6.17.2013

ძველეგვიპტური სიბრძნიდან, იპუ-ურის წინასწარმეტყველება

კაცს ვეღარ გაარჩევთ კაცუნასგან და არარაობისგან.

ჯოჯოხეთი
"წინაპრების მიერ ნაწინასწარმეტყველები ახდა დედამიწა აივსო ბანდებით, დანაშაული ხდება ყველგან, დიდებს აღარ ძალუძთ ხალხთან დაძმობილება,ადამიანთა გული მოძალადეა, ვეღარ იცინიან. ვერ ერთი ხმა ვერ იქნება მართალი არეულობისა და ალიაქოთის წლებში, ძმობას ხელს უშლის შიმშილი, ადამიანის გული დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით,ქვეყანა შემცირდება მაგრამ უფროსების რაოდენობა დიდი იქნება, დიდი იქნება გადასახადები, ნათელი, სინათლე მოშორდება ადამიანს...."

ამ პუბლიკაციის წყალობით გაცხადებულია ძველი ეგვიპტის ბრძენთა არაჩვეულებრივი წინასწარმეტყველებები.

რა უნდა გაკეთდეს? კითხულობენ ისინი და იხსენებენ ბედნიერ დღეებს.

უნდა გავაცნობიეროთ სინამდვილე,უნდა დავინახოთ რომ არაა მხიარული და შემოქმედებითი სულიერება და ნამდვილ ღირებულებებზე დაფუძნებული სოლიდარობა.

მართლაც,"ტანჯვა არის ყოველ გზაზე, დაიწყო ომი,აღარაა წინამძღოლი", მაგრამ თუ კი ყურს დავუგდებთ "გულის ხმას" და დავიბრუნებთ დაკარგულ ჰარმონიას მაშინ შესაძლებელია მდგომარეობიდან გამოსავლის მონახვა.

ძველი ეგვიპტის წინასწარმეტყველებები,ანდრე ფერმას და რამზესის ინსტიტუტის დირექტორი მიშელ ლაპიდუსის მიერ თარგმნილი და კომენტირებული ტექსტები //Prophéties de l'Egypte ancienne; Textes trqduits et commentés par André Fermat et Michel Lapidus Directeur de l'Institut Tamsès,Collectio, Egypte,La Maison de Vie,1999

შემოკლებულად თარგმნა ფრანგულიდან გიორგი მარჯანიშვილმა
-----------------------------------------------------------------------------------------

"იპუ-ურის მოთქმა გოდება" არის ლეიდენის მუზუმში ნომერი 344-ით დაცული პაპირუსიუ, ამიტომ მას ლეიდენის პაპირუსი ეწოდება. პირველი შუალედური პერიოდით დათარიღებულ ამ დოკუმენტს ასევე ჰქვია "იპურ-ურის წინასწარმეტყველება".

შედარებით ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეს ხელნაწერი მე-19 საუკუნის დასაწყისში იპოვეს მემფისში. 1828 წელს ის იყიდა ლეიდენის მუზეუმმა ჰოლანდიაში.

სერ ალან გარდინერმა კურსივული დამწერლობით დაწერილი ეს ტექსტი მთლიანად თარგმნა მხოლოდ 80 წლის შემდეგ,1909 წელს.

ამ ხელნაწერში მწერალი იპუ-ური აფრთხილებს მკითხველს რომ სოციალური ორგანიზაციის ჩამოშორება მაატისგან დამღუპველია.

ესაა დიდი მოთქმა-გოდება თანამედროვეობის უბედურებათა გამო.

სუსტი სუვერენი პეპი მეორეს ხანგრძლივმა მეფობამ დააჩქარა ძველი იმპერიის დაცემა. სახელმწიფო თანდათანობით ხელში ჩაიგდო ოლიგარქიამ რომელიც მოახრჩობს მონარქიულ სისტემას. ამას ემატება ყველაზე ღარიბი კლასებიდან გამოსული ოპოზიციის ძალები. ხალხის ფართო ფენები მოინდომებენ სიმდიდრეს და საკუთრებას და მე-6 დინასტიის დასასრულისთვის მოახდენენ სოციალურ რევოლუციას// ვიკიპედია//.

Les lamentations d'Ipou-Our est un texte sur papyrus dit « de Leiden », répertorié au musée de Leyde (Hollande) sous le n° 344. Ce document datant de la première période intermédiaire est également connu sous le nom de « Prophétie d’Ipour-Our » . Il fut découvert en relativement mauvais état à Memphis, au début du XIXe siècle. En 1828, le musée de Leyde, aux Pays-Bas, en fit l'acquisition et l'étiqueta Leiden 344. Ce n'est que quatre-vingts ans plus tard, en 1909, que Sir Alan Gardiner, traduisit le texte entier rédigé en écriture cursive.

Dans ses lamentations (on trouve aussi parfois dans certains ouvrages : Admonitions), Ipou-Our, un scribe, met en garde contre toute organisation sociale détournée de Maât ; c'est une longue déploration des malheurs du temps présent. Le trop long règne de Pépi II, souverain faible, a précipité le déclin de l'Ancien Empire. Les cadres de l'État sont peu à peu accaparés par une oligarchie qui va étouffer le système monarchique ; à cela s'ajoutent des forces d'opposition venues des classes les plus humbles : de larges couches populaires prétendent aux richesses et à la propriété, et engendrent à la fin de la VIe dynastie une révolution sociale.
------------------------------------------------------------------------------------------

ტექსტს აკლია დასაწყისი. არ ვიცით სახელი ფარაონისა ვინც მიიწვია იპუ-ური და ამ უკანასკნელის წოდებები. მეტიც,ჩვენ გვაქვს მხოლოდ ბოლო 8 ფურცლის ნახევარი და მწერალმა როგორც ჩანს ძველი ვერსიის გადაწერისას დაუშვა შეცდომების გარკვეული რაოდენობა. ამ რთულ ტექსტში კიდევ მრავალი გამოცანაა.

იპუ ური აღწერს კატასტროფულ ვითარებას: ოქროს ხანა დავიწყებული იქნება, გამეფდებიან მოძალადეები,დამნაშავეები და ქურდები. იერარქია მოისპობა, ყველა ღირებულება მიეცემა დავიწყებას. აღარ შეასრულებენ რიტუალებს, აღარ მიართმევენ ძღვენს ღვთაებებს,მეფის სასახლეს გაძარცვავენ,ფარაონის მუმიას წაბილწავენ,საიდუმლოებებს გასთქვავენ, გამეფდება უკანონობა.

მაგრამ ზოგიერთი გაუწევს წინააღმდეგობას ამ უბედურებას.

იმედი ისევ გაჩნდება მას შემდეგ რაც ისინი გაიხსენებენ ნამდვილ ღირებულებებს.

ბედნიერების ხანა დაბრუნდება თუ კი ფარაონს ესმის თავისი მოვალეობა.

1,- საშინელი ხილვა- ძალადობა ცვლის ჰარმონიას
კარიბჭის მცველნი ამბობენ: "წავიდეთ და გავძარცვოთ!"

//ტექსტს დასაწყისი აკლია. შეიძლებოდა ყველა ზმნის თარგმნა მომავალში, წინასწარმეტყველების პერსპექტივაში, მაგრამ ასევე შეიძლება ვიფიქროთ რომ წინასწარმეტყველი გადაყვანილია მომავალში და აღწერს ნანახს. უშიშროების მცველი კარიბჭის მცველები უარს ამბობენ თავისი მოვალეობის შესრულებაზე და გადაიქცევიან მძარცველებად//.


ჯოჯოხეთი
მეპურეები აღარ აცხობენ პურს.

მრეცხავები აღარ რეცხავენ.

სახე დამახინჯებულია.

ყველა ტანჯულია იმიტომ რომ ადამიანი თავის საკუთარ შვილს მიიჩნევს მტრად.

მტრობა ყველგანაა.

სახე ნამდვილად დამახინჯებულია, ადამიანები ერთმანეთს ცემენ.

წავიდეთ, მაშ, მოვიქცეთ ისე როგორც იქცევიან მტაცებლები!

სახე ნამდვილად დამახინჯებულია.

დავიწყებულია ჰორუსის დროის,,ენეადის ხანის წყობა//ჰორუსის დრო და ენეადის ხანა არის ღვთაებრივი დრო, ოქროს ხანა როდესაც არ ყოფილა უბედურება//.

ქვეყანაში მომხდარი არეულობის გამო სათნო და ღირსეული ადამიანი ნაღვლიანი დადის, მაშინ როდესაც უნამუსო

ყველა ადგილას უცხოელები გადაიქცნენ ეგვიპტელებად!

2. წინასწარმეტყველებათა განხორციელება: გამეფდა ბოროტება, ღირებულებები საპირისპიროთია შეცვლილი.

სახე ნამდვილად დამახინჯებულია...

წინაპრების მიერ ნაწინასწარმეტყველები ახდა...

ვეღარავინ გარბის ამ აოხრებული ქვეყნიდან.

პატარა ადამიანები მორჩილების ნიშნად ქედს იხრიან ბანდების წინაშე.

ყველა სამუშაოდ მიდის შეიარაღებული.

კეთილი ამბობს ჩემი გული იტანჯება ქვეყნის მდგომარეობის გამო ვინაიდან ყველაზე მეტად არსებობს აგრესიულობა.

მშვილდოსანი მუდამ მზადაა სასროლელად.

დანაშაული ყველგანაა.

გუშინდელი ადამიანი, ადამიანი ვინც მზადაა ტრადიციის დასაცავად, აღარ არსებობს.

ჯოჯოხეთი
ქურდი ყველა ქურდობს.

მსახური იპარავს ყველაფერს რასაც ხედავს.

წყალდიდობის გენია მოდის,მაგრამ აღარავინ მუშაობს მისთვის.

ყოველი ადამიანი ამბობს: "ჩვენ არ გვესმის თუ რა მოხდა ამ ქვეყანაში".

ქალები უნაყოფოები არიან. აღარ აჩენენ ბავშვებს. ხნუმი აღარ აკეთებს არსებებს ქვეყნის მდგომარეობის გამო.

//ხნუმი არის მეთუნე ღმერთი რომელიც აჩენს სიცოცხლის ყველანაირ ფორმას,მათ შორის ადამიანს. მისი სახელი მომდინარეობს ფესვიდან ხენემ,შეერთება,ფუნდამენტური ქმედება შემოქმედისა რომელიც სიცოცხლეს აძლევს თავის მეთუნის წრეზე სიცოცხლის გამოვლენისთვის აუცილებელი ძალების გაერთიანებით//.

ღატაკები გამდიდრდნენ. იმას ვისაც არ შეეძლო თავისი საკუთარი ფოსტლების გაკეთება აქვს დიდი ქონება.

მოხელეები ნაღვლიანები არიან.

დიდებულებს აღარ ძალუძთ დაძმობილება ხალხთან და ხალხს ეს უხარია.

ადამიანების გული მოძლადეა.
გააფთრებამ მოიცვა ქვეყანა.
სისხლი ყველგანაა.
სიკვდილის ნაკლებობა არაა.
ბევრი მკვდარი დამარხულია მდინარეში.
მდინარეა მათი აკლდამა.

სამწუხაროდ განწმენდის ადგილი მდინარეა//წმინდა ადგილს უძახოდნენ ადგილს სადაც სხეულს ამზადებდნენ მუმიფიკაციისთვის. ანარქიის გამო რიტუალებს აღარ ასრულებენ და ერთადერთი ადგილი სადაც ხდება გვამების "განწმენდა" არის ნილოსი//.

იეროგლიფი ანხ, მარადიული სიცოცხლის
სიმბოლო. ესაა ანხის ფორმის სარკე
ტუტანხამონის აკლდამიდან. 

Miroir en forme d'ânkh issu de la tombe
 de Toutânkhamon
კეთილშობილები მოთქვამენ და ღარიბებს უხარიათ.

ყოველი ქალაქი იძახის: "მოვსპოთ ისინი ვინც გვმართავდნენ!"

ადამიანები დაემსგავსნენ იბისს //ანუ გორაობენ ტალახში,ივიწყებენ ძველ ეგვიპტეში მნიშვნელოვან ჰიგიენის წესებს//.

ჭუჭყი ყველგანაა.

ამ დროს არავის აქვს თეთრი სამოსი.

დედამიწა ბრუნავს მეთუნის ბორბლის მსგავსად.

ქურდი გამდიდრდა.

მდიდარი ქურდია.

წმინდა ადგილებისკენ მიმავალი გზა ხმელია.
სულიერს ზურგი შეაქციეს ქონების მოსაგროვებლად.

უბრალო ადამიანი ამბობს: რა უბედურებაა! როგორ უნდა მოვიქცე?

სისხლი მდინარედ მოედინება, არა და სვამენ ამ მდინარიდან.

როდესაც ადამიანს ჩაგრავენ როგორც ადამიანს მას სწყურია.

ცეცხლს უკიდებენ კარიბჭეებს, სვეტებს, კედლებს.

მაგრამ ფარაონის სასახლის გალავანი-სიცოცხლე,კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ჯერ კიდევ დგას და მტკიცეა.

სამხრეთელთა გემი ნამდვილად ჩაიძირა.

ქალაქები აოხრებულია.

ზემო ეგვიპტე იქცა უდაბნოდ.

ნიანგები დაძღნენ ადამიანთა ჭამით ვინაიდან ადამიანები საკუთარი ნებით უცვივიან მათ ხახაში // გონდაკარგული ადამიანები ხტებიან ნიანგებით სავსე მდინარეებში//.

დაშინებული და თავზარდაცემული ადამიანები კარგავენ გარჩევის უნარს.

შეგნებული ადამიანები უმცირესობას შეადგენენ.

ყველგან კლავენ ძმას.

ბრძენის სიტყვა აღარ ისმის.

ის ვინც შეიძლება გამხდარიყო სიკეთის მომქმედი ღირსეული ადამიანი ჩაიკარგა მასაში და გაქრა,აღარ ჩანს.


სახლის დიასახლისის შვილი გამოიყურება როგორც მხევალის შვილი.

ოდესღაც დასახლებული და აყვავებული მიწა გადაიქცა უდაბნოდ.

ეგვიპტის პროვინციები მოისპო.

უცხო ბარბაროსი ტომი შემოესია ეგვიპტეს.

უცხოები მოვიდნენ და ეგვიპტელები გაქრნენ ეგვიპტის ყოველი კუთხიდან.

მხევლები მორთულ-მოკაზმულები არიან და კეთილშობილი მანდილოსნები დაეხეტებიან მთელ ქვეყანაში,გატანჯულებს,მათ ეზიზღებათ ცხოვრება.

მათ აღარ შეუძლიათ ერთმანეთის მისალმება და ისინი გაურბიან ერთმანეთს.

ებენის სკივრები დაამტვრიეს.

ფარაოინის სასახლის კუთვნილი სიცოცხლე,კეთილდღეობა და ჯანმრთელობა გაძარცულია.

ვეღარავინ მოგზაურობს და ვაჭრობს.

ვეღარავის მოაქვს ხე ჩვენი მუმიების სარკოფაგებისთვის.

ვეღარავის მოაქვს პროდუქტები რითიც უნდა დაიკრძალონ წმინდა არსებები.

ვეღარ მოაქვთ ზეთი კრეტადან.

გვაკლია ოქრო,აღარაა მასალა ხელოსნებისთვის.

რა დიდი ბედნიერება იყო როდესაც მოდიოდნენ ოაზისთა მკვიდრნი მათი სადღესასწაულო საჩუქრებით. მათი ჭილოფებით,მათი ტყავებით,მათი ცოცხალი მცენარეებით და ქონით,ფრინველით და მთელი მათი სიმდიდრით.

ელეფანტინა და სამხრეთ ეგვიპტის დედაქალაქი თისი ჯანყის გამო აღარ იხდიან გადასახადებს.

ძველეგვიტური ჯვარი-იეროგლიფი ანხი,
მარადიული სიცოცხლის სიმბოლო
გვაკლია მარცვლეული, ხე და ტოტები ხელოსნებისთვის.

გვაკლია რიტუალური მცენარეები რომლებიც ოდესღაც ავსებდნენ სასახლის საწყობებს.

რა უნდა ვაკეთოთ ეხლა?

ყველაფერი დანგრეულია.

აღარავინ იცინის, მთელ ქვეყანაში ისმის მოთქმნა-გოდება.

ეხლა მქონებელია ის ვისაც არაფერი ჰქონდა.

ისინი ვინც ოდესღაც ხალხს შეადგენდნენ ეხლა უცხოელები გახდნენ.

ყოველი ადამიანის თმები დაეცა//ძველი ეგვიპტელები თმებს იკრიჭავდნენ გლოვის ნიშნად//. 
კაცს ვეღარ გაარჩევთ კაცუნასგან და არარაობისგან.

ხმაურმა და გნიასმა დააყრუა ადამიანები.

არეულობის ამ წლებში ხმა ვეღარ იქნება მართალი.

ხმაური არ წყდება.


დიდებიც და პატარებიც ამბობენ რომ მათ უნდათ სიკვდილი.

პატარა ბავშვები ამბობენ რომ მშობლებს არ უნდა გაეჩინათ ისინი.

ბავშვებს ხოცავენ.

ხნუმი მოსთქვამს და ქვითინებს თავისი სისუსტის გამო // მეთუნე შემოქმედ ღმერთს აღარა აქვს შემოქმედის ძალა//.

წმინდა ადგილებში მყოფი გვამები მიგდებულია.

მუმიების მკეთებელთა საიდუმლოებები გამჟღავნებულია.

გაქრა ის რაც ჩანდა ჯერ კიდევ გუშინ.

ქვეყანა დარჩა მისი სისუსტის ანაბარა.

დელტა აღარაა დაცული მთლიანობაში, ქვემო ეგვუპტის გულიუ სავსეა დამპყრობელებისთვის იოლად მისადგომი გზებით.

რისი გაკეთება შეგვიძლია? გაქცევა შეუძლებელი გახდა.

არ არსებობს წამალი ამ უბედურების წინააღმდეგ.

სახლთა დიასახლისები გაიტანჯებიან ისე როგორც იტანჯებოდნენ მხევლები.

მუსიკოსი ქალები ჩაკეტილები არიან მათი სახლების შიგნით მათ ოთახებში.

ის რასაც ისინი უგალობდნენ ქალღმერთს გადაიქცა სამგლოვიარო სიმღერად.

სიბრძნის სიტყვების გადამცემნი აბრუნებენ წისქვილის ქვებს,დოლაბებს.

ადრე მათ ქალბატონთა ბრძანებების შემსრულებელი მხევლები ეხლა გატლეკილები არიან.

ხეები დაეცა, მათი ტოტები გაშიშვლდა, მსახური გაიქცა მისი სახლიდან.

ამის გამოგონენი იტყვიან რომ ბავშვებს აღარ ექნებათ სიუხვე, გემრიელი ხილი. რა უგემურობა და უგემოვნებობაა ეხლა.

დამშეული წარჩინებულები იტანჯებიან მაშინ როდესაც მსახურები დანაყრებულები ბრძანდებიან.

ცხოველების გულიც იცრემლება, დასტირის ქვეყნის მდგომარეობას. 


ტერორი კლავს, ბატონობს ძალადობა, ადამიანი ცემს და კლავს ღვიძლ ძმას, დედამისისგან გაჩენილს.

მაშ რა მოხდა? პასუხი: ყველაფერი დაინგრა.

ადამიანები ჭამენ წყალში გარეცხილ ბალახებს.

მათ არა აქვთ ხილი,ბოსტნეული,არ ჰყავთ ფრინველი.

დამშეული ადამიანები ღორებს პირიდან გლეჯენ ლუკმას.

შიმშილი შეუძლებელს ხდის ძმობას.

ნათესები ყველგანაა მომსპარი.

აღარაა სამოსი, აღარ არიან ცხებულნი ზეთით,ყველა ხედავდა რომ აღარაფერია, საწყობები ცარიელია, საწყობის მცველები წვანან იატაკზე შეშლილ ბალახებს შორის.

საკრალური ოთახის ნაწერები მოპარულია,იქ არსებული საიდუმლოებები გამხელილია, მაგიური ფორმულები გამხელილია და გავრცელდა. ისინი დაიმახსოვრეს უმეცრებმა და ამიტომ მათ ძალა დაკარგეს //. მაგიური ფორმულები მუდამ უნდა აღადგინონ მცოდნე ადამიანებმა და ისინი არ უნდა გაიმეორონ მექანიკურად რათა მათ არ დაკარგონ ძალა//.

მწერლები დახოცეს და მათი ნაწერები მოიპარეს. რა უბედური ხანაა.

მოსპეს ნაწერები მწერლებისა ვისაც ევალებოდა სოფლის მეურნეობის გაძღოლა.

მართლმსაჯულების დარბაზის კანონები გადაყარეს გარეთ,მათ სტელავენ ფეხით და ხევენ.

შეესივნენ დიდი საბჭოს დარბაზს და დიდ მამულებს.

წარჩინებულთა ბავშვები დაყარეს ქუჩაში.

წმინდა ადგილებში მყოფები დაყარეს ჭუჭყში, მუმიის მკეთებელთა საიდუმლოებები გაამხილეს..

3. აჯანყება ფარაონის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე უბედურებები:

ავარდება ალი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ.

ჩადენილი იქნა აქამდე არნახული ბოროტება და დანაშაული-ბეჩავებმა მოიპარეს ფარაონის მუმია.

შევარდნად დაკრძალული ეხლა წევს საწყალ კუბოში,

პირამიდა ცარიელია.

დედამიწას მოაკლეს მეფობა იმათ ვისაც არ ესმით შესაქმის გეგმები.

ადამიანებმა გაბედეს აჯანყება ფარაონის შუბლზე აღმართული კობრას,რეს ძალის წინააღმდეგ.

ნეფერტარი იღებს სიცოცხლეს
ისისისგან 

Nefertari receives life from Isis
გაიხსნა უმეცრების უცნობი საიდუმლო.

მეფის რეზიდენცია ერთ საათში დაანგრიეს.

ეგვპტის დიდება გაქრა, ეგვიპტე დაკნინდა.

ეგვიპტეს დაეპატრონნენ ბანდები, დამდიდრდნენ ყაჩაღები და წარჩინებულები გაღატაკდნენ.

ქნარი ეხლა აქვთ იმათ ვინც არ იციან ქნარზე დაკვრა,

კეთილშობილი მანდილოსნები დამშეულები არიან და მაძღრები არიან მათი მსახურები რომლებიც ჭამენ მანდილოსნებისთვის მომზადებულ საჭმელს.

აღარ სრულდება არც ერთი ფუნქცია. ხალხი იქცა ნახირად.

აი ძმის გვერდით მოკლული კაცი,მისი ძმა კი გაიქცა თავის გადასარჩენად.

ყველაფერი დანგრეულია და ქვეყნის მმართველებმა აღარ იციან თუ რა დღეშია ხალხი. 
არ მუშაობს არც ერთი ხელოსანი. ქვეყნის მტრებმა დაძარცვეს ხელოსნები
//ხელოსნებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ძველეგვიპტურ საზოგადოებაში. მოქანდაკეებს რომელთა ქანდაკებებშიც არის კა,უკვდავი ენერგია, უწოდებენ სიცოცხლის შემქმნელებს. ხელოსნების გარეშე დარჩენილ ქვეყანას აღარა აქვს სულიერება და ჰარმონია//.


მოსავლის აღების შედეგების აღმრიცხველმა აღარ იცის არაფერი.

აღარ აცხადებენ მოსავლის მოსვლას. მწერალი კარავშია.

4. მომსპარია ყველაფერი რაც შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო:

ტექსტის ეს პასაჟი//9,8-დან 10,6-მდე// იწყება ასე:

"დანგრეული აღმოსავლეთი... "

ბრძენი აქ ალბათ ახსენებს მოსპობას ღირებულებებისა რომელთა გრეშეც საზოგადოებას არ ეღირსება მშვიდობა.

სამწუხაროდ ლაკუნები მეტისმეტად ბევრია და ჩვენ არ შეგვიძლია ტექსტის სრულად თარგმნა.
------------------------------------------------------------------------------------------------

აი ფრაგმენტები რომლების აღდგენაც შევძელით:

აღმოსავლეთი დანგრეულია....

ადამიანი ძმას უყურებს როგორც მტერს...

მათ წაართვეს საჭმელი.

მეფობს შიში.

ხალხი ითხოვს მაცნეს.

ამენჰოტეპ მეორე იღებს
სიცოცხლეს ანუბისისგან
//ეს ღმერთები იყვნენ
ერთიანი და ერთადერთი
ღვთაებრივი საწყისის
გამოხატულებები//. 

Amenhotep II receives life
from Anubis 
ქურუმი მთელი დღე სიბნელეში ზის სახელოსნოთა კედლების უკან,ოთახებში რომლებშიც არის შევარდენთა და ქორების ქანდაკებები.

თუ კი ადამიანი ფხიზელია დედამიწა განათდება მის შეუშინებლად.

დადიან ყირამალა.

რიტუალები წაბილწულია.

უდაბნოს მცხოვრებთა მსგავსად შლიან კარვებს //ეგვიპტელები აღარ ცხოვრობენ მათ სახლებში და იქცევიან ბარბაროსებად მიჩნეული მომთაბარე ბედუინების მსგავსად//.

ერთგული მსახურები ვეღარაფერს ეუბნებიან უშიშრად თავის ბატონებს.

5. მოთქმა-გოდება:

ქვემო ეგვიპტე ტირის.

სამეფო ხაზინა იქცა ვინ იცის ვის საკუთრებად.

ფარაონის სასახლეს მის მთლიანობაში აღარა აქვს შემოსავალი.

6. აჯანყების დრო:

მოსპეთ სამეფო რეზიდენციის მტრები//ეს ფრაზა ვარიაციებით მეორდება რამოდენიმეჯერ//.

7. იმედის დრო: გავიხსენოთ ღირებულებები :

გაიხსენე თუ როგორ მზადდება ავადმყოფის მორჩენისთვის საჭირო წამალი.

გაიხსენე რომ საჭიროა ბეღლების შევსება, საჭმლის მოგროვება,ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა,გაიხსენე სინათლის მხარის სურნელის სიტკბო.

და ტაძართა განმწმენდი წმინდა ქურუმები.

გაიხსენე წესების შესრულება.

გაიხსენე რომ განწმენდილს არ შეუშალო ხელი ტაძარში შესვლაში.

გაიხსენე ხარების რიტუალური მსხვერპლად შეწირვა.

გაიხსენე სარწყავ არხებში წყლის შენარჩუნება.

გაიხსენე ბატების მსხვერპლად შეწირვა ცეცხლზე.

8. შემოქმედი და მისი ქმნილება:

გაიხსენე თუ რატომ შექმნა შემოქმედმა ადამიანები მაშინ როდესაც შეშინებული და დაბნეული არ განსხვავდება მოძალადისგან.

ისაა ყველა არსების მწყემსი.

მის გულში არაა ბოროტება.

მისი ჯოგები არაა ბევრი,მაგრამ ის ზრუნავს მათზე.

მაგრამ ადამიანთა გულში არის ცუდი ცეცხლი!

ტანჯვაა ყოველ გზაზე. ასეა და არ იქნება სხვანაირად.

გაჩნდა ომი და ის სპობს ადამიანების მიერ ჩადენილ ცოდვებს,მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს.

ბელადი აღარ იწვევს ადამიანებს რიტუალურ დროს.

სადაა ის დღეს? მას სძინავს? მისი მანიფესტაცია აღარაა ხილული.

9-ფარაონი უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობებს:

"სიტყვა, ინტუიცია და წესი შენთანაა ფარაონ"

მაგრამ შენ დუშვი ქვეყნის არევა და ურზაური.

ადამიანები თავს ესხმიან ერთმანეთს, არ ასრულებენ შენს ბრძანებებს,იქცევიან მათ საპირისპიროდ.

გზაზე მიმავალი სამი კაციდან რჩება ორი იმიტომ რომ ბევრი კლავს ცოტას.

სიყვარული გაქრა,ადამიანებს სძულთ ერთმანეთი.

ყველა გზაზე ადამიანთა რაოდენობა შემცირდება.

შენი ქცევაა ამის მიზეზი? მოიტყუე?

დღეს ამ ქვეყანაში მხოლოდ შეშლილი,ველური ბალახებია.

ადამიანები იხოცებიან შიმშლით,ვეღარ იოცნებებ აქ ცხოვრებაზე.

ესაა ომის წლები. ყოველი ადამიანი შეიძლება მოკლან თავისი სახლის სახურავზე.

ადამიანი ფხიზელი უნდა იყოს საკუთარი სახლის ზღურბლზეც.

მამაცი შესძლებს საკუთარი თავის გადარჩენას,ასეთია მისი ბეჩავი ცხოვრება.

10. ბედნიერების დრო:

ადამიანი ბედნიერია როდესაც გემები აუყვებიან მდინარეს

და არაა არც ერთი ქურდი.

ადამიანი არის ბედნიერი როდესაც გაშლილი ბადით იჭერს ფრინველებს.

ადამიანი ბედნიერია როდესაც საფლავები მოვლილია და იქ მოსვენებით არიან მუმიები.

როდესაც გზები თავისუფალია სეირნობისთვის.

როდესაც ადამიანის ხელები აგებენ პირამიდებს,თხრიან აუხებს, ღმერთებისთვის რგავენ ლეღვის პლანტაციებს.

ადამიანი ბედნიერია როდესაც შეუძლი წყურვილის მოკვლა.,როდესაც მისი გული ბედნიერია.

ბედნიერია ადამიანი ვისი სახეც გამოხტავს სიხარულს,როდესაც ლამაზად ჩაცმული სუფთა პირიანი უფროსები მნშვიდად უყურებენ სანახაობებს თავისი სახლიდან.

ადამიანი ბედნიერია როდესაც ლოგინი კარგადაა გაშლილი და დაცულია. როდესაც ჩრდილში გაშლილი უბრალო ფარდაგი აკმაყოფილებს ყველას.

როდესაც ბუჩქებში მძინარი ადამიანი შედის სახლში.

ადამიანი ბედნიერია მაშინ როდესაც ახალი წლისთვის აქვს ნაზი ქსოვილი და ნილოსი მიუყვება ნაპირებს.

11. ფარაონის სიტყვა:

დარჩნენ ყაჩაღები...

აზიელების მსგავსად ალყაში მოაქციეს/...

აღარ დარჩნენ ეგვიპტის მცველები ლიბიელებისგაბ და აზიელებისგან, აღარ დარჩა მართალი კცის მცველი

ყოველი ადმიანი იბრძვის თავისი დისთვის და იცავს საკუთარ თავს.

ლაპარაკია ნუბიელებზე?

მაშინ დაგიცავთ ჩვენ თვითონ. მებრძოლები საკმარისია მშვენიერი მშვილდოსანიუ ნუბიელების მოსაგერიელებლად.

ლაპარაკია ლიბიელებზე ?

მაშინ ჩვენ მათ უკან დავაბრუნებთ.

პოლიციელები შუთანხმდებიან ეგვიპტეს.

მაშ როგორ შეუძლია ადამიანს თავისი ძმის მოკვლა?

ჩვენს მიერ ჩვენთვის შეკრებილი ჯარები იქცნენ ჩვენს მოსასპობად მზა მოისრეებად !

ამის შედეგად აზიელებმა აღმოაჩინეს ქვეყნის სისუსტე.

მიუხედავად ამისა ყოველ უცხოელს ისევ ეშინია ეგვიპტისა.

თავისი გამოცდილებით ძლიერ ჩემს ხალხს შეუძლია იმის თქმა რომ ეგვიპტეს არ დაანებებენ ქვიშას // ქვიშაზე ყოფნა ნიშნავს ბარბაროს და ყაჩაღ ბედუინებს დამსგავსებას. ქვიშა ასევე არის სიკვდილის სიმბოლო,სიცოცხლის სიმბოლო ნილოსის საპირისპიროდ

მომდევნო ფრაგმენტები თითქოს აზუსტებენ იმას რომ ფარაონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეგვიპტელებს აძლევენს საკუთარ სახლებში მშვიდობიანად ცხოვრების,კვების საშუალებას. მოყვება ფრაზების ნაწყვეტები და ლაკუნები.

12. წინასწარმეტყველის სიტყვა:

აი რა თქვა იპუ-ურმა// ოქროპირმა// როდესაც მან უპასუხა ტოტალობის ბატონის დიდებას//ფარაონს როგორც შემოქმედის ინკარნაციას//:

ყოველ ქმნილებას სწყურიხარ.

შენ გააკეთე ის რაც კარგია მათი გულებისთვის.

შენ შენი მოქმედებებით აცოცხლე ადამიანები.

მაგრამ ბედნიერების დაბრუნების მიუხედავად ადამიანებს ეშინიათ მომავლისა....

Les lamentations d'Ipou-Our est un texte sur papyrus dit « de Leiden », répertorié au musée de Leyde (Hollande) sous le n° 344. Ce document datant de la première période intermédiaire est également connu sous le nom de « Prophétie d’Ipour-Our » . Il fut découvert en relativement mauvais état à Memphis, au début du XIXe siècle. En 1828, le musée de Leyde, aux Pays-Bas, en fit l'acquisition et l'étiqueta Leiden 344. Ce n'est que quatre-vingts ans plus tard, en 1909, que Sir Alan Gardiner, traduisit le texte entier rédigé en écriture cursive.

Dans ses lamentations (on trouve aussi parfois dans certains ouvrages : Admonitions), Ipou-Our, un scribe, met en garde contre toute organisation sociale détournée de Maât ; c'est une longue déploration des malheurs du temps présent. Le trop long règne de Pépi II, souverain faible, a précipité le déclin de l'Ancien Empire. Les cadres de l'État sont peu à peu accaparés par une oligarchie qui va étouffer le système monarchique ; à cela s'ajoutent des forces d'opposition venues des classes les plus humbles : de larges couches populaires prétendent aux richesses et à la propriété, et engendrent à la fin de la VIe dynastie une révolution sociale.

No comments: