6.27.2012

რაინდად გახდომისა და ყოფნის ევროპულ წესებზე:

რიჩარდ ლომგული
კაცობრიობის ცივილიზატორთა გალერეიდან: საფრანგეთის ღირებულებები: რაინდად გახდომა და ყოფნა:

როგორც წესი კეთილშობილი საგვარეულოდან მაგრამ ზოგჯერ მოკრძალებული ოჯახიდან და მხოლოდ თავისი პირადი ღირსებით დაფასებულმა რაინდმა უნდა დაიმსახუროს მეფის ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში ყოფნა.
გრაალის ზღაპარში ტყის სიღრმიდან გამოსული და მოელვარე იარაღით აღჭურვილი რაინდების დანახვით მოხიბლული პერსევალ გალი ოცნებობს რაინდად გახდომაზე და მეფესთან შეხვედრაზე.
ჟიორნემან დე გოორის სწავლების წყალობით ის აღმოაჩენს რომ რაინდობა  არაა მარტო ბრწყინვალე გარეგნობა და ისწავლის როგორც იარაღის ხმარებას ისე რაინდის მოვალეობებსაც: მოწინააღმდეგის სიცოცსლის პატივისცემას,იმას რომ გონივრულად გამოყენებული ძალა უნდა ემსახურებოდეს სამართალსა და მართლმსაჯულებას,ქალებისთვის, სუსტებისთვის და მსხვერპლებისთვის დახმარების გაწევას,ეკლესიაში სიარულსა და თავისი სულის ხსნაზე ზრუნვას.
პერსევალს ამის შემდეგ აკურთხებენ რაინდად,მიიღებენ «ღმერთის მიერ შთაგონებულ და დადგენილ უმაღლეს რაინდულ,ყოველგვარ სიმდაბლეს მოკლებულ ორდენში».
რაინდის მიერ გასავლელი გზის ბოლო ეტაპია მოწყალების,ქველმოქმედების აღმოჩენა,სხვებისკენ, რწმენისკენ გახსნა.

ჩერქეზული რაინდული კოდექსი უერკ-ხაბზე,დასასრული:


ჩერქეზები უცნობი მხატვრის თვალით.
არ შეგვაშინოს ბუმ!
ჩერქეზული რაინდული კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ცნება იყო მამაცობა.
 აზნაური აუცილებლად უნდა ყოფილიყო მამაცი. ლაჩრობა შეუთავსებელია თავისუფალი ადამიანის,მით უმეტეს არისტოკრატის მდგომარეობასთან.

ლაჩარ გლეხს დაგმობდნენ მაგრამ სოციალურად ვერ დააქვეითებდნენ. ლაჩარი აზნაური კი კარგავდა აზნაურის წოდებას.

ლაჩრობაში მხილებულ რაინდს ელოდა სამოქალაქო სიკვდილი. მასთან სახლში არ შედიოდნენ,მის დაკრძალვაში არ მონაწილეობდნენ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას წყვეტდნენ მეგობრები. არც ერთი ქალი არ გაყვებოდა მას ცოლად.ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას სახალხო კრებებში და თავისი ხალხის,თემის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შ.ბ.ნოგმოვის მოწმობით სახალხო ზიზღის საჩვენებლად ლაჩრობაში მხილებულები ძველად გამოჰყავდათ კრების წინაშე თექის მახინჯი ჩაჩით თავზე შესარცხვენად და აჯარიმებდნენ ორიოდე ხარით, სხვა ცნობებით ეს ჩაჩი უნდა ეტარებინა დამნაშავის დედას მანამდე ვიდრე დამნაშავე რამე გმირობით არ გამოისყიდიდა თავის უსაქციელობას.ფოლკლორში ნახსენებია ჩაჩის როლის შემსრულებელი საგანგებო კაბაც.

6.26.2012

ჩერქეზული რაინდული კოდექსი უერკ ხაბზე:

Myths and Legends from the Circassians, Abazas, Abkhaz, and Ubykhs
Assembled, translated, and annotated by John Colarusso
http://www.circassians.org/images/tra04.jpg

რაინდული კოდექსი უერკ ხაბზე პირობითად შეიძლება დაიყოს რამოდენიმე საკვანძო დებულებად:

ერთგულება. ეს ცნება პირველ რიგში გულისხმობდა სიუზერენისადმი და აგრეთვე თავისი წოდებისადმი ერთგულებას. აზნაურები თავადს თაობიდან თაობაში ემსახურებოდნენ.

სიუზერენის შეცვლა ჩრდილს აყენებდა როგორც სიუზერენს ისე აზნაურს და ითვლებოდა დიდად სამარცხვინო რამედ.

აზნაურები თავისი თავადის ერთგულნი რჩებოდნენ შინაომში მისი დამარცხების შემთხვევაშიც და მაშინ ისინი თან ახლდნენ თავადს და მასთან ერთად სტოვებდნენ სამშობლოს. ეს გარემოება კი იწვევდა ხალხის უკმაყოფილებას და ცდილობდნენ აზნაურების დატოვებას. ბრძოლის დროს ყოველი აზნაური იბრძოდა თავისი თავადის გვერდით და თუ თავადი დაიღუპებოდა აზნაურებს უნდა გამოეტანათ მისი სხეული ბრძოლის ველიდან ან დაღუპულიყვნენ.

ერთგულების ცნება გულისხმობდა აგრეთვე ნათესავებისადმი ერთგულებას და მშობლების პატივისცემას. მამის სიტყვა კანონი იყო ოჯახის ყველა წევრისთვის და უმცროსი ძმა უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა უფროსს.

აზნაურს უნდა დაეცვა საგვარის ღირსება და შური უნდა ეძია მისი გვარის წევრის სიცოცხლისა და ღირსების ხელყოფის გამო, უნდა ითქვას რომ ჩერქეზებისთვის და მათ მიერ შექმნილი ეტიკეტისთვის სრულიად უცხო იყო სოციალური სერვილიზმი.

6.25.2012

მუშათა და გლეხთა გრაფ ა.ნ.ტოლსტოიზე და საბჭოთა ცხოვრების ზოგ სხვა რამეზეც:

Мать Мария и Николай Бердяев. 1930 год
დედა მარია და ნიკოლაი
ბერდიაევი,1930
ა.ნ შუსტოვი, გაიანას  წერილი თავაზიანად მოგვაწოდა ლიტერატურათმცოდნე დ.მ.კაუჩიშვილმა//იტალია//. მოგვყავს ნაწყვეტი გამოკვლევისა რომელიც დაიბეჭდა ჟუნალში «Русская Литература», 2000, ამსტერდამი.

მომავალი დედა მარია // ე.ი. კუზმინა-კარავაევა// იცნობდა რუსული ინტელიგენციის მრავალ წარმომადგენელს,მათ შორის რა თქმა ალეკსეი ტოლსტოისაც.

იყო პერიოდები როდესაც ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ,მაგრამ მთლიანობაში მათი ურთიერთობები თანაბარი იყო და არაა საჭირო მათი იდეალიზაცია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ,მაგრამ ორი მწერლის კონტაქტებმა მაინც დატოვა შესამჩნევი კვალი ყოველი მათგანის შემოქმედებაზე.

1911 წლის გაზაფხულზე პარიზიდან პეტერბურგში თავის სამოქალაქო ცოლთან ს.ი.დიმშიცთან და ახალშობილ ქალიშვილ მარიანასთან ერთად ჩავიდა და მაშინვე ჩაეფლო დედაქალაქის "ბოჰემის" ცხოვრებაში ალეკსეი ტოლსტოიმ როგორც ჩანს სწორედ ამ წლის ბოლოს გაიცნო ელიზავეტა კუზმინა-კარავაევა ტოლსტოი. ელიზავეტა იურიევნა მაშინ დამწყები პოეტი იყო და გრაფი //?// ტოლსტოი კი ცნობილი მწერალი-რამოდენიმე წიგნის ავტორი. ერთმანეთს ხვდებოდნენ ჟურნალი "აპოლონის" რედაქციაში და ნიკოლაი გუმილიოვის პოეტურ გაერთიანებაში "პოეტების ცეხი". ტოლსტოი მალე ჩამოშორდა ამ გაერთიანებას,კუზმინა-კარავაევა კი გახდა მისი აქტიური მონაწილე და 1912 წლის მარტში მან "ცეხოვისტებთან" გამოსცა თავისი ლექსების პირველი კრებული "სკვითური ნამტვრევები". ამ მოკრძალებულ წიგნაკს შეხვდა მრავალი კეთილგანწყობილი გამოხმაურება. ამ პუბლიკაციის წყალობით პოეტი ცნობილი გახდა და მან დაიმკვიდრა ადგილი ვერცხლის საუკუნის ლიტერატურულ სამყაროში.

6.24.2012

არქივიდან-ალ.ნ.ტოლსტოის წერილი ფუტურისტებისა და მის მიერ ნანახი უბედურების შესახებ:


ANTolstoy.jpg
ბოლშევიკების მიერ ჯერ მოუთვინიერებელი ალ.ნ.ტოლსტოის წერილი
//წერილი აკრძალული იყო ბოლშევიკების მიერ//.

 მხეცური სამოქალაქო ომის დროს ყირიმში გამოდიოდა მრავალი გაზეთი:"დიდი რუსეთი","     ბპრ.სუვორინის დრო", " სიცოცხლის ხმა", "რუსეთის გარიჟრაჟი", "ყირიმის აზრი", "ყირიმის მაცნე" და სხვ.   

ამ გაზეთებს ჰქონდათ აშკარად გამოხატული ანტიბოლშევიკური მიმართულება და ყირიმში წითელი ტერორის დროს//1920-1921 წწ.// მათი როგორც კონტრრევოლუციური ლიტერატურის მფლობელებს ემუქრებოდა დახვრეტა და ისინი გადაიქცნენ უდიდეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. ამ გამოცემების არასრული კომპლექტები ნახეს რუსეთის და უკრაინის მხოლოდ რამოდენიმე ბიბლიოთეკაში,არქივში და მუზეუმში. მრავალი წლის მანძილზე ამ გაზეთებს ინახავდნენ სპეციალურ,გასაიდუმლოებულ საცავებში. მხოლოდ ეხლახანს გახდა შესაძლებელი მათი წაკითხვა.

ისევ ბასმაჩებზე და ამანულა ხანზე:

ქამოლუდინ აბდულაევი        
Jun 23, 2012
ისევ ბასმაჩებზე და ამანულა ხანზე:
შუა აზიაში რადიკალური ისლამური განწყობილებების გაძლიერებამ,ავღანეთში და პაკისტანში ბრძოლამ თალიბების წინააღმდეგ გამოაცოცხლეს ისტორიული დისკუსიები მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულების მოჯახედებზე ანუ ბასმაჩების მოძრაობებზე,როგორც მათ უწოდებდნენ საბჭოთა ხანაში.

ამას ეძღვნება რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მესამე რეპორტაჟი ამ რეგიონის პრობლემების შესახებ.

ბასმაჩური მოძრაობა შუა აზიის ტერიტორიაზე გაჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისში,ბოლშევიკების მისვლისა და რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში. ბასმაჩობას უწოდებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-პოლიტიკურ პარტიზანულ მოძრაობას რომელიც ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას წმინდა ომის ლოზუნგებით.