7.13.2013

ევროპული საყმაწვილო საკითხავი - დღემდე ვერ გაგებული ეპიკურე (ბერძენი,ძვ.წ. 342-306) :


დღეს ეპიკურეველს უწოდებენ იმას ვინც მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე ფიქრობს და ოცნებობს. მაგრამ ეპიკურეს ფილოსოფია სულაც არაა ტკბობის გამოუსწორებელი მაძებარის დოქტრინა.

სულაც პირიქით, ლაპარაკია ჭეშმარიტ ასკეზაზე და ვნებების, ჟინის და სიმდიდრის გარეშე ცხოვრების იდეალზე.

ეპიკურიზმი არაა ჰედონიზმი (სიამოვნების კულტი).

პირიქით, ეპიკურე მოგვიწოდებს მეგობრობით და გრილი, სუფთა წყლით ცხოვრებისაკენ.

ყოველგვარ ამბიციაზე, ყოველგვარ ძალაუფლებაზე უარის თქმით და მხოლოდ ტანჯვისთვის თავის არიდების მცდელობით ჩვენ მივაღწევდით ბედნიერებას ატარაქსიის (სულიერი სიმშვიდის) ფორმით.

პურის ნაჭერი საკმარისია იმისათვის რომ აღარ გავიტანჯოთ შიმშილით.
ადამიანთა ბოროტებისაგან თავის დასაცავად საკმარისია რამოდენიმე ერთგული მეგობარი.

მეტიც, სიმდიდრის, კაი ჭამა-სმის ძიება საკუთარი თავის უბედურებაში ჩაგდებაა.

როდესაც ვამბობთ რომ სიამოვნება არის სუვერენული სიკეთე ჩვენ არ ვფიქრობთ აღვირახსნილთა, გარყვნილთა სიამოვნებებზე თუ ფიზიკურ სიამოვნებებზე, ხსნის ეპიკურე.

სიამოვნება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ არის ფიზიკური ტკივილის და სულიერი მღელვარების განუცდელობა.»

ეპიკურევლების თქმით ისინი სიამოვნებით ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მიმართავენ მკაცრ ასკეზას. ცხოვრობენ უბრალოდ, ადამიანთაგან მოშორებით. ისინი ცდილობენ სიკვდილისა და ტანჯვის შიშის დაძლევას.

აპათია ( ეტიმოლოგიური მნიშვნელობით ვნებების ჟინთა არქონა),რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ სათნოა, ღირსეულია:
ვისაც არაფერი არ უნდა არ იქურდებს და არ იტყვის ტყუილს თავისი მიზნის მისაღწევად.

რომში ეპიკურეს დებულებები ასკეტიზმის გარეშე მიიღო ლუკრეციუსმა.

პიკურესთან ერთად ისწავლეთ რომ სიკვდილი არაა საშიში:
ეპიკურე არ კმაყოფილდებოდა იმის თქმით რომ სიკეთე იოლი მისაღწევია და ტკივილი,ბოროტება იოლი გადასატანია. ის ამხნევებდა თავის მოწაფეებს რომ მათ არ შინებოდათ ღმერთებისა. რატომ? ჯოჯოხეთი, ამბობდა ეპიკურე, არის მხოლოდ ჩვენი მორალური შიშების პროექცია; იყო მკვდარი არაა დაუბადებლობაზე უარესი.

კარგად ნაცხოვრები ცხოვრება, ასწავლიდა ეპიკურე, არის მხოლოდ სიკვდილისთვის მომამზადებელი ვარჯიში და კარგად ნაცხოვრებ ცხოვრებას არა აქვს მოსაგები მარადიულობა.

მორალი: მნიშვნელობა აქვს ცხოვრების და ყველაფერი დანარჩენის ხარისხს და არა ხანგრძლივობას თუ რაოდენობას.

(ნაწყვეტი ჯიბის ფორმატის წიგნაკიდან რომელიც გამოიცა ქვეყანაში სადაც ცხოვრობს ეპიკურეს მტერი მარკიზ დე სადით გატაცებული ბევრი ადამიანი, იქნებ სადიზმი ნამეტანი ბევრს არ შეეყაროსო, გი სოლენ, ფილოსოფია, დიდი ფილოსოფოსების და აზრის მიმდინარეობათა პატარა ლექსიკონი, ,პარიზი,2009,გვ. 45-46.გიორგი მარჯანიშვილი).

Guy Solenn,


 


No comments: