11.04.2013

რომანტიზმის სული

რომანტიზმი ჩნდება მაშინ როდესაც ცხოვრება ჰგავს შემაძრწუნებელ და თავზარდამცემ მოგზაურობას.


"ადამიანი არის მოწაფე, ტკივილი არის მისი მასწავლებელი, და ვერავინ შეიცნობს თავის თავს ტანჯვის განცდის გარეშე.
//ალფრედ დე მიუსე-ოქტომბრის ღამე-1837//.

"დიდ შემოქმედებს და ხელოვანებს აჩენს უბედური ხალხი" //ალფრედ დე მიუსე//

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ სამყარო წვრილ-წვრილ ნაწილად დაიმსხვრა, სისრულის დ სრულყოფილების კლასიკური იდეალი გაქრა, მოდურ სიტყვად იქცა განსხვისება. საყრდენს იძლევა მხოლოდ ოქროს კვეთის ნაირი ხისტი სტრუქტურები. მაგრამ ნუგეშს იძლევა მხოლოდ რელიგიური, ტრანსცენდენტური.

ადამიანი არის მოწაფე, ტკივილი არის მისი მასწავლებელი, და ვერავინ შეიცნობს თავის თავს ტანჯვის განცდის გარეშე.
//ალფრედ დე მიუსე-ოქტომბრის ღამე-1837//.

ვერაფერი განგვადიდებს ისე როგორც დიდი ტკივილი.

მაგრამ ამ ტკივილის განსაცდელად. ო, პოეტო.შენი ხმა უნდა ისმოდეს ამქვეყნად.
ყველაზე მშვენიერი სიმღერებია ყველაზე სასოწარკვეთილი სიმღერები, და უკვდავი სიმღერებია ისინი რომლებიც არის წმინდა ქვითინი //ალფრედ დე მიუსე-მაისის ღამე-1835///.

ადამიანი არის მოღრუბლული, სამყარო შავია, ცა-ბნელი.
ღამის ფორმები მიდიმოდიან ჩრდილში.და
ჩვენ, ფერმკრთალნი, ვჭვრეტთ ბნელს, უცნობს, უხილავს,
ვიკვლევთ სინამდვილეს, იდეალს, შესაძლებელს,
არსი, ლანდი მუდამ არის.
ჩვენ ვუყურებთ განუსაზღვრელი ჩრდილის თრთოლას.
ჩვენ ფიქსირებული მზერით და მთრთოლავი სულით ვეყრდნობით ჩვენს ხვედრს.
ჩვენ ვზვერავთ ხმაურებს ამ სამგლოვიარო სიცარიელეებში.
ჩვენ ვისმენთ სიბნელეში მოხეტიალე სუნთქვას რომელიც აჟრჟოლებს წყვდიადს//ვიქტორ ჰიუგო-ჭვრეტები-1856//. 

"სამი ელემენტისგან შედგებოდა მაშინ ახალგარდათა ცხოვრება მათ უკან იყო სამუდამოდ მომსპარი და დანგრეული წარსული რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობდა ნანგრევებზე, აბსოლუტიზმის საუკუნეთა ყველა ნაშთით, მათ წინ იყო უზომო ჰორიზონტის გარიჟრაჟი და ამ ორ სამყაროს შორის რაღაც რაც ჰგავდა ძველი კონტინენტის ახალგარდა ამერიკისაგან გამომყოფ ოკეანეს. ტალღები,მღელვარე და კატასტროფებით სავსე ზღვა... აი რა ქაოსში იყო საჭირო მაშინ არჩევანის გაკეთება. აი რა წარმოუდგებოდა ძალით და გამბედაობით აღსავსე ახალგაზრდებს,იმპერიის შვილებს და რევოლუციის შვილიშვილებს.

ეს თითქოს იყო ცის და მიწის უარყოფა რასაც შეიძლება ვუწოდოთ იმედგაცრუება,ან,თუ გვინდა, უიმედობა, თითქოს ლეთარგიაში მყოფი კაცობრიობა მკვდარი ეგონათ იმათ ვინც სინჯავდნენ მის პულსს.

ისევე როგორც ჯარისკაცს ჰკითხეს ოდესღაც "რისი გწამს?" და რომ მან უპასუხა "ჩემი".

ასე საფრანგეთის ახალგაზრდობამ ამ კითხვის გაგონებისას უპასუხა პირველმა: "არაფრის" ალფრედ დე მიუსე, "საუკუნის შვილის აღსარება" I თ.2-1836//.

"ცხოვრება ძილია,სიყვარული სიზმარია და თქვენ იცხოვრეთ თუ კი გიყვარდათ. მე ხშირად ვიტანჯე,მე ზოგჯერ შევცდი,მაგრამ მიყვარდა. ვიცხოვრე მე და არა ჩემი ქედმაღლობის და მოწყენილობის მიერ შექმნილმა ყალბმა, ხელოვნურმა არსებამ" 
//ალფრედ დე მიუსე//.

"არ მოგვბეზრდეს გამეორება, ზრუნვა,უპირველეს ყოვლისა ბედკრულთა და ტანჯულთა ბრბოებზე, მათ გამხნევებაზე,მათ სიყვარულზე, მათი ჰორიზონტის გაფართოებაზე, მათ ყველანირად განათლებაზე, მათთვის შრომის და არა უქნარობის მაგალითის მიცემაზე, ინდივიდუალური ტვირთის შემსუბუქებაზე საყოველთაო, საერთო მიზნის ზრდით,სიღარიბის შემცირებაზე სიმდიდრის შეუმცირებლად, საზოგადო და სახალხო საქმიანობის ფართო არეთა შექმნაზე. უნდა გვქონდეს ასი ხელი ყველა მხარეს ჩაგრულებისთვის და სუსტებისთვის გასაწოდებლად. კოლექტიური ძალით უნდა გავხსნათ სახელოსნოები ყველა ხელისთვის,სკოლები ყველა უნარისთვის და ლაბორატორიები ყველა გონებისთვის, გავზარდოთ ხელფასი, შევარბილოთ სასჯელი, გავაწონასწოროთ მოვალეობა და ქონება,ე.ი. პროპორციული გავხადოთ ტკბობა და ძალისხმევა და დაკმყოფილება და საჭიროება, ე.ი სოციალური აპარატიდან მივიღოთ მეტი სინათლე და კეთილდღეობა ტანჯულთა და უმეცართა სასარგებლოდ...." //ვიქტორ ჰიუგო, "საბრალონი", მეოთხე ნაწილი, წიგნი პირველი,თავი მეოთხე,1862//.

ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.

ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.
ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.
ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.
ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.
ვიქტორ ჰიუგოს ნახატი.

ვიქტორ ჰიუგოს ნახატი...



"ამოვარდით სასურველო ქარიშხლებო რომლებმაც რენე უნდა წაიღოთ სხვა ცხოვრების სივრცეებში ამაზე დაფიქრებული მე მივდიოდი დიდი ნაბიჯებით. სახე მქონდა ანთებული,ქარი სტვენდა ჩემს თმაში,მე ვერ ვგრძნობდი ვერც წვიმას და ვერც თრთვილს,მოხიბლული,ტანჯული, როგორც შეპყრობილი ჩემი გულის დემონით // ფრანსუა რენე დე შატობრიანი-"რენე"-1802//.

რომანტიზმისთვის ძვირფასი თემები გოთური შუა საუკუნეები //პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი//, ოკულტიზმი, ბუნება //ნანგრევები//, ველური, გრანდიოზული, მელანქოლიური ადგილები.

რომანტიზმის პაროლები და დევიზებია ინდივიდუალობა, თავისუფლება, პასუხისმგებლობა ვითარებაზე.მთლიანობა/ 


რომანტიკოსები არიან მათი საუკუნის მოვლენებში ჩართული ახალგაზრდები. ისინი მონაწილეობას იღებენ ივლისის რევოლუციაში,მაგრამ პირველი რესპუბლიკის მარცხმა დაამსხვრია მათი ამბიციები.

ვიქტორ ჰიუგოს მიერ პატარა ნაპოლეონად წოდებული ნაპოლეონ მესამის დროს რომანტიული ზმანებებისა და უტოპიების საწინააღმდეგოდ ბრუნდება რეალობა.

რომანტიზმის დიდი ნიშნები:
http://www.assistancescolaire.com/eleve/2nde/francais/reviser-le-cours/les-grands-traits-du-romantisme-2_f101

რომანტიზმი, ეს ჭეშმარიტი კულტურული რევოლუცია,დაწყო ინგლისში და გერმანიაში მე-18 საუკუნის ბოლოს.

ეს იყო რეაქცია კლასიკური იდეალის დ ფრანგული რაციონალიზმის წინააღმდეგ.

მოძრაობა არის გლობალური პროტესტი და ეხება ხელოვნების და აზრის ყველა სფეროს.

გრძნობიერების გამოვლინება რა თქმა უნდა არაა მხოლოდ რომელიმე ეპოქის დამახასიათებელი ნიშანი, მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლო 30 წელში ჩანს მნიშვნელოვანი მოვლენები რომლებიც გვიჩვენებენ რომანტიზმის გარიჟრაჟს.

ასე მაგალითად ჟან-ჟაკ რუსო განუდგ მის თანამედროვე განმანათლებლებს.

თავისი ცხოვრების ბოლო ნაწილი მან არსებითად დაუთმო დაწერას ავტობიოგრაფიისა რომლის ცენტრშიც ის აქცევს "მეს" ისე როგორც ეს არ ყოფილა ადრე არადროს. 

"მე წამოვიწყე უმაგალითო რამ რომელსაც არ გაიმეორებს არავინ. მე მინდა ჩემს მსგავსებს წარვუდგინო ადამიანი ბუნების მთელ ჭეშმარიტებაში და ეს ადამიანი ვიქნები მე" //რუსო, აღსარებები", 1765-1770//.

ის ასევე განადიდებს სულის მარტოობას და წარმოადგენს ხედვას ბუნებისა რომელიც წინ უსწრებს რომანტიზმის დიდ ტექსტებს და იუწყება მათი გამოჩენის შესახებ.

"ბიენის ტბის სანაპიროები უფრო ველური და რომანტიულია ვიდრე ჟენევას ტბის სანაპიროები იმიტომ კლდეები და ტყეები იქ უფრო ახლოა წყალთან...იქ ასევე მეტია ბუნებრივი სიმწვანე, მეტი პრერიაა,ჭალათა ჩრდილოვანი თავშესაფარი,უფრო ხშირი კონტრასტები..." წერს ის თხზულებაში მარტოსული მოსეირნის ზმანებები ( les Rêveries du promeneur solitaire).

საწყისებთან ახლო ბუნების ამ განდიდებაში,ბუნებისა სადაც ძლივს ჩანს ადამიანის არსებობა,მაგრამ რომელიც ელაპარაკება გულს და სულს ჩანს რომანტიზმის მომასწავებელი ნიშნები.

რუსო ავითარებს მანუგეშებელი ბუნების თემასთან დაკავშირებულ უბედური სიყვარულის თემას //"ახალი ელოიზა"//. "ახალგაზრდა ვერტერის ვნებებში" იმავე დროს იგივეს აკეთებს გოეთე.

1802 წელს დაიბეჭდა შატობრიანის ავტობიოგრაფიული რომანი "რენე".

გამოჩნდა რომანტიკოსთა თაობის უქეიფობის, თავის ცუდად შეგრძნების ნიშნები. იქ გამოჩნდა მეს, პიროვნების აბსოლუტური გაცხადება და სამყაროს და საზოგადოების მოთხოვნებთან შეურავსებლობის განცდა. საუკუნის 
ბოროტება თუ საუკუნის ავადმყოფობა //« mal du siècle »// არის გაცნობიერება იმისა რომ მგრძნობიარე არსება ფუნდამენტურად შეუგუებელია მის სოციალურ გარემოსთან, უცხოა მისთვის.

თავიდან, მაშ, რომანტიკოსი მწერლები გამოხატავენ გარკვეულ იმედგაცრუებას.

სამყარო ცუდია, საზოგადოება გარყვნილია და კორუმპირებული და ამ მდგომარეობის გამოსწორების ყოველი მცდელობა ამაოა.

ასე მაგალითად ლორენზაჩო, მიუსეს გმირი ამავე სახელის პიესაში //1834// შეეცდებ ფლორენციის გადარჩენას ალექსანდრე მედიჩის ტირანიისგან,მაგრამ დროის გასვლისას ის ხედავს თავისი მისიის აზრს. ის კლავს ჰერცოგს ნამდვილი იმედის და რწმენის გარეშე და ტირანის ადგილს დაუყოვნებლად იკავებს სხვა მედიჩი.

ეს ამბავი კარგად აჩვენებს იმდროინდელი რომანტიზმის სულისკვეთებას.

მეს განდიდება, თუნდაც უიმედოდ მარტო მოქმედება,მაგრამ ასევე გონიერება რომელიც სპობს ილუზიებს.

ეს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა ხშირად გამოხტულია რომანტიული გმირის კარიკატურით რომელზეც რომანტიკოსი მთვარიან ღამეს არის სასაფლაოზე და ეყრდნობა საფლავის ქვას.

რომანტიკოსებს ეროვნულ წყაროებთან დაბრუნება ურჩევნიათ განმანათლებელთა მიერ ნაქადაგევ გონების უნივერსალობას.

ამით მათ ხელი შეუწყვეს ჩაგრული ხალხების აჯანყებას მჩაგვრელების წინააღმდეგ //მაგ. ბერძენთა აჯანყებას საბერძნეთის ოკუპანტი თურქების წინააღმდეგ და რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ პოლონელთა აჯანყებას//.

რევოლუციონერთა და იმპერიულ წრეებში გავრცელებულ ბერძნულ-რომაული სიძველის კულტს რომანტიკოსებმა დაუპირისპირეს დაბრუნება შუა საუკუნეებთან და მის საიდუმლოებებთან ისევე როგორც ქრისტიანულ ტრადიციებთან.

განმანათლებელთა ევროპა ქადაგებდა უნივერსალურ,საყოველთაო ღირებულებებს, მაგალითად "ადამიანის უფლებათა" ცნებას, რომანტიკოსთა ევროპა კი ცდილობდა სხვადასხვა ევროპელი ხალხის ფესვების პოვნას.

რომანტიზმი აქტიურია სოციალურ სფეროშიც. 

ვიქტორ ჰიუგოს თქმით პოეტები არიან ხალხის აღმზრდელები. შემოქმედის ერთადერთი უპირატესობა ისაა რომ მას აქვს გამოხატვის საშუალება რომელიც მან უნდა ჩააყენოს ხალხის სამსახურში.


პოლიტიკაში ჩაება და პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობებს დაუპირისპირდა მრავალი რომანტიკოსი მწერალი.

ლამარტინი, მაგალითად, იყო რეპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი //1848//.

ვიქტორ ჰიუგო მძაფრად დაუპირისპირდა ნაპოლეონ მესამეს.რაც მას დაუჯდა 19 წლიან ლტოლვილობად.

ყველაფერი რაც რომანტიკოსებმა განახორციელეს საფრანგეთში და ევროპაში როგორც ლიტერატურულ ისე პოლიტიკურ პლანში გადმოიცემა სიტყვით თავისუფლება.

ეს თავიდან ანტიფრანგული და ანტირევოლუციური ევროპული მოძრაობა საფრანგეთში საწყისი მონარქიზმიდან მივიდა პოლიტიკური თავისუფლებისთვის ბრძოლამდე. შატობრიანის მგსგავსი კონსერვატორი რომანტიკოსებიც კი სათავეში უდგანან ბრძოლას ცენზურის წინააღმდეგ და მონაწილეობენ ბრძოლაში კარლოს მეათის რეჟიმის წინააღმდეგ.

შემდეგ მორალური თავისუფლება. ისინი ებრძვიან ბურჟუაზიულ წესრიგს....

ამ და შემდეგი თაობებისთვის, მაშ, რომანტიზმი განასახიერებს ინდივიდუალურ ჯანყს და თავისუფლების სიყვარულს...

საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა და რომანტიული რევოლუცია:
ჟენ დელაკრუა //1798-1863/,/ დანტე და
ვირგილიუსი, 1822, ლუვრი 
ისტორიული კონტექსტი:

რესტავრაციის პერიოდს მსჭვალავს წინააღმდეგობრივი დინებები. წმინდა ალიანსის პრინციპების შთამაგონებელი რელიგიური კონგრეგაციების დახმარებით ულტრაროიალისტები უარყოფენ რევოლუციის და იმპერიის მონაპოვრებს,

პოზიტივისტი და მატერიალისტი ლიბერალური ბურჟუაზია,რომელსაც აძლიერებს მეცნიერული პროგრესი, ბიძგს აძლევს ახალი სამყაროს გაჩენას.

თანამედროვე უპირისპირდება ძველს. ხელოვნებაში კლასიკური უპირისპირდება რომანტიკული. საფრანგეთი ეხსნება ევროპულ გავლენებს.

ძველსა და ახალს,კლასიკურსა და რომანტიკულს შორის გაჭყლეტილ ახალგაზრდობას სტანჯავს საუკუნის ავადმყოფობა-ბოროტება //« le mal siècle »//.

მოჭყლეტილი ახალგაზრდა ყველაზე მეტად აფასებს ფანტაზიის,წაროსახვის უნარს და ხელოვნებაში ხედავს აუტანელ თანამედროვეობასთან დაპირისპირების ერთადერთ საშუალებას...

დელაკრუა მისი ხელოვნებისთვის აუცილებელ ემოცია პოულობს დანტეში,შექსპირში თუ ოსიანში.

სურათის ანალიზი:

დანტეს სურათის სიუჟეტი შთააგონა ღვთაებრივი კომედიის ჯოჯოხეთის მე-8 საგალობელმა.

დანტე და ვირგილიუსი დგანან ნავზე და მენავე ფლიგიასს ისინი გადაჰყავს სტიქსზე ჯოჯოხეთური ქალაქისკენ, შეჩვენებულნი ეჭიდებიან ნავს და ცდილიბენ გაქცევას, ვირგილიუსმა ხელი მოჰკიდა დანტეს მარცხენა ხელს,შეძრულმა დანტემ თავის დასაცავად ასწია მარჯვენა ხელი.

პოეტების ფართო სამოსი თითქმის მთლიანად ფარავს მათ სხეულებს. დანტეს ქუდით დახურული თავი და ვირგილიუსის დაფნის გვირგვინი გადმოსცენ სულის ძალას და უპირისპირდებიან შეჩვენებულთა დაკრუნჩხულ სხეულებს და ფლეგიასის ტორსს.

პირველ პლანზე მარცხნივ ვიღაც კაცი კბილებით ჩაფრენია ნავს,მისი სახე დამახინჯებულია შიშით,მისი თველები ამოსულია ბუდეებიდან, სხვა დაუძლურებულია და მას ყლაპავს სტიქსი, მაშინ როდესაც მის გვერდით კაცი ეყრდნობა ნავს უიმედოდ ჩაჭიდებულ ქალს და ცდილობს ნავზე ახტომას.

უკანა პლანი იკარგება ბინდში,მაგრამ სტიქსი და ყველაფრის მომცველი ცა ვიბრირებენ ენერგიით.

დელაკრუა არ ჩერდება დეტალებზე. სამოსი, დაჭიმული კუნთები, ტალღები, ცეცხლი, მუქი პალიტრა,ფერმკრთალი სხეულები, დრამისთვის ტონის და ხმის მიმცემი ძალებია დ არა თხრობის ელემენტები.

ინტერპრეტაცია:

ჯოჯოხეთურ გრიგალში გაერთიანებული პოეტები არიან საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობით დაავადებული შემოქმედები. 

ცხოვრება ჰგავს შემაძრწუნებელ და თავზარდამცემ მოგზაურობას. აღელვებულ მდინარეზე// ქრისტიანებისთვის ცხოვრება მუდამ მშფოთვარე და საშიში ზღვაა და ეკლესია არის გემი რომლითაც შეიძლება ზღვის გადაცურვა, ამ სურათის სიმბოლიკა ნაცნობია ქრისტიანისთვის//. დელაკრუას აზრით მარტო ხელოვნებას ძალუძს იოლად გასავლელი გზის ჩვენება.


ეს სურათი გამოხატავს რესტავრაციის ლიბერალური პერიოდის დასასრულის საერთო სულისქკვეთებას და რევოლუციის და იმპერიის უკანა მხარეს.

დანტეს ჯოჯოხეთის ელემენტები ცეცხლი და წყალი ადამიანს თავზარს სცემს და აბნევს.

მარტო ორი შემოქმედი გადაურჩება საფრთხეს. მათი ფანტაზია და წარმოსახვა მათ აერთიანებს მტრულ ძალებთან ბრძოლაში....

ეს სურათი აძლევს ნიშანს რომანტიკულ რევოლუციას. სურათის დიდი ზომები აკეთილშობილებენ მანამდე აკადემიურ ხელოვნებაში მეორეხარისხოვან ლიტერატურულ თემას. დელაკრუა მას სწევს მაღლა ჟანრთა იერარქიაში

//// მალიკა დორბანი-ბუაბდელა// .

"მედუზას ტივი", რომანტიზმის პირველი ქმნილება:

რომანტიზმის მანიფესტი:
ტეოდორ ჟერიკო //1791-1824//, "მედუზას ტივი",
1819, ლუვრი
ისტორიული კონტექსტი:

1816 წლის ივნისში კუნძული ექსი დასტოვა 44 ზარბაზნიანმა ფრეგატმა "მედუზა ამირალი". მას ხელმძღვანელობდა ემიგრანტი გრაფი შომარეიქსი რომელიც აღარ ზღვაოსნობდა წლების მანძილზე. გემზე იყო ლიუდოვიკო მეთვრამეტის ემისარი გუბერნატორი შმალცი რომელსაც უნდა მიეღო 1815 წლის ვენის ხელშეკრულების შემდეგ ინგლისის მიერ საფრანგეთისთვის დაბრუნებული სენეგალი.

გრაფი შომარეიქსის ცუდი ხელმძღვანელობის გამო გემი გაირიყა ატლანტიკის ოკეანეში თეთრი კონცხის ჩრდილოეთით არგინის მეჩეჩზე.

ხელმძღვანელმა გრაფმა შომარეიქსმა მიატოვა 400კაციანი ეკიპაჟის 150 წევრი.

ეს უბედურები უნიჩბებოდ და საკმარისი საკვების გარეშე დასხდნენ რაღაც ტივზე. ტივი ჩაიძირა, მეზღვაურები დაიხრჩვნენ ან გაგიჟდნენ და სასოწარკვეთილებისგან დაიღუპნენ.

გაგიჟებულმა მათ ამოხოცეს ერთმანეთი და ჭამეს გვამები.

მათ საშველად მისულმა გემმა მოახერხა მხოლოდ ათი მათგანის რეანიმაცია.

გრაფი შომარეიქსი პარიზში წარუდგა ომის საბჭოს.

ლიბერალურმა აზრმა არ აპატია მეფის მაამებელ მთავრობას მისი ხელახლა გამოყენება.

ორმა გადარჩენილმა,ქირურგმა სავინიმ და ინჟინერმა კორეარმა გამოაქვეყნეს ანგარიში რომელმაც გადარია ქრონიკა.

საფრანგეთი შეძრწუნდა. 1817 წელს, როდესაც საზოგადოება ჩუმად იყო. ჟერიკო შეხვდა გადარჩენილებს რომელთაც როიალისტური პრესა კანიბალებად აცხადებდა.

სურათის პერსონაჟთა მოდელებად გამოყენებულთა შორის იყო დელაკრუაც....

მონარქიას დაპირისპირებულმა ლიბერალებმა დაინახეს სურათის პოლიტიკური მნიშვნელობა, ის აღიქვეს რეაქციონერი მეფის ხელში გადარეული ფრანგი ხალხის სიმბოლოდ.

ჟერიკომ უარყო ეს ინტერპრეტაცია და თქვა რომ ესაა საშინელების და ადამიანთა ტანჯვის მომსწრე მოქალაქის სიმამაცის და ჰუმანურობის ალეგორია.

ამ სურათში ხედავდნენ ასევე ცხოვრების აზრის, ბუნების ელემენტარულ ძალებთან ადამიანის ნების ბრძოლის სიმბოლურად გადმოცემას.


ისტორიის ამ სიუჟეტის არჩევამ კი გზა გაუხსნა რომანტიზმს. მისით შთაგონებული იყო დელაკრუა.

//მალიკა დორბანი-ბუაბდელა//.

1818 წელს, როდესაც ჟერიკო მუშაობდა ფრანგული რომანტიზმის დამწყებ ამ სურათზე,ფერწერაზე ჩვეული წარმომდგენების დამამსხვრეველი ამ კომპოზიციის დაბადებას დაესწრო ეჟენ დელაკრუა.

მოგვიანებით დელაკრუა იხსენებდა რომ დასრულებული სურათის ნახვის შემდეგ ის "აღფრთოვანებისგან გადარეული გაიქცა ისე რომ სახლამდე ვერ გაჩერდა"...

ეჟენ დელაკრუა-მისოლონგის ნანგრევებზე მომაკვდავი საბერძნეთი

როგორც დაადასტურა ეჟენ დელაკრუამ დოზატსისთვის 1851 წელს მიწერილ წერილში ნამდვილად ლაპარაკია საბერძნეთის ალეგორიაზე. დამოუკიდებლობისთვის ომის ატმოსფეროში,როდესაც ევროპული საზოგადოებრივი აზრი ემხრობა საბერძნეთის დამოუკიდებლობას დამპყრობელი თურქი ახშობს ბერძენთა აჯანყებას და 1826 წელს აწყობს მისოლონგის სასაკლაოს.

უკანა პლანზე გამოსახული თურქი იანიჩარის მიერ დევნილი ეს ბერძენი მზეთუნახავი არის აღდგომის მომლოდინე ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლოდ წარმოდგენილი საბერძნეთის სახე.

ასევე გავიხსენოთ რომ 1824 წელს დაიღუპა მისოლონგიში საბერძნეთის დასაცავად ჩასული ლორდი ბაირონი და დავინახავთ რომ სურათი ასევე არის რომანტიზმის დიდი ფიგურისადმი მიძღვნილი პატივი....

http://antiquaire.hautetfort.com/archive/2013/03/14/le-grand-romantisme-allemand-de-gaspar-david-fi.html

მეტაფიზიკური პეიზაჟისტი კასპარ დავიდ ფრიდრიხის დიდი გერმანული რომანტიზმი:
კასპარ დავიდ ფრიდრიხის ხელოვნება არც სიმბოლურია და არც ალეგორიულია ჩვეულებრივი გაგებით. ის უფრო სავსეა ძლიერი და ხშირად მტკივნეული ემოციებით,დარდით და ნაღველით არსებობაზე და მომავალზე.

მასში იშლება მისწრაფებათა და მოსტალგიის ტიპიურად რომანტიული ნარევი. ფრიდრიხი არაა ფილოსოფოსი. ის არ გადმოსცემს დოქტრინას ბუნების ბუნების შესახებ.  ის სვამს კითხვებს სამყაროზე და საკუთარ თავზე და ადასტურებს თავის შინაგან კავშირს იმასთან რასაც უწოდებს სამყაროს სულს.

ცალკე მდგომი ხე, ბერლინის ეროვნული გალერეა, 1821

"მრავალჯერ უნდა განიცადო სიკვდილი უკვდავი რომ იყო." //კასპარ დავიდ ფრიდრიხი//.

ამ იდუმალ ფორმულაში უნდა ამოვიცნოთ აუცილებლობა იმ ინიციაციური სიკვდილისა რომელიც ოდესღაც ხდებოდა მისტერიებში. მისტერიებში რეალურ თუ სიმბოლურ სიკვდილს ადამიანი აჰყავდა არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე.

ფრიდრიხის ყოველი სურათი არის ამ ინიციაციის განცდის და განსრულების შედეგი რაც მთავრდება საკრალიზებულ ბუნებასთან რეალური და ძალიან ემოციური მისტიკური კავშირით. სურათი არის ადგილი რომელზეც პროეცირებულია და რეალიზებულია ეს როტალური ზიარება საგანთა სულთან და მატერიასთან.

მის სურათებში უწყვეტად ჩანს სიცოცხლის და სიკვდილის დიდი არსებითი თემები.

დილა, 1821, ჰანოვერის მუზეუმი

"მხატვრობა ნაგრძნობი უნდა იყოს და არა მოგონილი. მხატვარი არ უნდა ხატავდეს მარტო იმას რასაც ხედავს მის თვალწინ,ის უნდა ხატავდეს იმასაც რასაც ხედავს საკუთარ თავში".

კასპარ დავიდ ფრიდრიხი განუწყვეტლად და დაჟინებით ფიქრობს ადამიანის ხვედრზე და ამ ფიქრებს გადმოსცემს ფერწერის ენაზე.


გოთური ნანგრევები ბურუსში, თოვლი და მკვდარი ხეები,ველური კლდეების გროვაში გმირის საფლავის თემა. ამ კლდეებში არის გამოქვაბულები. ღამის გაქვავებულ ტყეში ორი უძრავი პერსონაჟის თემა. მაღალ მთაზე აღმართული ჯვრის თემა, მზის ჩასვლისას სულ უფრო და უფრო შორს მიმავალი გემების თემა....

ხე ყვავებით,1822,ლუვრი 

Gaspard David Friedrich, le romantisme allememand

"აი ადამიანი ვინც აღმოაჩინა პეიზაჟის ტრაღედია" დავიდ დანჟერი როდესაც ის გავიდა მხატვრის სახელოსნოდან გრაინფსვალდში.

საყვარელი ელემენტებია როგორც წესი მკაცრი, მთის კლდეებისავით მტკიცე, ღრუბლებივით და ბურუსივით მოუხელთებელი ბუნება.

კასპარ დავიდ ფრიდრიხი არ მოუხიბლავს სამხრეთის უხვ ბუნებას...

ესეც თვითონ ფრიდრიხი 

ფრიდრიხის სამყარო შემოიფარგლება მისი მშობლიური პომერანიით,აღმართ დაღმართიანი და დოლმენებით მოფენილი მხარეებით. ამ დოლმენებს იქ უწოდებენ ჰუნთა აკლდამებს. ასე რომ ფრიდრიხის ორი დიდი თემაა ზღვა და მისი ნაპირები.

პეიზაჟი ცისარტყელით,1810 წლისთვის 


ტეშენის საკურთხეველი, ფრიდრიხი 

რელიგიური პეიზაჟი:
წარმოშობით პომერანიელმა,გრაიფსვალდელმა//Greifswald// და კოპენჰაგენის სამეფო აკადემიაში ნასწავლმა კასპარ დავით ფრიდრიხმა თავისი პირველი სურათი, ტეშენის საკურთხეველი //ჯვარი მთაში// გამოფინა 1808-09 წლებში.

არადა ბუნების გამოსახვა მაშინ ითვლებოდა დაბალ ჟანრად. სამღვდელოებაც აჯანყდა.მან სურათში დაინახა ჯვრის და ბუნების გათანაბრება.

რომანტიკული პეიზაჟის ამ სურათი-მანიფესტის შემდეგ ფრიდრიხი აგრძელებდა თავის სურათებში ქრისტიანული მოტივების//ჯვრების, გოთური ხუროთმოძღვრების ნანგრევების, ბერების, რელიგიური პროცესიების გამოსახვას.

ამით კასპარ დავით ფრიდრიხი მიანიშნებდა იმაზე რომ ბუნება არის ღვთაებრივთან შეხვედრის ადგილი...

კასპარ დავიდ ფრიდრიხი(1774-1840)

მოქანდაკე დავიდ დანჟერის ტანახმად გერმანელმა მხატვარმა კასპარ დავიდ ფრიდრიხმა გამოიგონა "პეიზაჟის ტრაღედია". ეს ფორმულა შეიძლება მიუდგეს მხატვრის მთავარ სურათებს.

კასპარ დავიდ ფრიდრიხი, ბერი ზღვის სანაპიროზე, 1809

"ჩემს ირგვლივაა ის ვინც შექმნა მიწა და ცა" //ფრიდრიხი//.

მე-18 საუკუნიდან ოცნებობენ მომაბეზრებელი და ჩიხში შესული ცივილიზაციიდან ბუნებასთან დაბრუნებაზე და ეს 1800 წლისთვის ბიძგს აძლევს აქამდე სიუჟეტთა შესაქმის გვირგვინად ადამიანის ჩამთვლელ აკადემიურ იერარქიაში უმნიშვნელო პეიზაჟური მხატვრობის დაფასებას.

გერმანიაში მნიშვნელობათა ეს გადახედვა უკავშირდება ღვთაებრივის პროტესტანტულს კონცეფციას.

ჩათვალეს რომ განმანათლებელთა მიდგომამ ბიძგი მისცა თანამედროვე ადამიანის ჩამოშორებას ბუნებიგან.

პეიზაჟისტმა მხატვრებმა მიზნად დაისახეს ადამიანის და ბუნების შერიგება.
ისინი უსიტყვოდ, მუსიკალური ეფექტების მსგავსად გადმოსცემენ ადამიანის და სამყროს თანხმობას და რეზონანსს.

ნაპოლეონის მიერ ოკუპაციის წლებიდან //1806-1813// ეს ელემენტები იღებენ უფრო ნაციონალისტურ შეფერილობას.

ბუნება იქცა გერმანული მეობის პროექციის ადგილად. შემდეგ კი კონფესიურმა უთანხმოებებმა და მთავართა დაბრუნებამ დაამსხვრიეს რომანტიული პეიზაჟის ერთიანობის იდეალი.

ფრიდრიხის სურათში "ბერი ზღვის სანაპიროზე" მყიფე სილუეტის და ფერის სამ ზოლზე დაყვანილი ჩრდილოური პეიზაჟის კონტრასტი სურათის ნაპირებზე ელემენტების არარსებობასთან ერთად ქმნის სივრცის გაგანიერებისა და გაფართოების, უსასრულობის, მეტიც, საფრთხის, შთაბეჭდილებას.

ამაღლებულის განცდა, რომელზეც მე-18 საუკუნის ბოლოს ლაპარაკობდა კანტი, იძლევა ღვთაებრივი სიდიადის, გამოუსახავი ღვთაებრივი სიდიადის წარმოდგენის საშუალებას.

ღვთაებრივი ყველგანაა, ქვიშის მარცვალშიც კი, განაცხადა ფრიდრიხმა.

ამ დამოკიდებულების სუბიექტურობა გამოხატულია პერსონაჟის პოზიციით და ანონიმურობით. დახუჭე ხორციელი თვალი რათა პირველ რიგში დაინახო სულიერი თვალით, თქვა ფრიდრიხმა.

პეიზაჟის ეს გაშინაგანება ანთავისუფლებს მხატვარს ადგილის ზუსტად აღწერისგან. ის გადმოსცემს პეიზაჟის მიერ გაჩენილ განცდას.

ამ სურათის გამოჩენამ 1810 წელს ტეშენის საკურთხევლის გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ გაამძაფრა კამათი პეიზაჟური მხატვრობის შესახებ.

თხრობითი ელემენტის არარსებობით,სივრცის უსასრულობისკენ გახსნით,ნაპირების სისადავით, პლანების ჰორიზონტალური ზედდებით,ფიგურის რეფლექსიური როლით სურათმა შეძრა იკონოგრაფიული შეთანხმებები, რაც როგორც წესი არ მოეწონათ თანამედროვეებს, მაგრამ ამ სურათმა თავისი წვლილი შეიტანა ახალი მხატვრული ჰერმენევტიკის შემუშავებაში. მან მხატვრობას დაუბრუნა ტრაღიკული და რეფლექსიურ-მჭვრეტელობითი განზომილება.



კასპარ დავიდ ფრიდრიხი //1774-1840// ,ქალი დილის მზეში,1818 

http://www.performarts.net/performarts/index.php?option=com_content&view=article&id=59:caspar-david-friedrich&catid=2:expositions&Itemid=21

კასპარ დავიდ ფრიდრიხი, ზღვის სანაპირო მთვარის შუქზე,1818

გერმანული რომანტიკული სკოლის მთავარი სურათი. ეს მოკრძალებაული პეიზაჟი ფრიდრიხს შთააგონა მისი მშობლიური ბალტიკის სანაპიროებმა. ის არ ცდილობს კონკრეტული ადგილის აღწერას.

ფრიდრიხის აზრით ყოველი პეიზაჟი რაღაცას იუწყება, ბუნების უშუალო ხილვიდან გამომდინარე დახატული ყოველი ელემენტი მიანიშნებს გარკვეულ იდეაზე.

კასპარ დავიდ ფრიდრიხის საყვარელი სქემის შესაბამისად წინა,პირველი პლანი უფრო ბნელია ვიდრე უკანა. წინა პლანი ასახავს ხილულ მატერიალურ სამყაროს, წუთისოფელს მეთევზეთა ბადეებით და ბოძებით რომლებიც შეგვახსენებენ ადამიანის შრომას ამქვეყნად მაშინ როდესაც კომპოზიციის ზედა ნაწილი რომელიც უკავია ჰორიზონტის ხაზს და ცას მიგვანიშნებს საიქიოზე,მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულ უხილავ სამყაროზე.

ოკეანეს უზომობასთან შედარებით სასაცილო ქარისგან დახრილი აფრიანი ნავების სილუეტები მიემართებიან სანაპიროსკენ.

ესაა მინიშნება პორტში შემავალ მეზღვაურთა ადამიანურ სიცოცხლეზე. 
ეს პორტი არის იკვდილი, ცხოვრებისეული მოგაურობა navigatio vitae-ს გარდაუვალი ბოლო. ქვიშიან ნაპირზე გარიყული აფროსანი მიგვანიშნებს განსვენებულის სულზე,მაშინ როდესაც ღრუბლებს შორის გამოჩენილი და სცენის უცნაური სინათლით გამანათებელი მთვარე არის ქრისტეს და ცოდვათა გმოსყიდვის სიმბოლო.

ცივი და ცხელი ყავისფრების ყრუ ჰარმონიიებით ნაგები ფერადოვანი გამა ოგჯერ მომწვანო ნიუანსებით მონაწილეობს მტრული ზღვით ნაბანი ამ სანაპიროს მორუხო-მმწვანო ატმოსფეროში.

მთვარის ცივი სინათლე ხაზს უსვამს მცირე ტალღებზე მის ანარეკლს. ეს ტალღებიც კვდებიან მუქარით სავსე ფორმის ლოდებით მოფენილ ამ სანაპიროზე.

. Selon un schéma qui lui est cher, le premier plan est plus sombre que l’arrière-plan : parallèle au bord inférieur du tableau, il représente le monde d’ici-bas, avec les filets de pêcheurs et les poteaux qui rappellent le labeur de l’être humain sur terre, tandis que la partie supérieure de la composition, occupée par la ligne d’horizon et le ciel, renvoie à l’au-delà. Dérisoires par rapport à l’immensité de l’océan, les petites silhouettes des voiliers inclinés sous le vent qui se dirigent vers la côte font allusion aux vies humaines des marins rentrant au port, le terme obligatoire de leur voyage, c’est-à-dire la mort qui est l’ultime étape de la navigatio vitae. Le voilier échoué sur la grève évoque l’âme d’un trépassé, tandis que la lune en son premier quartier, qui apparaît entre les nuages et baigne la scène d’une lumière étrange, symbolise le Christ et la Rédemption. La gamme picturale, toute dans des harmonies sourdes de bruns froids et chauds, avec des nuances parfois verdâtres, participe à l’atmosphère glauque et inquiétante de ce rivage que vient baigner une mer hostile. La lumière froide de la lune souligne de reflets métalliques les vaguelettes qui viennent elles aussi mourir sur ce rivage parsemé de rochers aux formes menaçantes.

http://commentestvotrechoucroute.over-blog.com/article-caspar-david-friedrich-ou-la-tragedie-du-paysage-61661840.html

Par Blanquette 

Caspar David Friedrich ou la "tragédie du paysage" 

კასპარ დავიდ ფრიდრიხი, ღრუბელთა ზღვის მჭვრეტელი მოგზაური.

კასპარ დავიდ ფრიდრიხი დიდი რომანტიკოსია, რომანტიკოსი კი მე-19 საუკუნის გაგებით არის ეს

- მიყვარს ბუნება იმიტომ რომ იქ ყველაფერი არის წესრიგი და მშვენიერება,ესაა ჩემი სულიერება

- მიყვარს ჩემი თავი და მეობა, სიახლოვე ჩემს საკუთარ თავთან

- ვარ მელანქოლიური, ამკვიატებია სიკვდილზე ფიქრი

- ვარ ნოსტალგიური, უწინ,წარსულში,უკეთესი იყო

- გონებასთან შედარებით უპირატესობას ვანიჭებ გრძნობას,მაქვს გულის გონიერება

- ვეძებ აზრს, ჩემ აზრს.


ესაა მაშ მელანქოლიური, ოდნავ ნარცისული ფერწერა იმიტომ რომ მისი ჭვრეტისას მიჩნდება კითხვები თუ ვინ ვარ მე, საით მივდივარ,რა მდგომარეობაში დავეხეტები და სხვა უმაღლესად მეტაფიზიკური აზრები.


l’œuvre de Friedrich est beaucoup plus vaste, et selon moi représente une définition parfaite de ce mouvement artistique du XIXème et surtout de « l’état d’esprit » romantique.

Parce qu’en gros, un romantique au sens du XIXème c’est ça :

-j’aime la nature car « tout n’y est qu’ordre et beauté », c’est ma spiritualité

-je m’aime moi, l’intimité avec moi-même

-je suis mélancolique, la mort m’obsède

-je suis nostalgique, c’était mieux avant

-j’attache plus d’importance au sentiment qu’à la raison, j’ai une intelligence du cœur

-je recherche le sens, mon sens.

C’est donc une peinture mélancolique, un poil narcissique, au sens où quand on se plonge dedans, on est obnubilé par soi : « qui suis-je », « où vais-je », « dans quel état j’erre »… et autres considérations hautement métaphysiques.




ვიქტორ ჰიუგო (1802-1885), რომანტიზმის ემბლემატური ფიგურა:

ვიქტორ ჰიუგო //1802-1885// მოიცავს რომანტიზმის ყველა ნიშანს.

მისი ცხოვრების ყოველი ეტაპი აღნიშნული მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობით. ის დიდადაა გატაცებული ახალი ლიტერატურული, პოლიტიკური და სოციალური იდეებით.

ის ჩაერთო ბრძოლაში ახალი თეატრისთვის.

1845 წელს ის გახდა საფრანგეთის პერი. მან აქტიურად დაუჭირა მხარი პოლონეთის თავისუფლებას. ის გამოვიდა სიკვდილით დასჯის და სოციალურ უსამართლობათა წინააღმდეგ. ის გააფთრებით დუპირისპირდა ნაპოლეონ მესამეს.

ამ ბრძოლების გამო ის 19 წლის მანძილზე იყო ლტოლვილი ჯერსის და შემდეგ გერნსის კუნძულებზე. საფრანგეთში დაბრუნებულს მას თავზარი დასცა კომუნას საშინელებამ. 1876 წლიდან სენატორი, ის იქცა რესპუბლიკელ მემარცხენეთა ემბლემატურ ფიგურად. 

ვიქტორ ჰიუგო დარწმუნებულია რომ საფრანგეთის პერი უნდა იდგეს ყოველგვარ მღელვრებაზე უფრო მაღლა, რომ ის როგორც პოეტი არის სულთა წინამძღოლი და განმანათლებელი. მის პოეზიას აქვს პოლიტიკური ფუნქცია- ადამიანთა ცივილიზება მათ თავზე აზრის წყნარად კაშკაშით. აი დღეს მისი მისია. პოეტის ფუნქცია და დიდება// სიტყვა აკადემიაში შესვლისას.1841 წ.//.


ვიქტორ ჰიუგო თავიდან მონარქისტი იყო, შემდეგ აირჩიეს დეპუტატად და გახდა ზომიერი კონსერვატორი. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ის მიემხრო იმას რასაც შეიძლება ვუწოდოთ იმდროინდელი მემარცხენეობა,ე.ი. მიემხრო რესპუბლიკელებს და მიზნად დაისახა რეალური "სოციალური დემოკრატიის" შექმნა.
სოციალური საკითხი მას აწუხებდა 1848 წლის ივნისის დღეებზე ადრე.

ვიქტორ ჰიუგომ ძალიან ადრე და მისი პოლიტიკური ფერისგან დამოუკიდებლად სულის,მაგრამ ასევე გულის სახელით დაიწყო ბრძოლა საზოგადოების პარიათა დასაცავად.

ის იბრძოდა სიკვდილით დასჯისა და სიღატაკის წინააღმდეგ.

რეფორმისტ ვიქტორ ჰიუგოს სურდა საზოგადოების შეცვლა. ის ამართლებდა გამდიდრებას,მაგრამ კატეგორიულად გმობდა სოციალურ უთანასწორობას. ის აკრიტიკებდა მდიდრებს რომლებიც ახდენდნენ მოგების კაპიტალიზაციას მოგების წარმოებაში დაბანდების გარეშე. ბურჟუაზიულმა ელიტამ ეს არ აპატია ჰიუგოს.

ჰიუგო ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას,მაგრამ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესაბამისად ემხრობოდა ძალადობას არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

ვიქტორ ჰიუგომ დაგმო 1870 წლის ფრანგულ-გერმანული ომი როგორც ჭირვეულობის ომი.

ჰიუგო ვერ იქნებოდა კომუნარი. მან გამოაცხადა რომ ის რევოლუციის კაცია,მაგრამ რევოლუცია უნდა იყოს პრინციპების დადასტურება და არა მათი მოსპობა. ეგალიტარული საზოგადოება აიგება მხოლოდ უკვე ლიბერალური საზოგადოების რეფორმის შედეგად. ჰიუგომ თქვა რომ კომუნას შეეძლო დიდი საქმეების გაკეთება,მან კი გააკეთა პატარა საქმეები.


"არ მოგვბეზრდეს გამეორება, ზრუნვა,უპირველეს ყოვლისა ბედკრულთა და ტანჯულთა ბრბოებზე, მათ გამხნევებაზე,მათ სიყვარულზე, მათი ჰორიზონტის გაფართოებაზე, მათ ყველანირად განათლებაზე, მათთვის შრომის და არა უქნარობის მაგალითის მიცემაზე, ინდივიდუალური ტვირთის შემსუბუქებაზე საყოველთაო,საერთო მიზნის ზრდით, სიღარიბის შემცირებაზე სიმდიდრის შეუმცირებლად, საზოგადო და სახალხო საქმიანობის ფართო არეთა შექმნაზე. უნდა გვქონდეს ასი ხელი ყველა მხარეს ჩაგრულებისთვის და სუსტებისთვის გასაწოდებლად. კოლექტიური ძალით უნდა გავხსნათ სახელოსნოები ყველა ხელისთვის,სკოლები ყველა უნარისთვის და ლაბორატორიები ყველა გონებისთვის, გავზარდოთ ხელფასი, შევარბილოთ სასჯელი, გავაწონასწოროთ მოვალეობა და ქონება,ე.ი. პროპორციული გავხადოთ ტკბობა და ძალისხმევა და დაკმყოფილება და საჭიროება, ე.ი სოციალური აპარატიდან მივიღოთ მეტი სინათლე და კეთილდღეობა ტანჯულთა და უმეცართა სასარგებლოდ...."//ვიქტორ ჰიუგო, "საბრალონი", მეოთხე ნაწილი,

წიგნი პირველი, თავი მეოთხე,1862//.

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო ჯერსიზე,დევნილთა კლდედ წოდებულ ადგილას,1852 წლისკენ.

წიგნი ვიქტორ ჰიუგო და სპირიტიზმი

ესეც ვიქტორ ჰიუგოა

ცხოვრების ოკეანესთან შეჭიდებული ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო


სპირიტული სეანსი

ამავე დროს ნაპოლეონ მესამესთან ბრძოლის შემდეგ ინგლისურ-ნორმანდულ კუნძულებზე ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო რომელმაც ამავე დროს დაკარგა საყვარელი ქალიშვილი დაინტერესებულია სულეთით, სპირიტიზმით.

1853 წლის შემდეგ ჯერსიში ვიქტორ ჰიუგო გაეცნო სპირიტიზმს.

მას მართლაც სწამდა პერსონალური თუ მოქმედი სულებისა.

მისი აზრით ყველაფერს,ვარსკვლავებს,კლდეებს, მცენარეებს ჰქონდა თავისი სული და წარმოსახვა,ფანტაზია, ჰიუგოს თანახმად იყო სინამდვილისთვის ფარდის ახდა.


ის საბოლოოდ დარწმუნდა სპირიტიზმის სინამდვილეში როდესაც ერთ-ერთი სპირიტული სეანსის დროს მას გამოეცხადა ათი წლით ადრე მისი შემთხვევით დამხრჩვალი ქალიშვილი ლეოპოლდინას სული.

ვიქტორ ჰიუგო მრავალი წლის მანძილზე აწყობდა სპირიტულ სეანსებს და ხვდებოდა დაუჯერებელს, იწვევდნენ სახელგანთქმულ სულებს, მუჰამედს, ქრისტეს.მარატს, მოლიერს, დანტეს, შატობრიანს, პლატონს...

Dès 1853, à Jersey, Victor Hugo s'était initié au spiritisme. Le poète croyait en effet aux esprits, personnels et agissants. Tout selon lui possédait un esprit, les astres, les rochers, les plantes, et l'imagination apparaissait à ses yeux comme un dévoilement de la réalité. Il fut définitivement convaincu de l'authenticité de ces manifestations lorsque l'esprit de sa fille Léopoldine, noyée accidentellement dix ans auparavant, lui apparut au cours d'une séance de table tournante. Ces « mystérieuses rencontres avec l'invraisemblable » se succédèrent lors de ces séances qui se déroulèrent durant plusieurs années. Les esprits convoqués étaient souvent illustres : Mahomet, Jésus-Christ, Marat et Molière.

ჩაფლობა ფანტასტიკურში:
სეირნობა პეიზაჟებში და ფიქრებში:

 "ვაი! ყველაფერი აკლდამაა. იქიდან გამოვდივართ და იქ ვვარდებით. ღამე არის აკლდამის უზომო კედელი"(კორბოერის დოლმენი,"ჭვრეტები",VI,18).

 სეირნობის მშვენიერ დღეებს ენაცვლება საათობით მუშაობა. ჰიუგო სეირნობს გრძელ ქვიშიან პლაჟებზე,ადის კლდეებზე, ევლება პატარა ყურეებში. ის აღფრთოვანებულია პეიზაჟის
მრაფალფეროვნებით და განსაკუთრებით დაინტერესებულია წინაისტორიის ნაშთებითა და აკლდამებით.  დოლმენები მას შთააგონებენ პირქუშ ლექსებს რომლებიც თავის ადგილს პოულობენ "ჭვრეტებში".

შეკითხვებს აჩენენ "მიუწვდომელი ფოლადის კედელთან...უსასრულობის უზომო სუდარა... და შესანიშნავი წყვდიადი"(თქვით რატომ,ჭვრეტები,VI,2).

შემდეგ მოდის მედიტაციები სიკვდილის შესახებ:"ვაი! ყველაფერი აკლდამაა. იქიდან გამოვდივართ და იქ ვვარდებით. ღამე არის აკლდამის უზომო კედელი".

კორბიერის ეს დოლმენი ახლოსაა ამავე სახელის მატარებელ ჰიუგო  ხშირად მოდის  ამ ადგილას მისი უზომობის საჭვრეტად და "ტალღების ჩრდილებში ისევ და ისევ დაბადებული ჩივილის მსგავსი გაუთავებელი მოთქმის" მოსასმენად.

ვიქტორ ჰიუგო საუბრობს თავის დიდ შთამაგონებელ ზღვასთან:"უფსკრულებო,გესმით თქვენ ჩემი? მხედავთ მე ქაფო?"

მოჯადოებული უცნაურით:

"დოლმენი საიდანაც მელაპარაკა
ჩრდილის პირი", ვიქტორ
ჰიუგოს ნახატი,1852-1855
წლებისთვის.
ჰიუგოს უყვარს სეირნობა დიდი ცხვირის წვერზე რომელზეც ბატონობს ციხე-სასახლის ნანგრევები, ის იხატავს ამ ნანგრევებს. ის ეძებს იდუმალ ადგილებს-ფერიათა ფუღუროებს,ჯადოსანთა წრეებს, და ადგილებს სადაც იყო ჩვენებები.

"ფანტომების მცოდნეებს ბევრი რამ აქვთ შესასწავლი ლა მანშის კუნძულებზე" (პროექტი "ლა მანშის არქიპელაგისთვის -  სპირიტიზმი:

( სპირიტია ადამიანი ვისაც თითქოს უნდა ჰქონდეს სულებთან ანუ საიქიოდან დაბრუნებულებთან, გენიებთან, გნომებთან, ღმერთთან, ადამიანის სულთან ურთიერთობის უნარი, პატარა ლარუსის განმარტება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1848 წლიდან დაიწყო გავრცელება სპირიტიზმმა, რომელიც წარმოადგენს სულებთან ურთიერთობას მოკაკუნე მრგვალი ცალფეხა მაგიდის, იგივე მოლაპარაკე მაგიდის მეშვეობით. სპირიტიზმის ერთ-ერმა პირველმა ფრანგმა ადეპტმა დელფინ დე ჟირარდინმა ჰიუგოს შესთავაზა სპირიტიზმის გაცნობა 1853 წლის 11 სექტემბერს ჯერსიზე ვიზიტის დროს. დაინტერესებული ჰიუგო დათანხმდა. მან იყიდა პატარა სამფეხა მაგიდა  რომელიც მისი აზრით მის ოჯახს და მეგობრებს მისცემდა "საიქიოსთან ურთიერთობის" საშუალებას.

მედიუმი, ესე იგი შუამავალი ადამიანებსა და სულებს შორის,არის შარლი (ფსიქოანალიტიკოსების ახსნა: ესაა გენიოსი მამის მიერ გასრესილი შვილის რევანში. "მედიუმ" შარლს შეუძლია ყველაფრის თქმა).

პირველი კაკუნი არის ლეოპოლდინას უწყება:"იტანჯეთ სხვა სამყაროსთვის". მეორე დღეს იყო სამსაათიანი საუბარი მიძინებული ცოცხალი ნაპოლეონ მესამის სულთან, შემდეგ გამოჩნდა დანტე. ვიქტორ ჰიუგო აღფრთოვანებულია,ფარდა აეხადა საიქიოს!

ორი წლის მანძილზე იმართებოდა ოთხ,ხუთ,ექვს-საათიანი სპირიტული სეანსები და იწერებოდა ანგარიშები.

ეს რიტმი იწვევს არაჩვეულებრივ ფსიქიურ დაძაბულობას და ძლივს ასატან ეგზალტაციას. თითქოს უნდა გამოჩენილიყვნენ მოლიერის, მოცარტის, ჰანიბალის, მუჰამედის, მარატის, შარლოტა კორდეს, შენიეს,ნაპოლეონ პირველის, რუსოს, რობესპიერის და სხვათა სულები. მაგიდის კარნახში ხშირად ჩანან არა სახელგანთქმული მიცვალებულები არამედ სიკვდილის ანგელოზი, კომეტა, დიდება, რუსეთი, კომედია, ლოცვა, დრამა.,,1854 წლის 28 სექტემბერს სეანსი მიჰყავს პოეზიას და ის კარნახობს ლექსებს!

ცხადია რომ მაგიდა ძალიან კარგად ეხამება ვიქტორ ჰიუგოს ხასიათს. ის ლაპარაკობს პოეზიაზე და ლაპარაკობს გაუთავებლად გრანდიოზული სტილით.

მაგიდა სულების ხმებით ვიქტორ ჰიუგოს მიმართავს როგორც მაუწყებელს, რჩეულს რომელსაც ერთადერთს ძალუძს ლაპარაკი....

1854 წლის 22 აპრილს ოკეანე თანხმდება ახალი მარსელიეზის დაწერაზე,ვერ ახერხებს და დახმარებას სთხოვს მოცარტს მუსიკალური კარნახი გაურკვეველია და დასახმარებლად მოდის ჩიმაროზა რომელიც შემოიფარგლება პროექტის გაგრძელების დაპირებით.

კიდევ უფრო გადასარევი,ისევ 1854 წლის აპრილში მაგიდა ხატავს თეთრი ქალბატონის სილუეტს (თეთრი ქალბატონი ჩანს სხვადასხვა ქვეყნის რწმენებში. ამბობენ რომ ეს ფანტომები დაკავშირებულები არიან ტანჯულ სულებთან. ჰიუგო შეძრულია...

მაგრამ ხდება უბედური შემთხვევა: ფანტასტიკურ და რეალურ სამყაროებს შორის ამ თამაშისას გიჟდება სეანსების ერთ-ერთი მონაწილე ჟიულ ალიქსი და ის დააწვინეს სქგიჟეთში...ექსპერიმენტები შეწყვიტეს.

რომანტიზმის დიდი თემები:


როსეტი, ბეატ ბეტრიჩე,1863
სიყვარული
რომანტიული სიყვარული არის სიყვარულის იდეალიზაცია. "სამყაროს დაყვანა ერთადერთ არსებაზე, ერთადერთი არსების გაფართოება ღმერთამდე,აი სიყვარული"
//ვ.ჰიუგო, საბრალონი//.

ეს ვნებიანი სიყვარული უპირისპირდება ქორწინებას რომელიც არის უგრძნობელი და ცივი გარიგება.

მიუხედავად ამისა რომანტიული სიყვარული სულაც არაა იდილიური, ესაა ვნების და წადილის სიმწვავეც. ის ზოგჯერ აღწერილია როგორც გაუპატიურება. რომანტიული გმირი ზოგჯერ მოულოდნელად და წინასწარი ცერემონიების გარეშე ეუფლება იმას ვინც სწადია. : "ნახევრად ჩაცმული ის იმდენად მშვენიერი იყო რომ ფაბრისმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია თითქმის უნებურ მოძრაობას და მასაც არ დახვდა წინააღმდეგობა"// სტენდალი, "პარმის სავანე"//.

ხორციელი მადა ოგჯერ შეუფარავადაა ნაჩვენები.

რომანტიკული სიყვარული ასე აბსოლუტური და ექსცესიურია... და მას მოყვება საშინელი დანაშაულები, მკვლელობები, ღალატები, თვითმკვლელობები, საყვარელი პიროვნების მოსპობა.

საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა //Mal du siècle// და მელანქოლია:

ფრიდრიხი, მოგზაური ღრუბელთა ზღვის ზევით.1817-1818

ალბრეხტ დიურერი,მელანქოლია,1514

რომანტიზმი გამოხატავს უქეიფობას,ცუდად ყოფნას ადამიანებისა რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სამყაროში სადაც შეუძლებელია ხღირსეულად არსებობა.

მიუსე გმობს ახალი დროის ბურჟუაზიულ მატერიალიზმს,განმანათლებელთა მიერ მოტანილ ინტელექტუალურ პროგრესს რომელსაც თან ახლავს სულიერი სიცარიელე, ძლიერი მოწყენილობა და გაბეზრება რომელიც აგიჟებს ადამიანს ან უბიძგებს მას თვითმკვლელობისკენ.


აი მიუსეს "როლა":

"პირფერობა მკვდარია, აღარ სჯერათ მღვდლებისა,სათნოება მკვდარია,აღარ სწამთ ღმერთისა."

მიუხედავად ამისა რომანტიკული უქეიფობა და ცუდად ყოფნა გარკვეულად ლამაზია და გარკვეულად აბედნიერებს:

"მელანქოლია მწუხრია, ტანჯვა იქ იხსნება ბნელ ნეტარებაში.

მელანქოლია არის დარდით და ნაღველით ბედნიერება". //ვ.ჰიუგო,"ზღვის მშრომელები"//.... 


მაგრამ მელანქოლია ყველაზე მეტად არის შემოქმედის განმასხვავებელი და დამახასიათებელი ნიშანი. 

მოგვიანებით ესაა სპლინი, დარდი და ნაღველი ზუსტი მიზეზის გარეშე,საზიზღარი მდგომარეობა როდესაც ადამიანი ვეღარ იტანს თავის თავს,როდესაც მარტოობა ჯოჯოხეთია, როდესაც დროის წარმავლობის,ადამიანის უბედურების,ბუნების სისასტიკის გაცნობიერება ასუსტებს სულს და მას უბიძგებს პოლიტიკური ჯანყისკენ ან თვითმკვლელობისკენ. 

ამ მდგომარეობაში ჩავრდნილი ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს.


ეს ბოროტება-ავადმყოფობა ადამიანის ბოროტება-ავადმყოფობაა.მისი მდგომარეობაა და ტკივილის ეს განცდა განუყოფელია სიცოცხლისგან.

ესაა ფატალობა რომელიც უნდა ავიტანოთ და გამოვისყიდოთ,ესაა სასჯელი რომლის რეალიზაციაა სამყარო.

ზოგი რომანტიკოსი,მათ შორის დანიელი ფილოსოფოსი კიერკეგორი, თვლის რომ სიამოვნება არაა ბედნიერება.

ამით ისინი განსხვავდებიან ანტიკური ხანის ფილოსოფოსებისგან რომლებისთვისაც ბედნიერება იყო სიამოვნების მათემატიკური მაქსიმუმი.

რომანტიკოსისთვის სიამოვნება არაა მისი ბედნიერება, სულაც პირიქით.

სტენდალთან ქალთა შორის მოხვედრილი გმირი მოწყენილია ფუფუნებაში. სიამოვნებათა შორის.

მისთვის ღირებულება აქვს მხოლოდ მიუწვდომელს. ამიტომ ის ნამდვილ ბედნიერებას ნახულობს მხოლოდ სიამოვნების არარსებობაში.

ჟიულიენ სორელი ფაბრის დელ ლონგოს მსგავსად ბოლოს და ბოლო ბედნიერი იქნება მხოლოდ ციხეში.

ერთს მიუსაჯეს სიკვდილი და მეორეს უიმედოდ უყვარს ქალწული რომელსაც ხედავს შორიდან. 

ასე უპირისპირდება გონებას რევოლუციური ხანის მშრალი რაციონალიზმით, მატერიალიზმით, ბარბაროსობით და ვანდალიზმით გადარეული რომანტიკოსი.

ის მშვენიერებას ხედავს მხოლოდ აბსურდულში და იმაში რაც მასზე მეტია. 


უსასრულო და არარაობა

ვიქტორ ვასნეცოვი, რაინდი გზაჯვარედინზე.

ბუნების ჭვრეტა რომანტიკოსის თვალში იძენს მეტაფიზიკურ განზომილებას რომელიც მას აყენებს უსასრულობის პირისპირ.

ღმერთისკენ,უსასრულობისკენ შებრუნებული სული აღმოაჩენს თავის სიმცირეს, არარაობას, თავისი აზრის სისუსტეს.

ადამიანს სტანჯავს მისი სისუსტის,სიმცირის და არარაობის აღმოჩენა.

მაგრამ ნუგეშისმცემელი შეიძლება იყოს პანთეისტური განცდა:

უსასრულობისთვის ყველაფერი ერთნაირია,და,მაშ, ადამიანად ყოფნა ისეთივე დიდია როგორც მზედ ყოფნა //ლამარტინი, პოეტური და რელიგიური ჰარმონიები//.

ამ ხილვამ პოეტი შეიძლება აქციოს მოგვად, ჯადოსნად.

უსასრულო ასევე არის ვიქტორ ჰიუგოს კრებული "ჭვრეტების" ცენტრში.

სული დაბნეული და დაკარგული ჩერდება უსასრულოს ზღვარზე და სწვდება ჭეშმარიტებებს რომლებსაც მას უმჟღავნებს და უმალავს ბუნება.

არხიპ ივანეს ძე კუინჯი, დარიალის ხეობა

კუინჯი, გეთსიმანიის ბაღი

ღამე

რომანტიკოსებისთვის ესაა ზმანებების, ხილვების და კოშმარების ხელის შემწყობი დრო.

ერთდროულად ტკბილი და საშინელი ღამე ადამიანს ახსენებს სიყვარულს ან სიკვდილს.

ჟერარ დე ნერვალი "სილვიაში" გადმოსცემს ღამის ერთი დღესასწაულის ბედნიერებას:

"ჩვენ თავი გვეგონა სამოთხეში".


სიზმარი და ზმანებები

ფუსელი, კოშმარი, 1791

რომანტიკოსთა ოცნება და ზმანება ხშირად ნაღვლიანი და მელანქოლიურია,
რომანტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოქცეული ოცნება და ზმანება

მათ უბიძგებს ბუნების დიდი სპექტაკლის ჭვრეტისკენ, აფიქრებს მათ არსებობის საიდუმლოებებზე.

ჩნდება ლტოლვილობის და მოგზაურობის განცდა.

ბუნდოვანი მოგზაურობა საიდანაც ჩნდება საკუთრივ პოეზია,] ამბობს ვიქტორ ჰიუგო.

მაგრამ ოცნება და ზმანება აგრეთვე არის თავშესაფარი და გალავანი სინამდვილისგან თავის დასაცავად.

გოია, გონების სიზმარი,1798

ოცნება და ზმანება სიზმარის მსგავსად არის განსაკუთრებული, ხან ტკბილი და ხან შემაძრწუნებელი და შთამაგონებელი განსკუთრებული მდგომარეობა.

ეს დუალობა ნოდიესთან იძლევა ფანტასტიკის ერთგვარი ესთეტიკის ცდის შესაძლებლობას.

ფანტასტიკურ ზმანებას ვხედავთ გოტიესთანაც.

რომანტიკული გმირის წარმოდგენაში ზმანება ძნელად განსხვავდება სინამდვილისგან.

შთაგონებას მინებებული შემოქმედი აღმოჩნდება სიგიჟესთან ახლო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.


"ამ დამღუპველი ტენდენციის გარეშე ის შეიძლებოდა ყოფილიყო უდიდესი პოეტი, არადა ის იყო მხოლოდ ყველაზე განსაკუთრებული გიჟი."

აღმოსავლეთი

რომანტიკოსები გაურბიან რევოლუციის მიერ გადარეულ ქალაქურ სამყაროს და გაურბიან მათ წარმოსახვაში ეგზოტიკურ აღმოსავლეთში.


ისინი მოგზაურობენ მაროკოში, მახლობელ აღმოსავლეთში,კონსტანტინეპოლში.

ჩნდება მთელი მიმდინარეობა ორიენტალიზმი.

რომანტიკოსი მხატვრები ასევე დაინტერესებული არიან საიქიოს საიდუმლოებებით.

განმანათლებელთა რაციონალიზმის და ქრისტიანობასთან მებრძოლი ვანდალი რევოლუციონერების საწინააღმდეგოდ რომანტიკოსები ახდენენ რელიგიური გრძნობის რეაბილიტაციას.
მაგრამ ჩნდება ქრისტიანული მორალის ფარგლებს გარეთ არსებული შავი რომანტიზმიც.

მას აინტერესებს საზიზღარი,ფანტასტიკური, ირაციონალურის შეჭრა რეალურში, მაგრამ აგრეთვე ძალადობის და საშინელებათა სცენები.

საკუთარი მეობით დაინტერესებული რომანტიკოსები წერენ ავტობიოგრაფიებს ან ავტობიოგრაფიულ ელემენტებს რთავენ მათ ნაწარმოებებში.

რომანტიკოსი ცუდად გრძნობს თავს და ვერ ეგუება მის ირგვლივ არსებულ სამყაროს რაც აძლიერებს მის გრძნობიერებას და ემოციურობას. 


ბუნება

რომანტიკოსებთან ბუნება ხდება მთავარი თემა.

მე-19 საუკუნის დასაწყისის მრავალი პოეტისთვის ბუნება არის ღმერთის ყველაზე ხელშესახები განხორციელება.

ჰიუგოსთან და ლამარტინთან სწორედ ბუნებით ვხედავთ ღმერთს.


ღმერთი სწორედ ბუნებით გამოხატავს თავის სიდიადეს.

ბუნება საუკეთესო ადგილია ჭვრეთისთვის და ფიქრისთვუს, სეზონთა ციკლი გვახსენებს მელანქოლიას.

მაგრამ რომანტიკოსთა უმეტესობისთვის ბუნება თავიდან მიგვმართავს თვითონ ადამიანისკენ.
შემოდგომა და მზის ჩასვლა ხდება იკვდილის მოახლოების ხატი.

ქარის ბღავილი და ლერწმის ხვნეშა ხდება თვითონ პოეტის ემოციათა სიმბოლოები.

იგივეა მუსიკაში,განსაკუთრებით ბეთჰოვენის პასტორალში. აქ ნაკლებია პეიზაჟების აღწერა, მასში უნდა ამოვიცნოთ ადამიანის იმშვიდე ან რისხვა.

დაბოლოს,ბუნება არის დასვენების და დაფიქრების ადგილი. ბუნებაში ადამიანი ივიწყებს გადარეულ საზოგადოებას და მის ხმაურს.
რომანტიკოსი თავის გულისნადებს უფრო ადვილად ანდობს ტბას ვიდრე ხორციელ მეგობარს.

ესაა ნიშანი იმისა რომ რომანტიკოსები გულგრილები არიან სოციალური სამყაროს მიმართ და მათ უყვართ ჭვრეტა და ფიქრი, საკუთარ თავთან დაბრუნება რასაც როგორც სარკე ხელს უწყობს ბუნება.

"როდესაც სულები ეწვევიან მხატვრებს", ვერონიკ პრატის ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში

Le Figaro Magazine 2012 წლის 20 იანვარს:

მე-18 საუკუნეში მობეზრდათ ერთი და იგივე განცდათა გაუთავებლად განმეორება. მეტისმეტად ხშირად განმეორებული გრძნობები აღარაა საინტერესო.

ადამიანებმა გადაწყვიტეს ძრწოლისა და აკრძალულ სიამოვნებათა შავ კონტინენტზე გადასვლა, ტკივილის გადაქცევა ავხორცობად, ეს არაა მარკიზ დე სადის ფორმულა, ეს ჟან-ჟაკ რუსოს ფორმულაა.

საუკუნის ბოლოს, რევოლუციური კრიზისის პერიოდში ადამიანები ვეღარ პოულობენ სიამოვნებას იოლ თავგადასავლებში.

ადამიანებს სიამოვნებთ აჯანყება ხვედრის ან ღმერთის ავტორიტეტის წინააღმდეგ.

ამაზე ლაპარაკობს სტრასბურგში მოწყობილი გამოფენა "სულთა ევროპა ანუ მოხიბლვა ოკულტურით,1750-1950"

გამოფენა გვთავაზობს კიდევ ერთხელ შევხედოთ იმას თუ რა წვლილი აქვს სულიერს და ზებუნებრივს ხელოვნებაში და იდეებში.

ეს აშკარაა 1750 წლისთვის,მაგრამ მართალია ისიც რომ ადამიანი უხსოვარ დროიდან არსებობს სამყაროში რომლის წარმოშობაც მისთვის უცნობია, იყენებს სხეულს რომლის ღრმა ბუნებაც მისთვის უცნობია და ცხოვრობს და ამ სხეულს იყენებს მისთვის უცნობი მიზნისთვის.


ამ მისთვის უცნობი სამყაროს და არსებობის მიზნის ასახსნელად ადამიანმა გამოიგონა მითები და დოქტრინები რომლებსაც უნდა შეევსოთ ის აბსოლუტური სიცარიელე რომელიც არის კაცობრიობის არსი.

ეს მითები და დოქტრინები პარადოქსულად უკავშირებენ ერთმანეთს სინათლეს და წყვდიადს.

მაკბეტის ამბიცია და ოტელოს მკვლელი ეჭვი

გამოფენა გოეთედან და რომანტიზმიდან მიდის ბრეტონამდე და სიურეალიზმამდე და წარმოადგენს 500-ოდე ნაწარმოებს და 150 ობიექტს და დოკუმენტს.

ის ერთის შეხედვით პარადოქსულად იწყება მაშინ როდესაც განმანათლებლები ცდილობენ სამყაროს რაციონალურად ახსნას მაშინ როდესაც პირველ რომანტიკოსებთან ერთად.პირიქით,ჩნდება სპირიტუალისტური ცდუნებები ჯადოსნური ზღაპრიდან შავ რომანამდე, ბუშეს ნიმფებიდან ფუსლის კოშმარების მძინარე ტანჯულ ქალებამდე.

როდის მოხდა გარდაქმნა როდესაც გოია მოიხიბლა გონების ძილით შობილი მონსტრებით და გადაეშვა დემონური არსებების სამყაროში?

შექსპირის პიესები ბიძგს მისცემენ ისტორიული მხატვრობის განახლებას და მხატვრებს მისცემენ არაჩვეულებრივად დიად დრამატულ სიტუაციებს.

მხატვრები უარყოფენ ანტიკური ტიპის ტრადიციულ ფიგურებს და მიმართავენ შუა საუკუნეების თუ კელტურ ფორმებს.

მხატვრები ხატავენ სიტუაციებს როდესაც ადამიანი ებრძვის მასზე უფრო დიდ ძალებს//ქარიშხალი,კუდიანი ჯადოსნები,მოჩვენებები, სულები, მაკბეტის ამბიცია და ოტელოს მკვლელი ეჭვი,პროსპეროს მაგია//.არიან ქიმერები და ფერიები.

მხატვრები მოხიბლა გოეთემაც,მისმა სწრაფვამ ადამიანისთვის დადგენილი საზღვრების გადალახვისკენ,მის მიერ სამყაროს საიდუმლოთა დაუღალავმა კვლევამ და ამის გულისთვის სულის ეშმაკისთვის მიყიდვამ.

ფაუსტმა რა თქმა უნდა შთააგონა ყველაზე ექსტრემალური ვითარებებით გატაცებული დელაკრუა.

შეუძლებელია ჩამოთვლა ყველა ნაწერისა,სურათისა თუ მუსიკალური ნაწარმოებისა რომლებიც მეტ-ნაკლებად შთააგონა ფაუსტმა.

თვითონ გოეთესაც გაუჭირდა ბოლო წერტილის დასმა მისი ნაწარმოებისთვის რომელსაც ის წერდა სიცოცხლის ბოლომდე.

ვერტერზე უფრო სახელგანთქმულმა ფაუსტმა გაიტაცა ახალგაზრდობა. 1828 წელს მისი პირველი ნაწილი ფრანგულად თარგმნა 19 წლის ჟერარ დე ნერვალმა.

ვიქტორ ჰიუგოს ლექსებს კარნახობენ დანტე და შექსპირი...

მე-19 საუკუნის შუა ხანებში მთელ ევროპას მოედო ოკულტიზმის ციებ-ცხელება.

სპირიტიზმმა გაიტაცა მაშინ ჯერსიში მყოფი ვიქტორ ჰიუგოც რომელიც ორი წლის მანძილზე თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ესაუბრებოდა სულებს.

მას ლექსებს კარნახობდნენ დანტე და შექსპირი //ეს ლექსები გავდა თვითონ ჰიუგოს ლექსებს...//.

ვიქტორ ჰიუგო ესაუბრა სიკვდილს და იესო ქრისტეს.

ვიქტორ ჰიუგო ხატავდა კიდეც სულების გავლენით უცნაურ და ფანტომატურ ფორმებს.

ოკულტიზმით დაინტერესება გაგრძელდა.

"ჩემი ხელი მთლიანად არის შორეული სფეროს იარაღი". დაწერა 1918 წელს პაულ კლეემ.

იგივე ძალები მსჭვალავენ ლიტერატურას,არიტექტურას,ცეკვას,მუსიკას მოცარტიდან ვაგნერამდე, ფოტოგრაფიას, ახალგაზრდა კინემატოგრაფს მელიესიდან ფრიც ლანგამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილ სურათებში ვხედავთ თუ რა განცდებს იწვევს მაგია, ოკულტური, მოჯადოება.

გუსტავ დორე გვიწვევს დემონურად მოცეკვავე კუდიანების შაბათზე.

არნოლდ ბიოკლინი გვიწვევს ვესტალებით დასახლებულ წმინდა ტყეში.

ერთიც და მეორეც იყურებიან ხულული სამყაროს მიღმა არსებული უხილავი სამყაროსკენ.

ჯადოსნებიდან სპირიტებამდე,რომანტიკოსებიდან სიმბოლისტებამდე,თეოსოფებიდან როზენკრაიცერებამდე, ყველას სურს ორი საუკუნის მანძილზე უხილავი და სასწაულთმოქმედი ძალების დავალებათა შესრულება.

მაგრამ მეორე მსოფლიოს მიერ გადარეულ ევროპას ოკულტიზმი აღარ აღაფრთოვანებს. ომის შემდეგ მხატვრები აღარ მიმართავენ სულებს და გამოფენა მთავრდება 1950 წლით.
--------------------------------------

განმანათლებელთა საუკუნე და მისი რაციონალიზმი დამთავრდა რევოლუციური ვანდალიზმით და ბარბაროსობით და ამ საშინელებაზე რეაქციის სახით გაჩნდა მარტო უბრალო კი არა შავი რომანტიზმიც.


განმანათლებელთა საუკუნის რაციონალობას დაუპირისპირდა შიში, ირაციონალური, ექსცესი.

მე-19 საუკუნეში ისტორიკოსი მარიო პრაზის მიერ შემოღებულმა ცნებამ შავი რომანტიზმი აზრი მისცა 1770-ანი წლებიდან სიურეალიზმამდე ლიტერატურის და სახვითი ხელოვნების ჩრდილოვან მხარეს.

ყველაფერი დაიწყო ინგლისში ლიტერატურით. მილტონმა და შექსპირმა მათი სატანას,კუდიანი ჯადოსნების და დათრგუნული ვნებების სამყაროთი მოხიბლეს ფუსლი და ბლეიკი.

საფრანგეთში დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ჯოჯოხეთმა გაიტაცა რომანტიკოსი დელაკრუა და აკადემიური ბუგერო.

რა დროს მორალური ღირებულებებია როდესაც ლაპარაკია ბავშვების მკვლელ მედეაზე და "მედუზას ტივზე" ძლივს გადარჩენილ კანიბალებზე.

ვიქტორ ჰიუგოს საზიზღარი ეშმაკები უტევენ ქალწულთა სათნოებებს.

გოია კი ხალხური ცრურწმენებიდან გადავიდა იმპერიის მიერ მოწყობილი სასაკლაოების საშინელებებზე.

პეიზაჟიც ვერ გაექცა ძლიერ ემოციებს ინგლისელები ჯონ მარტინის და სემუელ კოლმანის გააფთრებულ ბუნებასთან თუ ფრიდრიხის დამთრგუნველად მშვიდ ბუნებასთან ერთად.

სიმბოლისტები დააინტერესა ხმელთაშუა ზღვის ხალხთა მითოლოგიებმა.

მუნკი და სტუკი შთაგონებულები არიან სფინქსით და დემონური თუ ფატალური ქალი იკავებს გამორჩეულ ადგილს.

მოქანდაკეებს შთააგონებს ბუნების გამომვლელი ჯუდიანი ჯადოსანი.

სიკვდილი რომ გველის შეგვახსენებენ მოცეკვავე თუ არამოცეკვავე ჩონჩხები.

დარდი და შფოთი მსჭვალავს ყველაფერს.

პირველი ომის არაადამიანობათა და სისასტიკეთა შემდეგ არაცნობიერის შემაშფოთებელ სამყაროში ჩაეფლნენ სიურეალისტები.

შავი რომანტიზმი გრძელდება კინემატოგრაფში ფრანკენშტეინთან, ფაუსტთან, დრაკულასთან და ვიდეოთამაშებთან ერთად.

//ფრანგული და რუსული მასალების მიხედვით მოამზადა გ.მარჯანიშვილმა//.

No comments: