ფილოსოფია თქვენს ჯიბეში, საგანგებოთ ბაკისთვის //საშუალო განათლების ატესტატის მიმღებთათვის, მინი ლარუსი, პარიზი, 2013//
საფრანგეთში ცნება ბაკალავრეატი მომდინარეობს ძველი ფრანგული სიტყვიდან bacheler და შუა საუკუნეების ლათინური სიტყვიდან baccalarius, «ჭაბუკი ვისაც სურს რაინდად გახდომა», მასზე გავლენა იქონია ზმნამ laureare «დაფნის გვირგვინის დადგმა».
ესაა ეროვნული დიპლომი, საშუალო, ტექნოლოგიური თუ პროფესიული, განათლების მიღების მოწმობა და პირველი საუნივერსიტეტო ხარისხი. ისაა უმაღლესი განათლების წინაპირობა.
ცნება გაჩნდა მე-13 საუკუნეში პარიზის უნივერსიტეტში და აღნიშნავდა განათლების საშუალო საფეხურს ხელოვნებათა თუ სამართალში,თეოლოგიის და მედიცინის დოქტორატის ფლობისკენ. შემდეგ ის გავრცელდა საფრანგეთის უნივერსიტეტებში და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეშვეობით ბრიტანეთში. ის მიიღო ნაპოლეონ პირველმა 1808 წელს საფრანგეთის უნივერსიტეტის დადგენისას. მის წიაღში მწერლობის და მეცნიერებათა ბაკალავრეატები, რომლებიდანაცაა უშუალოდ გამოსული თანამედროვე ზოგადი ბაკალავრეატი, შეასრულებენ იმ როლს რომელსაც ძველ უნივერსიტეტებში ასრულებდა ხელოვნებათა ცოდნა.
ანგლო-საქსური ტრადიციის საუნივერსიტეტო სისტემაში ბაკალავრეატი იქცა უმაღლესი განათლების პირველი ციკლის ნებადამრთველ ხარისხად.
ბაკალავრეატს შინაურად ქვია ბაკი და ძველებურად ბაშო//« bachot »//.
მოკლედ, რაინდობის მსურველმა ევროპელმა ყმაწვილმა ფილოსოფიიდან ეს მინიმუმი მაინც უნდა იცოდეს.
ესაა იაფფასიანი ბროშურა ახალგაზრდებისთვის რათა მათ შეეძლოთ მისი უბეში ტარება და წაკითხვა საგარეუბნო მატარებლებშო მოგზაურობის ან სადმე დასასვენებლად ჩამოჯდომის დროსაც.
გთავაზობთ მის ნაწილს:
პოლიტიკა ანუ სახელმწიფოს //ბერძნულად პოლისი// მართვის ხელოვნება გულისხმობს ორგანიზაციას. მაგრამ ნაგულისხმები ორგანიზაცია და წესრიგი ზღუდავს ინსტინქტურად თავისუფლების წადილით მოძრავი ადამიანის ბუნებას
მაშ შეუძლია თუ არა პოლიტიკურ ორგანიზაციას წესრიგის და თავისუფლების შერიგება?
რომელი ტიპის პოლიტიკური რეჟიმის პირობებში შეუძლიათ თანაარსებობა წესრიგის,თავისუფლების და თანასწორობის ღირებულებებს?
თავისუფლება არ არსებობს პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე,
ბუნებრივ მდგომარეობაში არც ჭეშმარიტი თავისუფლებაა და არც ჭეშმარიტი წესრიგი.
ჰობსის თქმით ბუნებრივ მდგომარეობაში "ადამიანი მგელია ადამიანისთვის".
__________________________________________________________________________
ლათინური გამოთქმა ადამიანი ადამისთვის მგელია //Homo homini lupus est//.
თუ კი დავაკვირდებით სამყაროს,თუ კი აქეთ-იქით გავიხედავთ დავინახავთ რომ ყველა და ყველაფერი ომობს. არსებათა სახეობები ჭამენ, ღრღნიან ერთმანეთს. ელემენტები იბრძვიან ერთად.
რამდენმა ფილოსოფოსმა დაინახა რომ ადამიანის ყველაზე საშინელი და დაუნდობელი მტერი იყო ადამიანი. ადამიანი ადამიანისთვის მგელია!!!
ადამიანის ყოფნა ამ ოთახში შემაშფოთებელია.
ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით შეყვარებულისთვის, უცნობი ადამიანი საშიში მხეცია, ამბობს პლავტი. უცნობი ადამიანი უცნობი მგელი
//Homo ignotus ignoto lupus//.
ალფი, კანტი, სოკრატე და იესო გირჩევენ რომ ერთმანეთს მოექცეთ როგორც ძმებს,
მაშინ როდესაც ჰობსის თქმით თქვენ მგლები ხართ ერთმანეთისთვის.
ვიკიპედიიდან
ლათინური გამოთქმა ადამიანი ადამიანისთვის მგელია ნიშნავს რომ ადამიანი ყველაზე უარესი მტერია ადამიანისთვის,თავისი მსგავსისთვის თუ თავისი სახეობისთვის.
ამ გამოთქმაზე პირველად მიანიშნა პლავტმა თავის კომედიაში "ვირები"//ძვ.წ.195 წლისთვის//. " როდესაც მას არ ვიცნობთ,ადამიანი მგელია ადამიანისთვის".
გამოთქმა გაიმეორეს და აიტაცეს ერაზმმა,რაბლემ,მონტენმა, აგრიპა დობინემ, ფრანსის ბეკონმა, ჰობსმა, არტურ შოპენჰაუერმა და ზიგმუნდ ფროიდმა.
ფილოსოფიური თვალსაზრისით ეს გამოთქმა გამოხატავს პესიმისტურ აზრს ადამიანის ბუნების შესახებ.
ადამიანი ცუდია და გარყვნილი, ის მზადაა საკუთარი ინტერესების განხორციელებისთვის სხვათა საზარალოდ.
ფროიდის თანახმადაც "ადამიანი არის ინსტინქტით აგრესიულობის დიდი დოზის მქონე არსება".
ცხოველები ერთმანეთს ებრძვიან საკვების ან ტერიტორიის გულისთვის,მაგრამ ადამიანები ეომებიან ერთმანეთს სულ უმნიშვნელო რამეებისთვის და ამ უმნიშვნელო რამეებისთვის ადამიანებს შეუძლიათ ადამიანთა ნაწილის მოსპობის რაციონალურად ორგანიზაცია.
ადამიანის სიმხეცესთან შედარება არაა საამაყო მგლისთვის ვინაიდან ცხოველები არ არიან ადამიანის მსგავსი მხეცები....
// თომას ჰობსი,1588-1679,"მოქალაქე"//.
ამის საწინააღმდეგოდ სენეკას თქმით ადამიანი წმინდა რამეა ადამიანისთვის.
Les membres de l'espèce humaine détiennent le triste privilège d'être les seuls qui s'entre-détruisent en déployant de multiples formes de cruauté. Là où les animaux se battent pour de la nourriture ou un territoire, les hommes s'affrontent pour les motifs les plus futiles et sont capables d'organiser rationnellement l'extermination d'une partie des leurs. Ainsi, ce n'est pas rendre hommage aux loups que de les comparer à la férocité de l'homme, car les animaux ne sont pas si bêtes que cela...
L'homme est un loup pour l'homme. » Thomas Hobbes (1588-1679), Le Citoyen
Par opposition, Sénèque écrit que « l’Homme est une chose sacrée pour l’Homme. »2
HOMO HOMINI LUPUS
Citations & Locutions Latines
'homme est un loup pour l'homme.

Si nous considérons le monde, nous y voyons tout en guerre : Les espèces se dévorent, les éléments luttent ensemble ; la société humaine est à bien des égards une lutte continuelle et une guerre. Combien de philosophes ont trouvé que le plus cruel ennemi de l'homme était l'homme : Homo homini lupus !
----Pierre Leroux.||||;;;;La présence d'un homme dans cette chambre le trouble. Pour tout homme, surtout pour tout homme amoureux, un homme inconnu est un animal dangereux, a dit Plaute : Homo ignotus ignoto lupus.
----Alph. Karr.||||;;;;Socrate et Jésus vous conseillent de vous traiter en frères : tandis que Hobbes prétend que vous êtes naturellement loups les uns pour les autres : Homo homini lupus.
----Pierre Leroux||||, Humanité.;;;;
Homo homini lupus est est une locution latine signifiant : « l'Homme est un loup pour l'Homme », autrement dit : “l'Homme est le pire ennemi de son semblable, ou de sa propre espèce.” Homo est un mot de la troisième déclinaison et le cas de "homini" est le datif.
La première référence à cette locution est de Plaute dans sa comédie Asinaria (La Comédie des Ânes, vers 195 av. JC : "Quand on ne le connaît pas, l'homme est un loup pour l'homme"). Elle fut reprise par Érasme dans Adagiorum Collectanea, par Rabelais dans le Tiers livre (chapitre III), par Montaigne dans les Essais livre III, chapitre 5, par Agrippa d'Aubigné dans Les Tragiques (Livre I), par Francis Bacon dans De Dignitate et augmentis scientiarum et Novum Organum, puis par Hobbes dans le De cive (épître dédicatoire) — seule occurrence connue dans toute l'œuvre du philosophe anglais ; elle ne figure donc pas dans le célèbre Léviathan. Elle fut aussi reprise par Arthur Schopenhauer dans Le Monde comme Volonté et comme Représentation et par Sigmund Freud dans Malaise dans la civilisation.
D'un point de vue philosophique, cette locution porte une vision pessimiste de la nature humaine : l'Homme n'est pas le "bon sauvage" de Jean-Jacques Rousseau mais "un loup pour l'Homme" ; un être mauvais et pervers, porté à réaliser ses intérêts au détriment des autres. De même chez Freud, l'homme est par instinct un être doté d'“une forte somme d'agressivité.”1
Les membres de l'espèce humaine détiennent le triste privilège d'être les seuls qui s'entre-détruisent en déployant de multiples formes de cruauté. Là où les animaux se battent pour de la nourriture ou un territoire, les hommes s'affrontent pour les motifs les plus futiles et sont capables d'organiser rationnellement l'extermination d'une partie des leurs. Ainsi, ce n'est pas rendre hommage aux loups que de les comparer à la férocité de l'homme, car les animaux ne sont pas si bêtes que cela...
L'homme est un loup pour l'homme. » Thomas Hobbes (1588-1679), Le Citoyen
Par opposition, Sénèque écrit que « l’Homme est une chose sacrée pour l’Homme. »2
_________________________________________________________________________
ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არ არიან თავისუფლები ვინაიდან ერთმანეთის შიშით ცხოვრება,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ ადამიანს არ აძლევს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრების საშუალებას.
კანონების არარსებობა,უკანონობა ანუ ანომია წარმოშობს ქაოსს და ამყარებს "უძლიერესის კანონს". ეს კანონი კი შეფარდებითი და თვითნებურია.
მაშ პოლიტიკური სისტემა საჭიროა იმისთვის რომ ინდივიდებს ჰქონდეთ თავისუფლება.
განა ყველანაირ რეჟიმს შეუძლია ყველას თავისუფლების უზრუნველყოფა?
გადაწყვეტა: აბსოლუტური ხელისუფლება და ყველას მორჩილება ?
სახელმწიფოს ორგანიზაცია ჩანს რთულ პრობლემად იმიტომ რომ სპინოზას თქმით ჟინით და ვნებებით ამოძრავებული ადამიანები უმართავები არიან.
კანტის თქმით ადამიანები არიან მათი შეუგუებელი გულღიაობის მსხვერპლნი.
ადამიანის ბუნების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჰობსი ამ სირთულეთა დასაძლევად უპირატესობას ანიჭებს აბსოლუტურ ხელისუფალს რომელსაც უპირობოდ უნდა დაემორჩილოს ხალხი ვინაიდან მხოლოდ ესაა ყველა ადამიანის უშიშროებისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტია.
საშუალება: ძალის გამოყენება?
კიდევ უფრო შორს წასულმა მაკიაველიმ თქვა რომ ადამიანების დასამორჩილებლად საჭიროა ძალის და ეშმაკობის გამოყენება.
მთავარის პოლიტიკური ძალაა ხელისუფლების შენარჩუნება ყველასთვის თავის შეძულების გარეშე. შეიძლება ადამიანების დაშინება ისე რომ არ შეაძულო მათ თავი. ამიტომ მთავარმა ხელი არ უნდა ახლოს მოქალაქეთა და ქვეშევრდომთა ქონებას და მათ ქალებს.
მაკიაველიმ ისიც თქვა რომ მტერს შეიძლება ებრძოლო ორი რამით,პირველ რიგში კანონებით და შემდეგ ძალით. პირველი ახასიათებს ადამიანს და მეორე-მხეცს.
მაგრამ ეს განა ტირანია არაა ?
ტირანიაშიც, როდესაც მთელი ძალუფლება უზურპირებულია ერთადერთი ადამიანის მიერ და ტოტალიტარულ რეჟიმებშიც,როდესაც ხელისუფლება ამკვიდრებს ძალადობით სავსე წესრიგს,ყოველთვის მეფობს ხალხის თავისუფლების უარმყოფელი თვითნებობა.
ეს მოდელები ვერ ახერხებენ ერთსა და იმავე საზოგადოებაში წესრიგის და თავისუფლების შერიგებას.
ასე რომ საჭიროა სხვა პოლიტიკური წყობის ძიება.
როგორ შევარიგოთ ერთმანეთთან წესრიგი და თავისუფლება?
საერთო სიკეთის,საერთო კეთილდღეობის ძიება:
არისტოტელე გამოჰყოფს სახელმწიფოს მმართველობის სამ ფორმას: მონარქიას,არისტოკრატიას და დემოკრატიას. ყოველ მათგანს აქვს თავისი რადიკალური ნაირსახეობა-ტირანია//რადიკალური მონარქია//,ოლიგარქია//რადიკალური არისტოკრატია// და დემაგოგია//რადიკალური დემოკრატია//.
პოლიტიკური რეჟიმის ნორმალური ფორმის შეცვლა მისი რადიკალური ნაირსახეობით საშიშია საერთო კეთილდღეობისთვის და ხელისუფლების განაწილებისთვის მმართველთა და მართულთა შორის.
დემოკრატია
რუსოს თანახმად პოლიტიკური თავისუფლება არსებობს მაშინ როდესაც ყოველი ადამიანი მკვიდრდება როგორც მოქალაქე თავისი ზოგადი ნების გამოთქმით და ამ ნების მიზანია საერთო კეთილდღეობა. ამასთან ერთად ელიტა უნდა ემსახურებოდეს საერთო ინტერესს. მხოლოდ ასე შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური თავისუფლება რუსოს აზრით.
დემოკრატია //ხალხის ხელისუფლება// ასე ცდილობს წესრიგის და თავისუფლების შერიგებას საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა გამოყოფით და დემოკრატიული დებატით რომელიც იძლევა ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრების შედარების საშუალებას//მონტესკიე//.
მაცდური უტოპია:
პრუდონი კიდევ უფრო შორს მიდის და გვთავაზობს ანარქიას ანუ ერთადერთი ხელმძღვანელობის არარსებობას რომელიც ეფუძნება ხელისუფლებათა დანაწილებას და თვითმმართველობას ინდივიდთა ექსპლუატაციის გარეშე.
მაგრამ განა შეძლიათ ადამიანებს თანაარსებობა საზოგადოებაში კანონებისა და იერარქიის გარეშე? განა ეს არაა უტოპია,როგორც ამას ამბობდა თომას მორი?
საზოგადოება:
უნიკალური და შეუცვლელი ადამიანი უპირისპირდება სოციალურ ჯგუფს რომლის იდეალებიც და ღირებულებებიც მკვიდრდება როგორც ამ ჯგუფის ყოველი წევრის მოვალეობა.
მაგრამ განა უნდა ვიფიქროთ რომ საზოგადოება ამახინჯებს ადამიანს და ართმევს მას მის თავისუფლებას?
იქნებ უნდა ვიფიქროთ პირიქით რომ ყოველგვარი საზოგადოების გარეთ დარჩენილი ადამიანი ვერ შეინარჩუნებს თავისუფლებას?
მარტო ადამიანი არაა სოციალური არსება.
ფუტკრები და ჭიანჭველები ცხოვრობენ ჯგუფებში ხისტი სტრუქტურების შიგნით.
ცხოველური საზოგადოებები გახევებულები არიან უხსოვარი დროიდან.
ცხოველები მისდევენ მხოლოდ მათ ინსტინქტს რომელიც გამორიცხავს ცვლილებას თუ სრულყოფის შესაძლებლობას.
ადამიანური საზოგადოებები კი განიცდიან ყველანაირ ძვრებს,მუტაციებს,რევოლუციებს თუ სოციალურ პროგრესს ვინაიდან ყველა საზოგადოება ემორჩილება თვითონ ადამიანიდან და არა გარედან მომავალ წესებს.
არც ერთ ადამიანს არ ძალუძს მარტო ცხოვრება.
მარტო დარჩენილი ადამიანი ვერ შეძლებს ადამიანობის შენარჩუნებას. ამის დასტურია უკაცურ კინძულზე მყოფი რობინზონი რომელიც რომ არ გაგიჟდეს ცდილობს სოციალური გარემოს აღდგენას.
ადამიანი სავსებით ადამიანურად ცხოვრობს მხოლოდ საზოგადოებაში ვინაიდან ყველა ადამიანი ბუნებრივად არის საერთო ღირებულებების მქონე ოჯახის,სახელმწიფოს წევრი.
სოციალური ცხოვრება არაა შემთხვევითი. არისტოტელეს თქმით სოციალური ცხოვრებას აქვს მიზანი: ადამიანი ცხოვრობს ბედნიერების მისაღწევად და ეს მიზანი მიიღწევა მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების შიგნით.
ადამიანი,მაშ,ნამდვილად არის სოციალური ცხოველი ანუ სახელმწიფოში და ამდენად საზოგადოებაში მცხოვრები ცხოველი.
რომელ საზოგადოებას შეუძლია წესრიგის და თავისუფლების შერიგება?
თავისუფლების დაკარგვა?
რატომ უნდა იყოს მზად ადამიანი თავისუფლების დასაკარგავად და ჩასაკეტად ჯგუფში რომელშიც ის უნდა დაემორჩილოს კოლექტიური ცხოვრების ყველა შეზღუდვას და განა უნდა გინდოდეს ცხოვრება საზოგადოებაში რომელიც მარქსის თქმით არის ნამდვილი კლასთა ბრძოლის არენა?
საზოგადოების საფუძველია კონტრაქტი :
რუსოს აზრით ბუნებრივი მდგომარეობა ვერ გადარჩება და ადამიანი აუცილებლად და გარდაუვალად შედის სოციალურ მდგომარეობაში.
ის ამიტომ კარგავს შეუზღუდავ,თითქმის აბსოლუტურ თავისუფლებას,მაგრამ სამაგიეროდ იძენს შეზღუდულ მაგრამ რეალურ თავისუფლებას რომელსაც ადამიანს აძლევს სამართლიანი კანონების მქონე საზოგადოება.
ჩვენ ასე ვკარგავთ სრულ დამოუკიდებლობას მაგრამ ვიძენთ ნამდვილად ადამიანურ თავისუფლებას რესპუბლიკაში სადაც "სოციალური კონტრაქტის" მეშვეობით კანონები პატივს მიაგებენ ადამიანთა თანასწორობას და სამართალს.
მაშ,ყველას თავისუფლებას აძლევს ჭეშმარიტ "სოციალურ კონტრაქტზე" დაფუძნებული დემოკრატია.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვიკიპედიიდან.
სოციალური კონტრაქტი აღნიშნავს თეორიათა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ ახსნან თუ რატომ აყალიბებენ და იცავენ ადამიანები სახელმწიფოებსა და საზოგადოებრივ წესრიგს. სოციალური კონტრაქტის იდეა გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ნებაყოფლობით ამბობენ უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალით, უსაფრთხოებასა და წესრიგს ღებულობენ.
სოციალური კონტრაქტის თეორია წარმოადგნეს ქვაკუთხედს იმ იდეისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი სახე ხალხისგან უნდა მოდიოდეს. სოციალური კონტრაქტის იდეის მიხედვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამხსნელ ყველა თეორიაში საწყისი წერტილი არის ადამიანთა მდგომარეობა იმ პერიოდში, რომლის დროსაც არ არსებობს რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგი, ამ მდგომარეობას „ბუნებით მდგომარეობასაც“ უწოდებენ. ამ მდგომარეობაში ინდივიდის ქმედებები მხოლოდ მისი ძალის ზომითა და სინდისითაა შეზღუდული. ამ საერთო საწყისი წერტილიდან მოყოლებული, სოციალური კონტრაქტის თეორიის მომხრეები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ახსნან თუ რატომაა ერთი ინდივიდის ინტერესებში უარი თქვას სრულ თავისუფლებაზე და სანაცვლოდ პოლიტიკური წესრიგისგან სარგებელი მიიღოს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანური ვნებები:
ადამიანი თავისი არსითაა სოციალური.
საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის პატივისცემა შეიძლება შეეჯახოს ადამიანურ ვნებებს,მაგალითად ამბიციას ან ძალაუფლების წყურვილს.
მაგრამ როგორც ამბობს კანტი, უკეთესია ცხოვრება საზოგადოებაში მიუხედავად ამ ვნებების მიერ გაჩენილი საშიშროებებისა ვინაიდან მარტო დარჩენილი ადამიანი ჰგავს ცალკე მდგომ და ქარებისგან დაგრეხილ-დამახინჯებულ ხეს მაშინ როდესაც უღრან ტყეში მდგომი ხე იბრძვის სინათლის მისაწვდომად და სწორია და მაღალი.
ადამიანთა დაპირისპირებები შეიძლება იყოს დინამიზმის წყაროც. ყოველი ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის ჯობნას და გაუმჯობესებას და ეს ხელს უწყობს საერთო პროგრესს.
ერთმანეთის მოძულე ადამიანებსაც არ ძალუძთ ცხოვრება ერთმანეთის გარეშე,ასეთია ადამიანთა საზოგადოების პარადოქსი კანტის აზრით. ეს პარადოქსი კი შეიძლება სასარგებლო იყოს მთელი საზოგადოებისთვის.
გაცვლები:
ადამიანები ერთმანეთს უცვლიან ნივთებს,ერთმანეთს უზიარებენ აზრებს,ანიშნებენ ერთმანეთს რაღაცას. ყველაფერ გაცვლილს აქვს ფულით გაზომილი რაღაც ღირებულება ანუ ფასი. ზოგჯერ ხდება საგნების საგნებში გაცვლა.
მაგრამ განა შეიძლება ყველაფრის,მაგალითად ქალის,ორგანოს,ბავშვის თუ ხელოვნების ნაწარმოების... გაცვლა და გაყიდვა?
მეტიც, ადამიანთა სიხარბემ ან უკანონო,უწესო გაცვლამ რასაც იწვევს მოხმარების საზოგადოება შეიძლება გაცვლები აქციოს უსამართლობის იარაღად მაშინ როდესაც გაცვლა უნდა გულისხმობდეს თანასაწორობის და სამართალის ერთგვარი ფორმის პატივისცემას.
გაცვლები აფუძნებენ ადამიანურ საზოგადოებებს.
სოციოლოგი მაუსის თანახმად გაცვლა ეფუძნება გაღებულის სანაცვლოს მიღებაზე და ის ამით ქმნის სოციალურ კავშირს.
არქაულ საზოგადოებებში გაცვლები ღებულობს ძღვენის სახეს. ტომების ბელადები ერთმანეთს ეჯიბრებიან ძვირი საჩუქრების მიძღვნაში, ამით ისინი გამოფენენ თავის ძალასა და სიმდიდრეს.
მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გაცვლა შესაძლებელია გასაცვლელი საგნების ღირებულებაზე და ფასზე შეთანხმების შემთხვევაში.
ამიტომაა რომ არისტოტელე საგნის საჭიროებასთან დაკავშირებულ ღირებულებას განასხვავებს გაცვლის ღირებულებისგან რომელიც დაკავშირებულია საგნის ფულის თანახმად დაანგარიშებულ ღირებულებასთან. ეს უკანასკნელი იქცევა გაცვლის ფუნდამენტურ ღირებულებად.
გაცვლილი საგნები თავისთავად არ არიან ექვივალენტურები და მათი გაცვლის ღირებულების დასადგენად საჭიროა ეტალონი-ფული.
გაცვლის საზღვრები
როგორ უნდა განისაზღვროს საგნის ღირებულება?
რას ეფუძნება საგნის ღირებულება:
ყველაზე დამაჯერებელ კრიტერიუმად ჩანს საგნის გაკეთებისთვის საჭირო შრომა. მაგრამ იშვიათობამ ან საჩქარო საჭიროებამ შეიძლება გააძვიროს გასაყიდი საგანი. წყალი უდაბნოში უფრო ძვირია ვიდრე სხვაგან. ამან შეიძლება დააზარალოს მყიდველი და შემოიტანოს უეჭველი უსამართლობა. მე ვსარგებლობ გვალვით დავყიდი წყალს ბევრად უფრო ძვირად იმაზე რაც იქნებოდა ნორმალური წვიმიანობის შემთხვევაში.
ვაჭრობა არ უნდა გავაიგივოთ სპეკულაციასთან :
სიხარბით და მოგების მიღების მიზნით ადამიანმა შეიძლება იყიდოს რამე არა იმიტომ რომ სჭირდება არამედ შემდეგ უფრო ძვირად გასაყიდად.
ეს ეწინააღმდეგება მორალურ პრინციპებს ვინაიდან საგნების გაცვლის საშუალება ფული არ უნდა იყოს მიზანი თავისთავად. არისტოტელე თვლის რომ რაღაცის ყიდვა მისი შემდეგ უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით დანაშაულია.
როდესაც შრომა იქცა გაცვლის ღირებულებად:
მარქსის თქმით გაცვლა ყველაზე უსამართლოა კაპიტალისტური რეჟიმის პირობებში როდესაც მუშა თავის შრომის ძალას ცვლის მის სიღატაკეში და მონობაში ჩამტოვებელ ხელფასში.
ზოგ გაცვლაში მოთარეშე უსამართლობის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს შეუძლია გაცვლების მომაწესრიგებელი კანონების მიღება. მას შეუძლია შრომის,ადამიანის პიროვნების,განუსხვისებელი ქონების თუ კიდევ სპეკულაციის შეზღუდვის შესახებ კანონების მიღება.
მაგრამ განსაკუთრებით ადამ სმიტის აზრით გაცვლათა მორალიზაცია შეიძლება საშიში იყოს.
მისი თქმით გაცვლების მამოძრავებელი ძალაა ეგოიზმი და მისთვის სათნოების თუ გულუხვობის დაძალებას შეუძლია ამ ეფექტურობისთვის ხელის შეშლა და ლიბერალური საზოგადოების დაღუპვა.
მართლმსაჯულება და სამართალი
პოზიტიური სამართალი არის საზოგადოების კანონების ერთობლიობა.
მართლმსაჯულება კი არის ადამიანის პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულება.
არა და ისეც ხდება ხოლმე რომ კანონის თანახმად ლეგალური არაა აუცილებლად ლეგიტიმური და სამართლიანი მორალის თანახმად.
არ არსებობს მართლმსაჯულება სამართალის გარეშე
უძლიერესის უფლება არაა სამართალი
ჰობსის თანახმად ბუნებრივ მდგომარეობაში,როდესაც ყველა ომობს ყველას წინააღმდეგ ძალაუფლებას ხელში იგდებს უძლიერესი.
პლატონის "გორგიასში" კი გალიკლესისთვის უფრო ძლიერის მიერ უფრო სუსტების დამარცხება სამართლიანია.
მაგრამ შეუძლებელია გამართლება ტირანისა რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად აშინებს ადამიანებს.
სამართალი ეხება საზოგადოების ყველა წევრს. უძლიერესის უფლება ფაქტია და არა სამართალი იმიტომ რომ ის აწყობს ერთადერთ ინდივიდს სხვათა საზარალოდ.
ლეგალური განსხვავდება სამართლიანისგან.
ადამიანებს უნდა შეეძლოთ გარკვეული თავისუფლებებით სარგებლობა უძლიერესის უფლების უღელქვეშ გაქრობის შიშის გარეშე. ამიტომ საზოგადოების წევრებისთვის მიღებული უნდა იყოს კანონთა ერთობლიობა.
დესპოტმა რა თქმა უნდა შეიძლება მიიღოს კანონები რომლებიც წაახალისებენ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სხვა ადამიანთა საზარალოდ//მაგალითად პრივილეგიებს მისცემს ადამიანებს დაბადების თუ ღვთაებრივი ბრძანებების კრიტერიუმებით//. ასეთი უსამართლო კანონების ერთობლიობა სამართალი არაა.
დემოკრატია უფრო არიგებს ერთმანეთთან სამართალს და მართლმსაჯულებას.
უსამართლობებისთვის ბოლოს მოღება ან მათი შეზღუდვა და აზოგადოების წევრთა თავისუფლებების თანაარსებობის უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებათა დაყოფის პრინციპზე დაფუძნებულ დემოკრატიულ რეჟიმს რომლის პირობებშიც პოზიტიური სამართალი დადგენილია ხალხის წარმომადგენელთა მიერ.
ყოველი გადაწყვეტილება მიიღება განსხვავებული აზრის მქონეთა კამათის პირობებში და ასე ჩვენ უფრო ვუახლოვდებით მართლმსაჯულების იდეას.
სამართლის საზღვრები
სამართლიანობა თუ თანასწორობა
კანონებმა პატივი უნდა მიაგონ ადამიანთა თანასწორობის პრინციპს.
მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და ადგილი უნდა დაეთმოს სამართლიანობას.
განსაკუთრებულ შემთხვევებთან ადაპტაციით სამართლიანობა იძლევა ბუნებრივ უთანასაწორობათა და სოციალურ უსამართლობათა შერბილების საშუალებას.
სამართლიანობის გამოვლენით შეიძლება გასწორდეს უთანასწორობები.
მართალი კაცი სამართლიან საზოგადოებაში?
"რესპუბლიკაში" პლატონი ფიქრობს სამართლიან საზოგადოებაზე.
ის უნდა იყოს დაფუძნებული მართალი ადამიანის სულის მოდელზე.
მართალი ადამიანის სული კი ნათლადაა იერარქიზებული სამ ნაწილად
გონება ბატონობს ორ დანარჩენ ნაწილზე, სურვილების მქონე და მოქმედ ნაწილებზე.
ძნელია ჰარმონიული საზოგადოების შექმნა, მაგრამ სწორედ კანონმდებელმა უნდა დაწეროს კანონები და მიიღოს ისინი მათი მორალური ღირებულების შესაბამისად.
სახელმწიფო
სახელმწიფო აჯგუფებს საზოგადოების მაორგანიზებელ და წესრიგის დამამყარებელ ხელისუფლებებს.
ტომიდან სახელმწიფომდე:
ფიქტიური სახელმწიფო პირველყოფილ საზოგადოებებში?
პირველყოფილ,პრიმიტიულ საზოგადოებებში ბელადის ხელისუფლება უფრო ტრადიციას ეყრდნობა ვიდრე რეალურ ხელისუფლებათა გადაცემას. ბელადის ამოცანაა თანხმობის დამყარება საზოგადოების წევრთა შორის საზოგადოებრივი ცხოვრების მომაწესრიგებელი წეს-ჩვეულებების დაცვით და შენარჩუნებით.
როგორ უნდა გამართლდეს სახელმწიფოს სათავეში ერთი ან რამოდენიმე ადამიანის ყოფნა?
ჰობსის აზრით ძალაუფლება ეკუთვნის ძლიერს,მაგრამ ეს არაა მყარი მდგომარეობა.
ამიტომაა რომ რუსოს აზრით ხელისუფლება უნდა ეფუძნებოდეს შეთანხმებას,ასოციაციის პაქტს, სოციალურ კონტრაქტს.
ამავე მიზეზით მონტესკიე ამბობს რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები უნდა გამოეყოს ერთმანეთს რათა "ხელისუფლება აჩერებდეს ხელისუფლებას", მისი აზრით მხოლოდ ასე შეიძლება ხალხის შემაძრწუნებელი დესპოტის ბატონობის აცილება თავიდან.
სახელმწიფო მიზნად ისახავს საერთო, საზოგადო ინტერესის დაკმაყოფილებას.
სახელმწიფო,ხელისუფლების ინსტანციათა ჯამი განსხვავდება ერისგან,რომელიც არის ერთ ენაზე მოლაპარაკე და ერთი კულტურის მქონე პიროვნებათა ერთობლიობა.
სახელმწიფომ უნდა შეარიგოს ყველას ინტერესი, ,მან ერს უნდა მისცეს თანხმობა,უშიშროება,შინაგანი და აგრეშე მშვიდობა.
დემოკრატიის პირობებში სწორედ სახელმწიფო იღებს კანონებს ხალხის წარმომადგენელთა მეშვეობით და ასე იცავს საერთო ინტერესს.
ჰეგელის თანახმად სახელმწიფო რაციონალურია. ის განასახიერებს საყოველთაო,უნივერსალურ გონებას და მისმა ყოველმა წევრმა უნდა დაიცვას საერთო,საყოველთაო ინტერესი.
რუსოს მიერ წარმოდგენილი სოციალური კონტრაქტი არის ამ საერთო და კერძო ინტერესების გარანტი. ეს კონტრაქტი ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან კანონების მეშვეობით. კანონები და კონტრაქტი არ ართმევენ ადამიანებს მათ თავისუფლებას,პირიქით,ისინი ემსახურებიან მათ ინტერესს.
მარქსისტების თქმით სახელმწიფო არის ბურჟუაზიული იდეოლოგიის ანარეკლი და ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. მისი ფუნქციები კი არის მართლმსაჯულების და ადამიანთა თავისუფლების დაცვა. პირიქით, სახელმწიფო ჩაგრავს ხალხს.
მხოლოდ სახელმწიფოს გარეშე არსებული საზოგადოება გახდიდა შესაძლებელს მართლმსაჯულებას და თანასწორობას.
ანარქისტების თქმით ცენტრალიზაციის მსურველი სახელმწიფო კლავს ინდივიდუალურ თავისუფლებებს.
მათი აზრით საჭიროა სახელმწიფოს მოსპობა და მისი შეცვლა პატარა ასოციაციებით რომლებშიც ხელისუფლება ზევიდან მოსვლის მაგივრად განაწილებულია ჰორიზონტულად.
მაგრამ განა შესაძლებელია მარქსისტული და ანარქისტული უტოპიების განხორციელება?
მორალი:
მორალი არის წესების ერთობლიობა. ის ასწავლის ადამიანებს სიკეთის გარჩევას ბოროტებისგან და კარნახობს მათ ქცევის წესებს. მაგრამ საიდან ჩნდება ეს წესები?
ნიცშეს თქმით მორალის მიერ დადგენილი წესების შესრულებას ადამიანები მიჰყავს კონფორმიზმამდე.
მისი აზრით მორალური წესები ეფუძნება დამონებული ბრბოების სიბრმავეს და არის სუსტების ავლადიდება. ისინი იღებენ "ნახირის" პრინციპებს და იღებენ მორჩილებას და საკუთარი მეობის უარყოფას.
ნიცშეს აზრით მთავარი ღირებულებები არაა მორალის მიერ ნაკარნახევი. ისინი პასუხობენ მოწოდებას საკუთარი სისუსტეების და შეზღუდულობის დაძლევისკენ და სიცოცხლის მოწოდებას,ქმედების და შემოქმედებითი ძალის განდიდებას.
მორალი აძლიერებს ჩვენ არსს.
სპინოზას აზრით კი,პირიიქით, მორალური პრინციპები არ ასახავენ ადამიანის სისუსტეს.
სპინოზასთვის უდიდესი სისუსტე არაა მორალური წესის მორჩილება,პირიქით, უდიდესი სისუსტეა მორალური შეცდომა,ცოდვა,რაცააა ადამიანის არსის ჭეშმარიტი დამცირება და დასუსტება.
განა შეუძლია სიბოროტის ჩამდენს სიკეთის დანახვა?
ხომ არ ეყრდნობა მორალი ცოდნას?
რატომ ჩავდივართ ბოროტებას? შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით თუ რა არის სიკეთე. სოკრატე ამბობდა რომ არავინაა ბოროტი საკუთარი სურვილით.
ამ დებულების სუსტი მხარე ისაა რომ ის უარყოფს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. მაგრამ მისი ძლიერი მხარე ისაა რომ ის აფასებს მოქალაქეთა განათლებას. მოქალაქეებს რა თქმა უნდა უნდათ სიკეთე თუ კი მათ იციან თუ რაა ის.
კანტის აზრით ქმედება მორალურად კარგია მაშინ როდესაც ის სრულდება მხოლოდ მოვალეობის პატივისცემით და ინტერესისთვის თუ სამაგიერო კმაყოფილებისთვის ანგარიშის გაუწევლად.
ანგარებით მატყუარა შეგნებულად ჩასდის ბოროტებას.
კანტის აზრით მორალური ცნობიერება,სვინდისი არ ისწავლება.
პირიქით, ყოველ ადამიანს მასში აქვს ეს მორალური ცნობიერება, სვინდისი //"მორალური კანონი ჩემში"//.
ჭეშმარიტი ზნეობრიობა კანტისთვის არის მოქმედება საქმის ცოდნით,ყურის გდება საკუთარი სვინდისისთვის და მოვალეობის უანგაროდ შესრულება გრძნობათა ჩარევის გარეშე.
დეკარტეს აზრით გონება ვერ უბიძგებს ადამიანს მის ცუდ მიდრეკილებებთან ბრძოლისკენ. ჟინიანი ადამიანის ჭკუაზე მოყვანა ძალიან ძნელია.
ამიტომ ამბობს დეკარტე რომ ხელი უნდა შევუწყოთ კარგ ვნებებს,კარგ მისწრაფებებს და საკუთარი თავის კანონიერ დაფასებას. საკუთარი თავის კანონიერი დაფასება გულისხმობს სიკეთეს და გულუხვობას სხვის მიმართ.
საკუთარი თავის სიყვარული და ამავე დროს სასიამოვნო ადამიანად დარჩენა სათნოებაა.
ცუდ ჟინს და მისწრაფებას,მაშ,ადამიანმა უნდა დაუპირისპიროს კარგი ჟინი და მისწრაფება და ეს შეარიგებს ერთმანეთთან მორალს და კმაყოფილებას.
ჩვენი არსებობის შეზღუდვათა გამო გვგონია რომ წაგვართვეს თავისუფლება. ამით ჩვენ თავისუფლებას ვაიგივებთ აღვირახსნილობასთან და თავგასულობასთან.
ჩვენ ბუნდოვნად წარმოგვიდგენია თუ რა არის თავისუფლება. არა და ჩვენ მაზე ვოცნებობთ.
ჩვენ ზოგჯერ გვაწუხებს არჩევანის გაკეთების აუცილებლობა და საკუთარი ჭკუით ცხოვრება,არა და სწორედ ესაა თავისუფლება.
არჩევა არის შესაძლებლობათა რაოდენობის შემცირება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. და განა მზად ვართ ამისთვის?
თავისუფლების ყალბი გაგება:
თავისუფლება არაა თავგასულობა და აღვირახსნილობა.
ჩვენ შეიძლება გავაიგივოთ თავისუფლება თავგასულობასთან და გვეგონოს რომ თავისუფლები ვართ. ესაა კეთება იმისა რაც გვინდა მეთვალყურეობისა და შეზღუდვების გარეშე. ისევე როგორც მწყემსმა სიჟესმა რომელმაც იპოვა ბეჭედი რომელიც მას უხილავ არსებად ხდიდა. მწყემსმა ეს ბეჭედი უკანონოდ გამოიყენა ტირანი კანდოლის კარზე...მან დაკარგა თავისი ადამიანობა. ის მოკვდა.
ტირანიც იკმაყოფილებს ყველა თავის ხუშტურს,მაგრამ ის თვითონაა გატანჯული თავისი საკუთარი წადილებით,როგორც გვეუბნება პლატონი "გორგიასში".
თავისუფლება არჩევანის გაკეთებაა.
მაგრამ ის არაა არც გულგრილობის თავისუფლება.. პირიქით,თავისუფლებაა მოქმედება განათლებული მოტივების შესაბამისად.
თავისუფლება ,მაშ,არაა თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვისგან და პასუხისმგებლობისგან.
თავისუფლება არის არჩევა იმისა რაც კარგია ჩვენთვის და რაც ახორციელებს ჩვენს ბუნებას.
თავისუფლებაა არჩევა იმის ცოდნით თუ რატომ ვაკეთებთ ასეთ არჩევანს. ესაა მოქმედება თავისუფალი ნების შესაბამისად.
თავისუფლება ძნელი მოსაპოვებელია. თავისუფლებას ხელს უშლიან ბიოლოგიური განპირობებულობა, რელიგიური, პოლიტიკური, ჟინიანი, მენტალური განსხვისება, მონობა, რწმენა ხვედრისა რომელიც ჩვენს დაუკითხავად განაგებს ჩვენს ნებას და საზოგადოებროვი აზრის ბატობა.
თავისუფლება უნდა დაიპყრო.
თავისუფლება თავიდან იყო ტირანთა და შემდეგ ათენის მოქალაქეთა პრივილეგია.
ადამიანი არ გაიაზრებოდა უშუალოდ როგორც თავისუფალი არსება.
ჰეგელისთვის თვითონ ისტორიაა თავისუფლების გაშლის პროცესი.
თავისუფლება არასოდეს არაა საბოლოოდ მოპოვებული.
რევოლუციების მიერ მოპოვებული თავისუფლება //ადამიანის უფლებათა დეკლარაცია// ზოგჯერ ხელახლა უნდა იყოს გაცხადებული.
თავისუფალი აზრი მუდამ ებრძვის საზოგადოებრივ აზრსა და ცრურწმენებს,ზოგ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას დღესაც ემუქრებიან წესრიგის სახელით.
თავისუფლება: ვნებასა და მოვალეობას შორის.
თავისუფლება ილუზია ხომ არაა?
სპინოზას აზრით თავისუფლება მოჩვენებითია ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ჩვენი განმსაზღვრელი მიზეზები და ამდენად არ ვიცით ჩვენი თავისუფლება.
ჩვენ გვგონია რომ ვმოქმედებთ შეგნებულად და თავისუფლად მაშინ როდესაც ჩვენ გვმართავენ ჩვენი გაუცნობიერებელი მისწრაფებები.
გამხეცებულ,მრისხანებით შეპყრობილ ადამიანს გონია,მაგალითად, რომ ის შურს თავისუფლად და საკუთარი სურვილით იძიებს.
მიუხედავად ამისა ჩვენ ვგრძნობთ რომ ჩვენ ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლები ვართ ჩვენს საქციელზე.
თავისუფლება ასევე მოვალეობის აღსრულებაა.
მორალი მოითხოვს თავისუფლებას და ესაა ღირსება ადამიანისა რომელმაც იცის თუ რას აკეთებს.
ეს თავისუფლება ადამიანს აძლევს საკუთარი ბედის გადაწყვეტის საშუალებას. ადამიანს ბედი არ ატარებს ისე როგორც ქარს მიაქვს ფოთოლი. ადამიანი ამით კისრულობს პასუხისმგებლობას თავის ყველა მარცხზე და ნაკლზე.
მოვალეობა:
მოვალეობა არაა აუტანელი ტვირთი და ბორკილი.
მოვალეობის მოხდა სიამაყეა იმისთვის ვინც იხდის მოვალეობას ვინაიდან ის ემორჩილება დადგენილ კანონს.
მოვალეობა არაა არც შეზღუდვა და არც აუცილებლობა.
მოვალეობის მოხდა არის თავისუფალი და გონივრული არჩევანი.
მოვალეობის სწავლა :
განათლება წახალისებისა და სასჯელების სისტემით ადამიანებს ასწავლოს წესების და კანონების პატივისცემას ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა საზოგადოებაში
ეს წესები სრულებით ფარდობითია ვინაიდან მათი დაცვა არის ადამიანის ინტერესი. მოვალეობა სულ სხვაა.
სოკრატეს თქმით განათლება ადამიანს ასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისგან. ამ შემთხვევაში მოვალეობა უნდა ეხებოდეს მხოლოდ განათლებულ ადამიანებს.
ბოროტი, უმეცარი უნდა იყოს უპასუხისმგებლო და ადამიანობას მოკლებული არსება.
არადა მოვალეობა უნდა შეეხოს ყველა ადამიანს.
მოვალეობის წყაროები:
მორალური ცნობიერება,სვინდისი?
რუსოს და კანტის თქმით მოვალეობა არის სიკეთის და ბოროტების უშუალო ცოდნაში და და არა შეფარდებით,პირობით სოციალურ კანონებში.
ყველამ იცის რომ ტყუილი ცუდია. ყოველი ადამიანი ყურს უნდა უგდებდეს თავის სვინდისს. ესაა თავისუფალი და ყოველგვარ ინტერესს თუ სიამოვნებას მოშორებული არჩევანი.
მორალური მოვალეობის აღსრულებით ადამიანი მაღლდება თავის ინსტინქტებზე,იმორჩილებს შურისძიების წყურვილს და აჩვენებს სიდიადეს.
მოვალეობა ადამიანს აკავშირებს სულიერ სამყაროსთან.
კანტის აზრით მოვალეობა ეფუძნება პიროვნების პატივისცემას.
პიროვნებას ყოველთვის უნდა უყურო როგორც მიზანს და არა როგორც საშუალებას.
მოვალეობა არ გამორიცხავს ემოციებს.
ადამიანი არის ხორციელი არსება და მოვალეობას ასრულებს იმიტომ რომ გაიხაროს თავისი პატიოსნებით, მეგობრობით,იმით რომ აქვს სამსახურის გაწევის უნარი.
მოვალეობის შესრულება არ უნდა გამორიცხავდეს ემოციებს რომლებიც აადვილებენ მის შესრულებას.
კრიმინალს მკვლელობაში ხელს უშლის სიბრალული, შიში, ადამიანის სასოწარკვეთილი მზერა.
მაგრამ მორალი არაა უგამონაკლისო კანონთა ერთობლიობა.
არის შემთხვევებიც როდესაც ერთი კანონის დარღვევით ვიცავ უფრო მაღალ კანონს.
ტყუილი ცუდია, მაგრამ თუ კი ტყუილით გადავარჩენ ადამიანს რა უნდა ვქნა?
ამიტომ მე მუდამ უნდა გადავსინჯო ჩემი ნორმები.
ბედნიერება:
ყველა წადილის დაკმაყოფილების მცდელობა, გართობა დროისტარებით, სიმდიდრის დაგროვება ხშირად იწვევს მწვავე დაუკმაყოფილებლობას. სასურველი და მოსალოდნელი ბედნიერება არ ჩანს.
შოპენჰაუერის თქმით დაუკმაყოფილებელი წადილების დაკმაყოფილების სურვილს და დაკმაყოფილებული წადილების მიერ გაჩენილი მოწყენილობის შორის გაგლეჯილ, ნაკლით და უქონლობით გატანჯულ ადამიანს სტანჯავს მომაბეზრებელი სიმაძღრე.
ბედნიერება არაა კმაყოფილება,ეფემერულ,წარმავალ კმაყოფილებათა მიმდევრობა.
ბედნიერება მოუხელთებელია:
ჩვენ შეიძლება გვერდზე ჩავუაროთ ბედნიერებას და მხოლოდ ბედნიერების შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ მივხვდეთ თუ რა გავუშვით ხელიდან.
ვიყავით ბედნიერები ისე რომ არც კი ვიცოდით რომ ბედნიერები ვიყავით.
პრუსტს გაუჩნდა კითხვა შეიძლება თუ არა ბედნიერი იყოს ის ვისთვისაც ჭეშმარიტი სამოთხე დაკარგული სამოთხეა.
ბედნიერება შეიძლება იყოს სათნოება და ღირსება.
ბედნიერება,მაშ,უნდა ვეძებოთ სიკეთის კეთებაში და არა სიმდიდრეში ან წარსულში. შევისწავლოთ ყოველგვარ წადილზე უარის მთქმელი ბრძენის სიმშვიდე. იქნებ ამაშია ბედნიერება?
არისტოტელეს სწავლების თანახმად ბედნიერები რომ ვიყოთ უნდა განვახორციელოთ ჩვენი ბუნება ანუ უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ,
გავიაზროთ სამყარო და ვიყოთ და ვიყოლიოთ ჭეშმარიტი მეგობრები.
ცხოვრების ეს წესი ჰგავს ეპიკურეველთა მოდელს რომელიც გულსხმობს ამაო წადილების უარყოფას,ფილოსოფოსობას და მეგობრობას,აუღელვებლობის ძიებას და მარტივი სიამოვნებებით/,გრილი და სუფთა წყლით, სუფთა ჰაერით და ა.შ. დაკმაყოფილებას.
ილუზიაა თუ არა ბედნიერება?
ბედნიერება მოჩვენებაა:
ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს ბედნიერების როგორც აუღელვებლობის ნეგატიური კონცეფცია.
რატომაა უშედეგო ბედნიერების ყველა ეს რეცეპტი?
კანტის აზრით იმიტომ რომ ბედნიერება არის ფანტაზიის,წარმოსახვის იდეალი,მოლანდება და არავის არ შეუძლია იმის თქმა თუ მაინც და მაინც რას შეუძლია მისი გაბედნიერება.
ბედნიერება განუჭვრეტელია იმიტომ რომ ბედნიერების მიზეზია მხოლოდ ჯადოსნური წამები რომლებითაც მოფენილია ჩვენი ცხოვრება.
ასე მაგალითად ორფეოსმა დაკარგა ევრიდიკე იმიტომ რომ არ დაკმაყოფილდა მისი მთრთოლავი არსებობის ამოცნობით. ის გაუფრთხილებლად შებრუნდა რათა დარწმუნებულიყო თავის ბედნიერებაში და შეემოწმებინა ევრიდიკეს ყოფნა.
ბედნიერების მოპოვება შეიძლება
ბედნიერება უნდა დაიმსახურო.
კანტის თქმით უნდა აღასრულო შენი მოვალეობა რათა იყო ბედნიერების ღირსი.
ბედნიერება არის უნარის შესაბამისად მონაწილეობის მიღება კაცობრიობის პროგრესში,მის წინსვლაში, ადამიანი სასარგებლო უნდა იყოს მოქმედების და აზროვნების ყველა ფორმით და ამით გააჩინოს იმედი რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელობაზე.
ცხოვრებას აზრს აძლევს ასეთი ყოფნა ამქვეყნად.
ბედნიერება არაა ისტორიის არმქონე ცხოვრების პასიურობაში,ისაა ცხოვრების ისტორიაში.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბარემ დავამატოთ გოეთეს აზრი პოლიტიკაზე:
"იმისთვის რომ ნიჭი მომწიფდეს საჭიროა მარტოობა,მაგრამ მხოლოდ ცხოვრების ქარიშხალი გამოსჭედს და განამტკიცებს ხასიათებს.
ყველამ მოგავოს თავისი სახლის წინ და ქალაქის ყველა უბანი სუფთა იქნება.
ამქვეყნად ყველაზე ლამაზი სანახაობაა ბრძენი მმართველი,სამეფო სადაც ყველა ამაყია მორჩილებით,სადაც ყველას სჯერა რომ ემსახურება თავის საკუთარ ინტერესებს იმიტომ რომ გასცემენ მხოლოდ სამართლიან ბრძანებებს
მე უსამართლობა მირჩევნია რევოლუციას.
მე არ მიყვარს მკვლელ და მარბიელ რევოლუციონერთა ბრბო.... მე ასევე არ მიყვარს ლიუდოვიკო მე-15.
რევოლუციამდე ყველაფერი იყო მისწრაფება,რევოლუციის შემდეგ ყველაფერი გახდა მოთხოვნა.
ადამიანის ბუნებაში საუკეთესოა მშობლიური მიწის სიყვარული,სამშობლოს კანონებით დამყარებული უსაფრთხოება და სიამაყე თავისუფლებით,მონობის და უცხოელის თარეშის განცდით გამოწვეული მწარე სირცხვილი და ბოლოს საზიზღარი უღლის გადაგდების ენერგიული ნება"
( Pierre Rabin, Goethe,paris,1969,p.107-108).
_______________________________________________________________________
რა არის ცივილიზაცია? კულტურაზე და ცივილიზაციაზე ევროპელი ახალგაზრდებისთვის-1 :
ფილოსოფიური გზები, ალენ კამბიე, რა არის ცივილიზაცია? (Chemins Philosophiques, Alain Cambier, Qu'est-ce qu'une civilisation, 2012 )
შესავალი - კულტურა და ცივილიზაცია:
კულტურის და ცივილიზაციის ცნებების ერთმანეთისგან განსხვავება ზედმეტი ჩანს იმდენად რამდენადაც ხმარებისას ისინი სინონიმებად გამოიყურებიან.
ორივე ცნება აღნიშნავს ყველაფერს რითიც ადამიანური არსებობა პირუტყვულ არსებობაზე უფრო მაღლა დგება.
ამ საწყის ფუნდამენტურ აზრს ხაზი გაუსვა ფროიდმა: "მე ამით აღვნიშნავ იმას რითიც ადამიანის ცხოვრება განსხვავდება პირუტყვის ცხოვრებისგან და მე არ ვთვლი საჭიროდ კულტურის გამოყოფას ცივილიზაციისგან" //ზ.ფროიდი,ერთი ილუზიის მომავალი//.
კულტურა ჩანს ადამიანის განმასხვავებელ ნიშნად,მაგრამ ბუნებისგან და პირუტყვული სისასტიკისგან განთავისუფლების ეს საყოველთაო გამოცდილება რეალურად ხორციელდება სხვადასხვა კულტურის მეშვეობით. ეს კულტურები არის ხალხების მიერ მათი ადამიანობის დაკონკრეტების მანერა.
ფართოდ გაგებული კულტურის ცნება მაშინ ადგილს უთმობს კულტურას ეთნოლოგიური მნიშვნელობით.
მაშინ ილაპარაკებენ კულტურებზე რათა აღნიშნონ ხალხთა წეს-ჩვეულებების და კოლექტიური მენტალური წარმოდგენების ორიგინალური და ერთმანეთისგან განსხვავებული ანსამბლები.
კულტურის ეს ცნება ე.ბ.ტეილორმა შემდეგნაირად განსაზღვრა თავის ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა"// E.B.Tylor,Primitive culture,1871//:
"სიტყვა კულტურა ყველაზე ფართო ეთნოგრაფიული მნიშვნელობით აღნიშნავს მეცნიერებების,რწმენის,ხელოვნების,მორალის,კანონის ,წეს-ჩვეულებების და ადამიანის მიერ სოციალურ მდგომარეობაში შეძენილი სხვა თვისებების კომპლექსს.
ჩვენ აქ ვხედავთ იმას რაც განასხვავებს კულტურას ცივილიზაციისგან.
კულტურა არის ინერციული სისტემა,"მდგომარეობა", მაშინ როდესაც ცივილიზაციის ცნება მიუთითებს პროცესზე.
ბევრად მეტიც, კულტურა ეთნოლოგიური მნიშვნელობით ჩნდება როგორც ფაქტიური რეალობა და არის აღწერა,მაშინ როდესაც ცივილიზაცია ცხადდება როგორც სწრაფვა იდეალისკენ.
ასე ჩნდება განსხვავება ფაქტს და ღირებულებას შორის. და საჭიროა ამ განსხვავების წყაროს ნახვა.
თვითონ კულტურის ცნება სამნაირად შეიძლება იქნას გაგებული:
ერთია ადამიანის პიროვნული აღზრდა-ზრდილობა და განათლება.
მეორეა კაცობრიობის ბუნებისგან განთავისუფლების მნიშვნელობა.
და მესამეა ეთნოლოგიური გაგება რომელიც გულისხმობს კონკრეტული ხალხის ცხოვრების წესს მთლიანობაში.
მსგავსი ცნებების საწყისთან:
საფრანგეთში ცნება კულტურის ფიგურალური მნიშვნელობით ხმარება იწყება მხოლოდ მე-16 საუკუნის შუა ხანებში და ნიშნავს გარკვეული უნარის,ნიჭის ფლობას და ძალისხმევას მისი განვითარებისთვის.
მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის ლექსიკონში ის შევიდა მხოლოდ მე-18 საუკუნეში. მაშინ კულტურის ცნებას თან ახლავს დამატებითი ობიექტი. ლაპარაკობენ ხელოვნებათა,მწერლობის თუ მეცნიერებათა კულტურაზე.
კულტურის ცნება განმანათლებელთა ენის ნაწილია,მაგრამ ფილოსოფოსები მას დიდად არ იყენებენ.
თანდათანობით სიტყვა თავისუფლდება დამატებებისგან და ბოლოს და ბოლოს გამოიყენება ადამიანის აღზრდის,განათლების აღსანიშნავად.
შემდეგ ცნებით კულტურა აღნიშნავენ განათლებით დახვეწილ სულიერ მდგომარეობას.
ცნების ეს მნიშვნელობა დაადასტურა 1798 წლის აკადემიის ლექსიკონმა რომელიც აკრიტიკებს "ბუნებრივ და უკულტურო სულს"
იმ დროს ცნება კულტურა გამოიყენება მხოლოდ მხოლობითის ფორმით ვინაიდან ის აღნიშნავს ადამიანის როგორც ასეთის საკუთარ თვისებას ხალხების და კლასების განსხვავების გარეშე.
ცნება, მაშ, მთლიანად ეწერება განშმანათლებელთა იდეოლოგიაში და დაკავშირებულია პროგრესის,ევოლუციის,სწავლა-განათლების,გონების იდეებთან.
სიტყვა კულტურა მაშინ ახლოსაა ცნება ცივილიზაციასთან რომელიც კიდევ უფრო პოპულარული იქნება მე-18 საუკუნის ფრანგულ ლექსიკონში.
ეს ცნებები ეკუთვნიან ერთსა და იმავე სემანტიკურ ველს და თავიდან დაკავშირებულები არიან უნივერსალობის და და ადამიანის სრულყოფის შესაძლებლობის ღირებულებებთან.
კულტურისა და ცივილიზაციის ცნებები თანამედროვე გაგებით გაჩნდნენ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს,მე-18 საუკუნეში.
სიტყვები ზრდილი, თავაზიანი, თავაზიანობა //civil ,civilité// იხმარებოდა ადრეც.
არსებითი სახელი ცივილიზაცია კი ჩნდება ტრევუს უნივერსალურ ლექსიკონში მხოლოდ 1743 წელს და მკაცრად იურიდიული მნიშვნელობით რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონია სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობასთან.
იგივე ლექსიკონი მხოლოდ 1771 წელს იყენებს ამ სიტყვას ახალი მნიშვნელობით. მას მოჰყავს მირაბოს სიტყვები ადამიანთა მეგობარმა //რევოლუციონერი ორატორის მამა მარკიზ დე მირაბომ// ეს სიტყვა გამოიყენა გულზიარობისთვის, გულღიაობისთვის //sociabilité//.
შეხედეთ ამ სიტყვას. რელიგია, ესაა კაცობრიობის უეჭველად უპირველესი და ყველაზე სასარგებლო აღვირი,ლაგამი, ცივილიზაციის უპირველესი მამოძრავებელი ძალა. ის განუწყვეტლად ქადაგებს ძმობას და მოგვიწოდებს ძმობისგენ,არბილებს ჩვენს გულს".
მირაბოს, მაშ, პირველს უნდა გამოეყენებინა ცნება ცივილიზაცია არაიურიდიული მნიშვნელობით და ასე გავრცელდა ის სწრაფად.
ცივილიზაცია,ცივილიზება ნიშნავდა ზნე-ჩვეულებათა შერბილებას, განათლებას. ზრდილობის სწავლა-განვითარებას, ხელოვნებათა და მეცნიერებათა კულტურის, ვაჭრობის და მრეწველობის განვითარებას, მატერიალური კომფორტის შექმნას და ფუფუნებით ცხოვრებას....
პროცესის აღმნიშვნელი სიტყვა ცივილიზაცია იდეათა ისტორიაში გაჩნდა იმავე დროს როდესაც გაჩნდა პროგრესის იდეის თანამედროვე აღქმა.
ბერძნული სიტყვები polis,politeia, რაც ნიშნავს ცივილიზებას ადამიანებისთვის ის იგივეა რაც ობიექტების გაპრიალება, ყოველი ხორკლის და უსწორმასწორობის მოშორება. გასწორება,შეგრძნებისთვის სასიამოვნო სახის მიცემა.
ესაა უხეშობის და უზრდელობის გადაქცევა თავაზიანობად და ზრდილობად, გაუთლელის დახვეწა.
ცნება პოლიცია ეხება სახელმწიფოთა ადმინისტრაციას. პოოლიტეიას, კონსტიტუციის მქონე ქვეყანაში ცხოვრება არის ნიშანი იმისა რაც უპირისპირდება ბარბაროსობას.
ცივილიზაციის ცნება, მაშ, დამკვიდრდა ბარბაროსობის, ველურობის,
სისასტიკის და დაუნდობლობის ცნებების საწინააღმდეგოდ.
ცნება ცივილიზება ნიშნავს ხალხის მიერ თავის ზნე-ჩვეულებათა შესწორებას და საზოგადოებაში შუქმფენი, სიყვარულით და სიკეთის მომტანი საქმეებით სავსე ზნეობის შეტანას.
მაგრამ ცნების შემომტანი იგივე მირაბო აყოლებს: "რომ ვიკითხო თუ რისგან შედგება ცივილიზაცია უმრავლესობა მიპასუხებს ხალხის ცივილიზაცია და ცივილიზება არის მისი ზნე-ჩვეულებების დარბილება, ქალაქური ცხოვრება, ზრდილობა და ცოდნა, მეცნიერება...
ყველაფერი ეს მხოლოდ ნიღაბია სათნოებისა და არა სახე.
ცივილიზაცია არაფერს აძლევს საზოგადოებას თუ ის არ აძლევს მას სათნოების არსს და ფორმას.
სწორედ უკვე ნახსენები ინგრედიენტებით დარბილებული საზოგადოებიდან გაჩნდა კაცობრიობის გარყვნილება."
მირაბო,მაშ, ჭეშმარიტ ცივილიზაციას განასხვავებდა ყალბი ცივილიზაციისგან.
მირაბოს მიერ მოგონილი სიტყვა ცივილიზაცია მალე გავრცელდა ინგლისშიც.
მაგრამ ინგლისელები თავიდან ხმარობენ სიტყვას რაფინირება, დახვეწა.
ცნება ცივილიზაცია ინგლისში გამოჩნდა მოგვიანებით.
შოტლანდიელმა ფერგიუსონმა 1792 წელს გამოაქვეყნა გაკვეთილთა კრებული სადაც გააკეთა შემდეგი შენიშვნა ნაწილებად დაყოფილი კომერციის ხელოვნების წარმატება მოითხოვს პიროვნების და საკუთრების გარკვეულ უსაფრთხოებას,რასაც ვუწოდებთ ცივილიზაციას: "The success of commercial art,divided into parts,requires a certain security of the person and property,to which we give the name of civilisqtion" (A.Ferguson,Principles of Moral and Political Science,being chiefly a Retrospect of Lectures delivered in the College of Edinburgh,1792).
გაფართოვდა ინგლისელ და ფრანგ ინტელექტუალთა ურთიერთობაც.
კულტურისა და ცივილიზაციის ცნებების კონკურენცია:
მე-18 საუკუნეში ფრანგული ენის პრესტიჟიმა და განმანათლებელთა აზრის გავლენამ გერმანულ ენას უპრობლემოდ მიაღებინა ცნება კულტურა და დამკვიდრდა ფრანგული სიტყვის ფიგურალური მნიშვნელობა.
მაგრამ გერმანიაში ამ ცნების მნიშვნელობა მალე შეიზღუდა მაშინ როდესაც ფრანგულ ენაში ცნებამ კულტურა ადგილი დაუთმო ცნებას ცივილიზაცია.
გერმანიაში ცნება ცივილიზაცია აღნიშნავდა არისტოკრატიის თავაზიან, დახვეწილ მანერებს.
მაგრამ გერმანელმა ინტელექტუალებმა ცნებით კულტურა // Kultur// აღნიშნეს მათი აზრით არისტოკრატიის მანერულ ქცევაზე უფრო ღრმა სულიერი ღირებულებები.
არისტოკრატიის მანერული, თავაზიანი ქცევა ზედაპირულ და არაგულწრფელ ქცევად ჩაითვალა.
საფრანგეთისგან განსხვავებით გერმანიაში ბურჟუაზია არ ყოფილა მჭიდროდ დაკავშირებული არისტოკრატიასთან. ეს სოციალური დისტანცია აჯავრებდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის მრავალ გერმანელ ინტელექტუალს.
ყველაფერი ნამდვილი და სულიერად გამამდიდრებელი ითვლებოდა კულტურად და ყველაფერი გარეგნულად ბრწყინვალე და მსუბუქი, ზედაპირულად დახვეწილი-ცივილიზაციად.
ცივილიზაცია ჩანდა სხვადასხვა გერმანული სახელმწიფოს მმართველთა საკუთრებად. ითვლებოდა რომ ეს მმართველები სასაცილოდ და კარიკატურულად ბაძავდნენ საფრანგეთის მეფის კარს.
ასე დაუპირისპირეს კულტურის ცნება ცივილიზაციის ცნებას.
ვინაა ცივილიზებული?, ცივილიზაციაზე თანამედროვე ევროპელი ახალგაზრდებისთვის-2;
ყოველი ადამიანი ჩნდება როგორც ცხოველი
რომლის აღზრდაც და განათლებაც შეიძლება //animal educandum// ,დავალებული
სხვა ადამიანებისგან რომლებსაც თვითონ მოუწიათ სწავლა-განათლება.ასეთმა
ადამიანმა სამსახური უნდა გაუწიოს სხვებს.
ცივილიზებული ისაა ვისაც ესმის რომ თავისუფლება არაა ჭირვეული თავაშვებულება.
ჰომეროსის თანახმად ცივილიზებულია ის ვინც მოახერხა თავდაპირველი
ფსიქო-ფიზიკური და სოციალური მეობიდან ახალ მეობაზე გადასვლა ეთიკური
ამაღლების მეშვეობით, მის ფასად ცივილიზება არის ადამიანში ადამიანურის
დამკვიდრება, თანდაყოლილი მეობის ამაღლება და განწმენდა აღზრდა-განათლების
მეშვეობით.
ცივილიზებული ისაა ვისაც ესმის რომ თავისუფლება არაა ჭირვეული თავაშვებულება.
ცივილიზაციისადმი კუთვნილება არის ადამიანის ფუნდამენტური დამახასიათებელი თვისება. ცივილიზებული ადამიანი აღარაა მხოლოდ ბუნების ნაწილი, ის სამყაროს ნაწილია.
ცივილიზებული ისაა ვინც ბუნებიდან გადავიდა კულტურაში, ვინც დაძლია თავისი გაუთლელი ცხოველური ბუნება რომელიც ტანჯავს ადამიანს მისი ბუნებრივი საწყისების,ბუნებრივი წარმომავლობის გამო //მე ვილაპარაკებდი უფრო პირუტყვულ ბუნებაზე იმიტომ რომ ბევრი ცხოველი გამოირჩევა თანაგრძნობის,თანატანჯვის ანუ სოლიდარობის უნარით რაც აკლია ბევრ თანამედროვე ადამიანს, მთარგმნელი//.
ადამიანი ნამდვილად არაა სხვა ცხოველების მსგავსი ცხოველი იმიტომ რომ მას არა აქვს სპეციფიური ინსტინქტები. მასში საგვარეულო, საერთო ინსტინქტებიც დაღდასმულია განუსაზღვრელობით, გამოურკვევლობით.
ამ აზრით ადამიანს უნდა ჰქონდეს გაუცნობიერებელი მისწრაფებები მაგრამ არა კონკრეტული ინსტინქტები.
ეს გაუცნობიერებელი მისწრაფებები ადამიანში ავლენენ ვიტალურ სწრაფვას რომელიც ასულდგმულებს ყველა ცოცხალ არსებას.
მაგრამ დაკმაყოფილებისთვის სასურველი ობიექტები ადამიანისთვის რჩება შემთხვევითებად.
ამიტომ ადამიანს ვერ მივაწერთ რაღაც ჯოგურ ალღოს და ინსტინქტს თუ გულზიარობის, გულღიაობის ინსტინქტს რაც აქვს ზოგ ცხოველს.
ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება და ბუნებამ ამიტომ ყველაფერი არ განსაზღვრა და დაადგინა მასში.
ადამიანი გონიერი არსებაა და მას არა აქვს ბუნებრივი აუცილებლობები,
მას ყველაზე მეტად აქვს წადილები რომელთა მიზიდულობის ცენტრიც არის მენტალურ წარმოსახვაში.
ამას პლასტიურობა შეაქვს მისი ვიტალური მისწრაფების გამოხატვის ფორმებში და ამავე დროს მას გაუცნობიერებელი მისწრაფებების ძალა გადაჰყავს მისწრაფებათა სიმრავლეში.
ასეა რომ ყოველი ადამიანი ჩნდება როგორც ცხოველი რომლის აღზრდაც და განათლებაც შეიძლება //animal educandum//, დავალებული სხვა ადამიანებისგან რომლებსაც თვითონ მოუწიათ სწავლა-განათლება.ასეთმა ადამიანმა სამსახური უნდა გაუწიოს სხვებს.
ადამიანის არსებობა დავალებულია აღზრდისაგან რომელსაც გერმანელები უწოდებენ Bildung-ს.
მაგრამ ეს არაა მარტო სწავლა. ესაა ბუნებაზე მაღლა დადგომა,რასაც კანტი უწოდებს დისციპლინას //ი. კანტი, აზრები განათლებაზე//.
ადამიანი უნდა ჩამოშორდეს უბრალოდ ცხოველურ ქცევას, უარყოს ის.
მაგრამ ამავე დროს საჭიროა დისციპლინირება იმ განუსაზღვრელობისა რომელიც გამოიხატება პირველ რიგში წადილთა განუსაზღვრელობით და რომელსაც თავისუფლება დაჰყავს მხოლოდ ჭირვეულ თავაშვებულებაზე.
ესაა მუდმივი მოთხოვნა მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ მას ვხედავთ უკვე პრომეთეს და ეპიმეთეს მითის დასასრულს.
იმისთვის რომ ერთად იცხოვრონ ადამიანებმა უნდა გაიგონ ქცევის და თავშეკავების მნიშვნელობა.
ჰერმესმა ადამიანებს აჩვენა Aidos-ის, ე.ი. კეთილშობილი თავდაჭერილობის მნიშვნელობა. ის ლათინურში გადაიქცა verecundia-დ ,განსაკუთრებულ სოციალურ სათნოება რომელიც არის სირცხვილის საწყისი.
სირცხვილი არის ღირსების დაკარგვის შიში.
ცივილიზებულობა ყველაფერთან ერთად, მაშ, არის მორცხვობა, უმანკოება, საკუთარი თავის კონტროლი.
ნორბერტ ელიასი ხაზს უსვამს იმას რომ ცივილიზება არის ადამიანის მიერ პატარა ბავშვობიდან თვითშზღუდვის სწავლა.
მეტიც, ადორნოსა და ჰორკჰაიმერის აზრით ცივილიზება არის მსხვერპლის გაღების აუცილებლობის დანახვა.
ბუნებრივი უშუალობიდან ცივილიზაციაზე გადასვლა ხდება მსხვერპლის გაღების მეშვეობით.
მსხვერპლის გაღება არის რიტუალიზებული ძალადობა რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ბუნებრივი მდგომარეობის ანარქიულ ძალადობას.
მსხვერპლის შეწირვა არის საკრალურის წვდომის სპეციფიური სა შუალება. იმის ხაზგასმა რომ არსებობს რაღაც ცალკე მდგომი, გამოყოფილი, პატივსაცემი...
ესაა ტრანსცენდენტურობის დადასტურება.
მსხვერპლის გაღებას მნიშვნელობა აქვს როდესაც ხდება უძვირფასესის, ყველაზე ძვირფასის //ძმის, შვილის, ქალწული ქალიშვილის...// უარყოფა.
მაგრამ მსხვერპლის გაღება საბოლოო ანგარიშით არის არა სხვის არამედ საკუთარი თავის ნაწილის, საკუთარი გაუცნობიერებელი მისწრაფებების თუ წადილების ნაწილის მსხვერპლად გაღება და უარყოფა.
ასეთი იყო აბრაამის მიერ მისი შვილი ისააკის მსხვერპლად მიტანის შეწყვეტის აზრი.
ითვლება რომ ბიბლიის ეს ეპიზოდი აღნიშნავს ადამიანების მსხვერპლად მიტანის დასასრულს.
მსხვერპლის გაღების უნარი უნდა იყოს ცივილიზაციის ნიშანი. ის მოწმობს იმაზე რომ ადამიანს ძალუძს უარის თქმა სიამოვნების უშუალოდ, დაუყოვნებლად მიღებაზე, თავის გაუცნობიერებელი მისწრაფებების დაკმაყოფილების გადატანა. რათა შესაძლებელი იყოს სხვა ადამიანებს შორის ცხოვრება.
ამ თვალსაზრისით ემბლემატურია ოდისევსის, ულისეს პერსონაჟი:
ესაა ისტორია მითიური მეფისა რომელიც სწავლობს სულ უბრალოდ ადამიანად გახდომას,ესე იგი თავდაჭერილობას, საკუთარი თავის ფლობას. enkrateia.
ესაა ასევე ლეგენდიდან ისტორიაზე გადასვლა.
მან არ გაიღო აუცილებელი ძღვენი და ამიტომაა დევნილი პოსეიდონის მიერ.
მან თანდათანობით ისწავლა სიამოვნების პრინციპის უარყოფა, შემდეგი დროისთვის გადაიტანა წადილთა დაკმაყოფილება რათა უმაღლეს პლანზე გამოემუშავებინა თავისი მეობა.
სირინოზთა გალობა წარმოადგენს სიამოვნების პრინციპს რომელსაც ოდისევსმა უნდა გაუძლოს. ჯადოსანი კირკე არის სიმბოლო ცხოველურობისა რომელიც ოდისევსმა უნდა დაიმონოს და დაიმორჩილოს.
ესაა "ნეგატიური" სამუშაო იმიტომ რომ მან, ითაკის მეფემ, უარი უნდა თქვას თავის სახელზე და დაირქვას "არავინ" რათა გადაურჩეს ბარბაროსობის განმასახიერებელ ციკლოპებს.
ის უარყოფს ითაკის მეფის თავის სახელს. გაქრება და ასე გადაირჩენს სიცოცხლეს.
საკუთარი თავის საპოვნელად მან საკუთარი თავი უნდა დაკარგოს.
ოდისევსი კიმერიელთა ქვეყანაში თვითონ ისწავლის სიკვდილთან დაპირისპირებას.
მისანი ტირესია მას ასწავლის თავისი თავდაპირველი, თავიდან მიღებული როგორც ფსიქო-ფიზიკური ისე სოციალური მეობიდან ეთიკური ამაღლების ფასად მიღებულ ახალ მეობაზე გადასვლას.
"განსრულდებით თუ კი თქვენი უბედურებების მიუხედავად დარჩებით საკუთარი თავის მფლობელი".
ცივილიზაციის დახვეწილობის განმასახიერებელ ფეაკელებთან მან ნახა გამხნევება, ნუგეშისცემა და დახმარება რაც აუცილებელი იყო მისი ინიციაციური მოგაზაურობის დასასრულებლად. ეს მოგზაურობა კი შინაგანი მოგზაურობა იყო და მეტი არაფერი.
ადამიანი რომ იქცეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონად მას სჭირდება მოძღვარი.
ადამიანში უნდა დამკვიდრდეს ადამიანობა, რასაც სჭირდება აღზრდა-განათლება.
ულისეს განსრულება სრულდება მაშინ როდესაც ის იცნობს თავის გარდაქმნილ და ამაღლებულ-განწმენდილ მეობას.
ეს უმაღლესი გააზრებული მეობა არ დაიყვანება ბუნებრივ თვისებებზე.
ვალდებულების,მოვალეობის სწავლა:
ცივილიზების პროცესი ჰგავს წვრთნას და გარკვეულ სიმკაცრეს მოითხოვს.
ნიცშემ წვრთნის ამ პროცესს უწოდა ზნე-ჩვეულებათა ზნეობრიობა და თქვა რომ ზნეობრიობა არის ზნე-ჩვეულებებისადმი მორჩილება და მეტი არაფერი. არადა ზნე-ჩვეულებები არის მოქმედების და შეფასების ტრადიციული ფორმა.
ზნეობრიობა არაა იქ სადაც არ კარნახობს ტრადიცია. და რაც უფრო ნაკლებადაა არსებობა განსაზღვრული ტრადიციის მიერ მით უფრო ნაკლებია ზნეობრიობის წრე //ნიცშე, ავრორა,1,9//.
ყველანაირი წეს-ჩვეულება უკეთესია წეს-ჩვეულებათა არქონაზე, თქვა იქვე ნიცშემ.
ტრადიციის ავტორიტეტი აჩენს უმაღლეს, განუსაზღვრელ და გონებისთვის მიუწვდომელ, ორგანიზატორ პერსონალურზე მეტ და საკრალურ ინსტანციაზე დამოკიდებულების განცდას.
ტრადიცია, რელიგია და ხელისუფლება უკავშირდებიან ერთმანეთს და აფუძნებენ ადამიანურ სოციალურ წესრიგს.
რელიგიის ცნება მომდინარეობს ლათინური ზმნებიდან religare ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან ტრანსცენდენტული ძალების მეშვეობით //და relegere // გადაკითხვა, დარწმუნება, ყურადღებით ყოფნა.
ეტიმოლოგია აქ მიუთითებს იმაზე რომ რელიგია არის ადამიანური სოციალური სივრცისთვის სტრუქტურის მინიჭების პირველი საშუალება. მისი პირველი როგორც საკულტო ისე კულტურული ფუნქცია იყო აკრძალვათა დაწესება.
მაგრამ დიურკჰაიმი ხაზს უსვამს რომ საკრალურის განცდაში და მოვალეობათა გრძნობაში უწინარეს ყოვლისა ვლინდება სოციალური მთლიანობის ძალა.
ადამიანური საზოგადოება არის ღმერთების შემქმნელი მანქანა.
აკრძალვა არის მსხვერპლის შემწირი მანქანა რომლის მიზანიცაა ხელის შეშლა ზოგი უკონტროლო ქმედებისთვის.
აკრძალვა არის ბუნებიდან კულტურაზე გადასვლის სპეციფიური ნიშანი. ის ბოლოს უღებს თავაშვებულებას.
მთავარი აკრძალვები ეხება სიკვდილთან და სექსუალობასთან დამოკიდებულებას.
ყველა კულტურაში ვხედავთ მიცვალებულთა პატივისცემას და ინცესტის აკრძალვას.
მაგრამ ეს აკრძალვები შეიძლება იყოს ბევრად უფრო თვითნებური და ეხებოდეს ნაკლებად მნიშვნელოვან რამეს.
მაგრამ მთავარია იმის დამახსოვრება რომ აკრძალვის გარეშე არ შეიძლება.
ადამიანი როგორც ბუნებრივი არსება ცდილობს სიცოცხლის წყურვილის გამოვლენას. მაგრამ ის ვერ დაკმაყოფილდება "მეტი სიცოცხლის' სპონტანურად ძიებით. ადამიანმა უნდა გაიგოს რომ ადამიანური არსებობა მოითხოვს "სიცოცხლეზე მეტს".
კაცობრიობა ბუნებრივი მდომარეობის უფორმო მაგმიდან ამოდის მხოლოდ დანით. ასეთია წინადაცვეთის პირველი ლიტურგიების აზრი.
ადამიანის გაჩენა ხდება მსხვერპლის გაღების და ტკივილის ფასად.
კულტურა უარყოფს ბუნებრივ სხეულს და ფიზიკური ფსიქოლოგიური ნისნების სერიით ამკვიდრებს გადასვლახ სულელი სხეულიდან სიმბოლურ სხეულზე.
მაგრამ ეს ასევე არის მორალური რიგის გადასვლა და მიზნად ისახავს მოვალეობის, ვალდებულების იდეის მიღებას...
ob-ligatio, ob-ligare ლათინურად ნიშნავს კავშირების დამყარებას და ამ კავშირებისთვის პატივის მიგებას. ესაა პირობის დადება და ეს აქტი განაპირობებს კეთილგანწყობას და თავაზიანობას, გაფრთხილებას.
ვალდებულება არის მოვალეობის წყარო და არის ადამიანის როგორც სესხის ამღები არსების შემადგენელი ნაწილი. ძველ რომაულ სამართალში მოვალეობა პირველ რიგში ნიშნავდა იმას რომ სესხის გამღებს ჰქონდა უფლება სესხის მიმღების სხეულზე. ამავე დროს ისაა სოციალური დაქვემდებარების შექმნის ემბლემა.
ძველრომაულ სამართალში nexum არის აქტი რომლითაც ადამიანი დებს რაღაცის პირობას და აღთქმას რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის დათმობს თავის თავისუფლებას.
მაგრამ წადილთა უბრალო მოთვინიერება-მოშინაურებას ნიცშე უპირისპირებს ამ წადილთა გასულიერებას რისი მიზანიცაა დიდი სტილის ადამიანობის მიღწევა...
თავაზიანობიდან მოქალაქეობამდე:
ნორბერტ ელიასის თქმით ადამიანი ვერ ჩაითვლება ერთგვარ იმპერიად იმპერიაში. ის არაა ერთგვარი ინდივიდი თავისთავად თუ აბსოლუტური პერსონა.
ადამიანი მუდამ ჩართულია ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანთა ქსელებში.
ადამიანთა სოციალური ურთიერთობები არის ანტაგონისტურ ძალთა კომპრომისის შედეგი.
დაპირისპირებულ ძალთა წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში სოციალური ურთიერთობები წყდება და იცვლება ახლებური, სხვაგვარი ურთიერთობებით.
ცივილიზაცია ეწერება სოციალურ ურთიერთდამოკიდებულებათა წყვეტებისგან და და გადაწყობებისგან შემდგარ დინამიკაში.
ნორბერტ ელიასი დასავლეთში გამოყოფს ამ პროცესის ორ არსებით ტეხილს:
პირველი ხანა უკავშირდება მე-12 საუკუნეში ფეოდალთა დიდი კარების შექმნას.
მეორე ხანაა მე-17 საუკუნეში გაჩენა მეფეებისა რომლებიც აბსოლუტური სუვერენები გახდნენ კონკურენტ ფეოდალთა ხარჯზე.
თავაზიანობის, დახვეწილობის, ზრდილობის ქება-დიდება, თავაზიანი, დახვეწილი სიყვარულის წინ წამოწევა ტრუბადურების მიერ არის ქცევის დახვეწის პირველი ეტაპი.
ის ეფუძნება ყველაზე შემზღუდველი შეთანხმებების პატივისცემას და უხეშობის უარყოფას ადამიანთა ურთიერთობებში, განსაკუთრებით ქალის და მამაკაცის ურთიერთობებში.
მეორე ეტაპი მოითხოვს თავაზიანობას და სოციალური ეტიკეტის დაცვას.
"მეფის კარის საზოგადოება ეტიკეტით ახდენს საკუთარი თავის წარმოდგენას. კარის წევრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველანი ერთად განსხვავდებიან ჯგუფისთვის უცხო პირებისგან. კარის ყოველი წევრი და ყველა ერთად საკუთარ თავს აძლევს მათი არსებობის აბსოლუტური ღირებულების მოწმობას" // ნ.ელიასი, კარის საზოგადოება,N.Elias,La Société de cour,Paris;Flammarion,1985,გვ.97//.
მეფეს დამამშვიდებლად და არბიტრად გამოჩენა შეეძლო ხმლის არისტოკრატიის და ანაფორის არისტოკრატიის გაწონასწორებული კონკურენციის პირობებში.
სოციალურ ფუნქციათა დიფერენციაციამ წაახალისა მომსახურე ბურჟუაზიის და ადმინისტრაციის აღმავლობა. ეს ხდებოდა მიწათმფლობელ და სამხედრო ტრადიციულ არისტოკრატიასთან კონკურენციის პირობებში.
აბსოლუტურ სუვერენიტეტზე პრეტენზიის მქონე მონარქი იდგა ტრადიციული არისტოკრატიის პრეტენზიების პირისპირ და ის ახალისებდა ანაფორის არისტოკრატიას რომელსაც ერგო მართლმსაჯულების და ფინანსების განგების ფუნქციები.
მაგრამ ამავე დროს მეფეს არ უნდა დაეშვა ტრადიციული არისტოკრატიის სრული დადამბლავება და მისი კარი მას აძლევდა პოტენციური კონკურენტების გაკონტროლების საშუალებას.
არისტოკრატიის გაკარისკაცებამ და ურბანიზაციამ დიდად გარდაქმნა არისტოკრატიის ქცევა - მეომარი რაინდი გადაიქცა ქალაქელ და თავაზიან კარისკაცად.
ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლიის მქონე და სოციალური სივრცის დამამშვიდებელი თანამედროვე სახელმწიფოს გაჩენამ და პიროვნებათა ურთიერთობების ინტენსიფიკაციამ //რაც სავალდებულოდ ხდიდა ემოციური რეაქციების ბევრად უფრო მკაცრად გაკონტროლებას// დასავლეთში დიდად გარდაქმნა ზნე-ჩვეულებები მეთორმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში.
შრომის დანაწილების განვითარებამ და აქედან გამომდინარე ფუნქციათა დიფერენციაციამ გაამრავლა სოციალური ერთმანეთზედამოკიდებულებები.
ყველაფერი ეს აუცილებლობად აქცევდა ინდივიდუალურ თვითკონტროლს.
ეს ინდივიდუალური თვითკონტროლი იქცა თანამედროვე დასავლელი ადამიანის დამახასიათებელ ნიშნად.
მეთორმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში მომხდარი ევოლუცია არის გარეშე სოციალური იძულებიდან გადასვლა გააზრებულ თვითშეზღუდვაზე.
ფსიქიური თვითკონტროლის //Selbstkontrollaparatur// ხდება სტაბილურობის პირობა და საყოველთაოდ ბატონდება...
ცივილიზაციის, ცივილიზების პროცესი არის გარედან დაძალებული აკრძალვების მიღება და გაშინაგანება. თუ კი უკონტროლო და გაუცნობიერებელი ემოციების და მისწრაფებების გამოხატვა ადრე გარედან იძულებით იყო აკრძალული ეხლა თვითონ ადამიანმა უნდა დათრგუნოს ისინი თავის თავში.
სახელმწიფოს აგების პროცესში ადამიანს შეიძლება არ ეშინოდეს მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობისა, მაგრამ ყოველი ადამიანი თვითონ უნდა ერეოდეს და თრგუნავდეს თავის საკუთარ შინაგან აგრესიულობას რომელიც მას უბიძგებს სხვების წინააღმდეგ ძალადობისკენ.
ერთმანეთზე დამოკიდებულებათა ქსელის გაშლის კონტექსტში თავის სოციალურ არსებობას საფრთხეში აგდებს ის ვისაც არ შეუძლია თავის გაუცნობიერებელ მისწრაფებათა და ძლიერ ემოციათა მოთოკვა.
თავისი საკუთარი ემოციების ბატონს აქვს აშკარა სოციალური უპირატესობები და ყველა იძულებულია იფიქროს თავისი ქცევის შედეგებზე მანამდე სანამ რამეს ჩაიდენს.
მაშ, ნამდვილად ლაპარაკია ქცევის გარდაქმნაზე ცივილიზაციის, ცივილიზების მიმართულებით //ნ.ელიასი, დასავლეთის დინამიკა//.
მაგრამ ზედაპირულობა, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ქცევათა ამ თეატრალიზაციას ეჭვს ქვეშ დადგა, მოისპო ხელისუფლების გაყოფის პროცესს გარეთ დარჩენილი ბუღჟუაზიის აღმავლობასთან ერთად.
ლიუდოვიკო მეთოთხმეტის შემდეგ სამეფო კარის სისტემა გახევდა და მას აღარ შეეძლო გახსნა ახალი სოციალური პარტნიორებისკენ.
რევოლუციასთან ერთად გაჩნდა ახალი არნახული სოციალური კონფიგურაცია რომელსაც ჰქონდა ცივილიზების ძველი მიზნები,მაგრამ აახლებდა და აფართოებთა მას.
ეს არაა გაბატონებულთა მეობის უბრალო ცვლილება, დიდად შეიცვალა საზოგადოების ყველა ინდივიდის ერთმანეთზე დამოკიდებულების აღქმა.
ეს ერთმანეთზე დამოკიდებულება იღებს უშუალოდ პოლიტიკურ მნიშვნელობას რომელიც ადასტურებს სახელმწიფოს როლის ტრიუმფს:
ზრდილობა-თავაზიანობის უბრალო მოთხოვნას ცვლის მოქალაქეობის მოთხოვნა.
მოქალაქე ისაა ვისაც ესმის რომ მისი თავისუფლება არის მის მოვალეობათა პროპორციული. ის ვინც გაიაზრა და გაითავისა უფლებათა და მოვალეობათა მნიშვნელობა.
აღარაა ერთის მხრივ თავისუფლების დრო და მეორეს მხრივ მსხვერპლის გაღების დრო ისევე როგორც აღარაა ერთის მხრივ ბატონის მდგომარეობა და მეორეს მხრივ მსახურის მდგომარეობა.
მკვიდრდება მოქალაქის ერთადერთი სტატუსი რომელიც უფლებებს და მოვალეობებს ერთ მთლიანობად განიხილავს..
ინდივიდი თავის თავს უყურებს როგორც ერთდროულად ქვეშევრდომს და სუვერენს. ..
მოქალაქეობა, მაშ, ჩანს როგორც ცივილიზების პროცესის უმაღლესი განსრულება. ეს პროცესი კი არის გარედან შეზღუდვიდან შინაგან თვითშეზღუდვაზე გადასვლა.
პოზიტიური სამართალი აქ ცვლის რელიგიას როგორც შემაკავშირებელს იმიტომ რომ მას უნდა სამოქალაქო კანონის გარანტად ყოფნა.
თანამედროვე სახელმწიფოს შეუძლია თავი წარმოადგინოს პოლიტიკური ხელისუფლების ყველაზე რაციონალურ კონფიგურაციად.
ნებადართულის და აკრძალულის განმსაზღვრელი კანონი შეიძლება გაგებული იქნეს როგორც აკრძალვის დემითოლოგიზაცია. მაგრამ ეს რაციონალიზაცია თავის ლეგიტიმურობას პოულობს მხოლოდ იმდენად რამდენადაც გამოხატავს ინდივიდთა მიერ თავისუფლების ყველაზე დასრულებულ ფორმად წარმოდგენილი ავტონომიის მოთხოვნას.
სოციალურ დაქვემდებარებას და დამოუკიდებლობას შორის არსებულ უფსკრულს მოქალაქეობა უპირისპირებს ავტონომიის იდეალს რომელიც პირველმა ჩამოაყალიბა რუსომ:
"თავისუფლება არის ჩვენს მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონის მორჩილება" // ჟ.-ჟ. რუსო, სოციალურ კონტაქტზე//.
სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა და მოქალაქეობის დამკვიდრება ჩანს როგორც შეგნებული განმეორებითი ათვისება კულტურისა თუ კულტურებისა რომლებისგანაც ჩვენ იმთავითვე დავალებული ვართ
მაგრამ ცხოველიც შეიძლება იყოს გამხეცებულ-განადირებული და გადარეული ადამიანის მასწავლებელი.
ცხოველების ქცევის ეს მკვლევარი აჩვენებს პრიმატთა ცხოვრებაში ალტრუიზმის მნიშვნელობას. ინტერვიუს მას ართმევს ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი «La Croix» («ჯვარი», 2010 წლის 14 მარტი).
-თქვენ ბრძანებთ რომ მაიმუნებს აქვთ ემპათიის უნარი. რას ნიშნავს ეს?
ფრანს დე ვაალ:
ემპათიის ქონა ნიშნავს ყმას რომ მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები, რომ ისინი იზიარებენ სხვათა ემოციებს.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ ემპათია განეკუთვნება ინტელექტუალური დემარშის სფეროს. არადა ლაპარაკია არა გადაწყვეტილებაზე, არამედ ავტომატურ პროცესზე. 20 წლის წინ შვედმა ფსიქოლოგმა ულფ დიმბერგმა აჩვენა ემოციის გადადების უნებური ხასიათი.პიროვნებებს რომელთაც რამოდენიმე მილიწამის განმავლობაში აჩვენებდნენ სახის გამომეტყველებებს უნდოდათ ამ გამომეტყველებათა გამეორება. ნაღვლიანი სახის დანახვისას ისინი ნაღველს განიცდიდნენ, მხიარული სახის დანახვისას-მხიარულებას. და ეს ისე რომ არც კი იცოდნენ დაინახეს თუ არა მათთვის ესოდენ სწრაფად ნაჩვენები სახეები. ეს იმდენად ეწინააღმდეგობოდა ემპათიის ფსიქოლოგიურ გააზრებას რომ ძალიან ძნელი იყო ამის დაშვება.
კიდევ უფრო ძნელი იყო დაჯერება იმისა რომ ზოგ სოციალურ ცხოველსაც აქვს ემპათიის განცდა.
-სჯერათ თუ არა ეს დღეს?
- ბოლო წლებში დაიჯერეს ის რისი მოწმობაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გვაქვს. მთქნარების გადადება ჩანს ადამიანებში, შიმპანზეებში, ბაბუინებში თუ ძაღლებში. ძაღლები ამთქნარებენ მაშინაც როდესაც მათ თვალწინ ამთქნარებს მათი პატრონი ! ემპათია არა აქვთ აუტისტ (გარე სამყაროს მოწყვეტილ, თავის თავში ჩაკეტილ ) ბავშვებს.
ჩვენ ვხდევათ თუ როგორ ამშვიდებს და ანუგეშებს შიმპანზე მეორე შიმპანზეს რომელსაც უკბინეს ჩხუბის დროს.
ჩვენ არ ვუკავშირებთ მსგავს ფაქტს ემპათიას იმიტომ რომ ტაბუ ედო ამ ცნების გამოყენებას ცხოველთა ქცევის აღსაწერად.
გადამწყვეტი ყყო 1992 წელს მაკაკაში ხშყრად ემპათიის ბუდედ მიჩნეული «სარკე ნეირონების» აღმოჩენა. ეს ნეირონები მოქმედებენ არა მხოლოდ მაშინ როდესაც მაიმუნი აკეთებს რაღაც განსაკუთრებულ ჟესტს, არამედ მაშინაც როდესაც ის ხედავს რომ სხვა მაიმუნი აკეთებს ამას.
- მაშ არსებობს ემპათიის რთული ფორმები?
- სხვისთვის დახმარების გასაწევად აუცილებელია პერსპექტივის დანახვა, სხვის გაგების და სხვის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი.
ჩვენ გვინახავს რომ შიმპანზე შველოდა მეორე შიმპანზეს რომელსაც ახრჩობდა კისერზე შემოხვეული თოკი.ეს შიმპანზე მივიდა მომაკვდავ შიმპანზესთან,წამოაყენა ის ერთი თათით და მეორე თათით მოხსნა მას მახრჩობელა თოკი. მას შეეძლო დახმარების სურვილით თოკის გამოქაჩვა და დახმარების მაგივრად დასახმარებლის მოკვლა,
შიმპანზეს აქვს ემპათიისთვყს აუცილებელი ორი უნარი : ერთის მხრივ ტანჯულის თანაგრძნობის უნარი და მეორეს მხრივ გონიერება რომელიც იძლევა უბედურებაში ჩავარდნილის მდგომარეობის შესაბამისი გადაწყვეტყლების მიღების საშუალებას.
ემპათიის ეს ფორმა ნამდვილად ადამიანურია, მაგრამ ის ზოგ ცხოველსაც ახასიათებს.
-თქვენ აღწერთ მრავალ ექსპერიმენტს და დაკვირვებას რომლებიც გვიჩვენებენ რომ დიდ მაიმუნებს ძალუძთ გმირობის გამოჩენა, მათ აქვთ თანაგრძნობის, მადლიერების, და სხვა მსგავსი უნარები, რას ასკვნით აქედან?
- ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით რომ სოციალურ ცხოველებს მწერების ჩათვლით ახასიათებთ ალტრუისტული ქცევა. მაგრამ დაუჯერებელი ჩანდა ის რომ ეს ქმედებები შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული, ყსე როგორც ესაა ადამიანის შემთხვევაში.
არა და ეხლა დადგენილია რომ ძუძუმწოვრებს და,შეიძლება, ფრინველებს, აქვთ ადამიანის მსგავსი მექანიზმები :
ძუძუმწოვრები და ფრინველები იზიარებენ სხვათა ემოციებს , მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები და მათ შეუძლიათ სხვებისთვის დახმარების გაწევა.
ჩვენ,მაგალითად, ჩავატარეთ ერთი ექსპერიმენტი ორ მაიმუნ კაპუცინებთან. ჩვენ ერთ მაიმუნს ვუწვდითით ორ ობიექტს. თუ კი ერთს აირჩევდა ის ჯილდოდ იღებდა ვაშლის ნაჭერს. თუ კი ის აირჩევდა მეორე ობიექტს მაშინ ვაშლს ჯილდოდ ვაძლევდით ორივე მაიმუნს. მაიმუნები როგორც წესი ირჩევდნენ გადაწყვეტას როდესაც ჯილდო ორივე მაიმუნს ერგებოდა. მაიმუნი კაპუცინები არ არიან ეგოისტები. თუმცა ისიც მართალია რომ ეს წესი მოქმედებდა მაშინ როდესაც ეს მაიმუნები იცნობდნენ ერთმანეთს. ესე იგი მაიმუნი კაპუცინები ეგოისტები არ არიან ახლობლის მიმართ,მათ შეუძლიათ ახლობლის არჩევა. სხვათა შორის ისინი საკუთარ თავს სცნობენ სარკეში. ბავშვის მიერ სარკეში საკუთარი თავის ცნობა ემთხვევა ემპათიის ურთულესი ფორმების გაჩენას.
დღეს საკუთრივ ადამიანისთვის დამახასიათებელი ალბათ დაიყვანება ლინგვისტურ უნარებზე და აქაც პრიმატებს შეუძლიათ საუბარი ყვირილებისა და ჟესტების მეშვეობით. ევოლუციასთან ერთად სულ უფრო არამყარია საზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის. ის ყველაზე მეტად აინტერესებთ ფილოსოფოსებს და განსაკუთრებით ფრანგ ფილოსოფოსებს. საფრანგეთში ძალყან ცუდად უყურებენ ადამიანის ტვინის შედარებას ვყრთხის ტვინთან. ამიტომაა რომ ნეირომეცნიერებათა მრავალი სპეციალისტი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გვეუბნება თუ არა რამეს ადამიანის შესახებ მაიმუნების შესწავლა?
დიდი მაიმუნები აგრესიულები არიან, მაგრამ მათ აგრეთვე აქვთ ემპათიის, ურთიერთდახმარების, მადლიერების უნარი.
ეს ჩვენ გვიბიძგებს საწყისებზე დასავლური წარმოდგენების გადასინჯვისკენ. ადამიანი უნდა გაჩენილიყო ცხოველივით ცუდი და მოძალადე. ადამიანი უეჭველად გაჩნდა აგრესიულობის წილით,მაგრამ მას აგრეთვე ჰქონდა ემპათიის და ალტრუიზმის წილიც. ადამიანი არის სოციალური, თანამშრომლობისა და სისასტიკეების ჩადენის უნარების მქონე არსება. ესაა ერთი და იგივე არსების ორი სახე.
მაგრამ რატომ ადარებენ ადამიანს მაინც და მაინც შიმპანზეს?
ადამიანი გენეტიკურად ასევე ახლოა შეუდარებლად უფრო პაციფისტ მაიმუნ ბონობოსთან. შეჯიბრების და კონკურენციის სულისკვეთებით გაჟღენთილ თანამედროვეობაში ჩვენ გვავიწყდება ხოლმე ეს ემპათიის ასპექტი.
ფიქრობენ რომ ასეა ბუნებაში, მაგრამ ბუნება არ იმართება მხოლოდ უფრო ძლიერის კანონით.
«ბუნების გაკვეთილები ბოლოს და ბოლოს დამშვიდებული საზოგადოებისთვის».

ჰომეროსი |

რატომ არ მოველ წვიმადა...ეეჰჰჰ...
ბუნების გაკვეთილები რომლებიც შეიძლება გამოადგეს პოსჩეკისტური «დემოკრატიის» მიერ გაგიჟებულ საზოგადოებასაც !!!!
პოსტამხანაგმა
დემოკრატებმა მთელი კაცობრიობა თუ არა საქართველო მაინც მგონი ისეთ დღეში
ჩააგდეს რომ გამაიმუნება უკვე დამცირებად და მასხრად აგდებად კი არა
სასურველ მდგომარეობად და დიდ მიღწევად შეიძლება ჩათვალოს ზოგმა
დაკვირვებულმა ადამიანმა.
ბუნებას არ მართავს მარტო უფრო ძლიერის კანონი:
პრიმატოლოგი და ეთოლოგი ფრანს დე ვაალბუნებას არ მართავს მარტო უფრო ძლიერის კანონი:

No comments:
Post a Comment