6.05.2013

Ex Oriente Lux, ძველი ეგვიპტური კულტურის გავლენა დასავლურ ცივილიზაციაზე:


Ex Oriente Lux, ძველი ეგვიპტური კულტურის გავლენა დასავლურ ცივილიზაციაზე: 

კრისტიან დეროშ ნობლკურის წიგნი
"ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" 
წიგნში ,,ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" სახელგანთქმული ფრანგი სწავლული გვეუბნება რომ ძველმა ეგვიპტემ მსოფლიოს უანდერძა აგური, ანბანი, კალენდარი, ეზოპეს და ლაფონტენის ცხოველები, ტესტი ფეხმძიმობაზე, თვალის ავადმყოფობათა და თავის ტკივილის წამლები, ციხე-სასახლეების მოდელი და აღდგომის და ევქარისტიის ქრისტიანული სიმბოლოები. თანამედროვე მეცნიერება, მედიცინა, ტექნოლოგია და თეოლოგია არის ძველ ეგვიპტელ სწავლულთა მემკვიდრე.

ეგვიპტემ უზომო გავლენა მოსახდინა დასავლეთზე. უკვე ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეგვიპტეში უფრო ადრე ვიდრე სადმე სხვაგან ყვაოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება, მედიცინა.

აქაა საბერძნეთის და კრეტას ცივილიზაციათა ფესვები. ევროპელებს ეგვიპტელები ხვდებოდნენ ფინიკიის სანაპიროზე ბიბლოსში, გზაზე შეივლიდნენ ხოლმე კრეტაზე, კვიპროსზე, როდოსზე, კარპატოსზე, კითერაზე. კითერაზე ნახეს თაბაშირის ლარნაკი ეგვიპტის მე-5 დინასტიის //2465-2323// ფარაონის სახელით.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში საშუალო სამეფოს ეგვიპტე გაცხოველებით ვაჭრობდა კრეტასთან რაზეც მოწმობს კრეტაზე ნაპოვნი მრავალი ეგვიპტური ნივთი
//ჭურჭელი, პატარა ქანდაკებები, საბეჭდავები და ა.შ.//.



მსოფლიო კულტურაში ეგვიპტელთა წვლილის შესახებ შოტლანდიელი მაკენზი ნაშრომში ,,ძველი ცივილიზაციები" //1927// წერდა: "ჩვენ დღემდე ვსარგებლობთ ეგვიპტური კალენდარით, რომელიც პირველად გაჩნდა ნილოსის ველის პირველ მიწათმოქმედებში, ჩვენ ჩვენს დროსა და სივრცეს ვზომავთ ბაბილონელთა სისტემით და უნდა ვაღიაროთ რომ საბერძნეთი და რომი ვერ გაჩნდებოდნენ მდინარეთა ველების მიერ კაცობრიობისთვის მიძღვნილი ცივილიზაციების გარეშე. ჩვენს ხელოვნებათა და მეცნიერებათა, სოციალურ ინსტიტუტთა, ეკონომიკის და ვაჭრობის ისტორია ვერ იქნება სრულად შესწავლილი უძველესი ცივილიზაციის მონაპოვრებისკენ მიმართვის გარეშე".
ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან ბერძნები და რომაელები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ეგვიპტით. მაშინ ეგვიპტე მოინახულეს გამოჩენილმა ბერძნებმა სოლონმა, თალესმა, პითაგორამ, ჰეკატეი მილეთელმა, გელანიკმა, პლატონმა, არისტაგორ მილეთელმა და სხვებმა.

აგლაოფმა პითაგორა აზიარა ორფეოსის მიერ ეგვიპტიდან ჩამოტანილ მისტერიებში.
გადმოცემით კეკროპსმა პირველმა გადაიტანა ეგვიპტის ცივილიზაციის ნაყოფი საბერძნეთში და დააარსა სახელგანთქმული ქალაქი ათენი.

ძველი ბერძნებისთვის ეგვიპტე იყო "საიდუმლო სიბრძნის აკვანი".

სოლონმა გადაიღო ეგვიპტური კანონები რომელთა თანახმად ყველას უნდა განეცხადებინა თავისი შემოსავლის შესახებ და ყოველწლიურად მიეცა გადასახადი პროვინციის მმართველისთვის.

ამასთან თაღლითობაში შემჩნეულ ყოველ ეგვიპტელს სჯიდნენ სიკვდილით. ეს სოლონმა გადაიღო თავისთანაც, ათენში.

დიოდორე სიცილიელის თქმით ეგვიპტური კანონმდებლობით აქტიურად სარგებლობდა სპარტას მეფე ლიკურგი.

ეგვიპტელების სიბრძნეს ეწაფებოდა პლატონი.

მრავლისმთქმელია პლატონის შემდეგი ნაწყვეტი //"ტიმეოსი"//. ეგვიპტის ერთ-ერთი ქურუმი ეუბნება მეფე სოლონს:

"ახ სოლონ, სოლონ! თქვენ, ელინები, მუდამ რჩებით ბავშვებად, არაა თქვენში ასაკოვანი! რატომ ამბობ ასე?- იკითხა სოლონმა. "თქვენ მოზარდები ხართ გონებით ვინაიდან თქვენი გონება არ ინახავს ოდითგანვე გვარიდან გვარში გადამავალ გადმოცემებს და დროისგან გაჭაღარავებულ მოძღვრებას"-იყო პასუხი.


ძველ ეგვიპტური რაინდი ღვთაება
ჰორუსი კლავს ურჩხულს,პარიზის ლუვრში
დაცული ძველეგვიპტური შედევრი ამ
თემამ ჩვენი წმინდა გიორგის სახეზეც
მოახდინა გავლენა.
ლექსანდრიაში გაჩნდა პლოტინის ფილოსოფიაც. პლოტინმა იქ იცხოვრა 11 წელი. ნეოკესარიის ეპისკოპოსი წმინდა გრიგოლი ახალგაზრდობაში ფილოსოფიას და მედიცინას სწავლობდა ალექსანდრიაში. "წმინდანთა ცხოვრებაში" ნათქვამია რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი გრიგოლი ყველა ქვეყნიდან ალექსანდრიაში ჩასულ ახალგაზრდებთან ერთად სწავლობდა ფილოსოფიას და საექიმო ხელოვნებას. მისმა უმანკო ცხოვრებამ აღძრა მის თანატოლთა სიძულვილი. ეს თავშეუკავებელი და ვნებებს დამონებული ახალგაზრდები წარმართი ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივად უწმინდურად ცხოვრობდნენ და დადიოდნენ კახპათა სახლებში. ქრისტიანი ყმაწვილი წმინდა გრიგოლი კი არ აყვა მათ,თავს არიდებდა დამღუპველ გზას,ერიდებოდა უწმინდურობას და ვერ იტანდა უკანონობას. ის თავისი სიწმინდით ანათებდა როგორც თეთრი შროშანი სარეველას შორის.

ეგვიპტიდან //თებედან// იყო წმინდა ანტონიც. ეგვიპტელების გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ბერძენთა ხელოვნებაში და ზოგ ტექნიკურ გაუმჯობესებასა და მოწყობილობაში.

ეგვიპტური მხატვრული ფორმები აისახა მიკენის კულტურის ცენტრებში მოქანდაკეებისა და მხატვრების მიერ "ფრონტალურობის კანონთა" გამოყენებაში //არქაული აპოლონი//.

ბერძნებმა თავის მხრივ ბევრი გააკეთეს ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად და, მეტიც, ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გასაერთიანებლად. ქვემო ეგვიპტის ქალაქი საისის მეფე ფსამეტიქი ებრძოდა ნომთა სხვა მფლობელებს ქვეყნის გაერთიანების მიზნით.მისი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ და გააძევეს ის ეგვიპტის ყველაზე მოშორებულ ნაწილში,ნილოსის დელტაში მდებარე დაჭაობებულ ადგილში. იქ ის მივიდა მისანი ქალღმერთის ტაძარში და იკითხა თავისი მომავლის შესახებ. ჰეროდოტეს თანახმად ქურუმების ინტერპრეტაციით ქალღმერთმა უთხრა რომ დაელოდოს ზღვიდან რკინის ადამიანების გამოსვლას და ისინი დაეხმარებიან მას.

მეფე გარკვეულ ხანს გაკვირვებით ფიქრობდა თუ რას ნიშნავს ასეთი წინასწარმეტყველება. მაგრამ ერთხელ მას შეატყობინეს რომ ნაპირს მიადგნენ გემები რომლებზეც ჩანან რკინით და სპილენძით შეაბჯრული ადამიანები.

ესენი იყვნენ ბერძნები რომლებიც თავს ირჩენდნენ ყაჩაღობით ხმელთაშუა ზღვაში. ფარაონმა ისინი გაიცნო, დაააფასა მათი ძალა და სიმამაცე და დაითანხმა მის სამსახურში ჩადგომაზე. მეფემ ბერძნების დახმარებით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. ბერძნებისგან შედგებოდა მისი პირადი გვარდია.

ფსამეტიქმა თავისუფლად შეუშვა ბერძენი ვაჭრები ეგვიპტის ქალაქებში, მისცა მათ ქვეყანაში თავისუფლად დასახლების უფლება, მეტიც, მისცა მათ ქალაქი ნავკრატისი //"გემთა დედოფალი"//

ალექსანდრე დიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი გახდება ეგვიპტის მეფე და დააარსებს ლაღიდთა დინასტიას. თავის ნაშრომში ის უფრო აქებდა ალექსანდრე მეომარს ვიდრე ალექსანდრე პოლიტიკოსს. მისი ნაშრომი სანდოა იმიტომ რომ მისი მეფობისას არიანის თქმით "მისთვის ტყუილის თქმა უფრო სირცხვილი იყო ვიდრე ვინმე სხვისთვის".

ბერძნებს იზიდავდა ეგვიპტის სიმდიდრე და არა ეგზოტიკა.ამიტომ ეგვიპტეს დაქირავებულებთან ერთად მიაწყდნენ ბერძენი ვაჭრებიც. იონიელებმა პირველებმა მე-7 საუკუნეში დააარსეს კირენა,ძლიერი კოლონია ლიბიის სანაპიროზე და აავსეს ნილოსის დელტა სხვა ფაქტორიებით და კოლონიებით. ისინი ბევრნი იყვნენ და მათი და ადგილობრივი მკვიდრების ურთიერთობათა გასაიოლებლად ჩნდება მთარგმნელთა მთელი კასტა. ფარაონი ამაზისის დროს //ძვ.წ.570-526// ნილოსის დასავლეთ მკლავზე, ფარაონის რეზიდენციასთან ახლოს,გაჩნდა ძლიერი სავაჭრო ცენტრი ნავკრატისი სადაც თავმოყრილი იყო ეგვიპტის მთელი ექსპორტი. ნავკრატისი წმინდა ბერძნული ქალაქი იყო და სარგებლობდა ავტონომიური თვითმმართველობით.
       
ჰეროდოტეს თქმით მეფე ამაზისის დროს ეგვიპტემ მიაღწია უდიდეს აყვავებას. მდინარე ასაჩუქრებდა მიწას და მიწა-ადამიანებს. ამბობენ რომ მაშინ ეგვიპტეში იყო ოცი ათასი ქალაქი. 
         
ამაზისმა დაადგინა რომ ყოველ ეგვიპტელს ყოველწლიურად ოლქის მმართველისთვის უნდა შეეტყობინებინა თავისი შემოსავალი. იმას ვინც ამას არ გააკეთებდა და ვერ შესძლებდა კანონიერი შემოსავლების ჩვენებას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა.
             
სოლონმა გადაიღო ეს კანონი და შემოიღო ათენში სადაც ის მოქმედებდა ჰეროდოტეს ხანაში.
            
ამაზისი //ამასისი// ეგვიპტეში აგებდა ბერძენთა ღმერთების და ქალღმერთების სალოცავებს. საისში მან დადგა ათენას ულამაზესი მონუმენტი. ის ელადაში აგზავნიდა საჩუქრებს//ათენას მოოქროვილი ქანდაკება,ორი ქვის ქანდაკება,თავისი პორტრეტული ხის ქანდაკებები ჰერას ტაძარში სამოსზე და სხვ.//...
           
ნავკრატისში თავისი წარმომადგენლები ჰყავდათ ბერძენ ტომებსა და მათ ქალაქებს, ეგინელებს, სამოსელებს, დორიელებს როდოსიდან და კნიდიდან,იონიელებს ქიოსიდან, თეოსიდან, ფოკეიდან თუმცა გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ფსამეტიქის დროს ეგვიპტეში დამკვიდრებულ მილეთელებს.


ამ პირობებში არაფერია გასაკვირი იმ გადმოცემებში რომელთა თანახმადაც ეგვიპტეში ნამყოფები იყვნენ იონიელი ფილოსოფოსები//თალესი და პითაგორა//.
               
ფარაონმა ამასისმა კირენელებთან დადო თავდაცვითი და შეტევითი კავშირიც და ცოლად მოიყვანა კირენელი ასული ლადიკა...
         
ეგვიპტის სიმდიდრეები იზიდავდა სპარსელებს, ბერძნებს, რომაელებს და ებრაელებს. ბერძნები ცდილობდნენ აღმოსავლეთის და დასავლეთის ბეღლის ხელში ჩაგდებას და სპარსელების მიერ ეგვიპტის დაპყრობამ დიდი დარტყმა მიაყენა ელინური სახელმწიფოების ვაჭრობას. მაგრამ სპარსელებმაც შეიტანეს რაღაც ღირებული ეგვიპტის და საბერძნეთის ცხოვრებაში. ამაზე მოწმობს ერთ-ერთი პაპირუსის ტექსტი რომელშიც ლაპარაკია იმაზე თუ როგორ იყო აწყობილი ძვ.წ.225 წელს მემფისთან ახლოს არსებული საფოსტო სადგურის მუშაობა,აღირიცხებოდა კორესპონდენცია,წერილები,გზავნილები,
შემდეგ ხდებოდა მათი გადარჩევა და დაგზავნა ზემო და ქვემო ეგვიპტის სხვადასხვა რაიონში

ეგვიპტელთა ხასიათის ყველა თვისება და მათი ყველა შეხედულება არ ყოფილა მისაღები დასავლური კულტურისთვის,ბერძნებისთვის და რომაელებისთვის. ეგვიპტელთა ეროვნული ხასიათი ბერძნებს და რომაელებს ეჩვენებოდა წინაღმდეგობრივი მეტწილად არასასიამოვნო და ცუდი თვისებების უცნაურ ნარევად.
               
მაგრამ საარაკო გახდა ეგვიპტელთა გონიერება და გონებამახვილობა. მათი ხუმრობები ზუსტი და მახვილი,ზოგჯერ კი უწესო იყო. რომაელები უმაგალითოდ თვლიდნენ ეგვიპტელთა თავხედობას და თავგასულობას,ურცხვობას //თუმცა ნერონმა და კალიგულამ ალბათ გადააჭარბეს ყველაფერ ამას,გ.მ.//.
     
ეგვიპტელები წინააღმდეგობრივები,მამაცები და განებრივებულები არიან,მაგრამ იტანენ მონობას და წამებებს. ასე დაახასიათეს ეგვიპტელები კლასიკურმა მწერლებმა და ეს დახასიათება ეკუთვნის გვიანდელ ხანას, იმ დროს როდესაც რომმა გააერთიანა მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო და ავრცელებდა მასში ბერძნულ-რომაული კულტურის ელემენტებს....
       
რომაელთა ყურადღება მიიპყრეს იდუმალმა იეროგლიფებმაც. პლუტარქეს თქმით ეგვიპტურ დამწერლობას აქვს სიმბოლური ხასიათი....
     
ეგვიპტური კულტურული მონაპოვრების გარდა რომმა ეგვიპტისგან შეითვისა მისი პოლიტიკური მოწყობილობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი-იმპერიის და და იმპერატორის ხელისუფლების ღვთაებრივი ხასიათის იდეა.  ფარაონს ამსგავსებდნენ მზეს. ძველი რწმენის თანახმად ეგვიპტოს მეფეები მზე-რას შთამომავლები იყვნენ და ყოველი მმართველის სული იყო მზე-ჰორის ორეული-მაცნე.
       
ეს იდეა ძალიან მოეწონა ძველი სამყაროს მმართველებს,ყველას,ექნატონიდან  და აქემენიდებიდან პტოლემეებამდე და რომის იმპერატორებამდე.... უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორის შინაურები,მხევალ-მოსამსახურეები და კანცელარია მას უწოდებდნენ deus noster-ს, ჩვენ ღმერთს. რომის იმპერატორების ეს ამალა კი სანახევროდ აღმოსავლეთიდან გამოსულებისგან შედგებოდა.
           
მაგრამ მაშინ რომის იმპერატორები ვერ ბედავდნენ ამ წოდების ოფიციალურ წოდებად გამოცხადებას.
             
ამ პერიოდიდან მოყოლებული კალიგულას და ნერონის ნაირი კეისრები უკვე ოცნებობდნენ იმაზე რომ მათ ღმერთებად ჩათვლიდა მთელი მსოფლიო და რომში ისინი დაიკავებდნენ იმ ადგილს რაც თავის სამეფოში ეკავათ პტოლემეებს.
                     
რომის იმპერატორების აზრით ნებისმიერი ღმერთი შეიძლებოდა აღორძინებულიყო მათში. განათლებული რომაელები აღშფოთებულები იყვნენ მათ იმპერატორთა ასეთი უცნაურობებით, მაგრამ ყველა იმპერატორი ოცნებობდა რომ მათთვის ისევე ეცათ თაყვანი როგორც სცემდნენ თაყვანს სპარსელ მეფეებს თუ ეგვიპტელ ფარაონებს,მათ სურდათ ისევე ფუფუნებაში და განცხრომით ცხოვრება.
                 
ავრელიანმა 274 წელს დააწესა დაუმარცხებელი მზის კულტი და დიოკლეტიანეს კარი მსახურების იერარქიით და საჭურისთა ბრბოებით საყოველთაო აზრით იყო სასანიდთა სპარსული სამეფოს ასლი....
    
ძველად ეგვიპტე ითვლებოდა მეცნიერებათა,განსაკუთრებით მათემატიკის აკვნად,...

ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ეგვიპტოლოგი კრისტიან დეროშ-ნობლკურის აზრით თანამედროვეობა დიდადაა დავალებული ეგვიპტური ცივილიზაციისგან. მეტიც,ჩვენს კულტურას შეიძლება ეწოდოს ეგვიპტურ-ქრისტიანული კულტურა //იხ. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი მონოგრაფია "ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა"//.

ყველა ძველი ხალხი მისდევდა მთვარის კალენდარს და მხოლოდ ეგვიპტელები იყენებდნენ 12 30-დღიანი თვისგან შემდგარ მზის კალენდარს რომელსაც შუა ივლისში უმატებდნენ 4 "ეპაგომენალურ" დღეს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ერთ მთლიან დღეს.

ეს კალენდარი აიღო იულიუს კეისარმა და შეინარჩუნა ეკლესიამ რომელმაც შეცვალა მხოლოდ ახალი წლის დაწყების თარიღი რომელიც თავიდან დადგენილი იყო ნილოსის ადიდებისთვის. 


8. Бегство в Египет
ეგვიპტედ ლტოლვა, ოტენის
სან-ლაზარის ტაძრის კაპიტელი, საფრანგეთი,
რომანული ხელოვნება..
ეგვიპტელები ლოღიკოსები იყვნენ და მათ ჰქონდათ დაკვირვების გამძაფრებული უნარი. მათ დაიწყეს წყალდიდობების და წყლის კლებათა თვლა,და დაყვეს ისინი სამ ოთხთვიან სეზონად. დღეების ამ დაყოფამ უზარმაზარი როლი შეასრულა ეგვიპტელების ცხოვრებაში, კულტურაში, რწმენებში. ეგვიპტელებმა დაიწყეს აგურების კეთება.

მთელ მახლობელ აღმოსავლეთში აღიარებული იყო ეგვიპტური მედიცინის საოცარი მიღწევები. ეგვიპტელმა სწავლულებმა შექმნეს წყლის საათი. ეგვიპტელმა ექიმებმა აღმოაჩინეს პულსის გაზომვის მეთოდი, ტესტი ფეხმძიმობაზე,კატარაქტას დამუშავება,თვალის ავადმყოფობათა მკურნალობის მრავალი საშუალება. ისინი იკვლევდნენ შაკიკის მოვლენას.
           
დეროშ ნობლკურის აზრით ანბანი შეიქმნა სინას მთაზე ფირუზის საბადოებში მომუშავე ბედუინების და ეგვიპტელი მუშების კონტაქტისას. ის თვლის რომ ბედუინებმა თავის ენას მიუყენეს აკროფონიის პრინციპი რომელსაც ემორჩილება იეროგლიფთა უმეტესობა. შემდეგ მათ გადაიღეს წერის ეს,ლურსმულ დამწერლობაზე უფრო პრაქტიკული,სისტემა და გადასცეს ის სხვა ხალხებს პელოპონესამდე.

დიდად მნიშვნელოვანია ნათესაობა და გამოცანები სულიერ სფეროში. მნიშვნელოვანია იოსების ბიბლიური ისტორია. რაში დასჭირდებოდა ეგვიპტის ფარაონს ახალგაზრდა უცხოელი შვიდი მსუქანი და 7 გამხდარი ძროხების შესახებ სიზმრის ასახსნელად თუ კი უკანასკნელმა ფელაჰმაც კი იცოდა ნილოსის კარგი და ცუდი ადიდებების ამ რიტმის შესახებ?

საფიქრებელია რომ ეს ფარაონი იყო ჰიკსოსი ანუ სემიტი რომელმაც არაფერი იცოდა ჰავაზე და ქვეყანაზე და რომელმაც ალბათ ბევრი თავისი სემიტი ნათესავი მიიყვანა თვითონ მის მიწაზე ბევრად უფრო ნაყოფიერ და განათლებულ ეგვიპტის მიწაზე. 

//ჩანართი ვიკიპედიიდან: ჰიქსოსებმა ანუ მომთაბარე ტომთა ჯგუფმა ძვ.წ. მე-17 საუკუნეში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ქვემო ეგვიპტეში. ძვ.წ.1650 წლისთვის მათ შექმნეს ეგვიპტის მმართველთა თავისი დინასტია. იოსებ ფლავიუსი ჰიქსოსებს უწოდებს მწყემს მეფეებს... ანუ ჰიქსოსთა მიერ ეგვიპტის დაპყრობა და მათი გაბატონება ეგვიპტეში იყო მომთაბარეების მიერ განვითარებული მიწათმოქმედი ცივილიზაციის დამარცხება და დაპყრობა//.
მეორე სერიოზული საკითხია თუ რატომ გაიქცნენ მარიამი,იოსები და მათი შვილი იესო სწორედ ეგვიპტეში როდესაც იქვე სულ ახლოს იყო სირია. ბიბლიური ტექსტი არაფერს ამბობს ამის შესახებ მაგრამ იუდეველი ბავშვი უნდა გასცნობოდა ეგვიპტიდ მაღალგანვითარებულ მეცნიერებას და ხელოსნობას.     
ფრანგი ეგვიპტოლოგის აზრით ქრისტიანობის საფუძველი არსებობდა ეგვიპტეში და იძლევა ამის დამადასტურებელ მრავალ ფაქტს.
           
ის ახსენებს სცენას ნილოსზე,რომელიც ხშირად გვხვდება დასაკრძალ კონტექსტში, ადამიანი //ან ერთ ხაზზე მყოფი ორი ფიგურა// იჭერს ორ სულ ერთსა და იმავე თევზს,ტილაპიას და ლატესს.             
ეგვიპტედ ლტოლვა, მავრიკის კაპელა,პარიზი
ეს თევზები დეროშ-ნობლკურის აზრით ნარის გუშინდელი და მომავალი სულის,ა მქვეყნიური სულის და სხვა სამყაროს სულის სიმბოლოები.
       
ჩვენ კარგად ვიცით თევზის სიმბოლო პირველ ქრისტიანებთან და ქალბატონი დეროშ-ნობლკური  იგივე სიმბოლოს ხედავს ვეზელეს ბაზილიკის ნარტექსის ზოდიაქოში.
     
კიდევ ბევრია იკონოგრაფიის და დოგმატთა მსგავსება.
       
მკვლევარის აზრით გველის დამთრგუნველი წმინდა გიორგის ხატი უნდა მომდინარეობდეს  ბოროტების ემბლემა ბეჰემოტის დამრთგუნველი ღმერთი ჰორუსის ეგვიპტური ხატიდან. მოგზაურთა მფარველი წმინდა ქრისტოფორის  წინამორბედი კი უნდა იყოს დიდი მოგზაურობისთვის მომზადებული სულების მეგზური ანუბისი..

ასეთი მაგალითი ბევრია, ახალი პაპისთვის "ბაგეთა და თვალების გახსნის" რიტუალიდან ეგვიპტელების მიერ თავისი მეფის საიქიოში გასტუმრების თითქმის იგივე რიტუალამდე.
               
მკვლევარის თქმით არაა საჭირო ეგვიპტური პანთეონის ღმერთების სიმრავლის სიტყვა-სიტყვით გაგება. მისი აზრით დედოფალმა ხატშეფსუტმა ეხნატონამდე იგრძნო რომ უზენაესი ღვთაება იყო ერთადერთი ძალა,მზიური ღმერთისა და დედა-ქალღმერთის, ეგვიპტური მსოფლმხედველობის ორი შემოქმედი შემადგენელი ნაწილის კავშირის ძალა. თეოგამია, ღმერთისა და მოკვდავი ქალის კავშირი,რომელსაც ხატშეფსუტი ახსენებს დეირ-ელ-ბაჰრის ტაძარში,ამენჰოტეპ მესამე ლუქსორის ტაძარში და რამზეს მეორე რამესეუმში მათი ღვთაებრივი არსის გასამართლებლად,არის ხარება და მარიამი არის მთელ რომის იმპერიაში გალიამდე,თანამედროვე საფრანგეთამდე გავრცელებული და საუკუნეთა მანძილზე არსებული დიდი ისიდას კულტის და საიდუმლოთა გამოძახილი.
         
კვლევის თემით გატაცებული მკვლევარი რა თქმა უნდა შეიძლება ზოგ რამეში აჭარბებდეს მაგრამ ათი მცნების მიღების უნარის მქონე მოსეს აღმზრდელი და დევნილი იესოს თავშესაფარი ეგვიპტის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში ნამდვილად უზომოა და ეს გავლენა დღესაც იგრძნობა...ეს თემა ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ კვლევას და სერიოზულ მკვლევარს.
---------------------------------------


© «AFP»
© Desroches-Noblecourt Ch. Le Fabuleux Héritage de l'Égypte. Editions Telemaque. Paris.
© Авторизованный перевод: Ассоциация по изучению Древнего Египта «МААТ»
«Невероятное наследие Египта»: новые истины от Дерош-Ноблекур


егендарная Кристиан Дерош-Ноблекур, самая известная из современных французских египтологов, никогда не боялась ни оригинально истолковывать полученные в результате исследований факты, ни шокировать идеями. Ее неотъемлемая черта — решимость. Именно та решимость, с которой пожилая дама, полностью сохранившая свой критический ум в возрасте 91 года, «возбуждает негодование», позволяя себе утверждать в заключении к своему последнему труду «Невероятное наследие Египта»: «В противоположность тому, что мы привыкли повторять, мы живем не в еврейско-христианской культуре, но в египетско-христианской. Евреи и Библия ни чем не способствовали построению христианства и европейской цивилизации. Все, что они нам передали, было похищено ими у египтян. Давайте признаем правду, для которой есть все доказательства».

No comments: