2008 წლის 19 დეკემბერს
ის დააჯილდოვეს ღირსების
Grande Croix de la Légion d’honneur
à Christiane Desroches Noblecourt
19 décembre 2008
|
ამ დიდი სწავლულის აზრით ფარაონთა ხანის ეგვიპტეში, ხათშეფსუტის ხანის ეგვიპტეში ცხოვრება ჯობია ცინიკურ და ეგოისტურ თანამედროვეობაში ცხოვრებას. მორალურად კაცობრიობა წინ არ წასულა ფარაონთა ხანის შემდეგ. პირიქით, მან ალბათ განიცადა მორალური რეგრესი.
ასი წელი შეუსრულდა დიდ ევროპელ ქალბატონს, სახელგანთქმულ ფრანგ ეგვიპტოლოგ ქრისტიან დესროშ ნობლკურს //1913 წლის 17 ნოემბერი-1911 წლის 23 ივნისი//. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისთვის წინააღმდეგობის გამწევი მოძრაობის წევრმა ამ დიდმა ქალბატონმა თავისუფალ ზონაში გადამალა ლუვრის ეგვიპტური დეპარტამენტის საგანძური. მანვე გადაარჩინა ნუბიის ტაძრები და აქტიური მონაწილეობა მიიღო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონცეფციის შემუშავებაში და ა.შ.
Christiane Desroches Noblecourt, née Clémence Christiane Desroches1 le 17 novembre 1913, 26 rue La Fontaine à Paris, et morte le 23 juin 20112 au Centre Hospitalier Auban Moët d'Épernay, est une égyptologue française.
მის გარდაცვალებაზე ფრანგულმა გაზეთმა ლე ფიგარომ გამოაქვეყნა შემდეგი წერილი:
ქრისტიან დესროშ ნობლკური იყო პირველი ქალი ეგვიპტოლოგი მაშინ როდესაც მეცნიერების ეს სფერო იყო მამაკაცთა ხვედრი.
ის დიდი ხნის მანძილზე დარბოდა შველივით ეგვიპტის უდაბნოებში.
შემდეგ დადგა მემუარების და ჩვენს კულტურაში ძველი ეგვიპტის წვლილის და წილის შესახებ წიგნების წერის დრო.
უხუცესი ეგვიპტოლოგი გარდაიცვალა 98 წლის ასაკში.
მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა თავის საყვარელ ეგვიპტეს. ის ცდილობდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მომაჯადოებელი ცივილიზაციის საიდუმლოთა და მის მოაზროვნეთა ნააზრევის გახსნას.
93 წლისას, ფეხმოტეხილსაც და არტროზის ტუბერკულოზით დაავადებულსაც უნდოდა დაბრუნება ეგვიპტეში რომელიც უგონოდ უყვარდა.
მეტრი და 50-ის სიმაღლის ამ ენერგიულ ქალს 90 წლის შემდეგაც ჰქონდა კმპიუტერის მეხსიერება იმის თაობაზე რაც შეეხება ეგვიპტეს და დამწყების ენთუზიაზმი. მისი ერთ-ერთი გამომცემლის თქმით "მისი იუმორი უფრო გამოადგა ქალთა საქმეს ვიდრე სუფრაჟისტკასთა მთელი არმია".
უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტიან დესროშ ნობლკური ეგვიპტოლოგიაში თავის ადგილს იმკვიდრებდა მაშინ როდესაც ერუდიცია და ეგვიპტის კვლევა ადგილზე,ეგვიპტეში, მამაკაცთა პრეროგატივა იყო.
ახალგაზრდა ქრისტიანი 9 წლის იყო როდესაც ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ტუტანხამონის აკლდამა და ამის გარშემო ატეხილმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხმაურმა ის ისე გაიტაცა რომ ეგვიპტოლოგია იქცა მის მოწოდებად.
ქრისტიან დესროშ ნობლკური დაიბადა განათლებულ,როგორც მაშინ ამბობდნენ, მოწინავე იდეების მქონე ოჯახში.
ეს ოჯახი სულაც არ გაუგიჟებია იმას რომ ქალიშვილს უნდოდა მეცნიერად გახდომა. მამა დაეთანხმა ქალიშვილის გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ ქალიშვილმა ისწავლა სორბონაში,ლუვრის სკოლაში,მაღალ კვლევათა პრაქტიკულ სკოლაში,კოლეჯ დე ფრანსში, კათოლიკურ ინსტიტუტში და შეაგროვა ამ უმაღლესების დიპლომების კოლექცია.
1934 წელს,21 წლისამ,მან ბრწყინვალედ დაიცვა ორი დისერტაცია და დაიწყო მუშაობა ლუვრის მუზეუმში. 4 წლის შემდეგ ის გააგზავნეს ქაიროში, აღმოსავლური არქეოლოგიის ფრანგულ ინსტიტუტში//ამ ინსტიტუტს ძალიან დიდი პრესტიჟი ჰქონდა//.ახალგაზრდა ქალის გამოჩენამ გამოიწვია რევოლუცია. მაგრამ მის გასატეხად მეტი იყო საჭირო. დესროშ ნობლკურის თქმით აუცილებლობამ მას ჩხუბიც ასწავლა.
მისი როგორც ეგვიპტოლოგის წარმატება განაპირობა იდეამ რომელსაც ის დაუღალავად იმეორებდა: "თავიდან უნდა მოვიშოროთ მოარული აზრები,უნდა ვალაპარაკოთ თვითონ ქვეყანა და არ ვილაპარაკოთ მის მაგივრად".
მან მალე გაიგო რომ ეგვიპტურ ნახევრად ცხოველურ და ნახევრად ადამიანურ გამოსახულებებს ჰქონდათ სიმბოლური მნიშვნელობა და მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ამ სიმბოლურ მნიშვნელობათა ამოცნობაში.
მისმა დასკვნამ შოკში ჩააგდო მრავალი სპეციალისტი:
"ეგვიპტელებს არ ჰქონდათ რელიგია. მათ ქურუმებს ამოძრავებდათ მეცნიერული ინტერესი,მათ უნდოდათ სამყაროს დიდ საიდუმლოთა წვდომა.
მათთვის უპირველესი საიდუმლო კი იყო ნილოსის სასიკეთო ადიდება ყოველი წლის 18 ივლისისთვის რომლის გარეშეც ქვეყანა ვერ იარსებებდა".
ის გააფთრებით ებრძოდა შარლატანებს რომლებიც მდიდრდებოდნენ "ეზოტერულ ეგვიპტეზე" გაუთავებელი ლაპარაკით.
დესროშ ნობლკურის თქმით სიმბოლიზმი არ ნიშნავს ოკულტურს.
ეგვიპტელები პატივს სცემდნენ "ოსირისის" მორალს, მათ სწამდათ იმისა რომ სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას. ეგვიპტელებს სწამდათ მარადისობისა და მათ მიერ წარმოდგენილი მარადისობა განსხვავდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი მარადისობისგან.
ქრისტიან დესროშ ნობლკურმა დაწერა ათიოდე ნაშრომი. ამ ნაშრომებს შორისაა მონუმენტური ბიოგრაფიები, ერთი მათგანი ეძღვნება რამზეს მეორეს,მეორე ნაზად ახდენს შეჩვენებული დედოფალი ხათშეფსუტის რეაბილიტაციას. დესროშ ნობლკური წლების მანძილზე მკვლევარი იყო ადგილზე, ეგვიპტეში.
თავის ბოლო ნაშრომში "ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" ღვაწლმოსილი სწავლული ამტკიცებს რომ ჩვენი კულტურა არის ეგვიპტურ-ქრისტიანული და არა იუდაურ-ქრისტიანული კულტურა.
მისი დასკვნით ჩვენმა კულტურამ ძველი ეგვიპტისგან მემკვიდრეობით მიიღო კალენდარი,ანბანი,ნარდის მსგავსი თამაში,აგური,ფეხმძიმობის ტესტები,კატარაკტას და შაკიკის მკურნალობის მეთოდები,ეზოპეს არაკები,მეტიც,სიკვდილისა და აღდგომის ქრისტიანული სიმბოლოები.
ღირსების ლეგიონის დიდი ოფიცერი,ლუვრის ეგვიპტურ სიძველეთა დეპარტამენტის მთავარი საპატიო მცველი დიდად პატივცემული პიროვნება იყო. ის მუდამ ყურადღებიანი იყო თავისი კოლეგების მიმართ.
ამავე დროს ის უყვარდათ ყველაზე "უბრალო" ადამიანებსაც.
აქ დავუმატებ პირად შენიშვნას. ერთხელ პაპანაქებაში მივდიოდი თებეს ზეკარისკენ რათა ჩავსულიყავი მეფეთა ველზე და უცბად თითქოს არსაიდან გაჩნდა ფელაჰი. კეთილშობილი ნაკვთების მქონე მოხუცი ეგვიპტელი შავ "გალაბიესა" და თეთრ ტიურბანში. მას უნდოდა ჩემთვის რაღაც უსარგებლო ნივთის მოყიდვა.
უცბად ის მიხვდა რომ ფრანგი ვიყავი და მკითხა ხომ არ ვიცნობ მადამ დესროშ ნობლკურს. ვუთხარი რომ ვიცნობ და მან მთხოვა შემდეგ რამის გადაცემა:
«საწყალი, მისი მეუღის გარდაცვალების შემდეგ ის აღარ ჩამოდის აქ. გადაეცით რომ გამალს ის ძალიან უყვარს და ენატრება ვინაიდან ის არ ყოფილა მხოლოდ მბრძანებელი,ის გვიხსნიდა !».
ამის გაგონებისას მადამ ფარაონად წოდებული ქრისტიან დესროშ ნობლკური აცრემლდა მართალია. მე ვლაპარაკობდი არაბულად და მძიმე სამუშაოს შემდეგ ყოველ საღამოს ვუხსნიდი მათ ჩვენი აღმოჩენების მნიშვნელობას. ძვირფასი გამალი! მეც ძალიან მიყვარდა ის".
ამ შესანიშნავი წერილის ავტორია ან მარი რომერო
--------------------------------------------------------------------------------------------------
ძვ.წ. 3200 წლისთვის ზემო ეგვიპტე //ნილოსის ხეობა// და ქვემო ეგვიპტე
//ნილოსის დელტა// გაერთიანდნენ და შექმნეს ერთიანი ძლიერი იმპერია.
ეგვიპტური ცივილიზაციის საწყისები უეჭველად ბევრად უფრო შორს მიდის.
პირამიდების შესახებ ზოგი კლიშეს განზე გადადებით დავიმახსოვროთ:
ეგვიპტესთან ერთად ჩნდება დიდი და ეფექტური ადმინისტრაციის მქონე სახელმწიფო რომელსაც ასულდგმულებს სახელმწიფო იდეა- საერთო,საზოგადო კეთიდღეობის თუ საერთო,საზოგადო ინტერესის იდეა.
ეს იდეა არ დაიყვანება კერძო, პირადი ინტერესების დაკმაყოფილების იდეაზე.
ეს იდეა არ დაიყვანება კერძო,პირადი ინტერესების დაკმაყოფილების იდეაზე.
ეგვიპტე არის მეცნიერული ცოდნის ერთ-ერთი აკვანი. კარგი ექიმი და ასტრონომი ეგვიპტელები იწყებენ გეომეტრიის პირველი მონახაზის გაკეთებას. ეს მოტივირებულია მიწათმფლობელობის საზღვრების დადგენით //ამ საზღვრებს შლის ხოლმე ნილოსის ყოველწლიური ადიდება//.
ინტელექტუალურად ამაღლებული რელიგიის წყალობით ეგვიპტური აზრი გასცდა საზღვრებს იმისა რასაც საკმაოდ არაზუსტად ვუწოდებთ ანიმიზმს
//ბუნების სულთა, წინაპართა... რწმენა// და მისწვდა ტრანსცენდენტურობას.
ინტელექტუალურად ამაღლებული რელიგიის წყალობით ეგვიპტური აზრი გასცდა საზღვრებს იმისა რასაც საკმაოდ არაზუსტად ვუწოდებთ ანიმიზმს
// ბუნების სულთა, წინაპართა... რწმენა// და მისწვდა ტრანსცენდენტურობას.
ეგვიპტური რელიგია პოლითეიზმია,მაგრამ ამ ხილული ფასადის უკან ჩვენ ვხედავთ ფარულ მონოთეიზმს.
პანთეონის უამრავი ღმერთები და ქალღმერთები სინამდვილეში წარმოადგენენ მთლიანობაში და მის უსასრულობაში ადამიანისთვის მიუწვდომელი ღმერთის ამა თუ იმ ასპექტს.
3000-ზე, მეტი წლის ისტორიის მქონე ეგვიპტური რელიგია არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სულიერი გამოცდილება.
არ დავივიწყოთ ეგვიპტური დამწერლობა. მოარული აზრების საწინააღმდეგოდ სახელგანთქმული იეროგლიფები არაა "დამწერლობა ხატებით". ესაა სრულფასოვანი ანბანი რომელზეც შეიძლება ნებისმიერი ტექსტის დაწერა. ღრმად სიმბოლური საკუთრივ იეროგლიფები,რომელთა გაშიფრვაც ძნელია,განკუთვნილია საკრალური ტექსტებისთვის.
საერო,პროფანული ტექსტებისთვის ეგვიპტელები იყენებდნენ ბევრად უფრო იოლად გასაგებ იერატულ დამწერლობას და ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან იყენებდნენ დემოტურ დამწერლობას განსაკუთრებით "თანამედროვე" თავისებურებებით. იეროგლიფური ანბანი შამპოლიონმა გაშიფრა მხოლოდ 1822 წელს.
მთელი ანტიკური ხანის მანძილზე ეგვიპტის პრესტიჟი არაჩვეულებრივად მაღალი იყო. ძვ.წ.332 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო ქვეყანა და შეუერთა ის თავის იმპერიას. მაგრამ მისი მემკვიდრეები პატივს სცემდნენ და,მეტიც, იღებდნენ ეგვიპტურ კულტურას. ეგვიპტური კულტურა გადაურჩა ძვ.წ.30 წელს რომაულ დაპყრობასაც.
ეს დიდი ცვილიზაცია მოულოდნელად გაქრა მხოლოდ ა.წ.მე-4 და ყველაზე მეტად მე-5 საუკუნიდან ქვეყნის თანდათანობითი გაქრისტიანების შემდეგ.
ზიგმუნდ ფროიდი ეგვიპტელ დიდებულ მოსეზე:
ზიგმუნდ ფროიდი: ეს ადამიანი მოსე //ფრაგმენტი//

ა მოსე |
( ძვ.წ. 1358 წ.) შემდეგ დაიწყო რეაქცია. ეგვიპტელმა ქურუმებმა და მათმა მომხრე დიდებულებმა უარყვეს ახალი რელიგია და დაანგრიეს ამენხოტეპ IV-ის მიერ აგებული ეგვიპტის ახალი დედაქალაქი. დაიწყო ატონის კულტის მიმდევართა დევნა.
მაგრამ მოსემ ატონის (ებრაულად ადონაი) კულტი გადასცა ებრაელებს და მათ დასტოვეს ეგვიპტე, რის შემდეგაც დაიწყო მონოთეიზმის ტრიუმფალური,თუმც მერყეობით და უკანდახევებით აღნიშნული სვლა...
1938 წლის შემოდგომისთვის ფროიდი დაუძლურდა. უკანასკნელი ძალები მან გამოყენა თავისი მეხისავით გავარდნილი უკანასკნელი ნაშრომის დასაწერად. ეს იყო "მოსე და მონოთეიზმი". არსით 3 ესე და 2 წინასიტყვაობა რომლებიც ბევრად უფრო ადრე იყო დაწერილი და განამტკიცებდნენ სხვების მიერ უკვე არაერთხელ გამოთქმულ აზრს რომ მოსე იყო ეგვიპტელი.
დიდი აღშფოთების გამოწვევა შეეძლო სხვის მიერაც ამის დაწერას, ინტელექტუალურ ღალატად ჩაითვლებოდა ამის დაწერა იმის მიერ ვინ უარყოფდა ებრაულ რელიგიას, მაგრამ ამბობდა რომ "მთავარში" ებრაელებთან ერთადაა.
ფროიდი ამბობდა რომ ებრაელობა ემოციურად მნიშვნელოვანია მისთვის,რომ ის ძალიან ძლიერად განიცდიდა ნათესაობას თავის რასასთან და განამტკიცებდა ამ გრძნობას თავის შვილებში...
ინგლისში ჩასვლისას, როდესაც მას მიესალმა "ებრაული სამეცნიერო ინსტიტუტის" ადგილობრივი განყოფილება, ფროიდმა გარკვევით და მტკიცედ თქვა:
"თქვენ უეჭველად იცით რომ მე ყოველთვის სიამოვნებით და სიამაყით ვიღებდი ჩემს ებრაელობას,თუმცა ჩემი დამოკიდებულება რელიგიებთან,ჩვენი რელიგიის ჩათვლით,კრიტიკულად ნეგატიურია".
მაგრამ ჰიტლერის მოსვლამ ხელისუფლებაში და ებრაელების გამოცხადებამ ადამიანთა მავნე სახეობად ფროიდი სერიოზულად დააფიქრა ებრაელობის ჭეშმარიტ არსზე. ებრაელობის ისტორიული განვითარების თავისებურებებზე და მისი დევნის ტრადიციულ მიზეზებზე.
ფროიდის პასუხი ამ კითხვებზე იყო ის რომ მან გააცოცხლა ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც მოსე იყო ფარაონთა ოფიციალური რელიგიისგან განდგომილი ეგვიპტელი რომელმაც შეკრიბა თავისი მიმდევრები და გაიყვანა ისინი ეგვიპტიდან.
არნოლდ ცვეიგს მან ერთხელ უთხრა რომ მისი წიგნის სათაური იქნებოდა "ადამიანი მოსე" და ქვესათაური "ისტორიული რომანი" და დაუმატა რომ ეს ნაშრომი ალბათ არასოდეს გამოქვეყნდებოდა. ეს პესიმიზმი ფროიდმა უცნაურად დაასაბუთა იმით რომ ავსტრიაში ბატონობს კათოლიკობა და ფსიქოანალიზის დამფუძნებლის მიერ მისმა გამოქვეყნებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში ფსიქოანალიტიკური პუბლიკაციების აკრძალვა...
ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ" ფროიდმა რელიგია გამოაცხადა კოლექტიურ ნევროზად და ეს ნაშრომი ჩათვლილიყო ერთდროულად იუდაიზმისთვის და ქრისტიანობისთვის ძირის გამოთხრად...
ეგვიპტედ ლტოლვა, მავრიკის კაპელა, პარიზი |
"მოსე და მონოთეიზმი" გამოვიდა გერმანულად ამსტერდამში 1939 წლის მარტში...ის ბევრმა და არა მარტო ორთოდოქსმა ებრაელებმა ჩათვალეს ფროიდის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ნაშრომად...
ფროიდს
დარჩენოდა ცხოვრების მხოლოდ 6 თვე. მთელი სექტემბერი მისი მდგომარეობა
უარესდებოდა. ის თითქმის ვეღარ ჭამდა და ვეღარ სვამდა. მას სტანჯავდა
უძილობა. 21 სექტემბერს მასთან მყოფ შურს მან უთხრა :"ძვირფასო
შურ,თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი პირველი საუბარი. თქვენ მაშინ დამპირდით
რომ არ დამტოვებდით როდესაც დადგებოდა ბოლო. ეხლა მე დამრჩა მხოლოდ ტანჯვა
და ვეღარ ვხედავ გაგრძელების აზრს":
შურს არ დავიწყებია..."როდესაც მას ისევ წაუვიდა გული-წერდა ის შემდეგ-მე
შევუყვანე მორფი. მან მალე იგრძნო შვება და დაიძინა. 12 საათის შემდეგ მე
გავიმეორე დოზა. ის იმდენად დაუძლურებული იყო რომ ჩავარდა კომაში და აღარ
გაუღვიძია. ის გარდაიცვალა დილის სამ საათზე 1939 წლის 23 სექტემბერს...".
//რონალდ კლარკის წიგნიდან "ფროიდი: ადამიანი და მისი საქმე".
1923 წელს ფროიდს აღმოუჩინეს პირის ღრუს კიბო. მას შემდეგ მან გადაიტანა 33 უმძიმესი ოპერაცია, უკანასკნელი კი 1939 წლის აგვისტოში ლონდონში, ერთი თვით ადრე 83 წლის ფროიდის სიკვდილამდე. მაქს შური 11 წლის განმავლობაში იყო ფროიდის ოირადი ექიმი //მთარგმნელის შენიშვნა//.
ნაწილი 1. მოსე როგორც ეგვიპტელი:
წართმევა ხალხისთვის ადამიანისა რომელსაც
ის პატივს მიაგებს როგორც თავის უდიდეს შვილს არაა ადვილი
საქმე,განსაკუთრებით თუ კი შენ თვითონ ეკუთვნი ამ ხალხს. მაგრამ ვერაფერი
მათქმევინებდა უარს ჭეშმარიტებაზე ე.წ."ეროვნული ინტერესების" სასარგებლოდ
მით უმეტეს რომ პრობლემის ჭეშმარიტი მხარის განმარტება მხოლოდ გააღრმავებს
ამ ინტერესების გაგებას. ეგვიპტეში |
თუ ის მართლაც ცხოვრობდა,ეს იყო ძვ.წ. მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში. ცნობები მის სესახებ არის მარტო ებრაულ წმინდა წიგნებში და ებრაულ წერილობით ტრადიციაში. მკვლევართა უზარმაზარი უმრავლესობა.თუმცა საბოლოო დარწმუნებულობის გარეშე,თვლიან რომ მოსე მართლაც იყო და მისი მეთაურობით ებრაელთა წასვლა ეგვიპტიდან ისტორიული ფაქტია. ეს ისტორიკოსები არც თუ უსაფუძვლოდ ამასთან დაუთანხმებლად შეუძლებელია იზრაელის მთელი მომდევნო ბედის გაგება....
იესო დაბადებისთანავე იქცა ადამიანური ძალმომრეობის და სიავის სამიზნედ. მის გადასარჩენად უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და დაავალა მას იესოს და მარიამის გახიზნვა ეგვიპტეში ვინაიდან მას საფრთხე ელოდა შიშით შეპყრობილი და გაავებული ჰეროდეს მხრიდან//მათე 2,13//.
აი ასეთი-გაჭირვებულთა და საფრთხეში მყოფთა შემფარებელი, მოსეს აღმზრდელი და იესოს მცველი ეგვიპტე უყვარდა მთელი გულით დიდ ფრანგ სწავლულ ეგვიპტოლოგ ქრისტიან დესროშ ნობლკურს.
------------------------------------------------------------------------------------
ქრისტიან დესროშ ნობლკურის მიერ გადმოცემული ეგვიპტური სიბრძნე
//ფრაგმენტები მისი წიგნისა "ღმერთების თვალწინ" //"Sous le regard des Dieux",Albin Michel,2003//.
ავტორი : ქრისტიან დესროშ-ნობლკური
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისთვის წინააღმდეგობის გამწევი მოძრაობის წევრმა ამ დიდმა ქალბატონმა თავისუფალ ზონაში გადამალა ლუვრის ეგვიპტური დეპარტამენტის საგანძური. მანვე გადაარჩინა ნუბიის ტაძრები და აქტიური მონაწილეობა მიიღო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონცეფციის შემუშავებაში.
ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტემპერამენტით,ენციკლოპედიური ცოდნით, გაგების და წვდომის წყურვილით. ამ წიგნის დაწერისას 90 წლის მანდილოსანს სულაც არ დაუკარგავს თავისი ენერგია და ენთუზიაზმი.
მან აჩვენა რომ ეგვიპტელთა ღმერთები არის ფორმები რომლებიც დიდ მთლიანობას აძლევენ გამოხატვის საშუალებას. ესაა ადამიანისთვის დიდი მთლიანობის წვდომის საშუალებები.
Un tempérament exceptionnel, un savoir encyclopédique, une insatiable soif de comprendre : à quatre-vingt-dix ans, Christiane Desroches Noblecourt n'a rien perdu de son enthousiasme ni de son énergie. Dans ces entretiens avec Catherine David et Jean-Philippe de Tonnac, écrivains et journalistes au Nouvel Observateur, et avec l'égyptologue Isabelle Franco qui fut aussi son élève, elle révèle pour la première fois les raisons profondes de son amour pour l'Égypte ancienne. Passionnée très jeune par la recherche égyptologique, elle en gravira rapidement les échelons par ses découvertes et par l'originalité de ses analyses. Avec sa verve habituelle, elle décrit les grandeurs et les petitesses de ce milieu haut en couleur, mais parfois peu ouvert aux innovations... et aux femmes.
De son engagement dans la Résistance au sauvetage des temples de Nubie, de ses multiples explorations et expertises à l'invention du concept de patrimoine culturel mondial, Christiane Desroches Noblecourt, qui fut la première femme conservateur du département des Antiquités égyptiennes au musée du Louvre, nous raconte une traversée du siècle hors du commun sous le regard des dieux - des dieux égyptiens qui sont en fait, comme toute son oeuvre le montre, les formes permettant au Grand Tout de s'exprimer. Après soixante-dix ans d'égyptologie minutieuse et novatrice, cette grande dame persiste et signe : seul un véritable travail scientifique peut nous donner accès aux mystères de l'Égypte, et nous aider à comprendre son message de sagesse.
ეგვიპტელები დიდად აფასებდნენ კვლევას,მეცნიერებას და ცოდნას. მაგრამ ტექსტებს როგორც წესი რა თქმა უნდა არ იაზრებდნენ და განმარტავდნენ გლეხები.
ამის საუცხოო მაგალითია რამესსეუმი,რამზეს მეორის საიუბილეო ტაძარი.
მის ირგვლივაა ალიზის მინაშენები რომლებშიც იყო ქურუმთა საცხოვრებლები. იქ იყო ასევე სახელგანთქმული მაღაზიები რომლებიც პირამიდების მსგავსად არასწორად ითვლებოდა ბიბლიური იოსების ბეღლებად.
სინამდვილეში აქ ინახებოდა ყველანაირი ძვირფასეულობა და საკვები.
ფარაონი ქვეშევრდომებს უხდიდა როგორც ოქროთი ისე ნატურით. ესე იგი კვებავდა მათ და ხანდახან აძლევდა საჩუქრებს.
ბეღლების გვერდით იყო ქურუმთა საცხოვრებლები და საკულტო მინაშენებები.
იქ ასევე ნამდვილად იყო სახელოსნოები და ლაბორატორიები.
მე დარწმუნებული ვარ რომ კარნაკი სავსე უნდა ყოფილიყო კვლევისთვის განკუთვნილი ასეთი ადგილებით სადაც ასტრონომები,ექიმები,ფარმაცევტები,
ქიმიკოსები აღრმავებდნენ მათ ცოდნას.
ეს ყველაფერი ხდებოდა ღმერთის მეზობლად. ღმერთისკენ მიდიოდნენ ბუნების საიდუმლოთა ამოხსნის მცდელობით.
მაშინაც,ისევე როგორც დღეს, ბევრი სასულიერო პირი დაინტერესებული იყო მხოლოდ მათი კარიერით ან ქონებით.
მაგრამ მაღალი რანგის ქურუმები იყვნენ სწავლულები რომლებიც ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოთა წვდომას. ..
ყოველი ამ სწავლულთაგანი მუშაობდა ტაძრების ახლოს და მას თავისი პატარა წვლილი შეჰქონდა ეგვიპტური ცოდნის დიდ შენობაში.
რელიგიურ პაპირუსებს გადაიწერდნენ ხოლმე სიცოცხლის სახლის სკრიპტორიუმში რათა ისინი უკეთ დაცული ყოფილიყო,რათა საგანძური არ გამქრალიყო და, გარკვეულწილად,გასავრცელებლად.
"წვრილმა ხალხმა" ალბათ არაფერი იცოდა მათ ლაბორატორიებში ჩაკეტილი ამ მკვლევარების შესახებ.გლეხს და კომერსანტს ქალაქებში და სოფლებში არ ჰქონია მათთან კონტაქტი ალბათ ზოგი დღესასწაულის გამოკლებით.
საშუალო ეგვიპტელი იცნობდა მხოლოდ იმ ქურუმს რომელიც სწირავდა ლოკალურ ტაძარში.
სოფლების პატარა სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ ჭკუისსასწავლებელ ლეგენდებს რომელთა მიზანიც იყო ბავშვების სულიერი აღზრდა.
ბავშვებს სიბრძნეს და მორალს ასწავლიდა მოხუცი მწერალი.
როგორც ჩანს უკვე ძალიან ადრე იყო ერთგვარი ხალხური რელიგია რომლის მიზანიც იყო ადამიანების დაყენება სწორ გზაზე,ე.ი. ოსირისის გზაზე.
ოსირისი კი მოითხოვს ამქვეყნად სიკეთის კეთებას,მეზობლის სიყვარულს,კრძალავს დანაშაულის ჩადენას,ცოდვას.
სამაგიეროდ ის მორწმუნეებს ჰპირდება ანაზღაურებას საიქიოში.
ადამიანები არ ფიქრობდნენ რომ ეს ანაზღაურება იყო აღდგენილი მიწიერი ცხოვრება.
ოსირისის ქურუმები დამიანებს ეუბნებოდნენ რომ წესების და მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ კუთვნილს,ანუ იქნებოდნენ ღმერთის ახლოს.
ა ეგვიპტელებს არ აბნევდა ერთის მხრივ ღმერთებზე და მეორეს მხოლოდ ღმერთზე, ერთადერთ ღმერთზე ლაპარაკი.
არსებობდა მოძღვრება რომლის სწავლა შეეძლო ყველას.
ხალხური ლეგენდა არსით იყო ოსირისის ლეგენდა.
ოსირისის ლეგენდა კი არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ლეგენდა.
ქრისტიანობა დიდად იყო შთაგონებული ამით. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოსირისი — „დასავლეთის ქვეყნის“ (საიქიოს) მმართველი ღვთაება ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში.
ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:
ეგვიპტელთა ერთ-ერთი დიდი ღვთაება. თაყვანს სცემდნენ როგორც მცენარეულობის და მიწათმოქმედების ღმერთს.
შემდეგ ის გახდა მიცვალებულთა და მარადიული ცხოვრების წვდომის ღმერთი. ის ითვლება მიცვალებულის მფარველად და მსაჯულად.
ოსირისი იყო ნუტის და გების ვაჟიშვილი. მას ჰყავდა ძმა სეთი და ორი და,ისისი და ნეფტისი. ისისი ასევე იყო მისი მეუღლე. მათ ეყოლათ ჰორი.
ლეგენდის თანახმად ოსისირისი განაგებდა ადამიანთა სამყაროს მანამდე ვიდრე მისი შურიანი ძმა სეთი არ გადაწყვეტდა მის მოკვლას.
მაგრამ ოსირისი აღადგინა მისი მეუღლე ისისის სიყვარულმა და მაგიამ. შურს იძიებს მისი შვილი ჰორი რომელიც ოსირისსს შეცვლის ადამიანთა სათავეში.
ოსირისი კი გახდა მიცვალებულთა და მარადიული ცხოვრების ღმერთი.
ციტატა:
"ოსირის,შენ წახვედი,მაგრამ დაბრუნდი,დაიძინე,მაგრამ გაიღვიძე,შენ მოკვდი,მაგრამ ისევ ცოცხლობ"//პირამიდათა ტექსტი,1004,საქარა//.
L’une des grandes divinités égyptiennes, il était adoré comme dieu de la végétation et de l’agriculture. Il est devenu ensuite le dieu des morts et de l’accession à la vie éternelle. Il est considéré comme le protecteur et le juge du défunt.
Osiris était le fils de Nout et de Geb. Il avait un frère, Seth, et deux sœurs Isis et Nephtys. Isis était aussi sa femme. De leur union naquit Horus.
Selon la légende, Osiris était celui qui gouvernait le monde des hommes avant que son frère, jaloux, décide de l’assassiner. C’est par la force de l’amour et la magie d’Isis que celui-ci revécut. Il sera vengé par son fils Horus qui le remplacera à la tête du monde des hommes. Quant à Osiris, il devint la divinité des morts et de la vie éternelle.
Citation :
«Osiris, tu es parti, mais tu es revenu; tu t'endormis, mais tu as été réveillé; tu mourus, mais tu vis de nouveau»
Texte des pyramides, 1004 Saqqarah.
----------------------------------------------------------------------------------------
ოსირისის მორალი ძალიან ჰგავს ქრისტიანულ მორალს.
ოსირისის მორალის თანახმად ადამიანი უნდა გაჰყვეს კეთილ,ბრძენ,სამართლიან ღმერთს რომელიც დახმარების ხელს უწვდის ღარიბებს და გაჭირვებაში ჩავარდნილებს.
ოსირისი სწონის სულებს და ასე აფასებს გარდაცვლილის ცხოვრებას, მის ქცევას იმ დროს როდესაც ის ცოცხალი იყო.
ადამიანმა არ უნდა დაარღვიოს მაატის კანონი.
სულთა ასაწონი საწორის ერთ თეფშზეა მაატი, მართლმსაჯულების, სამართალის, და, ყველაზე მეტად, ღვთაებრივი წონასწორობის, კოსმიური წონასწორობის სიმბოლო.
ამ სასწორის მეორე თეფშზეა ადამიანის გული. ასე იზომება მიცვალებულის ცუდი და კარგი საქციელის მნიშვნელობა,რამდენად დაარღვია მიცვალებულმა თავისი ცუდი ქცევით კოსმიური წესრიგი.
ამ სამსჯავროთი იწყება მოგზაურობა საიქიოში. მოგზაურობის ბოლოსთვის ეგვიპტელები ხედავდნენ ერთგვარ სამოთხეს,მაგრამ მათ გარკვევით არ ულაპარაკიათ მასზე.
მიწიერი, ამქვეყნიური მორალი უნდა იყოს კოსმიური კანონის სარკე.
ის უნდა შეესაბამებოდეს მამართლმსაჯულების, სამართალის,და,ყველაზე მეტად, ღვთაებრივი წონასწორობის,კოსმიური წონასწორობის სიმბოლო მაატის კანონით გამოხატულ კოსმიურ წესრიგს.
მაატი-ეგვიპტურ მითოლოგიაში სამყაროს წესრიგის, წონასწორობის, სამართალის,
მშვიდობის. ჭეშმარიტების და მართლმსაჯულების ქალღმერთი. ისაა ქაოსის, უსამართლობის და სოციალური უწესრიგობის ანტითეზა.
ყოველი ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს მაატის კანონით გამოხატულ კოსმიურ წესრიგს.ფარაონის მისიაა ამ კანონის დედამიწაზე გაბატონება და ის ვინც არ ემსახურება ამ უზენაეს წესრიგს გზას უხსნის ქაოსს.
ხალხური რელიგია თანდათან გავრცელდა და დამკვიდრდა. პირველი ციტატები იმისა რაც უნდა გადაქცეულიყო მიცვალებულთა წიგნად ჩნდება საშუალო იმპერიიდან სარკოფაგების ტექსტებში,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ოსირისის მორალი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო.
ეგვიპტურ ელიტებს ჰქონდათ მრავალი და არა ერთი თეოლოგია. ისინი შეესაბამებოდნენ ეგვიპტის ისტორიის მანძილზე გამოვლენილ აზრის მიმდინარეობებს: ამონის თელოგია, მზის თეოლოგია, მემფისური თეოლოგია,ჰერმოპოლისის თელოგია. დიდხანს ფიქრობდნენ რომ ეს იყო ერთმანეთს დაპირისპირებული სარწმუნოებრივი სისტემები. მაგრამ დაკვირვებით შესწავლისას ჩანს აშკარა მსგავსებები.
ამ 4 დიდი თეოლოგიიდან დავიწყოთ ჰერმოპოლისის თეოლოგიით ვინაიდან ის ეხება კოსმოსის ისტორიას სამყაროს შექმნამდე.
ჩემის აზრით ეს ქურუმები არიან ეგვიპტური სამეცნიერო სულისკვეთების მამოძრავებელი ძალა.
ლაპარაკია ძალიან რთულ მეტაფიზიკაზე.
ყველაზე განათლებული სუვერენები მუდამ იყვნენ ჰერმოპოლისის თეოლოგიის ერთგულები.
მათი აზრით მაშინ როდესაც სამყარო ჯერ არ არსებობდა არსებობდა დიდი საწყისი წვენი-მასში შეიძლებოდა დაგვენახა ჩვენი ფიზიკოსების მიერ აღწერილი არეულობა,ბუნდოვანება.
იქ არაა არც სინათლე და არც მზე,რამდენადმე ატომების მსგავსად მოქმედებენ მხოლოდ მამრული და მდედრული ელემენტები.
ეს ელემენტები ხვდებიან ერთმანეთს და არაფრის შუაში
ჩნდება პირველი მიწა,უფრო ერთგვარი ბორცვი რომლიდანაც გამოვა მამრული და
მდედრული ელემენტების შერევიდან გაჩენილი მზე,ერთი სიტყვით სინათლე.
ჩვენი სამყაროს გაჩენამდე არსებულ თავდაპირველ ძალებს ეგვიპტელები სიმბოლურად გამოსახავენ ჰუმანოიდური ფორმებით. მათ აქვთ გომბეშოს,გველის თავები,ყურებდაცქვეტილი ძაღლისთავიანი არსებები, ისინი არიან სიბნელეში და წყალში.
გომბეშო და გველი მიუთითებენ მამრული და მდედრული ელემენტების შეხვედრაზე. ხდება ერთგვარი ბიგ ბანგი საიდანაც წარმოიშვნენ მზე,სინათლე და მზიური ბავშვი.
აი, მაშ, ჰერმოპოლისის ამ თეოლოგიის არსებითი ნაწილი. ამას თან ახლავს სამედიცინო,ფიზიკური, გეოფიზიკური, ასტრონომიული გამოკვლევები.
ჩემის აზრით ჰერმოპოლისის ქურუმები ყველაზე განათლებული ქურუმები არიან ეგვიპტის ისტორიაში.
შემთხვევითი არაა რომ ამენოფის მეოთხემ თუ ახენატონმა გადაწყვიტეს დამკვიდრება ტელ ელ-ამარნაში,ე.ი. ახალ დედაქალაქ ახეტატონში ზუსტად დიდად სწავლული თოთის ქალაქი ჰერმოპოლისის წინ. ტექსტებში კარგად ჩანს რომ მასზე ძალიან იმოქმედა ამ განწმენდილმა მეცნიერულმა რელიგიამ.
ამ მზიურ სალოცავებში ვარსკვლავს ხედავდნენ ყველგან. მაშ,იქ არ იყო ჭერი. პილონების შემქმნელი ორი კოშკი ზიდავდა ხუთ ლატანს,ანძას,
ჰერმოპოლისის თეოლოგიის ხუთ მამრულ ელემენტს და ხუთ მდედრულ ელემენტს. მაშინ როდესაც სხვა ტაძრების მონუმენტურ კარიბჭეებს აქვთ ერთი,ორი ან ოთხი.
ჰელიოპოლისის ქურუმებისთვის სინათლე გაჩნდა და სამყარო შეიძლება შეიქმნას. ესაა მეორე ეტაპი.
მესამე ეტაპი ეხება ადამიანთა გაჩენას. ეს მითოლოგია ღმერთი პტაჰის ფიგურის ირგვლივ შეიმუშავეს მემფისის ქურუმებმა.
ღმერთი პტაჰი ასევე უძღვება ხელოსანთა საქმიანობას.
მაშინ მოდიან აბიდოსის ქურუმები, ოსირისის ლეგენდის განათლებული ქურუმები. ეს ლეგენდა გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
თქვენ რა თქმა უნდა იცით პლუტარქეს მიერ მოგვიანებით კომენტირებული ეს ლეგენდა.
პლუტარქე ყვება რომ ეს ღმერთი მეფობდა დედამიწაზე ათასწლეულების მანძილზე. მისი საყვარელი მეუღლეა ისისი. მაგრამ საკვირველი ისაა რომ თქვენ ვერ ხედავთ ამ იდეალური წყვილის მემკვიდრეს მაშინ როდესაც ეგვიპტურ ოჯახში ხშირად ათიოდე ბავშვი იყო.
მაშ ეს ლეგენდაა.
ისისი და ოსირისი მეფობენ კაცობრიობაზე,შემდეგ ერთად მოღვაწეობენ მისი ბედნიერებისთვის. ისინი ქმნიან მორალს,"ცივილიზაციას",აჩვენებენ სწორი ცხოვრების გზას.
მაგრამ ოსირისის ძმა სეთს შურს ოსირისისა. ამ სამაგალითოდ ამრევმა ბოლოს და ბოლოს გააბა მახეში ოსირისი და მოკლა. ისისმა პირველად გადაარჩინა მეუღლე, მაგრამ ვერაფერს გახდა მეორედ მკვლელობისას.
სეთმა იპოვა ოსირისის სხეული,დაგლიჯა ის 14 თუ 16 ნაწილად და გადაყარა ნილოსში. რიცხვი 16 უცნაურად გვაგონებს ნილოსის იდეალურად ადიდების ზომას.
ოსირისის მითი გვახსენებს ნილოსის ადიდებას რომელმაც სიცოცხლე მიანიჭა ეგვიპტეს.
ოსირისის სხეულის ფრაგმენტები გაფანტულია წყალში.
ამასობაში ისისი მაგიის მეშვეობით გადაიქცა ფრინველად. მან გადაუფრინა ნილოსს და იპოვა ღმერთის ყველა ნაწილი.
ამ ნაწილების შეგროვების შემდეგ მან გააკეთა პირველი მუმია.
მაგრამ მან შეამჩნია რომ აკლია ასო,გამრავლების ორგანო. არადა,ვიმეორებ,მათ ერთად იცხოვრეს დიდხანს ისე რომ არ ყოლიათ შვილი.
ისისმა თავისი მაგიური ძალით აღუდგინა მუმიას ნაკლული ასო. ის გადაიქცა ფრინველად და დაჯდა ღმერთის სხეულზე.
განაყოფიერების შემდეგ ის დაიმალა ჭაობში ვინაიდან სეთს უნდა ხელის შეშლა ოსირისის მემკვიდრის გაჩენისთვის.
ეგვიპტოლოგთა უმრავლესობა ფიქრობს რომ ისისი დაიმალა შემისის ჭაობებში.
მე დარწმუნებული ვარ რომ საჭიროა სიმბოლური წაკითხვა.
ქალღმერთი, ისევე როგორც ჰორი, ბავშვი რომელსაც ის ელოდება, მაშ,ჭაობშია.
ისისი ეხლა არის დიდი საწყისი დედა,დიდი ქალღმერთი რომელზეც ლაპარაკობს ყველა რელიგია.
ის იგივდება სიყვარულის და მუდმივი ქმნადობის ქალღმერთ ჰათორთან.
როდესაც მიცვალებული შეასრულებს გადასვლის რიტუალებს ის უნდა
ჩაინთქას საყოველთა დედის წიაღში რათა დაიბადოს ნეტარებისთვის მზიური
ბავშვის ფორმით. ეს გზა არსებითია.
სიკვდილი არ არსებობს. ის მხოლოდ დასაძლევი,გადასალახავი რამაა.
აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება უფრო ნათლად დავინახოთ თუ რა იყო ის რასაც უწოდებენ ამარნას რევოლუციას,ამენოფის მეოთხის,ახენატონის სახელგანთქმული გადატრიალება.
ახენატონს არ უნდოდა ეგვიპტელთა რწმენის გარდაქმნა. მან თავიდან სცადა ჰერმოპოლისის ქურუმთა მოძღვრებაზე დაყრდნობით ამ რწმენის განწმენდა.
მას უნდოდა რომ ეგვიპტელთა რწმენა უფრო მეცნიერული და უფრო გასაგები ყოფილიყო მისი ხანის მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
და მართლაც რა არის უდიდესი საიდუმლო თუ არა სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლო. ახენატომ მოინდომა ეგვიპტური რწმენის მისი ხანის ადამიანებისთვის გასაგებად წარმოდგენა,მაგრამ ის ბევრად უფრო შორს წავიდა.
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამენოფის მეოთხის ჩანაფიქრები შთაგონებული იყი იმით რისი გამოხატვაც სცადა დედოფალმა ჰატშეფსუტმა დეირ-ელ-ბაჰარის მის ტაძარში და რომელიც შემდეგ რამზესმა გადაიტანა რამესეუმში.
-----------------------------------------------------------------------------------
მაატკა რე ჰატშეფსუტ//ძვ.წ. 1479-1457//. ტუტმოს მესამე მეტისმეტად ახალგაზრდაა და ვერ იქნება მამამისის მემკვიდრე. ამბიციური ჰატშეფსუტი მაშინ დაქორწინდა მის ძმისშვილზე და არის რეგენტი, შემდეგ კი დაიდგა გვირგვინი და მიიღო ფარაონის წოდება. ტუტმოს მესამეს რჩება მხოლოდ ხელისუფლებას მოკლებული თანარეგენტის როლის შესრულება//.
ახალმა დედოფალმა ფარაონმა გაამართლა ეს უზურპაცია მამამის ტუტმოს პირველთან ერთად თანარეგენტობის გამოგონებით.
ფარაონმა ქალბატონმა ჰატშეფსუტმა თავის საძვალედ ააგო ტაძარი დეირ-ელ-ბაჰარი.
ქალბატონმა ფარაონმა ჰატშეფსუტმა გვერდით დაიყენა კომპეტენტური და ერთგული დიდებულები,რომელთა შორისაც იყვნენ ხუროთმოძღვარი და ინტენდანტი სენენმუტი ვისაც დაევალა მისი ქალიშვილი ნეფერურის აღზრდა და ვინც არ იყო მხოლოდ მისი ხუროთმოძღვარი ამონის მეორე წინასწარმეტყველი რუიმ რე,კანცლერი ნეჰესი რომელიც სათავეში ჩაუდგა კომერციულ ექსპედიციას პუნტის მიმართულებით და ვაზირა და ამონის დიდი ქურუმი ნაპუსენები რომელიც ზედამხედველობს დიდ სამუშაოთა და ექსპედიციათა უდიდეს ნაწილს.
ამ დროს ეგვიპტე განიცდის კეთილდღეობას მისი კომერციული საქმიანობა მიმართულია აზიისკენ,სინაისკენ და პუნტისკენ. მისი საზღვრები ფართოვდება ნილოსის ზემო ჩანჩქერებიდან ევფრატამდე აზიაში.
ექსპედიციას პუნტის,ღმერთის ქვეყნის//თანამედროვე ეთიოპიის ახლოს, ძირითადად აქვს კომერციული ხასიათი. ქვეყანა სავსეა სანელებლებით მცენარეული ზეთით, სურნელოვანი ხეებით,ოქროთი,სპილოს ძვლით,ბეწვეულით და ცხოველებით. ჩამოტანილმა ძვირფასეულობამ გაამდიდრა კარნაკის ტაძარი.
ჰატშეფსუტის ბრძანებით აიგო წმინდათა წმინდა,წითელი კაპელა,ორი ობელისკი, ღმერთთა თითები,რომელთაგან ერთი დღემდე დგას. დეირ-ელ-ბაჰარის ტაძრის მეორე პორტიკის გამოსახულებები ასახავენ ექსპედიციებს სინაის და პუნტის მაღაროებისკენ.
ქალბატონმა ფარაონმა ჰატშეფსუტმა აღადგინა ჰიკსოსების მიერ დანგრეული ძეგლებიც. მისი მეფობა სხვა მშენებლობებითაცაა ცნობილი.
ქალბატონი ფარაონი ჰატშეფსუტის სიკვდილის გარემოებები უცნობია. ფიქრობენ რომ ეგვიპტელმა დიდებულებმა ქალის მეფობა ჩათვალეს ბუნებრივი წყობის დარღვევად,ვერ აიტანეს ეს ფაქტი,მოაწყვეს სასახლის რევოლუცია და მოკლეს ქალბატონი ფარაონი. მისმა მემკვიდრემ და მეუღლემ კი საჩქაროდ წაშალა ქალბატონი ფარაონის მეფობის კვალი.
Maâtka Rê Hatshepsout (1479 à 1457 avant J. C.). Thoutmosis III est trop jeune pour succéder à son père. L’ambitieuse Hatchepsout épouse alors son neveu et exerce la régence avant de se faire couronner et prendre la titulature de pharaon. Thoutmosis III n'assume qu'un rôle de corégent dépourvu de pouvoirs. La nouvelle reine justifie cette usurpation en s'inventant une corégence avec son père Thoutmosis I. Ce « texte de la jeunesse d'Hatchepsout » se trouve dans le temple funéraire qu'elle se fait construire à Deir el-Bahari.
La reine s'entoure de hauts dignitaires compétents et dévoués, parmi lesquels l’architecte et intendant Senenmout, chargé de l'éducation de sa fille Neferure et qui sera plus que son architecte, Pouym Rê, deuxième prophète d'Amon, Nehesy, chancelier qui prend la tête de l'expédition commerciale en direction du pays du Pount et Hapouseneb, vizir et grand prêtre d'Amon qui supervise l'essentiel des grands travaux et des expéditions. L'Egypte connaît une période de grande prospérité marquée par une activité commerciale intense en direction de l'Asie, du Sinaï et du Pount. Les frontières s'étendent des cataractes supérieures du Nil en Nubie jusqu'à l'Euphrate en Asie.
L'expédition en direction du pays du Pount, « pays de dieu » à proximité
l'Éthiopie actuelle, revêt un caractère essentiellement commercial. Le
pays regorge de parfums et d'huiles de sycomore, d'ébène et de bois
aromatiques, d'or, d'ivoire, de fourrures et d'animaux. Le trésor
rapporté enrichit le temple de Karnak où Hatchepsout fait construire le
« Saint des Saints », la « Chapelle Rouge » et deux obélisques « doigts
des dieux » dont l'un est encore dressé. Les représentations du deuxième
portique du merveilleux temple de Deir el-Bahari, appelé « portique du
Pount », retracent les expédions en direction des mines du Sinaï et du
Pount.
Les travaux entrepris durant le règne d’Hatchepsout sont très
importants : restauration des monuments détruits par les Hyksos,
construction d'une chapelle en grès et de deux obélisques en l'honneur
de Khnoum à Eléphantine, aménagement d'une grotte à Spéos Artemidos en
Moyenne Égypte consacrée à la déesse Pachet et surtout construction du
temple funéraire de la reine à Deir el-Bahari que les Egyptiens nomment
« djéser djéserou » (« le magnifique des magnifiques »), taillé dans le
roc d'une montagne et composé de trois terrasses.. Hatchepsout fait
aménager en outre une tombe entre la Vallée des rois et la Vallée des
reines dans laquelle on trouvera un sarcophage en quartzite jaune. Cette
construction sera abandonnée après son couronnement et remplacée par
une tombe creusée dans la Vallée des Rois.
Les circonstances de la mort de la reine restent inconnues, mais
l’empressement de son successeur et mari à faire disparaître l'essentiel
des traces de son règne plaide pour une disparition violente,
probablement lors d'une révolution de palais.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
იქ არაა ღმერთები, იქაა უმაღლესი არსების ემანაცია, ორი ფორმა. უმაღლესი არსება კი ერთდროულად არის დღე და ღამე,ქალური და მამაკაცური,შემოქმედი და მფარველი რეაქციის ძალა.
რე და ოსირისი განასახიერებენ ერთსა და იმავე ღვთაებრივ პრინციპს,მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე.
ამაში არაფერი ყოფილა ხატმებრძოლური,მიუხედავად იმისა რომ ფარაონს მიაწერენ ყველა ღვთაებრივი ფორმის მოსპობის სურვილს.
მას უნდოდა ამონის //" ფარულის" // ხატების გაქრობა, მაგრამ მას არ ჰქონდა ოსირისის რიტუალების მოსპობის სურვილი.
კარნაკის აღმოსავლეთით მისვლისას თქვენ ნახავთ ნაშთებს ტაძრებისა რომლებიც ამ მეფემ ააგო თავისი ახალი რელიგიისთვის. თქვენ ნახავთ ოსირისულ ბურჯებს რომლებიც გამასახავენ ამენოფის მეოთხეს.
მისი აკლდამა ააოხრეს და გაძარცვეს მაგრამ დარჩა ნაშთები რომლებითაც ვხვდებით რომ ის დაკრძალული იყო ოსირისული დასაკრძალი რიტუალით.
მის აკლდამაში ნახეს პატარა ქანდაკებები რომლებიც გარდაცვლილს გამოხატავენ ოსირისის ნიშნებით.
დღემდე უცნობია ახენატონის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები.
ვერავინ ამბობს თუ რა მოხდა დანამდვილებით მისი გარდაცვალების შემდეგ.
ხელისუფლება აიღო თანარეგენტმა ნეფერტიტიმ ? იყო თუ არა დანამდვილებით მეფე მისი უშუალო მემკვიდრე სემენეხარე?
ახენატონს არ უბრძოლია ოსირისის კულტის წინააღმდეგ. ის იბრძოდა ოსირისის რელიგიის არასწორი ინტერპრეტაციის წინააღმდეგ.
მან მხოლოდ გაბედა ერთი დაუჯერებელი რამ და ალბათ ამან გამოიწვია მისი სიკვდილი:
მას უნდოდა ოსირისის საიდუმლოს თვალშისაცემად,უხეშად გამხელა, აწევა ფარდისა რომელიც ფარავდა ღმერთის ჭრილობას,რისი გაკეთებაც ვერ გაბედა დედოფალმა ხატშეფსუტმა.
ახენატონს უნდოდა იმის ჩვენება რომ ოსირისს სიკვდილის დროს არ შეეძლო შვილის გაჩენა იმიტომ რომ მას აღარ ჰქონდა ასო. მე გადმოგცემთ რამდენადმე გამარტივებულად მაგრამ სწორედ აქ იყო ძალიან ღრმა მოძღვრება.
ამენოფის მეოთხემ არჩია რომ ის გამოექანდაკებინათ როგორც ოსირისი//ასოს გარეშე// იმის შესახსენებლად რომ სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლო იყო წყალდიდობის საიდუმლოს ნაწილი.
მან თავი გამოაქანდაკებინა მომავალი წყალდიდობის გენიას სახით,
უზომო მუცლითა და ფართო ბარძაყებით.
არქეოლოგები დაინტერესდნენ ამ ფენომენით და უსქესო არსების ამ საპექტით.
ზოგის აზრით ეს იყო ნეფერტიტი,ზოგის აზრით-საჭურისი.
"თქვენ ცდებით: ესაა ჰერმაფროდიტი".
ერთი ბურჯის პირდაპირ ის არის შიშველი,ფარაონის თმავარცხნილობით.
მეზობელი ბურჯის პირდაპირ ის გამოსახულია სხივმფენი მზის სახით ცოცხალი მეფის სამოსში.
სიმბოლიკა მარტივია გუშინ და ხვალე,სიბნელე და სინათლე.
ეს ორმაგი გამოსახულება წარმოადგენს ეგვიპტელთა უმრავლესობისთვის დილაობით ამომავალ და საღამოობით მიმქრალ ატომურ ძალას.
ფარაონის გამბედაობა შემაძრწუნებელია-ის ყველას დასანახად აშიშვლებდა საიდუმლოს რომელიც იყო ოსირისის ქურუმების არსებობის აზრი და სიმდიდრე.
ოსირისის ქურუმებმა ფარაონს ეს არ აპატიეს. მათ არ აპატიეს არც უფრო მოკრძალებულ ხათშეფსუტს.
ეგვიპტოლოგებს ძალიან გაუჭირდათ ამ იდეის დაჯერება.მათ ვერ წარმოიდგინეს რომ მეფემ საკუთარი თავი გამოაქანდაკებინა შიშველი და უსქესო მაშინ როდესაც ფარაონი ოფიციალურ ვითარებებში არის ეგვიპტის "ძლიერი ხარი"! არა და ფარაონს უნდოდა რელიგიური რეფორმის თავისი დიდი პროექტის ჩვენება.
მრავალი ეგვიპტოლოგი არის მათი დასავლური მენტალობის ტყვე და ეს მათ ათქმევინებს სისულელეებს. მაგრამ ზოგმა ეგვიპტოლოგმა,მაგალითად არისტიდ თეოდორიდესმა და სხვებმა გაიზიარეს ჩემი აზრი.
მართალია ისიც რომ ყველა მკვლევარმა დასკვნა უნდა გააკეთოს მის ხელთ არსებული საბუთებით. არა და ჩვენ არა გვაქვს წერილობითი წყარო ამ თემის შესახებ.
ძველი ეგვიპტის ისტორია კატასტროფა.
ქალაქები სადაც უეჭველად იყო ბიბლიოთეკები გაქრა ახალი დასახლებების ქვეშ. ტაძრები გაიძარცვა. ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ ნამცეცები.
წარმოიდგინეთ თითქოს საფრანგეთის ისტორიის დადგენა შესაძლებელი იყოს მხოლოდ პერ-ლაშეზის სასაფლაოს მეშვეობით.
ეს დაახლოებით იგივეა.
მე გულწრფელად ვფიქრობ რომ ამენოფის მეოთხე ამ გზას დაადგა იმიტომ რომ მან ნახა წინამორბედი დედოფალი ხატშეფსუტის სახით.
ფარაონი ქალი ხათშეფსუტი კი არაჩვეულებრივი ქალი იყო.
თავისი დიდი ინტენდანტი სენენმუტის დახმარებით მან სცადა თავისი ხალხისთვის სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლოთა უფრო ღრმად ჩვენება.
იმხანად ეგვიპტემ მოიგერია ჰიკსოსთა შემოსევა.
მამამისმა, მისმა წინამორბედებმა და ყველაზე მეტად სამეფო მანდილოსნებმა ხელი შეუწყვეს ტაძრებში ყოველდღიური რიტუალის აღდგენას იმიტომ რომ ყველაფერი მეტ-ნკლებად მომსპარი იყო.
მისი მეუღლე ტუტმოს მეორის სიკვდილის შემდეგ ჰატშეფსუტი და სენენმუტი დაფიქრდნენ საიდუმლოთა და რიტუალების მნიშვნელობაზე.
ძვ.წ. მე-15 საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი სენენმუტი უეჭველად იყო გენიოსი, დიდი სწავლული, რაზეც მოწმობს მისი ასტრონომიული აკლდამის პლაფონი.
კუბური ქანდაკენა გრანიტში, სიმაღლე-1.30. გამოსახულია დედოფალი ჰატშეფსუტის დიდმოხელე სენენმუტი ვისაც ხელში უკავის პრინცესა ნეფერურე. ჩანს მხოლოდ პრინცესას თავი.პრინცესა ბავშვია. ქანდაკებაზე არის იეროგლიფური წარწერები.
ისტორია იქცა მხატვრული ლიტერატურის თემად, ტადროს მაგდამ დაწერა აი ეს მოთხრობა "ფარაონის ხუროთმოძღვარი 1, საიდუმლო სიყვარული".
რეზიუმე:
ძვ.წ, 1500 წელი, ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტის ფარაონი თუთმოს პირველის ასული ჰატშეფსუტი და და მოკრძალებული წრიდან გამოსული ნიჭიერი ახალგაზრდა ვაჟი,ხუროთმოძღვარი სენენმუტი.
სენენმუტს ფარულად უყვარს ეს ქალი და მისთვის ხარჯავს თავისი უზარზმაზარი ნიჭის ყველა რესურსს. მაგრამ განა შესაძლებელია ორმხრივი სიყვარული მათ შორის? // ქრისტიან დესკროშ ნობლკურის თქმით მარტო ორიოდე ბინძური ჭორიკანა ნაკაწრი ლაპარაკობს იმაზე რომ სენენმუტი იყო ჰატშეფსუტის საყვარელი, არ არსებობს ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი,გ.მ.//.
1 500 avant notre ère. Deux destins se croisent : Hatchepsout, fille du pharaon d’Égypte Thoutmôsis Ier, rencontre un jeune homme doué de condition modeste, l’architecte Senenmout. Pour cette femme qu’il aime secrètement, ce dernier déploie toutes les ressources de son immense talent. Mais l’amour est-il réciproque et même possible entre eux ?
იგივე ქანდაკება სხვა კუთხით.
ეს ფარაონი იყო მონოთეიზმის შემომღები, მაგრამ მის მონოთეიზმს არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც ჩვენ დღეს მონოთეიზმს ვუწოდებთ.
ეგვიპტელი ქურუმები უწინარეს ყოვლისა ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოს წვდომას . მათი სიმბოლური ენა,რომლის გაშიფვრაც გვიჭირს, ემსახურება მათი გამოცხადებების,მათი ხილვების გადმოცემას.
ერთადერთი ღვთაებრივი პრინციპის იდეა მათთვის უფრო მეცნიერული ჰიპოთეზაა ვიდრე რელიგიური იდეა.
მაატი ანუ სამყაროს ჰარმონია:
ახალ იმპერიაში ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს აგზავნიდნენ ტაძრის სკოლაში,სიცოცხლის სახლში. ჩვენ არ ვიცით თუ რა და როგორ ხდებოდა ძველ იმპერიაში.
სკოლები იყო სოფლებშიც. ისინი ალბათ ჰგავდნენ დღევანდელ ყურანის სკოლებს,მაგრამ ძალიან ადრიდანვე არსებობდა უმაღლესი განათლება.
ჩვენთვის,მაგალითად,ცნობილია მეოთხე დინასტიის ბოლოდან ექიმი,ე.ი. დიპლომირებული ქალის მაგალითი.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მუზეუმს აქვს სახელგანთქმული პაპირუსი რომელსაც ედვინ სმიტის //მჩუქებლის სახელიდან// პაპირუსს უწოდებენ.
ის გამოაქვეყნა დიდმა ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა James Henry Breasted-მა.
ესაა კლინიკის ხელმძღვანელის მიერ დაწერილი ქირურგიის სახელოსნო.
ის სტუდენტებს ასწავლის დიაგნოზის დასმას და ომში მიღებული ჭრილობების მკურნალობას.
"თუ კი დაჭრილი წარმოადგენს ამ ფენომენს შენ მას შემდეგნაირად უმკურნალებ... თუ მას აღარ შეუძლია ლაპარაკი შენ მას შემდეგნაირად მიუდგები..."//მეტი დეტალისთვის იხ. თ ბარდინე,"ფარაონთა ეგვიპტის სამედიცინო პაპირუსები" Th. Bardinet,Les Papyrus médicaux de l'Egypte pharaonique,Fayard,Paris,1995 //.
სამწუხაროდ პაპირუსი არასრულია და ჩვენ არ ვიცით ამ ექიმის მიერ მიცემული რჩევები.
რამდენადაც ვიცი ძველ ეგვიპტეში სამედიცინო სპეციალობებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კარდიოკლოგია,ოფტალმოლოგია,
გინეკოლოგია და საერთო მედიცინა.
ძველი ეგვიპტელები ასევე იყვნენ შესანიშნავი ვეტერინარები და მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ფარმაკოპეა.
ძველი ეგვიპტელები მათი ხანისთვის იყვნენ დიდი მეცნიერები და
მათი ფარმაცევტული რჩევები იყო სერიოზული ექსპერიმენტების შედეგი. ისინი
შემთხვევით არ ურჩევდნენ რომელიმე ზეთს რევმატიზმთა სამკურნალოდ. ისინი
ნიორს ურჩევდნენ გველის ზოგი ნაკბენისთვის. ასე აკეთებენ დღევანდელ
ეგვიპტეშიც.
ოსირისული მორალი ახლოა ქრისტიანულ მორალთან...
არ უნდა დაუშავო, არ უნდა უბოროტო მოყვასს....
მოკლედ რომ ვთქვათ ოსირისი უნდა ყოფილიყო მომავლის ჩანასახი სიკვდილში და წონასწორობის და ჰარმონიის სიმბოლო მაატი უნდა ყოფილიყო ტრანსფორმაციათა მიღმა ღვთაებრივის მუდმივობის უზრუნველმყოფელი ძალა.
ოსირისული მორალი ეხება ადამიანის ქცევას ამქვეყნად. ადამიანმა უნდა სცადოს მაატთან დაახლოება.
ძველ ეგვიპტეში მორალი მჭიდროდაა დაკავშირებული მეტაფიზიკასთან ვინაიდან ამორალობა, მორალის უარყოფა არღვევს სამყაროს წონასწორობას.
ამორალური ადამიანი არღვევს მაატის კანონს.
მაგრამ მაატთან მიახლოება შეუძლია მხოლოდ სუვერენს რომლის მისიაცაა მაატის პატივისცემის დამკვიდრება დედამიწაზე. ამ წონასწორობის შესანარჩუნებლად მან უნდა იზრუნოს იმაზე რომ მისი ქვეშევრდომები შეესაბამებოდნენ ოსირისის იდეალს.
ფარაონი მეფობს ეგვიპტეში ღვთაებრივი გეგმის შესაბამისად. ის იბრძვის ქაოსის წინააღმდეგ,ის იცავს და ინარჩუნებს დემიურგის,შემოქმედის მიერ დადგენილ წესრიგს. ასე აჰყავს მას მაატი ღვთაებრივ საწყისთან.
სუვერენს აქვს ძალიან ბევრი მოვალეობა მან უნდა აღადგინოს და შეინარჩუნოს სამყაროს სვლა,მან უნდა დაიცვას ეგვიპტის საზღვრები,უზრუნველყოს ეგვიპტელთა ყოველდღიური პური, მან უნდა უყუროს იმას რომ ნილოსის ადიდებამ არ დააგვიანოს, ის უნდა უვლიდეს სარწყავ არხებს.
ფარაონს ეხმარება ასევე მაატის მსახური ვაზირა....ამიტომ ატარებს ის კისერზე ქალღმერთის ხატს.
მაატი ეგვიპტური პაპირუსიდან
წონასწორობის და წესრიგის,ჭეშმარიტების და სამართალის ძალა,ქაოსთან მებრძოლი მაატი
მაატს უძღვნიდნენ მხოლოდ პატარა სალოცავებს იმიტომ რომ ის არის მთელს სამყაროში და არა ტაძარში.
ტაძართა პილონების წინ იყო ადგილი სადაც მიაგებდნენ მართლმსაჯულებას.
არ უნდა ვიფიქროთ რომ მაატს უყურებდნენ როგორც ქალღმერთს.
ჩვენის აზრით ღმერთები ძველი ეგვიპტელებისთვის იყვნენ ერთი ღვთაების გამოხატულებები,უნივერსალური ძალის ქმედებათა და გამოვლენათა დადგენის ხერხი.
ეს ძალიან კარგად ახსნა თვითონ რამზესმა ლეიდენის მუზეუმში დაცულ ერთ პაპირუსში
"არ ირწმუნოთ ყველა ღმერთისა,ამბობს ის არსებითად,როდესაც ადამიანი ფიქრობს ჯერ ერთ რამეს და მერე სხვას, აკეთებს ჯერ ერთ რამეს და მერე სხვას თქვენ არ ამბობთ რომ აქაა მრავალი ადამიანი. სწორედ ასეა ღმერთების შემთხვევაშიც".
შეუძლებელია უკეთესად თქმა
ეგვიპტური ღმერთები გამოხატავენ კოსმიურ წესრიგს რომელიც არ უნდა შეაწუხო და დაარღვიო. მაატის ცნება არის ძველი ეგვიპტური აზრის ცენტრალური ცნება.
ვიმედოვნებ რომ ჩვენი ფილოსოფოსები მოახერხებენ ამდენის მთქმელი ორიგინალური კონცეფციის განსაზღვრას.
ჰუმანიზმის გაჩენა:
არავინაა სრულყოფილი, მაგრამ ფარაონთა ცივილიზაციის ყურდღებით შესწავლამ დაგვანახა უფსკრული რომელიც გამოჰყოფს ძველ ეგვიპტელებს მათი მეზობლებისგან.
მათი მართლმსაჯულება,მაგალითად, მკაცრი იყო,მაგრამ არ ყოფილა სისტემატურად სასტიკი.
სიკვდილით სჯიდნენ. რამზეს მესამის ერთ-ერთმა შვილმა დედამისთან შეთანხმებით მოაწყო შეთქმულება მამამისის წინააღმდეგ. უფლისწული გაასამართლეს. ის წარსდგა მოსამართლეთა წინაშე. ის მეფისწული იყო და ამიტომ ჰქონდა საკუთარი სიკვდილის ხერხის არჩევის უფლება. დეირ-ელ-ბაჰარის სამეფო სამალავში,იქ სადაც ქურუმებმა შეაგროვეს მუმიები მეფეთა ველის გაძარცული აკლდამებიდან იპოვეს ანონიმური მუმია. შეიძლება ეს იყოს სიკვდილმისჯილი უფლისწულის მუმია. შესწავლამ აჩვენა რომ ის უნდა მომკვდარიყო საშინელ წამებაში ასფიქსიისგან
ძველ ეგვიპტელებს არ ჰქონიათ ცოცხლად დამარხვის მსგავსი სასტიკი პრაქტიკები. ჩვენ ვიცით სარზე გასმის ერთადერთი მაგალითი. ასე დასაჯეს მახლობელი აღმოსავლეთიდან გამოსული ბარბაროსი.
უმკაცრესად სჯიდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ მხოლოდ დიდ დამნაშავეებს.
მეფის აკლდამა ითვლებოდა ღმერთის გემად და მის მძარცველებს სჯიდნენ ძალიან მკაცრად. მათ სიკვდილით სჯიდნენ ან ასახლებდნენ გაზაში ან ანიბასკენ//ნუბიას მიამი//. მათ სცნობენ ცხვირის გადაკვეთილი ხრტილით. ეგვიპტეში ჩასული ბერძნები გაზას უწოდებდნენ ცხირმოჭრილთა ქალაქს.
მაღაროებში, ძვირფასი წიაღისეულის ამოსაღებად ალბათ ამუშავებდნენ როგორც ომის ტყვეებს ისე სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც.
ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველი ჰუმანისტები ისტორიაში
ვესტკარის პაპირუსის სახელით ცნობილი დოკუმენტი ყვება ზღაპარს იმის შესახებ რომ ერთხელ დიდად მოწყენილმა მეფე ხეოფსმა შეკრიბა ისინი ვისაც შეეძლო მისი გართობა : აკრობატები, მარგალიტებით შემკული ბადემოხვეული მოცეკვავე გოგონები, ილუზიონისტები. ყველანი ავიდნენ ნავზე და ბადემოხვეულმა გოგონებმა ფარაონის მოსახიბლად დაიწყეს ნიჩბების მოსმა.
მაგრამ ერთ-ერთი გოგონა გაჩერდა იმიტომ რომ მისი ყელსაბამი წყალში ჩავარდა. მან ამაოდ სცადა ყელსაბამის წყლიდან ამოღება.
ოსირისის ქურუმები დამიანებს ეუბნებოდნენ რომ წესების და მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ კუთვნილს,ანუ იქნებოდნენ ღმერთის ახლოს.
ა ეგვიპტელებს არ აბნევდა ერთის მხრივ ღმერთებზე და მეორეს მხოლოდ ღმერთზე, ერთადერთ ღმერთზე ლაპარაკი.
არსებობდა მოძღვრება რომლის სწავლა შეეძლო ყველას.
ხალხური ლეგენდა არსით იყო ოსირისის ლეგენდა.
ოსირისის ლეგენდა კი არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ლეგენდა.
ქრისტიანობა დიდად იყო შთაგონებული ამით. ------------------------------------------------------------------------------------------------------------
Osiris "The God Of The Resurrection",
ოსირისი, "აღდგომის ღმერთი".
|
ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:
- „მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,
- „არ მიქურდავს“,
- „არ მიყაჩაღია“,
- „არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,
- „არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,
- „სუსტი არ დამიჩაგრავს“.
შემდეგ ის გახდა მიცვალებულთა და მარადიული ცხოვრების წვდომის ღმერთი. ის ითვლება მიცვალებულის მფარველად და მსაჯულად.
ოსირისი იყო ნუტის და გების ვაჟიშვილი. მას ჰყავდა ძმა სეთი და ორი და,ისისი და ნეფტისი. ისისი ასევე იყო მისი მეუღლე. მათ ეყოლათ ჰორი.
ლეგენდის თანახმად ოსისირისი განაგებდა ადამიანთა სამყაროს მანამდე ვიდრე მისი შურიანი ძმა სეთი არ გადაწყვეტდა მის მოკვლას.
მაგრამ ოსირისი აღადგინა მისი მეუღლე ისისის სიყვარულმა და მაგიამ. შურს იძიებს მისი შვილი ჰორი რომელიც ოსირისსს შეცვლის ადამიანთა სათავეში.
ოსირისი კი გახდა მიცვალებულთა და მარადიული ცხოვრების ღმერთი.
ციტატა:
"ოსირის,შენ წახვედი,მაგრამ დაბრუნდი,დაიძინე,მაგრამ გაიღვიძე,შენ მოკვდი,მაგრამ ისევ ცოცხლობ"//პირამიდათა ტექსტი,1004,საქარა//.
ისისი |
L’une des grandes divinités égyptiennes, il était adoré comme dieu de la végétation et de l’agriculture. Il est devenu ensuite le dieu des morts et de l’accession à la vie éternelle. Il est considéré comme le protecteur et le juge du défunt.
Osiris était le fils de Nout et de Geb. Il avait un frère, Seth, et deux sœurs Isis et Nephtys. Isis était aussi sa femme. De leur union naquit Horus.
Selon la légende, Osiris était celui qui gouvernait le monde des hommes avant que son frère, jaloux, décide de l’assassiner. C’est par la force de l’amour et la magie d’Isis que celui-ci revécut. Il sera vengé par son fils Horus qui le remplacera à la tête du monde des hommes. Quant à Osiris, il devint la divinité des morts et de la vie éternelle.
Citation :
«Osiris, tu es parti, mais tu es revenu; tu t'endormis, mais tu as été réveillé; tu mourus, mais tu vis de nouveau»
Texte des pyramides, 1004 Saqqarah.
----------------------------------------------------------------------------------------
ოსირისის მორალი ძალიან ჰგავს ქრისტიანულ მორალს.
ოსირისის მორალის თანახმად ადამიანი უნდა გაჰყვეს კეთილ,ბრძენ,სამართლიან ღმერთს რომელიც დახმარების ხელს უწვდის ღარიბებს და გაჭირვებაში ჩავარდნილებს.
ოსირისი სწონის სულებს და ასე აფასებს გარდაცვლილის ცხოვრებას, მის ქცევას იმ დროს როდესაც ის ცოცხალი იყო.
ადამიანმა არ უნდა დაარღვიოს მაატის კანონი.
სულთა ასაწონი საწორის ერთ თეფშზეა მაატი, მართლმსაჯულების, სამართალის, და, ყველაზე მეტად, ღვთაებრივი წონასწორობის, კოსმიური წონასწორობის სიმბოლო.
ამ სასწორის მეორე თეფშზეა ადამიანის გული. ასე იზომება მიცვალებულის ცუდი და კარგი საქციელის მნიშვნელობა,რამდენად დაარღვია მიცვალებულმა თავისი ცუდი ქცევით კოსმიური წესრიგი.
ამ სამსჯავროთი იწყება მოგზაურობა საიქიოში. მოგზაურობის ბოლოსთვის ეგვიპტელები ხედავდნენ ერთგვარ სამოთხეს,მაგრამ მათ გარკვევით არ ულაპარაკიათ მასზე.
მიწიერი, ამქვეყნიური მორალი უნდა იყოს კოსმიური კანონის სარკე.
ის უნდა შეესაბამებოდეს მამართლმსაჯულების, სამართალის,და,ყველაზე მეტად, ღვთაებრივი წონასწორობის,კოსმიური წონასწორობის სიმბოლო მაატის კანონით გამოხატულ კოსმიურ წესრიგს.
მშვიდობის. ჭეშმარიტების და მართლმსაჯულების ქალღმერთი. ისაა ქაოსის, უსამართლობის და სოციალური უწესრიგობის ანტითეზა.
ყოველი ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს მაატის კანონით გამოხატულ კოსმიურ წესრიგს.ფარაონის მისიაა ამ კანონის დედამიწაზე გაბატონება და ის ვინც არ ემსახურება ამ უზენაეს წესრიგს გზას უხსნის ქაოსს.
ხალხური რელიგია თანდათან გავრცელდა და დამკვიდრდა. პირველი ციტატები იმისა რაც უნდა გადაქცეულიყო მიცვალებულთა წიგნად ჩნდება საშუალო იმპერიიდან სარკოფაგების ტექსტებში,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ოსირისის მორალი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო.
ეგვიპტურ ელიტებს ჰქონდათ მრავალი და არა ერთი თეოლოგია. ისინი შეესაბამებოდნენ ეგვიპტის ისტორიის მანძილზე გამოვლენილ აზრის მიმდინარეობებს: ამონის თელოგია, მზის თეოლოგია, მემფისური თეოლოგია,ჰერმოპოლისის თელოგია. დიდხანს ფიქრობდნენ რომ ეს იყო ერთმანეთს დაპირისპირებული სარწმუნოებრივი სისტემები. მაგრამ დაკვირვებით შესწავლისას ჩანს აშკარა მსგავსებები.
ამ 4 დიდი თეოლოგიიდან დავიწყოთ ჰერმოპოლისის თეოლოგიით ვინაიდან ის ეხება კოსმოსის ისტორიას სამყაროს შექმნამდე.
ჩემის აზრით ეს ქურუმები არიან ეგვიპტური სამეცნიერო სულისკვეთების მამოძრავებელი ძალა.
ლაპარაკია ძალიან რთულ მეტაფიზიკაზე.
ყველაზე განათლებული სუვერენები მუდამ იყვნენ ჰერმოპოლისის თეოლოგიის ერთგულები.
მათი აზრით მაშინ როდესაც სამყარო ჯერ არ არსებობდა არსებობდა დიდი საწყისი წვენი-მასში შეიძლებოდა დაგვენახა ჩვენი ფიზიკოსების მიერ აღწერილი არეულობა,ბუნდოვანება.
იქ არაა არც სინათლე და არც მზე,რამდენადმე ატომების მსგავსად მოქმედებენ მხოლოდ მამრული და მდედრული ელემენტები.
მფარველობის ნიშნად ფრთების გამწვდომი მაატი. |
ჩვენი სამყაროს გაჩენამდე არსებულ თავდაპირველ ძალებს ეგვიპტელები სიმბოლურად გამოსახავენ ჰუმანოიდური ფორმებით. მათ აქვთ გომბეშოს,გველის თავები,ყურებდაცქვეტილი ძაღლისთავიანი არსებები, ისინი არიან სიბნელეში და წყალში.
გომბეშო და გველი მიუთითებენ მამრული და მდედრული ელემენტების შეხვედრაზე. ხდება ერთგვარი ბიგ ბანგი საიდანაც წარმოიშვნენ მზე,სინათლე და მზიური ბავშვი.
აი, მაშ, ჰერმოპოლისის ამ თეოლოგიის არსებითი ნაწილი. ამას თან ახლავს სამედიცინო,ფიზიკური, გეოფიზიკური, ასტრონომიული გამოკვლევები.
ჩემის აზრით ჰერმოპოლისის ქურუმები ყველაზე განათლებული ქურუმები არიან ეგვიპტის ისტორიაში.
შემთხვევითი არაა რომ ამენოფის მეოთხემ თუ ახენატონმა გადაწყვიტეს დამკვიდრება ტელ ელ-ამარნაში,ე.ი. ახალ დედაქალაქ ახეტატონში ზუსტად დიდად სწავლული თოთის ქალაქი ჰერმოპოლისის წინ. ტექსტებში კარგად ჩანს რომ მასზე ძალიან იმოქმედა ამ განწმენდილმა მეცნიერულმა რელიგიამ.
ამ მზიურ სალოცავებში ვარსკვლავს ხედავდნენ ყველგან. მაშ,იქ არ იყო ჭერი. პილონების შემქმნელი ორი კოშკი ზიდავდა ხუთ ლატანს,ანძას,
ჰერმოპოლისის თეოლოგიის ხუთ მამრულ ელემენტს და ხუთ მდედრულ ელემენტს. მაშინ როდესაც სხვა ტაძრების მონუმენტურ კარიბჭეებს აქვთ ერთი,ორი ან ოთხი.
ჰელიოპოლისის ქურუმებისთვის სინათლე გაჩნდა და სამყარო შეიძლება შეიქმნას. ესაა მეორე ეტაპი.
მესამე ეტაპი ეხება ადამიანთა გაჩენას. ეს მითოლოგია ღმერთი პტაჰის ფიგურის ირგვლივ შეიმუშავეს მემფისის ქურუმებმა.
ღმერთი პტაჰი ასევე უძღვება ხელოსანთა საქმიანობას.
მაშინ მოდიან აბიდოსის ქურუმები, ოსირისის ლეგენდის განათლებული ქურუმები. ეს ლეგენდა გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
თქვენ რა თქმა უნდა იცით პლუტარქეს მიერ მოგვიანებით კომენტირებული ეს ლეგენდა.
პლუტარქე ყვება რომ ეს ღმერთი მეფობდა დედამიწაზე ათასწლეულების მანძილზე. მისი საყვარელი მეუღლეა ისისი. მაგრამ საკვირველი ისაა რომ თქვენ ვერ ხედავთ ამ იდეალური წყვილის მემკვიდრეს მაშინ როდესაც ეგვიპტურ ოჯახში ხშირად ათიოდე ბავშვი იყო.
მაშ ეს ლეგენდაა.
ისისი და ოსირისი მეფობენ კაცობრიობაზე,შემდეგ ერთად მოღვაწეობენ მისი ბედნიერებისთვის. ისინი ქმნიან მორალს,"ცივილიზაციას",აჩვენებენ სწორი ცხოვრების გზას.
მაგრამ ოსირისის ძმა სეთს შურს ოსირისისა. ამ სამაგალითოდ ამრევმა ბოლოს და ბოლოს გააბა მახეში ოსირისი და მოკლა. ისისმა პირველად გადაარჩინა მეუღლე, მაგრამ ვერაფერს გახდა მეორედ მკვლელობისას.
სეთმა იპოვა ოსირისის სხეული,დაგლიჯა ის 14 თუ 16 ნაწილად და გადაყარა ნილოსში. რიცხვი 16 უცნაურად გვაგონებს ნილოსის იდეალურად ადიდების ზომას.
ოსირისის მითი გვახსენებს ნილოსის ადიდებას რომელმაც სიცოცხლე მიანიჭა ეგვიპტეს.
ოსირისის სხეულის ფრაგმენტები გაფანტულია წყალში.
ამასობაში ისისი მაგიის მეშვეობით გადაიქცა ფრინველად. მან გადაუფრინა ნილოსს და იპოვა ღმერთის ყველა ნაწილი.
ამ ნაწილების შეგროვების შემდეგ მან გააკეთა პირველი მუმია.
მაგრამ მან შეამჩნია რომ აკლია ასო,გამრავლების ორგანო. არადა,ვიმეორებ,მათ ერთად იცხოვრეს დიდხანს ისე რომ არ ყოლიათ შვილი.
ისისმა თავისი მაგიური ძალით აღუდგინა მუმიას ნაკლული ასო. ის გადაიქცა ფრინველად და დაჯდა ღმერთის სხეულზე.
განაყოფიერების შემდეგ ის დაიმალა ჭაობში ვინაიდან სეთს უნდა ხელის შეშლა ოსირისის მემკვიდრის გაჩენისთვის.
ეგვიპტოლოგთა უმრავლესობა ფიქრობს რომ ისისი დაიმალა შემისის ჭაობებში.
მე დარწმუნებული ვარ რომ საჭიროა სიმბოლური წაკითხვა.
ქალღმერთი, ისევე როგორც ჰორი, ბავშვი რომელსაც ის ელოდება, მაშ,ჭაობშია.
ისისი ეხლა არის დიდი საწყისი დედა,დიდი ქალღმერთი რომელზეც ლაპარაკობს ყველა რელიგია.
ის იგივდება სიყვარულის და მუდმივი ქმნადობის ქალღმერთ ჰათორთან.
ქრისტიან დესროშ ნობლკურის
წიგნი "ჰატშეფსუტი, იდუმალი
დედოფალი"
|
სიკვდილი არ არსებობს. ის მხოლოდ დასაძლევი,გადასალახავი რამაა.
აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება უფრო ნათლად დავინახოთ თუ რა იყო ის რასაც უწოდებენ ამარნას რევოლუციას,ამენოფის მეოთხის,ახენატონის სახელგანთქმული გადატრიალება.
ახენატონს არ უნდოდა ეგვიპტელთა რწმენის გარდაქმნა. მან თავიდან სცადა ჰერმოპოლისის ქურუმთა მოძღვრებაზე დაყრდნობით ამ რწმენის განწმენდა.
მას უნდოდა რომ ეგვიპტელთა რწმენა უფრო მეცნიერული და უფრო გასაგები ყოფილიყო მისი ხანის მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
და მართლაც რა არის უდიდესი საიდუმლო თუ არა სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლო. ახენატომ მოინდომა ეგვიპტური რწმენის მისი ხანის ადამიანებისთვის გასაგებად წარმოდგენა,მაგრამ ის ბევრად უფრო შორს წავიდა.
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამენოფის მეოთხის ჩანაფიქრები შთაგონებული იყი იმით რისი გამოხატვაც სცადა დედოფალმა ჰატშეფსუტმა დეირ-ელ-ბაჰარის მის ტაძარში და რომელიც შემდეგ რამზესმა გადაიტანა რამესეუმში.
-----------------------------------------------------------------------------------
მაატკა რე ჰატშეფსუტ//ძვ.წ. 1479-1457//. ტუტმოს მესამე მეტისმეტად ახალგაზრდაა და ვერ იქნება მამამისის მემკვიდრე. ამბიციური ჰატშეფსუტი მაშინ დაქორწინდა მის ძმისშვილზე და არის რეგენტი, შემდეგ კი დაიდგა გვირგვინი და მიიღო ფარაონის წოდება. ტუტმოს მესამეს რჩება მხოლოდ ხელისუფლებას მოკლებული თანარეგენტის როლის შესრულება//.
ახალმა დედოფალმა ფარაონმა გაამართლა ეს უზურპაცია მამამის ტუტმოს პირველთან ერთად თანარეგენტობის გამოგონებით.
ფარაონმა ქალბატონმა ჰატშეფსუტმა თავის საძვალედ ააგო ტაძარი დეირ-ელ-ბაჰარი.
ქალბატონმა ფარაონმა ჰატშეფსუტმა გვერდით დაიყენა კომპეტენტური და ერთგული დიდებულები,რომელთა შორისაც იყვნენ ხუროთმოძღვარი და ინტენდანტი სენენმუტი ვისაც დაევალა მისი ქალიშვილი ნეფერურის აღზრდა და ვინც არ იყო მხოლოდ მისი ხუროთმოძღვარი ამონის მეორე წინასწარმეტყველი რუიმ რე,კანცლერი ნეჰესი რომელიც სათავეში ჩაუდგა კომერციულ ექსპედიციას პუნტის მიმართულებით და ვაზირა და ამონის დიდი ქურუმი ნაპუსენები რომელიც ზედამხედველობს დიდ სამუშაოთა და ექსპედიციათა უდიდეს ნაწილს.
ამ დროს ეგვიპტე განიცდის კეთილდღეობას მისი კომერციული საქმიანობა მიმართულია აზიისკენ,სინაისკენ და პუნტისკენ. მისი საზღვრები ფართოვდება ნილოსის ზემო ჩანჩქერებიდან ევფრატამდე აზიაში.
ექსპედიციას პუნტის,ღმერთის ქვეყნის//თანამედროვე ეთიოპიის ახლოს, ძირითადად აქვს კომერციული ხასიათი. ქვეყანა სავსეა სანელებლებით მცენარეული ზეთით, სურნელოვანი ხეებით,ოქროთი,სპილოს ძვლით,ბეწვეულით და ცხოველებით. ჩამოტანილმა ძვირფასეულობამ გაამდიდრა კარნაკის ტაძარი.
ჰატშეფსუტის ბრძანებით აიგო წმინდათა წმინდა,წითელი კაპელა,ორი ობელისკი, ღმერთთა თითები,რომელთაგან ერთი დღემდე დგას. დეირ-ელ-ბაჰარის ტაძრის მეორე პორტიკის გამოსახულებები ასახავენ ექსპედიციებს სინაის და პუნტის მაღაროებისკენ.
ქალბატონმა ფარაონმა ჰატშეფსუტმა აღადგინა ჰიკსოსების მიერ დანგრეული ძეგლებიც. მისი მეფობა სხვა მშენებლობებითაცაა ცნობილი.
ქალბატონი ფარაონი ჰატშეფსუტის სიკვდილის გარემოებები უცნობია. ფიქრობენ რომ ეგვიპტელმა დიდებულებმა ქალის მეფობა ჩათვალეს ბუნებრივი წყობის დარღვევად,ვერ აიტანეს ეს ფაქტი,მოაწყვეს სასახლის რევოლუცია და მოკლეს ქალბატონი ფარაონი. მისმა მემკვიდრემ და მეუღლემ კი საჩქაროდ წაშალა ქალბატონი ფარაონის მეფობის კვალი.
Maâtka Rê Hatshepsout (1479 à 1457 avant J. C.). Thoutmosis III est trop jeune pour succéder à son père. L’ambitieuse Hatchepsout épouse alors son neveu et exerce la régence avant de se faire couronner et prendre la titulature de pharaon. Thoutmosis III n'assume qu'un rôle de corégent dépourvu de pouvoirs. La nouvelle reine justifie cette usurpation en s'inventant une corégence avec son père Thoutmosis I. Ce « texte de la jeunesse d'Hatchepsout » se trouve dans le temple funéraire qu'elle se fait construire à Deir el-Bahari.
La reine s'entoure de hauts dignitaires compétents et dévoués, parmi lesquels l’architecte et intendant Senenmout, chargé de l'éducation de sa fille Neferure et qui sera plus que son architecte, Pouym Rê, deuxième prophète d'Amon, Nehesy, chancelier qui prend la tête de l'expédition commerciale en direction du pays du Pount et Hapouseneb, vizir et grand prêtre d'Amon qui supervise l'essentiel des grands travaux et des expéditions. L'Egypte connaît une période de grande prospérité marquée par une activité commerciale intense en direction de l'Asie, du Sinaï et du Pount. Les frontières s'étendent des cataractes supérieures du Nil en Nubie jusqu'à l'Euphrate en Asie.
Karnak, cour de la cachette. Statue cube de Senenmout, favori de la reine Hatchepsout. XVIIIè dynastie, granit. Londres, British Museum. (Site Egypte antique) |
Deir el-Bahari : le temple funéraire de la reine Hatchepsout : relief de l’expédition au pays de Pount. (Site Egypte antique) |
Deir el-Bahari : le temple funéraire de la reine Hatchepsout Maâtkarê. (Hatchepsout Maâtkarêè dynastie, 1479-1457). Vue générale. (Site Egypte antique) |
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქალი-ფარაონი ჰატშეფსუტი |
|
ღრმად ვარ დარწმუნებული
რომ ამენოფის მეოთხის ჩანაფიქრები შთაგონებული იყო იმით რისი გამოხატვაც
სცადა დედოფალმა ჰატშეფსუტმა დეირ-ელ-ბაჰარის მის ტაძარში და რომელიც
შემდეგ რამზესმა გადაიტანა რამესეუმში.
იქ არაა ღმერთები, იქაა უმაღლესი არსების ემანაცია, ორი ფორმა. უმაღლესი არსება კი ერთდროულად არის დღე და ღამე,ქალური და მამაკაცური,შემოქმედი და მფარველი რეაქციის ძალა.
რე და ოსირისი განასახიერებენ ერთსა და იმავე ღვთაებრივ პრინციპს,მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე.
ამაში არაფერი ყოფილა ხატმებრძოლური,მიუხედავად იმისა რომ ფარაონს მიაწერენ ყველა ღვთაებრივი ფორმის მოსპობის სურვილს.
მას უნდოდა ამონის //" ფარულის" // ხატების გაქრობა, მაგრამ მას არ ჰქონდა ოსირისის რიტუალების მოსპობის სურვილი.
კარნაკის აღმოსავლეთით მისვლისას თქვენ ნახავთ ნაშთებს ტაძრებისა რომლებიც ამ მეფემ ააგო თავისი ახალი რელიგიისთვის. თქვენ ნახავთ ოსირისულ ბურჯებს რომლებიც გამასახავენ ამენოფის მეოთხეს.
მისი აკლდამა ააოხრეს და გაძარცვეს მაგრამ დარჩა ნაშთები რომლებითაც ვხვდებით რომ ის დაკრძალული იყო ოსირისული დასაკრძალი რიტუალით.
მის აკლდამაში ნახეს პატარა ქანდაკებები რომლებიც გარდაცვლილს გამოხატავენ ოსირისის ნიშნებით.
დღემდე უცნობია ახენატონის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები.
ვერავინ ამბობს თუ რა მოხდა დანამდვილებით მისი გარდაცვალების შემდეგ.
ხელისუფლება აიღო თანარეგენტმა ნეფერტიტიმ ? იყო თუ არა დანამდვილებით მეფე მისი უშუალო მემკვიდრე სემენეხარე?
ახენატონს არ უბრძოლია ოსირისის კულტის წინააღმდეგ. ის იბრძოდა ოსირისის რელიგიის არასწორი ინტერპრეტაციის წინააღმდეგ.
მან მხოლოდ გაბედა ერთი დაუჯერებელი რამ და ალბათ ამან გამოიწვია მისი სიკვდილი:
მას უნდოდა ოსირისის საიდუმლოს თვალშისაცემად,უხეშად გამხელა, აწევა ფარდისა რომელიც ფარავდა ღმერთის ჭრილობას,რისი გაკეთებაც ვერ გაბედა დედოფალმა ხატშეფსუტმა.
ახენატონს უნდოდა იმის ჩვენება რომ ოსირისს სიკვდილის დროს არ შეეძლო შვილის გაჩენა იმიტომ რომ მას აღარ ჰქონდა ასო. მე გადმოგცემთ რამდენადმე გამარტივებულად მაგრამ სწორედ აქ იყო ძალიან ღრმა მოძღვრება.
ამენოფის მეოთხემ არჩია რომ ის გამოექანდაკებინათ როგორც ოსირისი//ასოს გარეშე// იმის შესახსენებლად რომ სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლო იყო წყალდიდობის საიდუმლოს ნაწილი.
მან თავი გამოაქანდაკებინა მომავალი წყალდიდობის გენიას სახით,
უზომო მუცლითა და ფართო ბარძაყებით.
არქეოლოგები დაინტერესდნენ ამ ფენომენით და უსქესო არსების ამ საპექტით.
ზოგის აზრით ეს იყო ნეფერტიტი,ზოგის აზრით-საჭურისი.
"თქვენ ცდებით: ესაა ჰერმაფროდიტი".
ერთი ბურჯის პირდაპირ ის არის შიშველი,ფარაონის თმავარცხნილობით.
მეზობელი ბურჯის პირდაპირ ის გამოსახულია სხივმფენი მზის სახით ცოცხალი მეფის სამოსში.
სიმბოლიკა მარტივია გუშინ და ხვალე,სიბნელე და სინათლე.
ეს ორმაგი გამოსახულება წარმოადგენს ეგვიპტელთა უმრავლესობისთვის დილაობით ამომავალ და საღამოობით მიმქრალ ატომურ ძალას.
ფარაონის გამბედაობა შემაძრწუნებელია-ის ყველას დასანახად აშიშვლებდა საიდუმლოს რომელიც იყო ოსირისის ქურუმების არსებობის აზრი და სიმდიდრე.
ოსირისის ქურუმებმა ფარაონს ეს არ აპატიეს. მათ არ აპატიეს არც უფრო მოკრძალებულ ხათშეფსუტს.
ეგვიპტოლოგებს ძალიან გაუჭირდათ ამ იდეის დაჯერება.მათ ვერ წარმოიდგინეს რომ მეფემ საკუთარი თავი გამოაქანდაკებინა შიშველი და უსქესო მაშინ როდესაც ფარაონი ოფიციალურ ვითარებებში არის ეგვიპტის "ძლიერი ხარი"! არა და ფარაონს უნდოდა რელიგიური რეფორმის თავისი დიდი პროექტის ჩვენება.
მრავალი ეგვიპტოლოგი არის მათი დასავლური მენტალობის ტყვე და ეს მათ ათქმევინებს სისულელეებს. მაგრამ ზოგმა ეგვიპტოლოგმა,მაგალითად არისტიდ თეოდორიდესმა და სხვებმა გაიზიარეს ჩემი აზრი.
მართალია ისიც რომ ყველა მკვლევარმა დასკვნა უნდა გააკეთოს მის ხელთ არსებული საბუთებით. არა და ჩვენ არა გვაქვს წერილობითი წყარო ამ თემის შესახებ.
ძველი ეგვიპტის ისტორია კატასტროფა.
ქალაქები სადაც უეჭველად იყო ბიბლიოთეკები გაქრა ახალი დასახლებების ქვეშ. ტაძრები გაიძარცვა. ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ ნამცეცები.
წარმოიდგინეთ თითქოს საფრანგეთის ისტორიის დადგენა შესაძლებელი იყოს მხოლოდ პერ-ლაშეზის სასაფლაოს მეშვეობით.
ეს დაახლოებით იგივეა.
მე გულწრფელად ვფიქრობ რომ ამენოფის მეოთხე ამ გზას დაადგა იმიტომ რომ მან ნახა წინამორბედი დედოფალი ხატშეფსუტის სახით.
ფარაონი ქალი ხათშეფსუტი კი არაჩვეულებრივი ქალი იყო.
თავისი დიდი ინტენდანტი სენენმუტის დახმარებით მან სცადა თავისი ხალხისთვის სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლოთა უფრო ღრმად ჩვენება.
იმხანად ეგვიპტემ მოიგერია ჰიკსოსთა შემოსევა.
მამამისმა, მისმა წინამორბედებმა და ყველაზე მეტად სამეფო მანდილოსნებმა ხელი შეუწყვეს ტაძრებში ყოველდღიური რიტუალის აღდგენას იმიტომ რომ ყველაფერი მეტ-ნკლებად მომსპარი იყო.
მისი მეუღლე ტუტმოს მეორის სიკვდილის შემდეგ ჰატშეფსუტი და სენენმუტი დაფიქრდნენ საიდუმლოთა და რიტუალების მნიშვნელობაზე.
ძვ.წ. მე-15 საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი სენენმუტი უეჭველად იყო გენიოსი, დიდი სწავლული, რაზეც მოწმობს მისი ასტრონომიული აკლდამის პლაფონი.
კუბური ქანდაკენა გრანიტში, სიმაღლე-1.30. გამოსახულია დედოფალი ჰატშეფსუტის დიდმოხელე სენენმუტი ვისაც ხელში უკავის პრინცესა ნეფერურე. ჩანს მხოლოდ პრინცესას თავი.პრინცესა ბავშვია. ქანდაკებაზე არის იეროგლიფური წარწერები.
ისტორია იქცა მხატვრული ლიტერატურის თემად, ტადროს მაგდამ დაწერა აი ეს მოთხრობა "ფარაონის ხუროთმოძღვარი 1, საიდუმლო სიყვარული".
რეზიუმე:
ძვ.წ, 1500 წელი, ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტის ფარაონი თუთმოს პირველის ასული ჰატშეფსუტი და და მოკრძალებული წრიდან გამოსული ნიჭიერი ახალგაზრდა ვაჟი,ხუროთმოძღვარი სენენმუტი.
სენენმუტს ფარულად უყვარს ეს ქალი და მისთვის ხარჯავს თავისი უზარზმაზარი ნიჭის ყველა რესურსს. მაგრამ განა შესაძლებელია ორმხრივი სიყვარული მათ შორის? // ქრისტიან დესკროშ ნობლკურის თქმით მარტო ორიოდე ბინძური ჭორიკანა ნაკაწრი ლაპარაკობს იმაზე რომ სენენმუტი იყო ჰატშეფსუტის საყვარელი, არ არსებობს ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი,გ.მ.//.
1 500 avant notre ère. Deux destins se croisent : Hatchepsout, fille du pharaon d’Égypte Thoutmôsis Ier, rencontre un jeune homme doué de condition modeste, l’architecte Senenmout. Pour cette femme qu’il aime secrètement, ce dernier déploie toutes les ressources de son immense talent. Mais l’amour est-il réciproque et même possible entre eux ?
ეს ფარაონი იყო მონოთეიზმის შემომღები, მაგრამ მის მონოთეიზმს არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც ჩვენ დღეს მონოთეიზმს ვუწოდებთ.
ეგვიპტელი ქურუმები უწინარეს ყოვლისა ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოს წვდომას . მათი სიმბოლური ენა,რომლის გაშიფვრაც გვიჭირს, ემსახურება მათი გამოცხადებების,მათი ხილვების გადმოცემას.
ერთადერთი ღვთაებრივი პრინციპის იდეა მათთვის უფრო მეცნიერული ჰიპოთეზაა ვიდრე რელიგიური იდეა.
მაატი ანუ სამყაროს ჰარმონია:
ახალ იმპერიაში ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს აგზავნიდნენ ტაძრის სკოლაში,სიცოცხლის სახლში. ჩვენ არ ვიცით თუ რა და როგორ ხდებოდა ძველ იმპერიაში.
სკოლები იყო სოფლებშიც. ისინი ალბათ ჰგავდნენ დღევანდელ ყურანის სკოლებს,მაგრამ ძალიან ადრიდანვე არსებობდა უმაღლესი განათლება.
ჩვენთვის,მაგალითად,ცნობილია მეოთხე დინასტიის ბოლოდან ექიმი,ე.ი. დიპლომირებული ქალის მაგალითი.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მუზეუმს აქვს სახელგანთქმული პაპირუსი რომელსაც ედვინ სმიტის //მჩუქებლის სახელიდან// პაპირუსს უწოდებენ.
ის გამოაქვეყნა დიდმა ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა James Henry Breasted-მა.
ესაა კლინიკის ხელმძღვანელის მიერ დაწერილი ქირურგიის სახელოსნო.
ის სტუდენტებს ასწავლის დიაგნოზის დასმას და ომში მიღებული ჭრილობების მკურნალობას.
"თუ კი დაჭრილი წარმოადგენს ამ ფენომენს შენ მას შემდეგნაირად უმკურნალებ... თუ მას აღარ შეუძლია ლაპარაკი შენ მას შემდეგნაირად მიუდგები..."//მეტი დეტალისთვის იხ. თ ბარდინე,"ფარაონთა ეგვიპტის სამედიცინო პაპირუსები" Th. Bardinet,Les Papyrus médicaux de l'Egypte pharaonique,Fayard,Paris,1995 //.
სამწუხაროდ პაპირუსი არასრულია და ჩვენ არ ვიცით ამ ექიმის მიერ მიცემული რჩევები.
რამდენადაც ვიცი ძველ ეგვიპტეში სამედიცინო სპეციალობებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კარდიოკლოგია,ოფტალმოლოგია,
გინეკოლოგია და საერთო მედიცინა.
ძველი ეგვიპტელები ასევე იყვნენ შესანიშნავი ვეტერინარები და მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ფარმაკოპეა.
ამენჰოტეპ-ამენოფის მეოთხე, ახენატონი ქაიროს მუზეუმში. |
ოსირისული მორალი ახლოა ქრისტიანულ მორალთან...
არ უნდა დაუშავო, არ უნდა უბოროტო მოყვასს....
მოკლედ რომ ვთქვათ ოსირისი უნდა ყოფილიყო მომავლის ჩანასახი სიკვდილში და წონასწორობის და ჰარმონიის სიმბოლო მაატი უნდა ყოფილიყო ტრანსფორმაციათა მიღმა ღვთაებრივის მუდმივობის უზრუნველმყოფელი ძალა.
ოსირისული მორალი ეხება ადამიანის ქცევას ამქვეყნად. ადამიანმა უნდა სცადოს მაატთან დაახლოება.
ძველ ეგვიპტეში მორალი მჭიდროდაა დაკავშირებული მეტაფიზიკასთან ვინაიდან ამორალობა, მორალის უარყოფა არღვევს სამყაროს წონასწორობას.
ამორალური ადამიანი არღვევს მაატის კანონს.
მაგრამ მაატთან მიახლოება შეუძლია მხოლოდ სუვერენს რომლის მისიაცაა მაატის პატივისცემის დამკვიდრება დედამიწაზე. ამ წონასწორობის შესანარჩუნებლად მან უნდა იზრუნოს იმაზე რომ მისი ქვეშევრდომები შეესაბამებოდნენ ოსირისის იდეალს.
ფარაონი მეფობს ეგვიპტეში ღვთაებრივი გეგმის შესაბამისად. ის იბრძვის ქაოსის წინააღმდეგ,ის იცავს და ინარჩუნებს დემიურგის,შემოქმედის მიერ დადგენილ წესრიგს. ასე აჰყავს მას მაატი ღვთაებრივ საწყისთან.
სუვერენს აქვს ძალიან ბევრი მოვალეობა მან უნდა აღადგინოს და შეინარჩუნოს სამყაროს სვლა,მან უნდა დაიცვას ეგვიპტის საზღვრები,უზრუნველყოს ეგვიპტელთა ყოველდღიური პური, მან უნდა უყუროს იმას რომ ნილოსის ადიდებამ არ დააგვიანოს, ის უნდა უვლიდეს სარწყავ არხებს.
ფარაონს ეხმარება ასევე მაატის მსახური ვაზირა....ამიტომ ატარებს ის კისერზე ქალღმერთის ხატს.
მაატი ეგვიპტური პაპირუსიდან
წონასწორობის და წესრიგის,ჭეშმარიტების და სამართალის ძალა,ქაოსთან მებრძოლი მაატი
მაატს უძღვნიდნენ მხოლოდ პატარა სალოცავებს იმიტომ რომ ის არის მთელს სამყაროში და არა ტაძარში.
ტაძართა პილონების წინ იყო ადგილი სადაც მიაგებდნენ მართლმსაჯულებას.
არ უნდა ვიფიქროთ რომ მაატს უყურებდნენ როგორც ქალღმერთს.
ჩვენის აზრით ღმერთები ძველი ეგვიპტელებისთვის იყვნენ ერთი ღვთაების გამოხატულებები,უნივერსალური ძალის ქმედებათა და გამოვლენათა დადგენის ხერხი.
ეს ძალიან კარგად ახსნა თვითონ რამზესმა ლეიდენის მუზეუმში დაცულ ერთ პაპირუსში
"არ ირწმუნოთ ყველა ღმერთისა,ამბობს ის არსებითად,როდესაც ადამიანი ფიქრობს ჯერ ერთ რამეს და მერე სხვას, აკეთებს ჯერ ერთ რამეს და მერე სხვას თქვენ არ ამბობთ რომ აქაა მრავალი ადამიანი. სწორედ ასეა ღმერთების შემთხვევაშიც".
შეუძლებელია უკეთესად თქმა
ეგვიპტური ღმერთები გამოხატავენ კოსმიურ წესრიგს რომელიც არ უნდა შეაწუხო და დაარღვიო. მაატის ცნება არის ძველი ეგვიპტური აზრის ცენტრალური ცნება.
ვიმედოვნებ რომ ჩვენი ფილოსოფოსები მოახერხებენ ამდენის მთქმელი ორიგინალური კონცეფციის განსაზღვრას.
ჰუმანიზმის გაჩენა:
არავინაა სრულყოფილი, მაგრამ ფარაონთა ცივილიზაციის ყურდღებით შესწავლამ დაგვანახა უფსკრული რომელიც გამოჰყოფს ძველ ეგვიპტელებს მათი მეზობლებისგან.
მათი მართლმსაჯულება,მაგალითად, მკაცრი იყო,მაგრამ არ ყოფილა სისტემატურად სასტიკი.
სიკვდილით სჯიდნენ. რამზეს მესამის ერთ-ერთმა შვილმა დედამისთან შეთანხმებით მოაწყო შეთქმულება მამამისის წინააღმდეგ. უფლისწული გაასამართლეს. ის წარსდგა მოსამართლეთა წინაშე. ის მეფისწული იყო და ამიტომ ჰქონდა საკუთარი სიკვდილის ხერხის არჩევის უფლება. დეირ-ელ-ბაჰარის სამეფო სამალავში,იქ სადაც ქურუმებმა შეაგროვეს მუმიები მეფეთა ველის გაძარცული აკლდამებიდან იპოვეს ანონიმური მუმია. შეიძლება ეს იყოს სიკვდილმისჯილი უფლისწულის მუმია. შესწავლამ აჩვენა რომ ის უნდა მომკვდარიყო საშინელ წამებაში ასფიქსიისგან
ძველ ეგვიპტელებს არ ჰქონიათ ცოცხლად დამარხვის მსგავსი სასტიკი პრაქტიკები. ჩვენ ვიცით სარზე გასმის ერთადერთი მაგალითი. ასე დასაჯეს მახლობელი აღმოსავლეთიდან გამოსული ბარბაროსი.
უმკაცრესად სჯიდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ მხოლოდ დიდ დამნაშავეებს.
მეფის აკლდამა ითვლებოდა ღმერთის გემად და მის მძარცველებს სჯიდნენ ძალიან მკაცრად. მათ სიკვდილით სჯიდნენ ან ასახლებდნენ გაზაში ან ანიბასკენ//ნუბიას მიამი//. მათ სცნობენ ცხვირის გადაკვეთილი ხრტილით. ეგვიპტეში ჩასული ბერძნები გაზას უწოდებდნენ ცხირმოჭრილთა ქალაქს.
მაღაროებში, ძვირფასი წიაღისეულის ამოსაღებად ალბათ ამუშავებდნენ როგორც ომის ტყვეებს ისე სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც.
ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველი ჰუმანისტები ისტორიაში
ვესტკარის პაპირუსის სახელით ცნობილი დოკუმენტი ყვება ზღაპარს იმის შესახებ რომ ერთხელ დიდად მოწყენილმა მეფე ხეოფსმა შეკრიბა ისინი ვისაც შეეძლო მისი გართობა : აკრობატები, მარგალიტებით შემკული ბადემოხვეული მოცეკვავე გოგონები, ილუზიონისტები. ყველანი ავიდნენ ნავზე და ბადემოხვეულმა გოგონებმა ფარაონის მოსახიბლად დაიწყეს ნიჩბების მოსმა.
მაგრამ ერთ-ერთი გოგონა გაჩერდა იმიტომ რომ მისი ყელსაბამი წყალში ჩავარდა. მან ამაოდ სცადა ყელსაბამის წყლიდან ამოღება.
მაშინ დაუძახეს ჯადოსანს რომელმაც გახსნა წყალი და ამოიღო სამკაული.
მიუხედავად ამისა ფარაონი მაინც მოწყენილი იყო და მან მოითხოვა რაღაც უფრო საინტერესო.
მრჩეველმა უთხრა რომ იცნობს პირამიდების ძირში მცხოვრებ მოხუც ბრძენს და ფარაონმა გააგზავნა ხალხი ამ 110 წლის ბრძენის საძებრად.
წარგზავნილები მივიდნენ მაშინ როდესაც გრძელი გზის გამვლელ ბრძენს პატარა ბიჭი უკეთებდა ფეხების მასაჟს
ბრძენმა წარგზავნილებს უთხრა რომ ფარაონის გასართობად მას შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება და ის წაიყვანეს ფარაონთან.
ფარაონმა ჰკითხვა თუ შეუძლია მას თავის მოჭრა ცოცხალი არსებისთვის და შემდეგ მისი უკან მიწებება.
რა თქმა უნდა, რატომაც არა? უპასუხა ბრძენმა.
ხეოფსმა ბრძანა ომში აყვანილი ტყვის მოყვანა.
ამის დანახვაზე ბრძენმა ფარაონს სასწრაფოდ უთხრა რომ ადამიანი არის ღმერთის ცხოველი და მისთვის ასეთი რამეების გაკეთება არ შეიძლება.
მაშინ ფარაონმა მოაყვანინა ბატი. ბრძენმა მშვიდად მოჭრა ბატს თავი და შემდეგ უკან მიაწება და გააცოცხლა ბატი.
ეს ხდებოდა მაშინ როდესაც ეგვიპტელების მეზობლები სრულებით გულგრილად ატყავებდნენ ცოცხლად ადამიანებს.
ეგვიპტელები განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ტუტმოს მესამემ სასტიკად დასაჯა კუშიტთა ერთი ბელადი რომელმაც მოსპო ეგვიპტური სოფელი.
მან ეს ბელადი განგმირა ხმლით, ფეხებით ჩამოკიდა თავისი გემის ანძაზე და ისე ჩაიყვანა კარნაკის კედლებთან.
ეს იყო გაფრთხილება.
ინკვიზიციის ხანის ევროპაში ცხოვრებას ძველ ეგვიპტეში ცხოვრება ჯობია. კარგი იქნებოდა ცხოვრება ხათშეფსუტის ხანაში ან ამენოფის მესამის კარზე.
ამენოფის მესამის ხანა ეგვიპტური ცივილიზაციის აპოგეაა.
მშვიდობა დაცულია, ხელოვნებაში და ლიტერატურაში ეძებენ სისადავეს. განვითარების მწვერვალს აღწევს ფილოსოფიურ-რელიგიური აზრი.
თანამედროვეობაც საკმაოდ საზიზღარია. უყურეთ ინდუსტრიის ამ რაინდებს, მძევლების ამყვანებს,სერიულ მკვლელებს, ომები ნავთობისთვის, ცინიზმი და ეგოიზმი, ზღვების დაბინძურება...
ყველაფერი ამის გამო გვაჟრჟოლებს.
მართალია რომ თავისი სპილოს ძვლის კოშკებში არიან მეცნიერებიც რომლებიც ამზადებენ მოგზაურობას მარსზე,იკვლევენ გენეტიკის საიდუმლოებებს,ისევე როგორც მამა პიერის და და ემანუელის ნაირი ადამიანები...
ჩვენმა საუკუნემ შეგვიქმნა ცხოვრების სრულებით თავბრუსდამხვევი პირობები.
მაგრამ მთავარია მორალური არასრულყოფილება.
მორალურად კაცობრიობა წინ არ წასულა ფარაონთა ხანის შემდეგ. პირიქით,მან ალბათ განიცადა მორალური რეგრესი.
No comments:
Post a Comment