კონსტანტინე შერვაშიძის შთამომავალთა კვალზე
,,всё, что имею готов отдать для музеев в Тифлисе и Сухуми".
აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხელის ძმა კონსტანტინე შერვაშიძე იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. ის დაიჭირეს ,გაასახლეს რუსეთში და აუკრძალეს კავკასიაზე ფიქრიც!
ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილის ძმის კონსტანტინეს შვილი. იგი დაიბადა 1868 წელს. საშუალო განათლება კიევის რეალურ სასწავლებელში მიიღო. 1891 წლიდან სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ძერწევისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1895 წელს ალექსანდრე შერვაშიძე, როგორც მხატვარი, თავის პროფესიას ხვეწდა პარიზში პროფესორ ფერნანდ კორმონის აკადემიაში. დედით ფრანგ შერვაშიძეს არ გასჭირვებია თავისი დიდი სამეგებროს შექმნა ხელოვნებნის მექაში, რომელთა შორის პეტერბურგელი მხატვრებიც იყვნენ.
შერვაშიძე, ბორისოვ-მუსატოვი, ობერი, ბენუა, ლანსერე 1899 წელს გრაბართან და სეროვთან ერთად დაბრუნდნენ პეტერბურგში და წარმატებით მონაწილეობდნენ გამოფენებში. თავად ალექსანდრე ერთი წუთითაც არ ივიწყებდა, რომ იგი საქართველოდან იყო. რუსეთის იმპერიის დედაქალაქში მოძებნა და დაუახლოვდა თავის თანამემამულეებს. თავისი შემოქმედებით აქტიურად ჩაერთო პეტერბურგელ ქართველთა კულტურულ ცხოვრებაში. ქართული ყოფის ცოცხალი სურათებით წარმოადგენდა რუს ინტელიგეციასთან ტრადიციადქცეულ ქართველთა შეხვედრა-საღამოებს.
პეტერბურგში, მოსკოვსა და პარიზში პროფესიონალ მხატვრად ჩამოყალიბებული ალექსანდრე შერვაშიძე იმთავითვე მოექცა ბორისოვ-მურატოვის, ბენუას, ლანსერესა და სხვა ცნობილ მხატვართა ორბიტაზე. სხვადასხვა გამოფენებში აქტიური მონაწილეობის შემდეგ 1906 წლიდან პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის თეატრის დეკორატორმა ალექსანდრე შერვაშიძემ იმპერიის დედაქალაქის სხვა თეატრებშიც გააფორმა სპექტაკლები, ოპერები, დრამები, კომედიები, რომელთაგან ყველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ,,ტრისტანი და იზოლდა", ,,ფაუსტი", ,,ჰამლეტი" და სხვა. იქნებ ამიტომაც იგი თავიდანვე აღიარეს თეატრალური სამყაროს უნიჭიერეს დეკორატორად და უმნიშვნელოვანეს საიუბილეო სპექტაკლებისა და გამოფენების გაფორმებას მას უკვეთავდნენ.
ალექსანდრე შერვაშიძე, როგორც პარიზელ მხატვართა კომიტეტის `მონპარნასის~ წევრი, პერიოდულად მიემგზავრებოდა პარიზში. 1904-1905 და 1911-1912 წლებში იგი მონაწილეობდა მხატვართა გამოფენებში და ამასთან ერთად პეტერბურგის ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა საინტერესო სტატიებს პარიზში რუსი მხატვრების გამოფენების შესახებ, გამოკვლევებს ფრანგული ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. ასეთებია, მაგალითად: `შემოდგომის სალონი~, წერილი ფრანგი მხატვრის ჟორჟ სერას შესახებ, მოზრდილი გამოკვლევა `ფრანგული ფერწერა ასი წლის მანძილზე~ და სხვ. ყოველ მათგანში აშკარად ჩანს მხატვრობაში კარგად გათვითცნობიერებული და დიდი განათლების მქონე ადამიანი. თვითონაც იშვიათი ცოდნითა და ოსტატობით ჰქმნიდა ფერწერულ ტილოებს, მაგრამ მის ნაწარმოებთა შორის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ფანქრით შესრულებული პორტრეტები.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე შერვაშიძემ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი საქართველოს გარეთ გაატარა, ნათესავებთან კავშირი არ გაუწყვეტია. იგი ძალიან დაახლოებული იყო პეტერბურგში მცხოვრებ შერვაშიძეებთან და დადიანებთან. 900-იანი წლების დასაწყისში პარიზში მასთან წლობით ცხოვრობდნენ მისი ნათესავები – ბათუმელი ნაკაშიძეები, რომლებთანაც ურთიერთობას მხატვარი შემდეგშიც აგრძელებდა. მაგრამ ყველაზე გულთბილი ურთიერთობა და სიყვარული ჰქონდა თავის სოხუმელ ძმასთან ვლადიმერთან და ბიძაშვილთან _ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟთან პოეტსა და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძესთან. სწორედ 1918 წელს გიორგი შერვაშიძის გარდაცვალებით გამოწვეულმა მწუხარებამ მიყუჩებული მშობლიური გრძნობები გაუღვიძა და სოხუმში მამა-პაპურ კერაზე დააბრუნა.
ცდილობდა ჩართულიყო დამოუკიდებელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, სოხუმში გახსნა კიდეც სამხატვრო სტუდია, თბილისელ მხატვრებშიც გაერია, მაგრამ მოულოდნელად პარიზიდან მიღებულმა მიწვევამ გეგმები შეუცვალა. ცნობილმა თეატრალურმა მოღვაწემ და ანტერპრენიორმა დიაგილევმა შერვაშიძეს ჩააბარა ევროპაში ყველა რუსული საოპერო და საბალეტო სპექტაკლის გაფორმება. ჩვენი თანამემამულე 1920 წლიდან დამკვიდრდა პარიზში, საიდანაც იგი სპექტაკლების გასაფორმებლად პერიოდულად მიემგზავრებოდა ლონდონში, ბრიუსელსა და მადრიდში. იმდროინდელი პრესა ამ მხრივ განსაკუთრებით გამოარჩევდა ჩაიკოვსკის ბალეტს `გედების ტბა~, ასევე `ღამე სორენტოში~, `პროვინციელი ქალის~ დადგმებს, ტურგენევისა და ჩეხოვის მიხედვით რუსულ კლასიკურ დრამატულ რეპერტუარს და სხვ. საყურადღებოა ისიც, რომ ალექსანდრე შერვაშიძე რუსული ხალხური ზღაპრებისა და სიმღერებისათვის ხატავდა ილუსტრაციებს. 1946 წელს ალექსანდრე შერვაშიძემ ცნობილი ბალეტმეისტერის ლიფარის მიერ მონტე-კარლოში დადგმული ბალეტისათვის `შოთა რუსთაველი~ შექმნა დეკორაციები.
ჩვენი თანამემამულე მხატვარ-დეკორტორის დიდი შემოქმედება ღირსეულად იყო დაფასებული მის თანამედროვეობაში და ევროპის სხვადასხვა ენაზე გამოსულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და წიგნებად ქცეულ მემუარულ ლიტერატურაში დიდი ყურადღება ეთმობა მის ღვაწლს.ევროპის სახელგანთქმული თეატრების მუზეუმებში დაცულია მისი ნახატები, დეკორაციები.
ალექსანდრე შერვაშიძეს, როგორც მხატვარს, თეატრალურ მოღვაწესა და გულთბილ ადამიანს ხშირად იხსენებდნენ მის სამშობლოში .ჟურნალ `დროშაში~ გამოქვეყნებული ასეთი პუბლიკაციის შემდეგ იგი 91 წლის ასაკში კანიდან სწერდა: `მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ჩემი თანამემამულეები არ მივიწყებენ. მზად ვარ მთელი ჩემი სულიერი სიმდიდრე მხატვრობა სამშობლოში გადმოვაგზავნო... მოვიკითხავ სიყვარულით ყველას~. მართლაც 1958 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა მისგან საჩუქრად მიიღო მხატვრის ეს სულიერი განძი _ 500-მდე ნახატი და პირადი არქივი მხატვრის მთელი `სამზარეულოთი~. აქ იყო ნამუშევრები დაწყებული სცენის მუშა-ნახაზებისა და ეკონომიკური გაანგარიშებებიდან _ დასრულებულ, სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებებამდე. ასევე აქვე იყო მხატვერის მიმოწერა ხელოვნების სახელმოხვეჭილ მოღვაწეებთან, აფიშები, რეკლამები, რომელიც მდიდარ მასალას წარმოადგენს თეატრალური დეკორაციული ხელოვნებისათვის. `...ეს ამანათები ჩემი ხელით შევკარი~, _ წერდა ღვაწლმოსილი თანამემამულე მხატვარი. ამ დიდი განძის ჩუქებისა და გულთბილი სიტყვების შემდეგ მხცოვანმა მხატვარ-დეკორატორმა კიდევ 10 წელი იცოცხლა და საუკუნეს გადაცილებული აღესრულა ნიცაში. დაკრძალულია იქვე.
1906-1918 წლებში იყო რუსეთის საიმპერატორო თეატრების დეკორატორ-შემსრულებელი და მხატვარი-დამდგმელი. აფორმებდა სერგეი დიაგილევის სენსაციურ რუსულ საღამოებს ევროპაში.
სხვათა შორის არ დავიწყებია საქართველო და გააფორმა არტურ ონეგერის ბალეტი შოთა რუსთაველის თემებზე. ამ ბალეტის რეპეტიციებს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში ატარებდა სახელგანთქმული სერჟ ლიფარი.
1906 წლის ბოლოს პეტერბურგში გამოჩნდა ახალი მხატვარი. ეს იყო ყოფილი აფხაზეთის სამთავროს მთავართა შთამომავალი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე.
პეტერბურგის შემოქნედებით წრეებში ის ცნობილი იყო არა ამით არამედ ნიჭით რომელიც მან სრულყო პარიზში.
პარიზში ა.შერვაშიძე დაუახლოვდა ი.გრაბარს,ა.ბენუას,ვ.ბორისოვ-მუსატოვს,ა.სეროვს,მ.ვოლოშინს და სხვა მხატვრებს.მათთან მეგობრობას ის შემდეგშიც განაგძობდა.
ა.შერვაშიძე შევიდა მხატვართა წრეში "მონპარნასი" და მან დაიწყო გამოფენებში მონაწილეობის მიღება. მან საყოველთაო ყურადღება მიიპყრო პარიზში სერგეი დიაგილევის მიერ მოწყობილ რუს მხატვართა პირველ გამოფენაზე სადაც გამოფინა ავტოპორტრეტი.
ა. შერვაშიძემ პეტერბურგშიც სწრაფად ნახა საინტერესო საქმე. ის გახდა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების სცენოგრაფი. პირველი წარმატება მას წილად ხვდა მარიას თეატრში ჰუნოს ოპერა "ფაუსტისთვის" დეკორაციების ესკიზების შესრულების შემდეგ.
ის გახდა მხატვართა გაერთიანება "მირ ისკუსსტვას" წევრი და ამ გაერთიანების გამოფენებზე გაიტანა ეს ესკიზები როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოებები.
შემდეგ ის მუშაობდა ვაგნერის ოპერაზე "ტრისტანი და იზოლდა" და გააფორმა ვსევოლოდ მეიერხოლდის დადგმა "მასხარა ტანტრისი". ორივე წარმოდგენამ დიდი კამათები გამოიწვია პრესაში და თეატრალურ წრეებში. გაზეთი "ობოზრენიე" წერდა: "დადგმა საერთო ჯამში გამოუვიდათ ბატონებს მეიერხოლდს და თავად შერვაშიძეს. უკანასკნელმა შექმნა ბრწყინვალე დეკორაციები და კოსტუმები. ესაა კიდევ ერთი მოწმობა იმისა თუ რა სიმკაცრე და სილამაზე შეაქვთ ნამდვილ მხატვრებს დადგმებში..."
ა. შერვაშიძემ მალე გაითქვა სახელი როგორც მხატვარმა და დადგა რუსეთის სცენის გამოჩენილი ოსტატებისა და მხატვრების გვერდით.
ა.შერვაშიძემ 40 წელზე მეტ ხანს იმუშავა პეტერბურგის თეატრებში სადაც გააფორმა 40-ზე მეტი წარმატებული სპექტაკლი.
ალექსანდრე შერვაშიძე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. გონებამახვილი, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებული პიროვნება ის იოლად უახლოვდებოდა ადამიანებს.
"აფხაზ მეფეთა შთამომავალი თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე არის განხორციელება იმ აღმოსავლური რაინდული კეთილშობილებისა რომელიც ჩვენს დროში იქცა თითქმის ზღაპრულ იშვიათობად", - წერდა მოგვიანებით მასზე ასევე ცნობილი რეჟისორი,დრამატურგი და რუსული თეატრის ისტორიკოსი ნიკოლაი ევრეინოვი.
ალექსანდრე შერვაშიძე არ გაურბოდა საქველმოქმედო საღამოებს და აუქციონებს.მეტიც, 1812 წლის სამამული ომის ასი წლისთავისთვის მიძღვნილი იუბილეს ორგანიზებისთვის ის დააჯილდოვეს მედლით.
ალექსანდრე შერვაშიძით გარკვეულად დაინტერესბულები იყვნენ პეტერბურგის წარჩინებული მანდილოსნებიც მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი ტანისამოსით ჩნდებოდნენ საზოგადოებაში პეტერბურგელი ბალერინები მ.კშესინსკაია,ტ.კარსავინა,ვ.ფოკინა და სხვ.
1918 წლის შუა ხანებში ალექსანდრე შერვაშიძე დაბრუნდა აფხაზეთში საიდანაც გააძევეს მამამისი 1832 წლის ქართველი თავადაზნაურობის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. მოკლე ხანში მან სოხუმში ფახსნა სამხატვრო სკოლა სადაც ასწავლიდა ხატვას. შექმნა თეატრალური კურსები ახალგაზრდობისთვის,დრამატულ თეატრში დადგა რამოდენიმე წარმოდგენა,მაგრამ რთული დრო იყო, მან ვერ გაძლო და წავიდა.
მან თავშესაფარი ნახა თავის მეგობართან მაქსიმილიან ვოლოშინთან კოკტებელში.
მან ისარგებლა სერგეი დიაგილევის მიწვევით და იქიდან წავიდა ევროპაში რუსული ბალეტის წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად. დიდი
დატვირთვის მიუხედავად ის თანამშრომლობდა სხვა თეატრალურ ჯგუფებთანაც //ჯ.ბალანჩინის ჯგუფი, ლონდონი,1926, ს,ლიფართან პარიზში 1932 წელს, მ. ფოკინთამ,1940 წელს მას ჰქონდა ტურნე ამერიკაში.და სხვ.//
მეოცე საუკუნის დასაწყისში ა.შერვაშიძე დაინტერესდა სახვითი ხელოვნების თეორიით. მან დაწერა წიგნები "ფრანგული ფერწერის სი წელი", "ინდივიდუალიზმი და ტრადიცია", რომლებშიც ეკამათებოდა ვ.სტასოვს და ა.ბენუას ხელოვნების თანამედროვე პრობლემებზე. მან დაწერა გამოკვლევები "სეზანი". "ვან გოგი","ალეკსანდრ ბენუა", "რუსული მხატვრობის გამოფენა პარიზში". ამ გამოკვლევებში ის ამტკიცებდა რომ ყოველ მხატვარს აქვს თავისი სტილის თავისუფლად შერჩევის უფლება გაბატონებული მიმართულებების მიუხედავად.
სადაც არ უნდა ყოფილიყო ალექსანდრე შერვაშიძე მას არ ავიწყდებოდა სამშობლო. 1958 წელს მან საბჭოთა კავშირს აჩუქა დაახლოებით 500 თავისი ნაწარმოები და პირადი არქივი,
101 წლის ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე გარდაიცვალა მონტე-კარლოში მოხუცთა თავშესაფარში 1968 წლის 17 აგვისტოს.
1985 წლის 12 მაისს ის გადაასვენეს საქართველოში, სოხუმში.
2011 წელს სტავროპოლში გამოსცეს დემოსფენ ზაიცევის მიერ შედგენილი წიგნი
"რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე-ჩაჩბა. წერილები,ნარკვევები,მიმოხილვები".
Демосфен Зайцев (составитель)
Шервашидзе - Чачба Русудана Александровна.
Статьи, очерки, обзор
Ставрополь, 2011
პირველ აფხაზ პროფესიონალ მხატვარზე, თავადზე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძეზე უკვე საკმაოდ ბევრია დაწერილი. მხატვრის გამოფენები ბიჭვინთაში,მოსკოვში,სოხუმში სავსე იყო ინფორმაციით თავისი ცხოვრების ხელოვნებისთვის მიმძღვნელი მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე ცოცხალია და სრულიად მარტო ცხოვრობს საფრანგეთში გაიბა მიწერ-მოწერა მასა და აფხაზეთში მცხოვრებ მის ქალიშვილ რუსუდან ალექსანდრეს ასულ შერვაშიძე-ჩაჩბას შორის.
ამ კორესპონდენციიდან ცნობილი გახდა მხატვრის საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტები და მის მიერ საქართველოსთვის და აფხაზეთისთვის ნაჩუქარი მისი დაახლოებით 500 ნაწარმოები საფუძვლად დაედო რუსუდან ალექსანდრეს ასულის აქტიურ მოღვაწეობას ა.კ.შერვაშიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის.
რუსუდან ალექსანდრეს ასული წერს წერილებს გაზეთებში და ჟურნალებში,ახდენს საარქივო მასალების სისტემატიზაციას.აფხაზეთის სურათების გალერეისთვის იძენს მხატვრის სურათებს.
დიდი ძალ-ღონე მოახმარა მან მამას სამშობლოში,აფხაზეთში გადასვლის ორგანიზაციას.
რუსუდან ალექსანდრეს ასულის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი საქაღალდეების, რვეულების, წერილების, ფოტოების და სხვა მასალების გარჩევისას ხედავთ იმას თუ როგორ უყვარს ქალიშვილს თავისი მამა, რა პატივს სცემს მას. ხედავთ რომ ქალიშვილს სურს გამოჩენილი აფხაზი ფერმწერის,გრაფიკოსის,სცენარისტის და მხატვრული კრიტიკოსი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალების გაცნობა ადამიანებისთვის.
ეს კრებული შედგენილია დედაჩემის-რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე-ჩაჩბას გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი წერილებისგან და ნარკვევებისგან.
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძის შვილიშვილი დემოსფენ ზაიცევი.
რუსუდან ალექსანდრეს ასული
შერვაშიძე
|
დაიბადა 1911 წლის 18 მარტს პარიზში, მეჩნიკოვის კლინიკაში.
მისი მშობლები: დედა-შერვაშიძე//პადალკა// ეკატერინე ვასილის ასული//1876-1955//,ძირეული მოსკოველი,ადრე დაობლდა,იზრდებოდა მამონტოვების ოჯახში და დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი სორბონას მათემატიკური ფაკულტეტი;
მამა:მხატვარი,თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე//1867-1968//.
აი აი რას წერს რუსუდან ალექსანდრეს ასული ნარკვევში თავისი ძმა კონსტანტინეს შესახებ:
« " 1916 წლამდე ვცხოვრობდით პეტერბურგში. მამა მუშაობდა
პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების დეკორატორად. მას ჰქონდა თავის
სახელოსნო და ჩვენ,ბავშვებს ხანდახან გვაძლევდნენ იქ მისვლის უფლებას. ჩემი
ძმის ჯანმრთელობა სუსტი იყო და დედა ექიმთა რჩევით ჩვენთან ერთად წავიდა
ფეოდოსიაში.
«… 1916 წელს მე ჩემი შვილიკოები ტუსია//კონსტანტინეს შინაური სახელი// და შენ გაგაგზავნეთ ფეოდოსიაში,პატარა ქალაქში სადაც მე დავიბადეя…» – იხსენებდა მამა 1958 წელს ჩემთვის მოწერილ წერილში.
ჩვენ მამას ვხვდებოდით კოკტებელში სადაც ის
ნ.ი.ბუტკოვსკაიასთან ერთად ჩადიოდა თავის მეგობარ მ.ა.ვოლოშინთან. ის ჩვენ
გვნახულობდა ფეოდოსიაშიც,სადაც ის აფორმებდა საბავშვო
სპექტაკლებს,კითხულობდა ლექციებს მხატვრების შესახებ და ჩვენ გვითმობდა დიდ
დროს. ჩვენ ვბანაობდით ზღვაში,მამა გვასწავლიდა ცურვას //არც
უშედეგოდ//, გვიყვებოდა მუდამ კეთილ და უსასრულო ზღაპრებს.
და,რა თქმა უნდა,მამა ხატავდა-იყო შესანიშნავი
სააღდგომო კვერცხები, უბრალოდ ნახატები ზღაპრებისთვის,კვეთდა პატარა
"ხანჯლებს",მოხატავდა ხოლმე მათ,აკეთებდა შვილდს და ისრებს. ჩვენ
"ვომობდით". ეს იყო ჩვენი ბავშვობის უბედნიერესი დღეები.
შემდეგ იყო ყირიმში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მძიმე წლები.
ყველაფერი იყო... გერმანელ ოკუპანტთა მკაცრი რეჟიმი,ანტანტას ინტერვენტები, დენიკინის თეთრგვარდიული არმია..."
1920 წელს ალექსანდრე შერვაშიძე ს.პ.დიაგილევის მიწვევით
წავიდა ლონდონდონში საზღვარგარეთ გასტროლებზე მყოფი "რუსული ბალეტების"
დეკორატორად სამუშაოდ. ნ.ნ. ევრეინოვი ამაზე წერდა მაქსიმილიან ვოლოშინს
1924 წლის 10 ივლისს:
"ალექსანდრე კონსტანტინეს ძე საქართველოდან გაექცა
მისი მეგობარი აფხაზების შემავიწროებელ მენშევიკებს,თანაც მას ბათუმში
ახლდა ავხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, თვით ამხანაგი
ლაკობა..." //ესე იგი ალექსანდრე შერვაშიძე
აფხაზეთიდან გააგდო მისი აფხაზი ნათესავი არზაყან ემუხვარის ერთ-ერთმა
მკვლელმა,სტალინის და სერგო ორჯონიკიძის თანამებრძოლმა ნესტორ
ლაკობამ, გ.მ.//.
მალე შეწყდა დახმარება რომელსაც მამა აგზავნიდა მოხერხებული შემთხვევისას კოკტებელში მცხოვრები მაქსიმილიან ვოლოშინის მეშვეობით.
ცხოვრება დამძიმდა,რასაც დაემატა კონსტანტინეს და რუსუდანის
ავადმყოფობა დიფტერიით. ბავშვებმა მძიმედ გადაიტანეს ავადმყოფობა,მაგრამ
გადარჩნენ.
ცოტა ხნის შემდეგ რუსუდან ალექსანდრეს ასულის დედამ დაიწყო მუშაობა სკოლის
გამგედ,მიიღო ბინაც. ცხოვრება თანდათანობით გაიოლდა.
მაგრამ 1924 წელს მოვიდა ახალი უბედურება, რუსუდან ალექსანდრეს ასულის დედა
დააპატიმრეს. დედას მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ ბავშვების თხოვნის
შემდეგ ციხეში 3 თვით ყოფნის შემდეგ გადაწყვეტილება ეკატერინა ვასილიევნას
3 წლით ვოლოგდაში ეტაპით გადასახლების შესახებ შეცვალეს ბავშვებთან ერთად
თავისუფალი მგზავრობით.
დაიწყო გადასახლებულთა უსახსრო, მძიმე ცხოვრება ვოლოგდაში. ისინი
გადაარჩინა ადამიანთა სიკეთემ და ეკატერინა ვასილიევნა შერვაშიძის
დაუღალავმა ბრძოლამ სიცოცხლისთვის. რამოდენიმე ხნის შემდეგ მან მიიღო
საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის ადგილი.
გადასახლების ვადის გასვლის შემდეგ მოულოდნელად დაუმატეს ორი წელი.
უკვე ამ წლებში გამოჩნდა პატარა რუსუდანის სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე.
მან ისწავლა საჭმლის კეთება,ღვეზელების ცხობა, სახლის მეურნეობის გაძღოლა.
მან
1928 წელს დაამთავრა ვოლოგდას საშუალო სკოლა. ის ოცნებობდა არქიტექტურის
ფაკულტეტზე შესვლაზე,მაგრამ ანკეტაში იყო გრაფა "წარმოშობა" და ოცნება
განუხორციელებელი დარჩა.
1929 წელს მან გაიარა მხაზველთა კურსები ვოლოგდას რკინიგზის სახელოსნოებთან.
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძის უმცროსი ძმა
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შერვაშიძის შუამდგომლობით აფხაზეთის მთავრობამ
1929 წელს გამოყო ა.კ.შერვაშიძის ოჯახის აფხაზეთში,ოჩამჩირეში
გადასახლებისთვის საჭირო სახსრები.
ეკატერინა ვასილიევნამ დაიწყო მუშაობა ოჩამჩირის საშუალო
სკოლაში,რუსუდანი კი მუშაობდა მხაზველად შავი ზღვის რკინიგზის
გაერთიანებულ სამშენებლო უბანში.
1931 წელს რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე დაოჯახდა.
მისი მეუღლე იყო ეროვნებით ბერძენი ინჟინერ-მშენებელი სტავრო დემოსთენეს
ძე პილიდი. 1932 წელს ის გააგზავნეს კელასურის რკინიგზის ხიდის
ასაშენებლად. რუსუდან ალექსანდრეს ასულმა მიატოვა სამუშაო და გაჰყვა მას.
1933 წლიდან ოჯახი ცხოვრობს სოხუმში.
1934 წელს გაჩნდა ვაჟიშვილი დემოსთენე.
მთელი ამ წლების მანძილზე
რუსუდან ალექსანდრეს ასულს მიმოწერა ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ
მამასთან. ეს რა თქმა უნდა არ მოსწონდა ნკვდს,რუსუდანს ავიწროებდნენ და მას
უხდებოდა სამსახურის ხშირად გამოცვლა. ამან გამოიწვია რუსუდანის და
მამამისის ურთიერთობათა შეწყვეტა.
1938 წელს კი
გაუგებარი მიზეზების გამო რეპრესირებული იქნა მისი ძმა, კონსტანტინე
ალექსანდრეს ძე შერვაშიძე. ოჯახი დაიშალა.
ამან ცუდად იმოქმედა რუსუდანის და დედამისის ჯანმრთელობაზე.
რუსუდან ალექსანდრე შერვაშიძე
იყო ხალხის მტრად გამოცხადებული ადამიანის ძმა და ემიგრანტის ქალიშვილი.
ამიტომ მას გაუფუჭდა ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან.
მეორე
მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუსუდან ალექსანდრეს ასული მიშაობდა შავი
ზღვის რკინიგზის მშენებლობის სამმართველოში. ის მონაწილეობდა მოხალისე
სანიტართა მძიმე შრომაში,იღებდა და პუნქტებში ანაწილებდა დაჭრილებს
პირველადი სანიტარული დამუშავების გარეშე. ეს დაჭრილები სოხუმში
სევასტოპოლიდან ჩაჰყავდათ ზღვით.
მძიმე ომის შემდგომ წლებს,შიმშილს,ზრუნვას შვილზე და დედაზე,ბერძნების
გასახლებას, არ გაუტეხია რუსუდან ალექსანდრეს ასულის ხასიათი. ის ისევ იყო
კეთილი,მას ისევ უყვარდა ადამიანები.
1949
წელს რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე ცოლად გაჰყვა შორეული ნაოსნობის
კაპიტან კუზმა ალეკსეევიჩ ზაიცევს და გადავიდა იზმაილში//უკრაინა//.
კუზმა ალეკსეევიჩ ზაიცევი გარდაიცვალა 1951 წელს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რუსუდან ალექსანდრეს ასულ შერვაშიძეს ისევ ავიწროებენ,დაათრევენ კგბში, ემუქრებიან.
1953 წელს ვაჟიშვილის ლენინგრადში სასწავლებლად წასვლის შემდეგ რუსუდან
ალექსანდრეს ასული თავის მოხუც დედასთან ერთად დაბრუნდა სოხუმში.
ეკატერინა ვასილის ასული შერვაშიძე, რუსუდანის დედა,გარდაიცვალა 1955 წლის ნოემბერში.
1956 წელს კი მოვიდა სასიხარულო ამბავი იმის შესახებ რომ ალექსანდრე
კონსტანტინეს ძე შერვაშიძე ცოცხალია. ისევ გაიბა მიმოწერა. და რუსუდან
ალექსანდრეს ასული შერვაშიძე ყველაფერს აკეთებდა მისი მარტოსული მამის
შორეული საფრანგეთიდან სოხუმში გადასაყვანად.
წლების მანძილზე მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო.
მხოლოდ 1968 წელს შესძლო რუსუდან ალექსანდრეს ასულმა შერვაშიძემ საფრანგეთში წასვლა ამდენი ხნის უნახავი მამის სანახავად.
მაგრამ მას ელოდა ბედის კიდევ ერთი დარტყმა. ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
შერვაშიძე დაკრძალეს რამოდენიმე დღით ადრე მისი ქალიშვილის ჩასვლამდე.
ისევ ფაციფუცი,ზრუნვა,გაუთავებელი
ხვეწნა-მუდარა, შეხვედრები, წერილები, მოგზაურობა მამის მხატვრული
მემკვიდრეობის გამოსავლენად და დასაცავად.
აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში მუშაობისას რუსუდან ალექსანდრეს ასული
უსასრულოდ ითხოვდა მამის ნეშტის სოხუმში გადასვენებას.
1985
წლის მაისში 1832 წლის ქართული თავადაზნაურობის შეთქმულებაში მონაწილეობის
გამო აფხაზეთიდან გაგდებული კონსტანტინე შერვაშიძის ვაჟი ალექსანდრეს
ნეშტი როგორც იქნა გადმოასვენეს სოხუმში.
რუსუდან ალექსანდრეს ასული აგრძელებდა ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
შერვაშიძის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. წერდა წერილებს და ნარკვევებს
ჟურნალ-გაზეთებში. მას მიწერმოწერა ჰქონდა ლიტერატურის და ხელოვნების
გამოჩენილ მოღვაწეებთან. ის ახდენდა საარქივო მასალების
სისტემატიზაციას,აქვეყნებდა ამ მასალებს და აქტიურად მონაწილეობდა აფხაზური
კულტურის ახალგაზრდა წარმომადგენლების ჩამოყალიბებაში.
რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე მთელი თავისი ცხოვრების საქმეს აგრძელებდა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.
95 წლის რუსუდან ალექსანდრეს ასული შერვაშიძე გარდაიცვალა სტავროპოლში 2006 წლის 2 დეკემბერს.
http://www.spbvedomosti.ru/print.htm?id=10247275@SV_Articles
Copyright (C) 2000 Издательский дом "С.-Петербургские ведомости"
191025 Санкт-Петербург, Ул. Марата 25. Телефон: +7 (812) 325-31-00 Факс: +7 (812) 764-48-40
E-mail: post@spbvedomosti.ru
всё, что имею готов отдать для музеев в Тифлисе и Сухуми».
Вскоре в Тбилиси было получено более 500
работ его для музеев Тбилиси и Сухуми. Только через несколько месяцев
радостная весть об отце дошла до меня через газету «Советская Абхазия»
Между нами завязалась переписка.
No comments:
Post a Comment