3.02.2013

არა მარტო რომანოვების ოცნება წმინდა მიწის პერესტროიკაზე:

ოცნება სირიის და პალესტინის ვლადიმირის თუ ხარკოვის გუბერნიად გადაქცევის შესახებ... 


« ... არ მომწონს მე დევიზი «თურქების განდევნა ევროპიდან».

რა არის ევროპა? ვის რათ უნდა ეს ევროპა? რა ზნეობრივ ღირებულებებს ემთხვევა ეს გეოგრაფიული ცნება? 

თურქების განდევნა ევროპიდან და მათთვის მთელი მართლმდიდებელი ანატოლიის, წმინდა მიწის, ანტიოქიის საპატრიარქოს დატოვება? 

მთელი მართლმდიდებელი აღმოსავლეთი უნდა გავანთავისუფლოთ და არა ევროპა. უნდა გავანთავიუფლოთ უფლის საფლავი, გოლოგოთა, ბეთლემი, დამასკი, ბეირუთი და საერთოდ ყველა მართლმადიდებელი ეპარქიები.

ამ ომში რომ მოვახერხოთ კონსტანტინეპოლის განთავისუფლება ამას უნდა შევხედოთ როგორც ქრისტიანობის განთავისუფლების პირველ ეტაპს და ძლიერად და უწყვეტად უნდა შევუტიოთ თურქეთის იმ მხარეებს რომლებიც დასახლებულია მართლმადიდებელი ბერძნებით და მართლმადიდებელი არაბებით.

3.01.2013

ძველი და ნამდვილი აფხაზეთის გასახსენებლად;

ამისთანა რამეებს აბა გორბაჩოვ-სახაროვის თაყვანისმცემლები ხომ არ გაიხსენებენ!!!!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე  ანტიქრისტედ წოდებული პეტრე პირველის მიერ შექმნილმა ნახევრადპროტესტანტულმა მმართველმა სინოდმა გადაწყვიტა აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფა საქართველოს საეგზარქოსოსგან. 

1916 წლის აპრილში საქართველოს ეგზარქოსსა და კავკასიაში მეფისნაცვალ ნიკოლაი ნიკოლაევიჩ რომანოვს ეწვია ამაზე გაბრაზებულ და ნაწყენ აფხაზთა დელეგაცია.

აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსგან გამოყოფის იდეის წინააღმდეგ პროტესტის  გამოსათქმელად შეკრებილი ამ დელეგაციის წევრები იყვნენ: თავადები ალ.შარვაშიძე, დ.მარშანია, ასტამურ ინალიპა, გ.შარვაშიძე, გლეხები ანტონ ჩუკბარი და ეზუგბაია.

2.28.2013

ძირს სტალინიზმი-სტალინის ამხანაგი და მეგობარი ნესტორ ლაკობა:

სტალინი სულ რამოდენიმე კაცს უძახოდა თავის მეგობარს. ერთ-ერთი ასეთი მეგობარი იყო ნესტორ ლაკობა. სტალინმა ნესტორ ლაკობას აჩუქა თავისი ფოტო გულუხვი წარწერით "ამხანაგ და მეგობარ ლაკობას ი. სტალინისგან. 7.12.35."

სტალინის მეგობარი ნესტორ ლაკობა 
თავის "ლინკოლნზე" 
 http://www.hrono.ru/biograf/bio_l/lakoba_nv.php
ნესტორ აპოლონოვიჩ ლაკობა //1893-1936//. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. ბოლშევიკი 1912 წლიდან, რევილუციის და კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის ბრძოლის მონაწილე. 1922 წლიდან აფხაზეთის სსრს  სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1930 წლიდან რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარე. საბჭოთა კავშირის ცენტრალური არმასრულებელი კომიტეტის წევრი/

სტალინი სულ რამოდენიმე კაცს უძახოდა თავის მეგობარს. ერთ-ერთი ასეთი მეგობარი იყო ნესტორ ლაკობა.

1934 წელს აფხაზეთში გამოვიდა წიგნი სტალინი და ხაშიმი//1901-1902// ნესტორ ლაკობას წინასიტყვაობით. მასში ლაპარაკი იყო სტალინის რევოლუციურ მუშაობაზე ბათუმში და იმაზე რომ სტალინს პოლიციისგან თავის სახლში მალავდა აფხაზი გლეხი ხაშიმ სმირბა.

იბერიელ-კავკასიელი ხალხების მითოლოგია:

                                                                                                            ამირანი
გიორგი გვაზავა ქალიშვილთან ერთად პარიზში
ზოგჯერ კვნესა საშინელი
ღამის ბნელში ჰაერსა ჰხევს,
და შიშისა ჟრუანტელი
გადაუვლის მთასა და ხევს.

ვერ გაიგებს ამა კივილს,
გამოწვეულ გულის ტკივილს,
ოსმალეთი  და ირანი.

ის ხმა არის დიდი გმირის:
იცოდე,რომ მთებში ჰტირის
მიჯაჭვული ამირანი.

გიორგი გვაზავა, ჩემი ლექსები, პარიზი,1939,გვ7.
------------------------------------------------------------------------------------------------------
მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები კი და და ძმაა ჩემი..
ესაა   კავკასიის ხალხთა ნაწილის, უძველესი კავკასიელების, პალეოკავკასიელების
//ქართველები, ჩერქეზ-ადიღები, ვაინახები, დაღესტნელი ხალხები// მითოლოგია.

«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან და, შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო-ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები, ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე." (ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).

2.26.2013

ესეც ევროპაა-.მეოცე საუკუნის ქრისტიანი კლაივ ლიუისი

ტოლკიენის მკითხველი
კლაივ სტეპლ ლიუისი //ინგლ// Clive Staples Lewis;1898 წლის 29 ნოემბერი, ბელფასტი. დიდი ბრიტანეთი -1963 წლის 22 ნოემბერი, ოქსფორდი. დიდი ბრიტანეთი//.ინგლისელი და ირლანდიელი მწერალი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. ასევე ცნობილია მხატვრული ნაწარმოებებით ფენტეზის სტილში. ოქსფორდის ლიტერატურული ჯგუფი ინკლინგები ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი //ვიკიპედია//.

ეშმაკის ტაქტიკა (1942)
კ: ლიუისი (S.Lewis)

«ჩემო ძვირფასო ვორმვუდ, წუხილით შევიტყე რომ შენი პაციენტი გაქრისტიანდა. ნუ გექნება იმედი რომ გადაურჩები ჩვეულებრივ სასჯელს...ამასობაში ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჩვენს უბედობას. უსარგებლოა სასოწარკვეთა: ასობით ასეთი მოქცეული სრულწლოვანი ისევ დაგვიპყრია მტრის ბანაკში ცოტა ხნით მათი ყოფნის შემდეგ. ისინი ეხლა ისევ ჩვენთან არიან. 

პაციენტის ყველა მენტალური და ფიზიკური უნარი ისევ ჩვენს სასარგებლოდაა.»

რამოდენიმე სიტყვით:
დავუპირისპიროთ ჩვენთვის საინტერესო საგანი იმას რაც არაა კარგი და გავიგებთ კარგია თუ არა ჩვენთვის საინტერესო საგანი.

ისევ იმაზე რომ გორილები და დელფინები ბევრ რამეს ასწავლიან თანამედროვე ადამიანს:

გაუმარჯოთ გორილებს, დელფინებს და სტავრიდებს!!! მადლობა ღმერთს ასეთი შთამბეჭდავი გაკვეთილისთვის!!!

განსაჯეთ თვითონ:
"ჩიკაგოს ზოოპარკ ბრუკფილდში ( Brookfield) ცხოვრობს დედალი გორილა რომელსაც ჰქვია ბინტი ჯუა.


ერთხელ ერთი პატარა ბიჭი ჩავარდა ბინტი ჯუას გალიაში კედლის შიგნით,
გორილა ბინტი ჯუა მიუახლოვდა ბიჭს და იმის მაგივრად რომ დამუქრებოდა მას მან აიყვანა და გადაიყვანა ბიჭი ისეთ ადგილას საიდანაც მისი წაყვანა შეეძლოთ ზოოპარკის მცველებს..."

ესაა ნაწყვეტი პრიმატოლოგი ფრანს დე ვააალის //Frans de Waal// საუბრისა რომელსაც ჰქვია «მორალური ემოცია».

ეს საუბარი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში მეცნიერებებები და მომავალი
//«Sciences et Avenir », 2004 წლის ივნის-ივლისის საგანგებო ნომერში «აქვთ თუ არა ცხოველებს მორალური გრძნობა»? //"Les animaux ont-ils le sens moral?"//.

დემოკრატიული საქართველოს მომსპობ კომუნისტთა ავაზაკური გეგმებიდან:

"1990 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაადგინა ცენტრალური ხელისუფლების მასშტაბური რეფორმარამაც გააძლიერა . გორბაჩოვის ძალაუფლება. მოხდა ინსტიტუციური რიგის მრავალი ცვლილება:

 - მიხაილ გორბაჩოვმა გადაწყვიტა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შექმნა. ამ ვიცე-პრეზიდენტს უნდა უზრუნველეყო პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა კარგი
შესრულება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს ყრილობა.

 -  აქამდე მხოლოდ 15 მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელებისაგან შემდგარი ფედერაციის საბჭო გაფართოვდა, მასში შეიყვანეს ვიცე-პრეზიდენტი

და ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები. გაიზარდა  ფედერაციის საბჭოს პასუხისმგებლობა, ის იქცა აღმასრულებელ ორგანოდ რომლის უპირველესი ამოცანაა

ცენტრალური და რესპუბლიკათა მთავრობების პოლიტიკათა კოორდინაცია და შემუშავება რეკომენდაციებისა ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებისათვის.

 - მთავრობამ ადგილი დაუთმო მინისტრთა კაბინტს, რომელშიც შედიოდნენ მინისტრები, მაგრამ აგრეთვე მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა მეთაურები. კაბინეტი პასუხისმგებელია პრეზიდენტის
წინაშე და შეიძლება გადაყენებული იქნეს თუ კი პარლამენტის წევრთა ორი მესამედი მას უნდობლობას გამოუცხადებს... " (ესაა ფრაგმენტი ფრანგი სპეციალისტი Pascal Lorot-ის წიგნისა " Histoire de la Perestroïka", Presses Universitaires de France, Paris, 1993, გვ.88).

მოდიდან გატანილი ირლანდიელები და თანამედროვე ევროპელებისთვისაც სასარგებლო კონფუციუსი:

თუ გინდათ კარგი და სრულყოფილი ირლანდია თქვენ თვითონ უნდა იყოთ კარგი და სრულყოფილი ადამიანები.სრულყოფილ ქვეყნის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ სრულყოფის მსურველ მამაკაცებსა და ქალებს //შინ ფეინის ეროვნული საბჭოს მიერ 1917 წელს დუბლინში გამოქვეყნებული შინ ფეინის «ეთიკა»//.

კონფუციუსის თქმით კი ადამიანს გადაარჩენს მისი პატიოსნება, უპატიოსნო ადამიანები გადარჩებიან მხოლოდ შემთხვევით.

«თუ კი გინდათ ირლანდიის გადაქცევა სრულყოფილ ქვეყნად,უფლის სამეფოდ,თქვენ თვითონ დაიწყეთ გადაქცევა სრულყოფილ ადამიანებად. 

სრულყოფილი ქვეყნის შექმნა ძალუძთ მხოლოდ პიროვნებებს, სრულყოფისკენ მსწრაფ მამაკაცებსა და ქალებს...

ირლანდიის ბედი არის ქვეყნის თავისუფალი და კეთილშობილი მამაკაცების და ქალების ხელში..» (შინ ფეინის ეროვნული საბჭოს მიერ 1917 წელს დუბლინში გამოქვეყნებული შინ ფეინის «ეთიკა»)

მაგრამ სადღაა ასეთი დამოკიდებულება? დღევანდელ ევროპაში,მაგალითად ესპანეთში საშიშია კაფეში საუბარიც!

არსელონას რესტორანი რომელშიც დადიან ხოლმე მაღალი საზოგადოების წევრები მაგიდებში დამალულია მიკროფონები...

ხოდა ერთმა მიკროფონმა ჩაიწერა კატალონიის ყოფილი ნაციონალისტი პრეზიდენტი ჟორდი პუჟოლის ვაჟიშვილის ყოფილი მეგობარი ქალიშვილი ალისია სანჩეზ მაჩოს ნათქვამი.