ხალხის და მისი რელიგიის ღვთივრჩეულობის იდეა განსახიერდა აგრეთვე მუჟიკის. "ეკლის გვირგვინით მოსულის" მომლოდინე სოფლის მცხოვრების სახეში.
რუს "მუჟიკს" ჰქონდა სრულიად განსაკუთრებული როლი რუსული მესიანობის ისტორიაში, მან შეიძინა იდეის სიმბოლოს ფორმა.
აზრით და ფუნქციისთ მსგავს მოტივს ვხედავთ პოლონურ ლიტერატურაშიც, პირველ რიგში სევერინ გოშჩინსკის რომანტიკულ დოქტრინებში. მხატვრული ფორმით მას გადმოსცემდა მიცკევიჩი, დისკურსიული ხერხით კი მოხნაცკი.
მიცკევიჩმა ძიადების მეორე ნაწილში წარმოადგინა სოფლის ხალხი, პოლონურად lud, როგორც წეს-ჩვეულებებში ძველ დროზე და წინაპრებზე, სიცოცხლის და სიკვდილის კანონებზე, მოკლედ სამყარო-universum-ზე ხსოვნის შემნარჩუნებელი თემი.
მოხნაცკიმ ასეთ თემს უწოდა სლავურ სიძველეთა სამყარო //ერთ-ერთი პანსლავური იდეა//. მისთვის ხალხი იყო წარსულის განსახიერება.
პოლონური რომანტიზმი ხალხზე ლაპარაკობდა განსაკუთრებული ენით, იყენებდა სპეციფიურ სიმბოლიკას და მეტაფორიკას.
მარია იანიონმა ყურადღება მიაქცია იმას რომ დიდად გავრცელდა თესლის, მიწის წიაღის, მიწისქვეშეთის სიმბოლო. ასე მაგალითად ძიადების მოზეიმე ხალხის პოტენციურ შესაძლებლობებზე მიცკევიჩი ლაპარაკობს თესლის სიმბოლიკით.
იმისათვის რომ აღსდგეს თესლი კვდება. თესლი კვდება იმისთვის რომ იცოცხლოს.
ხალხი არის მუდმივ დროში, continuum-ში, ერთდროულად წარსულში, აწმყოში და მომავალში.
პოლონელმა ხალხმა როგორც თესლმა შეინარჩუნა აღდგომის შესაძლებლობა.
რომანტიკოსები ამტკიცებდნენ რომ პოლონელი ხალხი აღდგება.
პოლონურ მესიანობაში მუდამ იყო პოლიტიკური მისწრაფებები.
თავის მხრივ რუსეთში საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა მითი რომ რუსი გლეხი-მუჟიკი არ ჰგავს მსოფლიოს სხვა მუჟიკებს, ის განსაკუთრებული დამიანია. ივანუშკა-დურაჩოკ-სულელიკო ყველაზე ბრძენია, რწყილს დასჭედავს, ფრანგს პერანგს შეუკერავს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სიმართლეს იტყვის ღმერთის შესახებ.
ნიკოლაი ბერდიაევის თქმით წერა-კითხვის არმცოდნე რუს "მუჟიკს" უყვარდა ფილოსოფიური ხასიათის კითხვების დასმა ცხოვრების აზრის,ღმერთის, მარადიული ცხოვრების,ბოროტების და სიმართლის,ღმერთის მეუფების აგების შესახებ.
რუსი "მუჟიკის" ნიმუშად და თითქმის კლიშედ შეიძლება გმოდგეს ატარა, შეუხედავი, მაგრამ "ჩვენი ჭკუით კი არა ღვთაებრივი მართლმსაჯულებით მოლაპარაკე" ანტონ კარატაევი. პირველ ღამეს პიერს ის წარმოუდგა უბრალოების და სიმართლის მიუწვდომელ,ფრთოსან და მარადიულ განსახიერებად და ასეთად დარჩ სამუდამოდ.
რუსი გლეხის განსაკუთრებულობა იმაშია რომ ის ღმერთის მიერაა ცხებული, რჩეულია ესქატოლოგიური მისიისთვის.
ამ მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი იყო რწმენა რომლის თანახმადაც რუსმა ხალხმა შეინახა სხვა ხალხების,ერების, წოდებების,მართლმადიდებელი ეკლესიის და პირველ რიგში კათოლიკობის მიერ დავიწყებულ-დაკარგული ჭეშმარიტი ქრისტიანობა.
რუსი გლეხის //რუსულად კრესტიანინ-ქრისტიანი// მიერ დაცულ ჭეშმარიტ ქრისტიანობას კი ძალუძს არასწორი გზით მიმავალი მსოფლიოს და ხალხების განკურნება,ხსნა, ამ ქვენისა და მომავალი ცხოვრების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ფოლკლორი,ძველრუსული აპოკრიფები, რელიგიურ-ფილოსოფიური აზრი,ლიტერატურა ქმნიდა მუჟიკი-ქრისტეს,გლეხი-ქრისტიანის, ამქვეყნად უფლის მეუფების მოსამზადებლად გამოგზავნილი უფლის მიერ რჩეული ქრისტიანი გლეხის სახეს.
ეს სახე კი ეფუძნებოდა ხალხურს მითს. მასში გადახლართული იყო სლავური წარმართობის,იუდეო-ქრისტიანობის და პირველ რიგში მართლმადიდებლობის ტრადიციები.
ამ მითს ქმნიდა ივან-უფლისწულის,თვითმარქვია მეფის,სალოსი ქრისტეს,ხლისტთა ქრისტეს, ხლისტთა ღვთისმშობლის და სხვა სახეთა სემანტიკური რიგის მეშვეობით.
მეოცე საუკუნის რუსული პოეზიის ე.წ. ახალგლეხური მიმართულების წარმომადგენელი ნიკოლაი კლიუევის ლირიკაში შენარჩუნებულია ხსოვნა არქეტიპების შესახებ,ხშირია გლეხის მიერ საკუთარი თავის ქრისტედ გამოცხადება. აქ უნდა გავიხსენოთ ციკლი "მაცხოვარი".
სხვები ამბობდნენ რომ კლიუევი თავის თავში ატარებს ჭეშმარიტ გოლგოთას ქრისტეს.
კლიუევ ქრისტეს და ხალხური სტიქიის მისეულ ხატებს დაუჯერეს სიმბოლისტებმა რომლებშიც ქადაგებდა კლიუევი.
ბლოკმა შეიძლება უკვე მაშინ წარმოიდგინა პეტრუხასა და ახალი მოციქულების წინ მიმავალი ვარდებით დაგვირგვინებული ქრისტე....
ესენინს იტაცებდა ცხებული მუჟიკის მესიანური მოწოდების თემა. მის ლირიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოფლურ ხატაში მუჟიკებს შორის მცხოვრები ქრისტეს მოტივს.
ტექსტების მსოფლმხედველობის გამოხატვის უმთავრეს ხერხად რუსეთის ყველა იპოსტასის გარდა არის სწორედ მაცხოვარი.
ესენინის თქმის რუსეთის ეკლესიებში მაცხოვარს აქვს ვაშლის და თაფლის სურნელი.
ინონიის გმირი წინასწარმეტყველი სერგეი ესენინი წინასწარმეტყველებდა რომ მსოფლიოს იხსნის ახალი მაცხოვარი რომელიც მოვა შავ ფაშატზე ამხედრებული. ...
რუსეთში ძველთაგანვე ვრცელდებოდა ხმები რომ ქრისტე ცხოვრობს ხალხში, რომ სოფლის ხატა იქცა ახალ მსოფლიოს ღერძად, ახალ axis mundi-დ.
რუს მუჟიკში მესიანურ ნიშნებს ხედავდნენ ინტელიგენცია, მონანიე არისტოკრატია, სლავიანოფილები, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ლესკოვი, სოფლის მწერლები და საერთოდ რუსები.
პოლონურ კულტურაშიც იყო მსგავსი მოვლენა რომელსაც უწოდებდნენ ხლოპომანიას.
ახალგაზრდა პოლონეთი გატაცებული იყო გლეხური ცხოვრებით,უფრო ზუსტად ლამაზი გლეხი ქალიშვილებით. ყველა მანიის მსგავსად ესეც იყო დროებითი გატაცება, მოდა.
გლეხკაცის,მუჟიკის სახეს არ ჰქონია საკრალური ხასიათი,მას ჰქონდა კვაზი-მესიანური სახე, დეკადენტებს შველოდა ნაღველი-მოწყენილობისგან.
ცნობები რუსულ ფენომენზე ვრცელდებოდა რუსეთის საზღვრებს გარეთაც და მას ჰქონდა მსოფლიო რეზონანსი.
საუკეთესო მაგალითი იქნება რაინერ მარია რილკეს რუსოფილობა. მისი შემოქმედების მთელი პირველი პერიოდი გამსჭვალულია რუსული სულით.
ლუ ანდრეას-სალომემ ასწავლა რუსული ენა რილკეს, ლუ ანდრეას-სალომესთან ერთად კითხულობდა რილკე ლერმონტოვს და ტურგენევს და ემზადებოდა რუსული ლიტერატურის სათარგმნელად.
ლუ ანდრეას-სალომესთან ერთად იყო რუსეთში რილკე 1899 და 1900 წლებში. იყო მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, სარატოვში, ნოვგოროდში,
დაცურავდა ვოლგაზე, ჩერდებოდა სოფლებში, ცხოვრობდა გლეხურ ხატებში
//ხატა// და სავანეებში. რილკემ მოინახულა ტოლსტოი,გაიცნო რუსი გლეხის წმინდა სულის მქონე პოეტი სპირიდონ დროჟჟინი,შეხვდა ლეონიდ პასტერნაკს.
ის ელოდა აღდგომის სასწაულს.ჭეშმარიტად აღმდგარ ქრისტეს. ის შემდეგ წერდა რომ რუსეთის განცდა იქცა მისი ცხოვრების,თვითონ მის ნაწილად. რუსეთთან,რუს გლეხთან და მართლმადიდებლობასთან რილკეს შეხვედრის შედეგი იყო "საათების წიგნი" //1905//.
ეს თხზულება შედგება სამი ნაწილისგან: ბერულ ცხოვრებაზე, სალოცავ მოგზაურობაზე, სიღარიბეზე და სიკვდილზე.
წიგნი არის ლოცვა რუსი ბერისა რომელიც მისტიკური საგალობლების, აღსარებების და შელოცვების მეშვეობით ცდილობს ღმერთთან კონტაქტის დამყარებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს:
1.რუსული მესიანიზმი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის დამახასიათებელია რუსული მსოფლმხედველობისთვის რუსეთის ისტორიის ყველა ეტაპზე.
რუს ხალხს ებრაელი ხალხის მსგავსად მეტისმეტად სწამს თავისი მნიშვნელობისა მსოფლიო ისტორიაში,თავისი სპეციფიური მისიისა.
პოლონეთში რჩეულობის განცდა,მესიანური ისტორიოსოფია ასეთი ძალით ჩნდება მხოლოდ ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიის გარდამტეხ მომენტებში //1830,1861,1920 წლები,მეორე მსოფლიო ომი, 1980-ანი წლები, სოლიდარობის წლები//.
ბერდიაევმა სწორედ შენიშნა რომ მესიანიზმი რუს ხალხს თითქმის ისევე ახასიათებს როგორც ებრაელ ხალხს.
2. რუსული მესიანიზმი კრებითი. მასობრივი მესიანიზმია. მნიშვნელოვანი, პროვიდენციალური როლი ეკუთვნოდა ხალხს, მართლმადიდებლობას, სალოცავად მოგზაურებს, გლეხებს.
პოლონური მესიანიზმი ინდივიდულური,პირდი მესიანიზმია. გმოსყიდვის აქტი ეკუთვნის ერთეულს, განსაკუთრებულ, რჩეულ, წინასწარმეტყველურ, ცხებულ ერთეულს.
3.რუსული და პოლონური მესიანიზმები დაფუძნებული იყვნენ ახალ აღთქმაზე, მის ფუნდამენტურ აზრზე მაცხოვარი ქრისტეს მისიის შესახებ.
ძველი აღთქმიდან აღებული იქნა მხოლოდ რჩეულობის, ცხებულობის იდეა.
4. იდეები გამოხატებოდა სხვადასხვა საშუალებებით,მათ შორის სიმბოლოებით. მესიანური სიმბოლიკა აერთიანებდა სხვადასხვა ტიპის, დისკურსიული და მხატვრული რიგის, ფილოსოფიურ, ისტორიულ, ეპიკურ და ლირიკულ ნაწარმოებებს.
----------------------------------------------
http://www.utoronto.ca/tsq/12/fijalkowska12.shtml
No comments:
Post a Comment