5.08.2013

ბიბლიოთეკა-ესეც ევროპაა-ფესვები და ღუზა ცაში

რემი ბრაგის თქმით შემოქმედი და პროვიდენციალური ღმერთის რწმენის გარეშე //ისე როგორც ეს სწამდათ შუა საუკუნეების დიდ მოაზროვნეებს// ადამიანის არსებობა კარგავს თავის ლეგიტიმურობას.


ეხლახანს //2011 წელს// გამოიცა ინსტიტუტის წევრის, უნივერსიტეტი პარიზი -1-პანთეონ-სორბონას და მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი რემი ბრაგის წიგნი" ღუზები ცაში" //LES ANCRES DANS LE CIEL//.

არ გვჭირდება მეტაფიზიკა, მით უფრო მისი ხალხური ვერსია რელიგია. იმის საცოდნელად თუ რაა რაა გასაკეთებელი, საკმარისია კარგი მორალი, სამართალი და კარგი პოლიტიკა მის განსახორციელებლად.

ეს ტყუილია. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მართალი. ეს რჩება ასე სადაც ლაპარაკია შემოღებაზე წესებისა რათა ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად და არ ხოცონ ერთმანეთი.
მაგრამ დღეს ადამიანმა განახორციელა თანამედროვე პროექტი და საკუთარ ხელში აიღო თავისი ბედი.

მას შეუძლია გადაწყვიტოს იყოს თუ არა, იცხოვროს თუ არა.

და რითია ყოფნა და სიცოცხლე უკეთესი არყოფნაზე და არარაობაზე?ამიერიდან ისმის ახალი კითხვა, ადამიანურის, ადამიანის ლეგიტიმურობის საკითხი.

ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გასაცემად სიცოცხლე,ცხოვრება სიკეთე უნდა იყოს. არაა საკმარისი რომ ცხოვრება სასიამოვნო და სინტერესო უნდა იყოს ცოცხლებისთვის-ამას არავინ უარყოფს.

სიცოცხლე ძალიან დიდი სიკეთე უნდა იყოს რომ ღირდეს სიცოცხლისკენ სხვების მოწოდება, სიცოცხლის სხვებისთვის შეთავაზება .

საჭიროა განცხადება იმისა რომ სიცოცხლე, ცხოვრება ჯობია არყოფნასა და არარაობას. ეს კი მეტაფიზიკური გადაწყვეტილებაა.

საჭიროა განცხადება იმისა რომ სიცოცხლე,ცხოვრება ჯობია არყოფნასა და არარაობას. ეს კი მეტაფიზიკური გადაწყვეტილებაა.

საჭიროა განცხადება იმისა რომ სიცოცხლე, ცხოვრება ჯობია არყოფნასა და არარაობას. ეს კი მეტაფიზიკური გადაწყვეტილებაა.
ადამიანის სიცოცხლე, ცხოვრება ისევ შესაძლებელი რომ იყოს საჭიროა ძლიერი მეტაფიზიკა.

მეტაფიზიკა არაა ან აღარაა შენობა ღრუბლებში.

მეტაფიზიკა გადაიქცა ადამიანის ცხოვრების ინფრასტრუქტურად.

ადამიანი გადაიქცა მეტაფიზიკურ ცხოველად ამ ცნების ყველაზე სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით.

ხატი გემისა რომლის ღუზებიც არის ცაში არაა გაუგონარი ხატი. ის მრავალჯერ გამოუყენებიათ პლატონიდან რივაროლამდე გერმანელი ფილოსოფოსი გიუნტერ ანდერსის ჩათვლით.

სორბონას და მიუნხენის უნივერსიტეტების შუა საუკუნეების ფილოსოფიის პროფესორი რემი ბრაგისთვის ეს ხატი აღნიშნავს ადგილს სადაც საბოლოოდ ფუძნდება ადამიანის არსებობა.

შოპენჰაუერი ამბობდა: "იოლია მორალის ქადაგება, ძნელია მისი აფუძნება". ეს შენიშნვა ვარგა ადამინისთვისაც. სად უნდა დაფუძნდეს მისი არსებობა. ღმერთის სიკვდილის შემდეგ გამრავლდა ადამიანის ლეგიტიმაციის ეფემერული ადგილები.


ჰუმანიზმის სრულიად საქებარი ოცნება იყო საკუთარი თავის აღება საკუთარ ხელში. მაგრამ ეს ოცნება დაიმსხვრა სწორედ კითხვაზე რატომ.

იქნებ წმინდა შემთხვევითობაა ადამიანის სიცოცხლე?

რემი ბრაგის თქმით დღევანდელობას შეუძლია ბევრი სიკეთის გაკეთება და არა მხოლოდ მატერიალური წარმოების სფეროში. 

თანამედროვეობამ მოგვცა ბევრი კულტურული სიკეთე// სამართლებრივი სახელმწიფო, მუზეუმები ყველასთვის, იაფი საშუალებებით მუსიკის მოსმენის საშუალება.

მაგრამ არის რაღაცა რასაც თანამედროვეობა ვერ გვეუბნება. მას არ შეუძლია იმის თქმა თუ რატომაა კარგი ადამიანების დედამიწაზე ყოფნა.

ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი და ცხოვრებისთვის გამოსადეგი რამე. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმის ჩვენება თუ რატომაა კარგი ამ კარგი საგნებით მოსარგებლის არსებობა.

მაგრამ თუ კი შეგვიძლია ამის ჩვენება მაშინ ჩვენ უნდა გვჯეროდეს იმისა რომ ეს სამყარო შექმნა შემოქმედმა რომელმაც თქვა რომ მისი ქმნილება მთლიანობაში კარგია.
შემოქმედისა და მისი კარგი ქმნილების თემა არის სხვადასხვა ხანის და სხვადასხვა ქვეყნის ავტორთა ნაშრომების თემა. ამ თემას შეხებიან შუა საუკუნეებში გულწრფელი ძმებიც,რუსი ალეკსანდრ ბლოკიც,ფრანგი მიშელ ფუკოც და გერმანელი ჰანს ბლუმენბერგიც.

კვლევის დასასრულს ჩნდება პირველი და სრულიად ნეგატიური დასკვნა:
"ათეიზმი ვერ პასუხობს არგუმენტირებულად კითხვას ადამიანის არსებობის ლეგიტიმურობის შესახებ".

მეორე და პოზიტიური პასუხი განამტკიცებს ავტორის შეხედულებებდ:
"ადმიანი საკუთარ თავს გადირჩენს მხოლოდ მაშინ როდესაც ღუზას ჩაუშვებს,ფესვს გაიდგამს ზეადამიანურში. მხოლოდ ფესვის ზეადამიანურში გადგმა იხსნის ადამიანს." ამას ადასტურებენ ბიბლიის აქ კომენტირებული პირველი ფურცლები.

რემი ბრაგის თქმით შემოქმედი და პროვიდენციალური ღმერთის რწმენის გარეშე //ისე როგორც ეს სწამდათ შუა საუკუნეების დიდ მოაზროვნეებს// ადამიანის არსებობა კარგავს თავის ლეგიტიმურობას.

მაგრამ ეს რწმენა არაა უკანდახევა თავბრუსხვევისთვის თავის ასარიდებლად. ის უნდა იყოს გააზრებული და არგუმენტირებული და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი ფილოსოფოსი ზუსტი და ბრწყინვალე ენით.

მარსელ ნეიშის ეს სესანიშნავი ანოტაცია გამოაქვეყნა ფრანგ კათოლიკეთა გაზეთმა ჯვარი //la Croix,2013 წლის 5 იანვარი//.

No comments: