3:
XIII
საუკუნეში ამ განვითარებას საზღვარი დაუდო და საშინელი დარტყმა მიაყენა
მონღოლთა შემოსევამ. ამას ამაოდ არ ჩაუვლია კავკასიისათვის. კავკასიის
ერთიანობა დაიმსხვრა. დაფხვნა დაიწყო თვითონ საქართველომ. ჩრდილოეთით
მონღოლები კავკასიელ მთიელებს კავკასიონის ქედისკენ სწევდნენ. მაგრამ
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძვრებისა კავკასიური ერთიანობის XII საუკუნემ
გააკეთა ის რომ მონღოლურმა სტიქიამ ვერ მოახერხა ქართველების, მთიელების და
შირვანელების ჩახრჩობა და საბოლოო წალეკვა და ქართველურმა და
აზერბაიჯანელმა ხალხებმა გასული საუკუნის ზღურბლამდე მიიტანეს თავისი
ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფორმები, ხოლო მთიელებმა 1864 წლამდე
შეინარჩუნეს თავისი დამოუკიდებლობა.
მაგრამ ორსაუკუნოვანი მონღოლური ზოლის დროსაც წვრილ-წვრილად დამსხვრეულ-დაგლეჯილი კავკასიაც საქართველოს სახით არაერთხელ ცდილობს მონღოლთა უღლისაგან განთავისუფლებას კავკასიის ყელის მკვიდრთა გაერთიანებულ ძალისხმევაზე დაყრდნობით. ქართველი მეფეები გიორგი ბრწყინვალის (1318-1346) და ბაგრატის ( 1360-1395) მმართველობა სრულებით გარკვევით ადასტურებს ამ მცდელობათა რეალობას და წარმატებასაც კი.ისინი საქართველოს და კავკასიის დიდ ნაწილს აძლევდნენ მონღოლთა დამრთგუნველი და ყაჩაღური ბატონობისაგან ამოსუნთქვის დროს. მაგრამ მონღოლთა ხანგრძლივმა ბატონობამ მაინც დაამჩნია თავისი კვალი კავკასიას. მონღოლთა ბატონობის შემდგომ საუკუნეებში კავკასიაში თავისი გავლენის ზონების დადგენა დიდად არ გასჭირვებიათ მონღოლთა იმპერიის ნანგრევებზე აღორძინებულ ძველ სპარსეთსა და ოსმანლისთა ახალშობილ სახელმწიფოს.
ალბათ არსად სხვაგან მსოფლიოში არ გამოუყენებიათ «გათიშე და იბატონეს» ძველი პრინციპი ისე როგორც კავკასიაში.
თავიდან მონღოლები და შემდეგ მათი მემკვიდრე თურქები და სპარსელები მიიმხრობდნენ ხოლმე დაპყრობილ ხალხთა ამა თუ იმ ჯგუფს და ამ ხალხების მეშვეობით ებრძოდნენ სხვათა თავისუფლებას. მის მიერ დაპყრობილ აზერბაიჯანის სახანოებში ბაზის მქონე ძველი სპარსეთი თავისი გავლენისა და ხშირად ბატონობის ზონაში ინარჩუნებდა აღმოსავლეთ საქართველოს.მისი კონკურენტი სულთანის თურქეთი ცდილობდა დასავლეთ კავკასიაში დამკვიდრებას და მეტოქე სპარსეთის ზონაში (აღმოსავლეთი ამიერკავკასია) შეღწევას.თურქეთს თავისი ემისარები ჰყავდა ჩრდილო კავკასიის მთიელებში და განსაკუთრებით მის უძლიერეს ნაწილში,სუნიტურ დაღესტანში. თურქეთის წაქეზებით დაღესტნელები არაერთხელ დასხმიან თავს საქართველოს. მათ პოლიტიკას მოუხერხებია საქართველოს სხვადასხვა პროვინციის ერთმანეთთან შეჯახებაც.
კავკასიაში სულთნის თურქეთსა და შახინშახთა სპარსეთს ჰქონდათ ერთი, საერთო მიზანი : კავკასიელ ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების არდაშვება.
ქართველ ხალხს იმ დროიდან ახსოვს ტფილისის მიზგითიდან მოლას მიერ ყოველ დღე წარმოთქმული ლოცვის ერთი ფრაზა: «დიდო ალახ! არ დაუშვა ქართველთა
ერთობა, გაერთიანება!»
უკანასკნელ ქართველ მეფე ერეკლე II-ს (1744-1798) თავისი ხანგრძლივი მეფობის დროს მოუწია უზარმაზარი ბრძოლის გადატანა საქართველოს გაერთიანებისთვის და კავკასიელ მეზობლებთან დაკარგული სამოკავშირეო ურთიერთობების აღსადგენად. 1749 წელს ნადირშახის სიკვდილისა და სპარსეთში მეფობათაშორისი ხანის დადგომისას ერთ-ერთი სპარსელი ხანი მამადი თავს დაესხა ერევანს. ერევნის ხანის თხოვნის პასუხად ერეკლე თავისი ჯარებით მიდის მის დასახმარებლად და ერევნელებთან ერთად აძევებს მამადს არაქსის იქით. მამადი ისევ კრებს ძალებს და ეხლა განჯას ეცემა. განჯის ხანი დახმარებას სთხოვს მეფე ერეკლეს. ერეკლე მიდის განჯაში და განჯას და ყარაბაღის სახანოებს ანთავისუფლებს სპარსელი პრეტენდენტებისაგან. 1753 წელს ერეკლე II ისევ ეხმარება ნადირ შახის ყოფილი სარდალი აზატხანის მიერ ალყაში მოქცეულ ერევნის ხანს.
აზერბაიჯანის სახანოებთან მჭიდრო სამოკავშირო ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ერეკლე ამთავრებს მის მიერ დიდი ხნის წინ ქართულ ასპარეზზე დაწყებულ გამაერთიანებელ პოლიტიკას, რომელიც გააფორმა საერთოქართულ ხელშეკრულებაში : « ვინაიიდან ივერიელებს აქვთ ერთი სისხლი,ერთი ენა, ერთი რწმენა, ჩვენ ზემოთ ნახსენები მეფეები და ივერიის მფლობელი მთავრები ვამტკიცებთ ჩვენს მჭიდრო ერთობას და ვფიცავთ რომ მუდამ დავეხმარებით ერთმანეთს» ( ტექსტი მომყავს რუსული თარგმანიდან და ამიტომ ის ორმაგი თარგმანის გამო შეიძლება გარკვეულად განსხვავდებოდეს ქართული ორიგინალისაგან,მთარგმნელი).ამ შეთანხმებას საზეიმოდ აწერენ ხელს 1790 წელს ტფილისში შეკრებილი ქართლის,კახეთის,იმერეთის,გურიის და სამეგრელოს წარმომადგენლები.
თავის შემკრებ პოლიტიკას მეფე ერეკლე ასრულებს სომხებთან მჭიდრო კავშირის აღდგენით. სამხრეთიდან შევიწროებული სომხები ერეკლე მეფეში ნახულობენ გამორჩეულ მფარველს და იღებენ საქართველოში დასახლების უფლებას. ამ დროს
სომხები წარმატებით ვაჭრობდნენ მთელს კავკასიაში და ამასთან მათ საქართველოში ეკავათ პასუხისმგებელი სახელმწიფო თანამდებობები ადმინისტრაციისა და დიპლომატიის სფეროებში.
მაგრამ XVIII საუკუნის საქართველოს გამოჩენილი ბელადის ეს მოღვაწეობა დაბრკოლებად აწყდებოდა ძველი თურქეთის და სპარსეთის მმართველთა მტრულ მოქმედებებს. ეს მმართველები განუწყვეტლად ცდილობდნენ ერეკლეს ქართული შენობის ნგრევას და და ბოლოს და ბოლოს მათმა შეტევებმა გაარღვიეს კავკასიონის ზღუდე და იქიდან მალე შემოიჭრა უზარმაზარი სლავური ნიაღვარი.
ქართველი მეფე ერეკლე II-ის 1783 წლის შეთანხმება რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-სთან და ამის შემდგომი მოვლენები დასრულდა კავკასიის ეროვნულ სახელმწიფოთა სრული მოსპობით და რუსეთის მიერ მთელი კავკასიის დაპყრობით. ყველაფერი ეს იყო მაჰმადიანურ სახელმწიფოთა ახლომხედველური პოლიტიკის შედეგი.

დავით ვაჩნაძე-5.
«გვინდა თუ არ გვინდა ვიყავით და უნდა ვიყოთ მეზობლები. უნდა ვწიოთ ერთი ჭაპანი,უნდა გვქონდეს ერთი და იგივე მოვალეობები. დროა გავიგოთ რომ ამ მდგომარეობიდან ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ გაიქცევა,რომ რჩება ერთადერთი გამოსავალი : თუ კი გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება ჰგავდეს ცხოვრებას ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, უნდა შევთანხმდეთ. არც ერთი ჩვენგანი არაა იმდენად ძლიერი რომ თავისი ბატონობის ბეჭედი დაასვას მთელს კავკასიას. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს ურთიერთშთანთქმისა. ყოველმა ხალხმა, ვიდრე მას ძალა აქვს, უნდა დაიცვას თავისი მიწა, რელიგია,ენა,წარმოშობა და უნდა შეინარჩუნოს თავისი ეროვნება.განა შვეიცარიაში ფრანგებს,ტალიელებს, გერმანელებს სშორის დადგენილი საერთო კანონები და ორგანიზაციები მათ საუკუნეების განმავლობაში არ უნათებდა აღორძინების და შემდეგ სრული განთავისუფლების გზას? ბოლოს და ბოლოს არც ერთმანეთის სიყვარულია აუცილებელი. წარმოიდგინეთ რომ ხასიათთა სხვადასხვაობის გამო ჩვენ გვძულს კიდეც ერთმანეთი. კანონები,ტრადიციები,ორგანიზაციები, წესრიგი და კარგი ურთიერთობები კაცობრიობამ ხომ გამოიგონა უსიყვარულობის გამო გაჩენილი სიცარიელის შესავსებად. ამ ურთიერთობებში საკმაოდ ხშირად მთავარ როლს ასრულებენ ადამიანების მიერ დადგენილი მეგობრული პირობები, შეთანხმება და მტკიცე,ორგანიზებული წესრიგი. სწორედ ასეთი ურთიერთობების დამყარებას შემდეგში არაერთხელ შეურიგებია მტრები და გადაუქცევია ისინი ერთმანეთის მოყვარულ მეგობრებად. უგონო და უმიზნო კავკასიური უთანხმოებები მხოლოდ მესამე პირებისთვის, უცხოებისთვის იქნება სასარგებლო»,წერდა 1895 წელს ქართულ ჟურნალ «მოამბე»-ში ცნობილი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, რომელიც კაკასიელ ხალხებს მოუწოდებდა გაერთიანებისკენ ( ა.ასათიანი: « ძველი და ახალი მემკვიდრეობა»,1928,პარიზი).
თითქოს ამის საპასუხოდ, როდესაც 1898 წლის იანვარში ქართველებმა გადაიხადეს პანაშვიდი ქართველი მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ძველი მცხეთის ტაძრის კედლებმა ვერ დაიტიეს სახელგანთქმული ქართველი მეფის საფლავისათვის, თავისუფალი საქართველოსა და კავკასიის ემბლემისათვის პატივის მისაგებად მისული მთელი კავკასიის წარმომადგენლები. ერეკლეს აკლდამა საპატიო წრეში მოაქციეს ქართველებმა და განჯის,ერევანის, დაღესტნის წარმომადგენლებმა, სომხებმა, ოსების და ყაბარდოს დელეგაციებმა.
XX საუკუნის დასაწყისისა და პირველი რევოლუციისათვის ეს განწყობა კავკასიაში თითქმის საყოველთაო გახდა როდესაც უაეცრად იფეთქა:
დაიწყო აზერბაიჯანელების და სომხების სისხლიანი შინაომი. მათ დახმარებას უწევდნენ უახლოესი მეზობლები,ქართველები. კავკასიის დაბნეული ხელისუფლება ტფილისში დაეყრდნო ქართული პარტიების და საზოგადოებრივი წრეების მიერ შექმნილ მოხალისეთა შეიარაღებულ რაზმებს. საქართველოს ფარგლებში შეჯახებები თავიდან აცილებული იქნა,მაგრამ 1906 წელს დროში გაჭიმულმა შეჯახებებმა სისხლიანი ხასიათი მიიღო განჯაში ბაქოსა და ერევანში.
ქალაქ განჯაში შეიქმნა ადგილობრივი გავლენიანი მაჰმადიანებისა და სომხებისაგან შემდგარი შემრიგებელი კომისია რომელმაც ფარდა ახადა ამ სისხლიანი დრამის კულისებს როდესაც ისმაილ ხან ზიატხანოვმა განჯელ სომეხთა წინამძღოლი მელიქ ბეგლიაროვისთვის მიმართვაში თქვა: -«სომხებო, უკვე მრავალი საუკუნეა რაც ჩვენი ხალხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ და მსგავსი არაფერი განუცდიათ. პირიქით,ისინი იყვნენ კეთილი მეზობლები და გაჭირვებისას ეხმარებოდნენ ერთმანეთს. რა მოხდა ეხლა? ვის სჭირდება ეს გაუგონარი,არნახული და სამარცხვინო სასაკლაო? არც ჩვენ და არც თქვენ ეს არ გვჭირდება!»
«მართალი ხართ ხან,- უპასუხა ბეგლიაროვმა,-ესაა კავკასიის გარედან მოფათურე ვიღაცის ძლიერი ხელების მიერ გავრცელებული შხამის მოქმედების შედეგი» (ამ ტექსტის ავტორი დავით ვაჩნაძე იყო 1906 წლის განჯის შემრიგებელი კომისიის მონაწილე).
უკვე თავადი გოლიცინის დროიდან კავკასიაში მოფათურე ეს «ძლიერი ხელები»
ხელოვნურად ქმნიდნენ ერთაშორის დაპირისპირებებს და იმ დროს უპირატესად მოქმედებდნენ გაძლიერებული სომხური პარტია დაშნაკცუტიუნის წინააღმდეგ და ამავე დროს ასუსტებდნენ მაჰმადიანურ სახელმწიფოთა მეზობლად მცხოვრებ კავკასიელ მაჰმადიანებსაც რომელთაც არასოდეს არ ენდობოდა პეტერბურგის ხელისუფლება.
10 წლის შემდეგ კავკასიის გარედან მომავალი ამ გავლენების არსებობა დაადასტურა ოფიციალურმა დოკუმენტმაც:
შინაგან საქმეთა მინისტრი ს.დ.საზოვისთვის 1916 წლის 16 ივლისს გაგზავნილ წერილში დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გულახდილად ამბობდა:
«მე ვერ დავმალავ რომ მხარეში არსებულ ეროვნულ დაპირისპირებებზე აქამდე სერიოზულ გავლენას, შეიძლება არაცნობიერადაც, ახდენდა სამხარეო ხელისუფლების მიმართულება» ( « თურქეთის გაყოფა», საგარეო საქმეთა კომისარიატის გამოცემა, მოსკოვი,1924,გვ.211). ეს დოკუმენტი დგებოდა დიდი ომის დროს,როდესაც თურქეთი უკვე შევიდა ცენტრალურ სახელმწიფოთა ფრონტში და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ.
დადგა კავკასიელ მაჰმადიანთა დრო. ეხლა შეგნებულად გამოაშკარავდა სამხარეო რუსული ხელისუფლების უნდობლობა მათ მიმართ. . მაჰმადიანებს აბრალებდნენ არაასანდოობას, ჯაშუშობას და ღალატს და მასებად ყრიდნენ ციხეებში,აციმბირებდნენ და ხვრეტდნენ.
ქართველები აქაც აქტიურად ერევიან საქმეში და იურიდიულად იცავენ სამხედრო სასამართლოებისთვის გადაცემულ მაჰმადიანებს. ათობით ქართველი ადვოკატი მოხალისედ მიდის ბათუმში,ყარსში. ისინი იცავენ და სიკვდილისაგან და კატორღისაგან იხსნიან ასობით თავის კავკასიელ თანამემამულეს.
« ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მხარეში ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის დამყარებული კეთილმეზობლური ურთიერთობებით,ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. მაჰმადიანებმა კარგად გაიგეს რომ მეზობელი ქართველების სახით მათ საქმე აქვთ ხალხთან რომელიც ცხოვრობს ისე როგორც მოითხოვს დევიზი « იცოხლე და სიცოცხლის საშუალება მიეცი სხვებსაც». ესაა ყოველგვარი ადამიანური თანაარსებობის დიდი და ბრძნული საწყისი,იქნებიან ეს ცალკეული პირები,საზოგადოებები,წოდებები თუ ხალხები. ამ დევიზს გულწრფელად მისდევენ თავის ცხოვრებაში ქართველები და ეს მათ მიმართ გულწრფელ სიმპატიებს და გრძნობებს უღვიძებს კავკასიელ მაჰმადიანებს, რაც სასიკეთოა მომავალი თაობებისთვის».
ეს სიტყვა 1915 წელს ქართველი პოეტი აკაკი წერეთელის კუბოსთან წარმოთქვა ბაქოს,განჯის და ტფილისის მაჰმადიანურ კულტურულ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ორგანიზაციათა წარმომადგენელმა, პირველი სახელმწიფო სათათბიროს (დუმას) წევრმა ალი მარდან ბეკ ტოფჩიბაშმა («ზაკავკაზსკაია რეჩ», 1915 წლის 9 თებერვალი).
არანაკლებ რეალური იყო ქართველ-მთიელთა სიმპატიები.
მათი დემონსტრაცია მოხდა 1917 წლის მაისში, ვლადიკავკაზში გამართული ყველა მთიელი ხალხის წამრმომადგენელთა პირველ ყრილობაზე,როდესაც ტფილისიდან ჩასულ ქართველთა დელეგაციას მთიელთა ყრილობა შეხვდა აღფრთოვანებული ოვაციებით და უფროსმა შეიხმა წაიკითხა რა ლოცვა გურჯისტანისთვის ალახს სთხოვა ქართველთა და მთიელთა მეგობრობის განმტკიცება.
ძველი კავკასიური ერთაშორისი მეგობრობა სძლევდა უცხო და მავნე გავლენებს,მათ მიერ კავკასიელ ხალხთა გათიშვის მიზნით აღმართულ დაბრკოლებებს. ისე ჩანდა თითქოს ისტორიული ტეხილის მომენტისთვის და განთავისუფლების წინ,მას უნდა მოეცა თავისი პოლიტიკური ნაყოფი და 1917 წელს, რუსეთის დიდი რევოლუციის დასაწყისში უნდა გადაეჭრა კავკასიის პრობლემა. მაგრამ ეს არ მოხდა, ჯერ კდევ მოქმედებდა უცხოურ გავლენათა მძიმე მემკვიდრეობა და კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლების მცდელობათა მიუხედავად ვერ მოხერხდა საქმის სასურველ ბოლომდე მიყვანა.
და ამის უმთავრესი,ერთადერთი მიზეზი იყო კავკასიის გარეთ: რომანოვების და ოსმალეთის იმპერიების დავამ კავკასიაში სამ მიმართულებად დაამსხვრია კავკასიელ ხალხთა ორიენტაცია.
კავკასიელ მაჰმადიანთა სიმპატიები იყო თურქეთის მხარეს.
სომხები,რომელთაც ემუქრებოდა თურქების მიერ გაწყვეტის საფრთხე, მიიწევდნენ რუსეთისაკენ.
ქართველი ხალხი არ ენდობოდა არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს და თავისი ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის მხარდაჭერას ეძებდა ევროპაში.
ეს ორიენტაციები საკმაოდ მკაფიოდ გამოხატეს კავკასიის ხალხთა მთავარი პარტიების ბელადებმაც :
«ჩვენ დასავლეთის იმპერიალისტები გვირჩევნია აღმოსავლეთის ფანატიკოსებს»,თქვა ქართული მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ ქართულ პარლამენტში წარმოთქმულ მის ერთ-ერთ სახელმძღვანელო სიტყვაში და ასეთი პასუხი გასცა ბოლშევიკური მოსკოვის პოლიტიკოსებს.
«ჩვენ უაღრესად არასწორად და მცდარად ვთვლით ეროვნულ მოთხოვნათა საკუთარი ძალებით განხორციელებას. ჩვენ სრული ნდობით უნდა შევხედოთ დიდსულოვან რუსულ დემოკრატიას : თუ კი მან გასრისა თვითმპყრობელობა ის ეროვნულ საკითხსაც გადაწყეტს ისე როგორც ამას მოითხოვს ცალკეულ ეროვნებათა ინტერესები, დაწერა 1917 წლის 24 აპრილს პარტია დაშნაკცუტიუნის ხელმძღვანელმა სომხურმა ორგანომ «ორიზონ».
ეს აზრი კდევ უფრო ნათლად გამოთქვა ცნობილმა სომეხმა მოღვაწე ქრისტოფორ ვერმიშევმა სახალხო თავისუფლების პარტიის VIII ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც 1917 წლის მაისში დაბეჭდა გაზეთმა «რეჩ»:
«სრულებით გაუგებარია თავდასხმები იმაზე რასაც უწოდებენ რუსულ იმპერიალიზმს. კავკასიაში ამ იმპერიალიზმმა შექმნა სამართლებრივი წესრიგი და ის უზრუნველყოფილი ცხოვრება, რომელიც სომხებს არ ჰქონიათ მანამდე. ამ იმპერიალიზმს ცხოვრების უზრუნველყოფა მოაქვს იმათთვის ვისაც სტანჯავდა მაჰმადიანური უღელი. სომხეთი მრავალი წლის მანძილზე უცდიდა იმას რომ რუსული იმპერიალიზმი გაანთავისუფლებს მას თურქული უღლისაგან».
და აი როგორ ახასიათებდა თავის მიმართულებას აზერბაიჯანული პარტია «მუსავატი» თავის პოლიტიკურ პროგრამაში:
«პარტია თავის ამოცანად ისახავს:
ბ) აზერბაიჯანის, თურქესტანის, ბაშკირიის ტერიტორიულ ავტონომიას; გ) ვოლგისპირა და ყირიმის თათრების და საერთოდ ყველა თურქი ხალხის ეროვნულ ავტონომიას და დახმარებას გაუწევს არათურქული წარმომავლობის მაჰმადიან ხალხებსაც (მთიელებს;აჭარლებს,ქურთებს) მათ მიერ ავტონომიის მოპოვების საქმეში» ( გაზეთი «კასპიი»,1917 წლის მაისი).
კავკასიის გარეთ გამავალმა ამ სამმა ერთმანეთის საწინააღმდეგო ორიენტაციამ ჩაშალა 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმი და ა შეთანხმება 1920 წლის დიდ სახელმწიფოთა ს.-რემოს კონფერენციაზე.
ამიერკავკასიის სამი დამოუკდებელი რესპუბლიკის პოლიტიკური შეუთანხმებლობის ისტორიის დრამატიზმს აძლიერებდა მეოთხე მნიშვნელოვანი პარტნიორის, კავკასიის მთიელთა ქვეყნის დუმილი. მეზობლების მიერ მიგდებულმა ჩრდილოეთის სტიქიის პირისპირ,მან ვერ გაუძლო ნიაღვარს რომელმაც მალე წალეკა მისი მიწები და და გზა გაუხსნა მას ამიერკავკასიისაკენ.
ამას მალე მოჰყვა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ზედიზედ ცალ-ცალკე დამხობა წითელი არმიის მიერ. ბოლო დაეცა საქართველო.
ქართული ნაწილების წასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ახალმა ბატონებმა ტფილისის ქუჩებში გამოკიდეს კედლის პლაკატი სათაურით «დააგვიანეთ!». ქვემოთ მოყვანილი იყო აჯანყებული ერევანიდან გამოგზავნილი დეპეშის ტექსტი:
«ქართველებო გამაგრდით. ჩვენ ავჯანყდით». შემდეგ მოდიოდა შეტყობინება იმის შესახებ რომ ბოლშევიკებმა ჩაახშვეს აჯანყება სომხეთში.
სომხების მოწოდება იყო ძველი სომხურ-ქართული ურთიერთობების ანარეკლი, ანარეკლი მეგობრული წარსულისა რომელმაც წამით გაანათა კავკასიის ხალხების მომავალ თაობათა გადარჩენის ძველი, სანდო, ერთგული გზა.
(ამ შესანიშნავი ისტორიული დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი იქნება).

ნიკო ნიკოლაძე |
ილია და აკაკი |
ინგუშეთი |
No comments:
Post a Comment