კაი ყმა, რუსთველოლოგი დავით ზურაბის ძე ჩქოტუა
კაი
ყმა, რომანოვების მიერ გატანჯული ქართველ-აფხაზი მოაზროვნე და მოღვაწე
დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, რუსთველოლოგი, ის გადასახლებაშიც რუსთაველზე და
მის პოემაზე ფიქრობდა.
სიმონ ჯანაშია
«დავით ჩქოტუა და მისი ნარკვევები რუსთაველის პოემის შესახებ"
(გამოქვეყნდა
რუსულ ენაზე «ვეფხისტყაოსანის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში
«რუსთაველის კრებული»,ტფილისი, 1938 წ.თარგმნა გ.მარჯანიშვილმა).
დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, დაიბადა 1849 წელს სამურზაყანოში, სოფ. საბერიოში. მიიღო რა შინაური დაწყებითი განათლება,მან დაასრულა საშუალო
მარტს, მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი ფაქტობრივი მასალა ჩქოტუას წინააღმდეგ, უმაღლესი ხელისუფლების ინსპირაციით მას მიუსაჯეს უფლებათა აყრა, ოცწლიანი კატორღა და სამუდამო გადასახლება. პროცესის ანგარიშის გაცნობა დამაჯერებლად აჩვენებს ობიექტურ მკითხველს თუ რამდენად უდანაშაულონი იყვნენ ბრალდებულნი და რამდენად ამაზრზენად ტენდენციურად იყო შეთითხნილი მთელი ეს საქმე მეფის სატრაპთა მიერ. თვით სასამართლოზე ითქვა და ჩვენც გვაქვს უფლება ვამტკიცოთ რომ განაჩენი არსებითად გიორგი შარვაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმის მთავარ სულისჩამდგმელს, კავკასიის მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ამისათვის საკუთარი საფუძველი ჰქონდა. სწორედ მან გადააყენა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე,გიორგის მამა, და გადაასახლა იგი რუსეთში ( 1864 წ.),სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი შარვაშიძე გარდაიცვალა კიდეც. მანვე დიდი სისასტიკით ჩაახშო 1866 წელს აფხაზეთში დაწყებული დიდი სახალხო აჯანყება,რომელიც იყო პასუხი ახლად შემოღებული რუსული მმართველობის მეთოდებზე და რომლის დროსაც ,მცირე ხნით,აფხაზეთის მთავრად გიორგი შარვაშიძე იქნა არჩეული. იმავე მეფისნაცვლის ინიციატივით აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ოჯახს ჩამოართვეს მთელი ქონება.
ცხადია რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე გიორგი შარვაშიძეში ხედავდა ბუნებით მტერს. ამას ერთვოდა პირადი ხასიათის ანტიპატია გიორგი შარვაშიძის მიმართ და ამავე ხასიათის ანტიპატია ანდრეევსკაიასადმი ( მისი მამა მეფისნაცვალი ვორონცოვის ექიმი იყო). რადგანაც ანდრეევსკაია დაიღუპა შარვაშიძის სახლში,სადაც მმართველი იმ დროს გიორგი შარვაშიძის ძუძუმტე და ახლობელი დავით ჩქოტუა იყო ამიტომ «დანაშაულის» ობიექტური პირობები,დახატული ცრუ მოწმეებისა და პოლიციის მიერ, სახეზე» აღმოჩნდა
ახალგაზრდა,ნიჭიერი დავით ჩქოტუას მთელი ცხოვრება გულგრილად იქნა განწირული.შემდგომში სასამართლო გადატანილი იქნა თბილისის სასამართლო პალატაში,სადაც «დამნაშავეს» იცავდა სახელგანთქმული იურისტი,პროფ. ვ.დ. შპასოვიჩი,ხოლო ექსპერტი იყო სასამართლო მედიცინის პროფესორი ი.მ. სოროკინი. ამ უკანასკნელმა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე დაასკვნა რომ რომ ნ. ანდრეეევსკაია დაიხრჩო ძალადობრივი სიკვდილის ყოველგვარი კვალის გარეშე.
სპასოვიჩმა თავის ბრწყინვალე სიტყვაში ქვა ქვაზე არ დასტოვა ბრალდებისაგან და ყველა ბრალდებული სრულიად უდანაშაულოდ აღიარა. მიუხედავად ამისა პალატამ ბრალდებულნი დამნაშავეებად მიიჩნია ვინაიდან «ასეთი იყო ზემოდან მოსული მითითება» (ჩქოტუას პირველი დამცველი ორბელიანის ცნობა). თავისი წიგნის წინასიტყვაობაში,ჯერ კიდევ 1893 წ.,ჩქოტუას საქმის თაობაზე სპასოვიჩი წერდა შემდეგს: « ტფილისის საქმის თაობაზე აქამდე ვერ ვიშორებ მტკიცე რწმენას იმისა რომ იგი სამწუხარო შეცდომით დასრულდა,რომ დაზრალდნენ უდანაშაულო ადამიანები,რომლებზედაც მიუთითა შეცდომაში შეყვანილი ხალხის მითქმა-მოთქმამ».
მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ,შესაძლოა 1906 წელს, მოახერხა ღრმად მოხუცებულმა ჩქოტუამ სამშობლოში დაბრუნება.
როგორც წარმოშობით, ისე აღზრდითა და მიმართულებით დავით ჩქოტუა ეკუთვნის ქართულ ფეოდალურ ინტელიგენციას,მის ლიბერალურ ფრთას. ამ მხრივ საინტერესოა მისი კავშირი გიორგი შარვაშიძესთან,რომელიც თვითონ იყო ამ წრის წარმომადგენელი,ნიჭიერი პოეტი და საზოგადოდ საინტერესო პიროვნება. შარვაშიძე და ჩქოტუა არა მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით,ისინი არა მხოლოდ დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან იმ წესით რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მთიელთათვის,არამედ მთელი აღზრდითა და მსოფლმხედველობით ისინი ეკუთვნოდნენ ერთ საზოგადოებრივ-კულტურულ წრეს და შარვაშიძე, როგორც «საეჭვო პიროვნება», დიდი ხნის მანძილზე იდევნებოდა იმპერიის ხელისუფალთა მიერ. მას წართმეული ჰქონდა აფხაზეთში ცხოვრების უფლება. ორივე აღზრდილი იყო მათთვის ძალიან კარგად ნაცნობი ძველი ქართული კულტურის ნიადაგზე. ორივე თანამშრომლობდა გაზეთ «დროებაში»,რომელიც იმხანად (70-ანი წლების დასაწყისი) ყველაზე პროგრესული ორგანო იყო საქართველოში. ჩვენ გვაქვს ლიტერატურული საბუთები რომელთა მიხედვით შეგვიძლია ვამტკიცოთ რომ წინამდებარე ნარკვევში გამოხატული ჩქოტუას შეხედულებები «ვეფხისტყაოსანზე» მეტ-ნაკლებად საერთო იყო მთელი ამ წრისთვის,გ.შარვაშიძემაც სრულყოფილად იცოდა რუსთაველის პოემა და ზეპირად ახდენდა მთელი თავების ციტირებას.
ჩქოტუას შეხედულებები პოემაზე ნაწილობრივ ნაყოფია ევროპის კულტურის თვალსაზრისით მისი ახალი განხილვისა,ნაწილობრივ კი წარმოადგენს ქართული ფეოდალური ინტელიგენციის მოწინავე წრეების თაობათა მიერ შემუშავებული შეხედულებების განმეორებას. ამდენად ჩქოტუას ნარკვევებს უპირველეს ყოვლისა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. ისინი საინტერესო მასალას გვაწვდიან იმის შესახებ თუ როგორ ირეკლებოდა ეს უდიდესი ლიტერატურული ძეგლი აღნიშნული სოციალური ფენის შეგნებაში.
«ნარკვევები» დღეისათვის კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება და ამდენად კრიტიკული ათვისების საგნად უნდა იყოს ქცეული. იმ მოსაზრებათა გარდა,რომელთაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ ვერც მეთოდოლოგიურად და ვერც ფაქტიურად ( განსაკუთრებით თავი 1 და თავი 2-ს ცალკეული ადგილები),ავტორი გამოსთქვამს ისეთ შეხედულებებს,რომელთაც თანამედროვე რუსთველოლოგიამ სერიოზული ანგარიში უნდა გაუწიოს. ასეთია;მაგალითად, მეორე თავის პირველი ორი პარაგრაფი. აქ ავტორი დაკვირვებისა და განზოგადების მაღალ საფეხურს აღწევს.ამიტომ დიდადაა სამწუხარო ის რომ ჯერაც ვერ მოხერხდა თბილისში გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი რუსთველის პოემის ვრცელი გამოკვლევის მიგნება ( შ.ნ.დადიანმა და სხვა ავტორიტეტულმა პირებმა დაადასტურეს რომ დ.ჩქოტუას ჰქონდა ვრცელი გამოკვლევა «ვეფხისტყაოსანზე»,გადასახლებაში შესრულებული მრავალწლიანი შრომის ნაყოფი,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზემოაღნიშნულ პირებზე. ის 1920 წელს ავტორმა გააგზავნა თბილისში,სცენის ქართველ მუშაკთა კავშირში). აქ წარმოდგენილი ნარკვევები, როგორც ჩანს,დაკარგული ნაშრომის მხოლოდ მცირე ნაწილია. ისიც შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. ჩვენ მას მივაგენით გ.რ.ჩქოტუას ოჯახში,როდესაც ვეძებდით მასალებს ზემოდ მოხსენებული სოციალური წრის ისტორიისათვის. ხელნაწერი წარმოადგენდა ნესტისაგან დაზიანებულ ფურცელთა კრებულს. ის დაბეჭდილია მანქანაზე და იყოფა ორ თავად,რომელთაგან პირველის სათაურია «პოემა ვეფხისტყაოსანი და მისი გმირები». მეორეს ეწოდება «ვეფხისტყაოსანის» გმირთა მსოფლმხედველობა». პირველი სათაურის ქვეშ ფრჩხილებში აღნიშნულია « ზუგდიდში სოფლის მასწავლებელთა ყრილობაზე წაკითხული ლექცია». ცხადი არაა, ეს შენიშვნა ეხება ორივე თავს თუ მხოლოდ პირველს.ყოველ შემთხვევაში ნათელია რომ ხელნაწერი არ წარმოადგენს ლექციის სტენოგრაფიულ ჩანაწერს. ის ლექციის კონსპექტია; პოემის ციტატები ხელითაა ჩაწერილი,შესაძლოა თვითონ ავტორის მიერ. საფიქრებელია,და ამას ამტკიცებენ ხელნაწერის მფლობელებიც, რომ ლექცია წაკითხული იქნა თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში.
ტექსტში ჩვენ მცირე ცვლილებები შევიტანეთ: ამოვიღეთ ზოგიერთი ადგილი რომელთაც თანამედროვე მკითხველისთვის უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა,ზოგან შევასწორეთ ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომები (მემანქანემ დაამახინჯა ტექსტი, ხოლო ავტორმა ვერ შენიშნა დაშვებული შეცდომები). ვინაიდან მთელმა სტატიამ მიიღო ზოგადი სათაური, შეიცვალა სათაურთა რედაქციაც. სტატიის სტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. ამოღებული ადგილები აღნიშნულია სიტყვით «გამოტოვებულია ,ხოლო ჩართული სიტყვები კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული. ამას გარდა,ვინაიდან ავტორს არ აღუნიშნავს
«ვეფხისტყაოსნი» ტაეპთა ნუმერაცია, ჩვენ მოვიძიეთ ყველა მის მიერ გამოყენებული ადგილიპოემაში (ტაეპთა ნუმერაცია მითითებულია ი.აბულაძის 1926 წ. გამოცემის შესაბამისად). აქ გაირკვა საინტერესო გარემოება:თითქმის არც ერთი ციტატა არ ემთხვეოდა დაბეჭდილ ტექსტს. უეჭველია რომ ავტორს ციტატები ზეპირად მოჰყავდა....
არსებობს ჩქოტუას სხვა ნაშრომებიც, კერძოდ ბუნებისმეტყველების სფეროდან. იგი ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა საქართველოში, სოფ.ყულისკარში, სადაც ჩვენის ცნობით მას დარჩა პირადი არქივი.
1.«ქალიშვილ ნ.ე.ანდრეევსკაიას მკვლელობა»,სასამართლო პროცესის ანგარიში,ტფილისი,1878, რუსულ ენაზე;
2.ვ.დ.სპასოვიჩის თხზულებები,სანკტ-პეტერბურგი,1894,რუსულ ენაზე;
3.ს.ჯანაშია,ერთი გვერდი ქართული კულტურის ისტორიიდან, «მიმომხილველი»,ტ.11.
4.დ.ჩქოტუას ერთი წერილი,- « ორი ჩვეულება აფხაზეთში»,დაიბეჭდა «დროებაში» უკვე 1872 წ.,ნომერ 30-ში. ამავე გაზეთში დაიბეჭდა მისი სხვა მასალებიც.
5.ს.ჯანაშია, « ვეხისტყაოსნის» პირველი რუსული თარგმანის გამო», «ლიტერატურული გაზეთი», 1935,30 იანვრის ნომერი.
No comments:
Post a Comment