6.27.2012

რაინდად გახდომისა და ყოფნის ევროპულ წესებზე:

რიჩარდ ლომგული
კაცობრიობის ცივილიზატორთა გალერეიდან: საფრანგეთის ღირებულებები: რაინდად გახდომა და ყოფნა:

როგორც წესი კეთილშობილი საგვარეულოდან მაგრამ ზოგჯერ მოკრძალებული ოჯახიდან და მხოლოდ თავისი პირადი ღირსებით დაფასებულმა რაინდმა უნდა დაიმსახუროს მეფის ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში ყოფნა.
გრაალის ზღაპარში ტყის სიღრმიდან გამოსული და მოელვარე იარაღით აღჭურვილი რაინდების დანახვით მოხიბლული პერსევალ გალი ოცნებობს რაინდად გახდომაზე და მეფესთან შეხვედრაზე.
ჟიორნემან დე გოორის სწავლების წყალობით ის აღმოაჩენს რომ რაინდობა  არაა მარტო ბრწყინვალე გარეგნობა და ისწავლის როგორც იარაღის ხმარებას ისე რაინდის მოვალეობებსაც: მოწინააღმდეგის სიცოცსლის პატივისცემას,იმას რომ გონივრულად გამოყენებული ძალა უნდა ემსახურებოდეს სამართალსა და მართლმსაჯულებას,ქალებისთვის, სუსტებისთვის და მსხვერპლებისთვის დახმარების გაწევას,ეკლესიაში სიარულსა და თავისი სულის ხსნაზე ზრუნვას.
პერსევალს ამის შემდეგ აკურთხებენ რაინდად,მიიღებენ «ღმერთის მიერ შთაგონებულ და დადგენილ უმაღლეს რაინდულ,ყოველგვარ სიმდაბლეს მოკლებულ ორდენში».
რაინდის მიერ გასავლელი გზის ბოლო ეტაპია მოწყალების,ქველმოქმედების აღმოჩენა,სხვებისკენ, რწმენისკენ გახსნა.

ჩერქეზული რაინდული კოდექსი უერკ-ხაბზე,დასასრული:


ჩერქეზები უცნობი მხატვრის თვალით.
არ შეგვაშინოს ბუმ!
ჩერქეზული რაინდული კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ცნება იყო მამაცობა.
 აზნაური აუცილებლად უნდა ყოფილიყო მამაცი. ლაჩრობა შეუთავსებელია თავისუფალი ადამიანის,მით უმეტეს არისტოკრატის მდგომარეობასთან.

ლაჩარ გლეხს დაგმობდნენ მაგრამ სოციალურად ვერ დააქვეითებდნენ. ლაჩარი აზნაური კი კარგავდა აზნაურის წოდებას.

ლაჩრობაში მხილებულ რაინდს ელოდა სამოქალაქო სიკვდილი. მასთან სახლში არ შედიოდნენ,მის დაკრძალვაში არ მონაწილეობდნენ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას წყვეტდნენ მეგობრები. არც ერთი ქალი არ გაყვებოდა მას ცოლად.ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას სახალხო კრებებში და თავისი ხალხის,თემის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შ.ბ.ნოგმოვის მოწმობით სახალხო ზიზღის საჩვენებლად ლაჩრობაში მხილებულები ძველად გამოჰყავდათ კრების წინაშე თექის მახინჯი ჩაჩით თავზე შესარცხვენად და აჯარიმებდნენ ორიოდე ხარით, სხვა ცნობებით ეს ჩაჩი უნდა ეტარებინა დამნაშავის დედას მანამდე ვიდრე დამნაშავე რამე გმირობით არ გამოისყიდიდა თავის უსაქციელობას.ფოლკლორში ნახსენებია ჩაჩის როლის შემსრულებელი საგანგებო კაბაც.

6.26.2012

ჩერქეზული რაინდული კოდექსი უერკ ხაბზე:

Myths and Legends from the Circassians, Abazas, Abkhaz, and Ubykhs
Assembled, translated, and annotated by John Colarusso
http://www.circassians.org/images/tra04.jpg

რაინდული კოდექსი უერკ ხაბზე პირობითად შეიძლება დაიყოს რამოდენიმე საკვანძო დებულებად:

ერთგულება. ეს ცნება პირველ რიგში გულისხმობდა სიუზერენისადმი და აგრეთვე თავისი წოდებისადმი ერთგულებას. აზნაურები თავადს თაობიდან თაობაში ემსახურებოდნენ.

სიუზერენის შეცვლა ჩრდილს აყენებდა როგორც სიუზერენს ისე აზნაურს და ითვლებოდა დიდად სამარცხვინო რამედ.

აზნაურები თავისი თავადის ერთგულნი რჩებოდნენ შინაომში მისი დამარცხების შემთხვევაშიც და მაშინ ისინი თან ახლდნენ თავადს და მასთან ერთად სტოვებდნენ სამშობლოს. ეს გარემოება კი იწვევდა ხალხის უკმაყოფილებას და ცდილობდნენ აზნაურების დატოვებას. ბრძოლის დროს ყოველი აზნაური იბრძოდა თავისი თავადის გვერდით და თუ თავადი დაიღუპებოდა აზნაურებს უნდა გამოეტანათ მისი სხეული ბრძოლის ველიდან ან დაღუპულიყვნენ.

ერთგულების ცნება გულისხმობდა აგრეთვე ნათესავებისადმი ერთგულებას და მშობლების პატივისცემას. მამის სიტყვა კანონი იყო ოჯახის ყველა წევრისთვის და უმცროსი ძმა უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა უფროსს.

აზნაურს უნდა დაეცვა საგვარის ღირსება და შური უნდა ეძია მისი გვარის წევრის სიცოცხლისა და ღირსების ხელყოფის გამო, უნდა ითქვას რომ ჩერქეზებისთვის და მათ მიერ შექმნილი ეტიკეტისთვის სრულიად უცხო იყო სოციალური სერვილიზმი.

6.25.2012

მუშათა და გლეხთა გრაფ ა.ნ.ტოლსტოიზე და საბჭოთა ცხოვრების ზოგ სხვა რამეზეც:

Мать Мария и Николай Бердяев. 1930 год
დედა მარია და ნიკოლაი
ბერდიაევი,1930
ა.ნ შუსტოვი, გაიანას  წერილი თავაზიანად მოგვაწოდა ლიტერატურათმცოდნე დ.მ.კაუჩიშვილმა//იტალია//. მოგვყავს ნაწყვეტი გამოკვლევისა რომელიც დაიბეჭდა ჟუნალში «Русская Литература», 2000, ამსტერდამი.

მომავალი დედა მარია // ე.ი. კუზმინა-კარავაევა// იცნობდა რუსული ინტელიგენციის მრავალ წარმომადგენელს,მათ შორის რა თქმა ალეკსეი ტოლსტოისაც.

იყო პერიოდები როდესაც ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ,მაგრამ მთლიანობაში მათი ურთიერთობები თანაბარი იყო და არაა საჭირო მათი იდეალიზაცია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ,მაგრამ ორი მწერლის კონტაქტებმა მაინც დატოვა შესამჩნევი კვალი ყოველი მათგანის შემოქმედებაზე.

1911 წლის გაზაფხულზე პარიზიდან პეტერბურგში თავის სამოქალაქო ცოლთან ს.ი.დიმშიცთან და ახალშობილ ქალიშვილ მარიანასთან ერთად ჩავიდა და მაშინვე ჩაეფლო დედაქალაქის "ბოჰემის" ცხოვრებაში ალეკსეი ტოლსტოიმ როგორც ჩანს სწორედ ამ წლის ბოლოს გაიცნო ელიზავეტა კუზმინა-კარავაევა ტოლსტოი. ელიზავეტა იურიევნა მაშინ დამწყები პოეტი იყო და გრაფი //?// ტოლსტოი კი ცნობილი მწერალი-რამოდენიმე წიგნის ავტორი. ერთმანეთს ხვდებოდნენ ჟურნალი "აპოლონის" რედაქციაში და ნიკოლაი გუმილიოვის პოეტურ გაერთიანებაში "პოეტების ცეხი". ტოლსტოი მალე ჩამოშორდა ამ გაერთიანებას,კუზმინა-კარავაევა კი გახდა მისი აქტიური მონაწილე და 1912 წლის მარტში მან "ცეხოვისტებთან" გამოსცა თავისი ლექსების პირველი კრებული "სკვითური ნამტვრევები". ამ მოკრძალებულ წიგნაკს შეხვდა მრავალი კეთილგანწყობილი გამოხმაურება. ამ პუბლიკაციის წყალობით პოეტი ცნობილი გახდა და მან დაიმკვიდრა ადგილი ვერცხლის საუკუნის ლიტერატურულ სამყაროში.

6.24.2012

არქივიდან-ალ.ნ.ტოლსტოის წერილი ფუტურისტებისა და მის მიერ ნანახი უბედურების შესახებ:


ANTolstoy.jpg
ბოლშევიკების მიერ ჯერ მოუთვინიერებელი ალ.ნ.ტოლსტოის წერილი
//წერილი აკრძალული იყო ბოლშევიკების მიერ//.

 მხეცური სამოქალაქო ომის დროს ყირიმში გამოდიოდა მრავალი გაზეთი:"დიდი რუსეთი","     ბპრ.სუვორინის დრო", " სიცოცხლის ხმა", "რუსეთის გარიჟრაჟი", "ყირიმის აზრი", "ყირიმის მაცნე" და სხვ.   

ამ გაზეთებს ჰქონდათ აშკარად გამოხატული ანტიბოლშევიკური მიმართულება და ყირიმში წითელი ტერორის დროს//1920-1921 წწ.// მათი როგორც კონტრრევოლუციური ლიტერატურის მფლობელებს ემუქრებოდა დახვრეტა და ისინი გადაიქცნენ უდიდეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. ამ გამოცემების არასრული კომპლექტები ნახეს რუსეთის და უკრაინის მხოლოდ რამოდენიმე ბიბლიოთეკაში,არქივში და მუზეუმში. მრავალი წლის მანძილზე ამ გაზეთებს ინახავდნენ სპეციალურ,გასაიდუმლოებულ საცავებში. მხოლოდ ეხლახანს გახდა შესაძლებელი მათი წაკითხვა.

ისევ ბასმაჩებზე და ამანულა ხანზე:

ქამოლუდინ აბდულაევი        
Jun 23, 2012
ისევ ბასმაჩებზე და ამანულა ხანზე:
შუა აზიაში რადიკალური ისლამური განწყობილებების გაძლიერებამ,ავღანეთში და პაკისტანში ბრძოლამ თალიბების წინააღმდეგ გამოაცოცხლეს ისტორიული დისკუსიები მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულების მოჯახედებზე ანუ ბასმაჩების მოძრაობებზე,როგორც მათ უწოდებდნენ საბჭოთა ხანაში.

ამას ეძღვნება რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მესამე რეპორტაჟი ამ რეგიონის პრობლემების შესახებ.

ბასმაჩური მოძრაობა შუა აზიის ტერიტორიაზე გაჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისში,ბოლშევიკების მისვლისა და რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში. ბასმაჩობას უწოდებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-პოლიტიკურ პარტიზანულ მოძრაობას რომელიც ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას წმინდა ომის ლოზუნგებით.

6.23.2012

ნაპოლეონი იბრაკიმბეკი-4


Ибрагимбек. Фото из архива автора
4. ზაფხულის ბოლოს დაიწყო 9 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ ბუხარაში მყოფი და სრულებით გახრწნილი პირველი კავალერიული დივიზიის ნაწილების გაყვანა. მინდორ-ველებზე იყო უხვი მოსავალი მაგრამ აღმოსავლეთ ბუხარის გლეხებმა ვერ მოახერხეს თავისი შრომის ნაყოფის მშვიდად აღება. მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა.დაზავებას არ მოუტანია მშვიდობა. ბუხარაში დაბრუნებული ატა ხოჯაევი ბოლშევიკებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბასმაჩებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო. ამასობაში ხელისუფლება გისარში,კულიაბში და გარმში დე ფაქტო და დე იურე მოჯახედების ხელში იყო. მათი ლიდერები-დავლატმანდბი,იშან სულტანი, არ აპირებდნენ იარაღის დაყრას და ბაუხარის მთავრობის აღიარებას. 1921 წლის სექტემბერში ომი განახლდა დუშანბეს,კულიაბის და კურგან-ტიუბეს რაიონებში.

ბოლშევიკებს ისევ მოუხდათ ბუხარას შეიარაღებული ძალით დაპყრობა. დავლატმანდბიმ მოსახლეობაში მოაგროვა ოქრო-ვერცხლი და 200 ცხენი რაც გააგზავნეს ავღანეთში იარაღის და პატრონების შესაძენად.

ნაპოლეონი-იბრაგიმბეკი-3:

ბასმაჩების დროშა
ფერგანელთა გარდა აჯანყებულ ბუხარელებს მხარი დაუჭირა 2,5 ათასმა ტაჯიკმა ზერაფშანის სათავეებიდან აბდულხაფიზის ხელმძღვანელობით. ახალი წყობის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ რელიგიური ავტორიტეტი იშან-სულტანი დარვაზიდან და ადგილობრივი ფეოდალი დავლატმანდბიი,თურქმანი ბალჯუვონიდან.მათ მიმართეს ლოკაელებს და მოუწოდეს რუსებისა და ჯადიდების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისკენ. საბჭოთა არმიის არქივში არის ცნობა იმის შესახებ რომ იბრაგიმბეკი იყო დავლატმანდბიის  "სამხედრო ინსტრუქტორი".

ლოკაელები კაიუმ პარვონაჩის ხელმძღვანელობით გამოეხმაურენ სასულიერო პირთა და ადგილობრივი ფეოდალების მოწოდებას და იცავდნენ ბუხარის ამირას და თავის დასახლებებს რევოლუციური ჯარებისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან. შემდეგ იბრაგიმბეკმა შეცვალა თავისი ავად გამხდარი სიმამრი და მისი მეთაურობით ლოკაელთა რაზმები გაბატონდნენ აღმოსავლეთ ბუხარის აჯანყებაში.

ფრიდრიხი და შატობრიანი


გერმანელი რომანტიკოსი კასპარ
დავიდ ფრიდრიხის სურათი
"ყველა ადამიანს ფარულად იზიდავს ნანგრევები: ეს გრძნობა გამომდინარეობს ჩვენი ბუნების სისუსტიდან, დანგრეულ შენობათა და ჩვენი არსებობის სწრაფმავლობის იდუმალი   შესაბამისობიდან.

და ამას უერთდება ჩვენი სიმცირის დამამშვიდებელი იდეა. ზოგჯერ ესოდენ სახელგანთქმულ მთელ ხალხებს და ადამიანებს შეეძლოთ არსებობა ჩვენი სიბნელისთვის განკუთვილ მოკლე დროის იქითაც.

ნანგრევები დიდ მორალობას აძლევენ ბუნებას. როდესაც ისინი არის სურათზე თვალი ვერ სცდება მათ და მუდამ ბრუნდება მათკენ.

და რატომ არ უნდა ჩამოგვცილდნენ ადამიანთა ქმნილებები როდესაც ყველაფრის გამნათებელი მზეც კი უნდა ჩამოვარდეს კამარიდან?...

6.22.2012

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-2


ბასმაჩები უზბეკეთიდან ავღანეთში
 წითლებმა გადაწყვიტეს  თურქესტანში და ბუხარაში უკვე დაპყრობილი ტერიტორიების გამაგრება. აღმოსავლეთ ბუხარაში ლაშქრობის მომწყობი თურქესტანის პირველი კავალერიული დივიზიის ნაწილები 1921 წლის გაზაფხულისთვის სულ გაიხრწნენ რაც აიხსნებოდა დაღლილობით, ავადმყოფობებით და მომარაგების უკმარისობით.

     ამან გამოწვია დისციპლინის მოშლა. წითელარმიერელებმა დაიწყეს მასობრივი ძარცვა-ღლეტა და ძალადობა მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ.  1921 წლის პირველი მაისისთვის წითელი არმიის ჯარებმა დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთი ბუხარა. მათ თავისი გარნიზონები დააყენეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სოფლებში და შეუდგენ წითელი არმიისთვის სანოვაგის მოგროვებას.მარცვლეული,ხორცი და სხვა პროდუქტები აღმოსავლეთი ბუხარიდან კასპიის იქით გაჰქონდათ.

ბოლშევიკებისგან აღმოსავლეთის მხსნელი ბასმაჩების ისტორიიდან,ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1:

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1.

Ибрагимбек. Фото из архива автора статьи"ნაპოლეონი ლოკაიდან"-ასე ჰქვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნასრედდინ ნაზაროვის ერთ-ერთ წიგნს ადრეულ საბჭოთა ისტორიაზე რომელიც ეძღვნება ათი წლის მანძილზე წითელი არმიისთვის,ტაჯიკეთის და მთელი შუა აზიის ხელისუფლებისათვის თავზარდამცემ იბრაგიმბეკს.

ამ კაცის ბედში აისახა შუა აზიის ხალხთა რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია.ტაჯიკეთში,უზბეკეთში, ავღანეთში იბრაგიმბეკი ვიღაცისთვის საძაგელი ბანდიტი და დაუნდობელი უწიგნური ველურია და ვიღაცისთვის ისაა მრავალი წლის მანძილზე დაუმარცხებელ წითელ არმიასთან მარტო მეომარი ეროვნული გმირი.

აქ  ვილაპარაკებთ იბრაგიმბეკის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ბუხარაში 1921-1926 წლებში და მისი ემიგრანტული ცხოვრების პერიპეტიებზე,მის მონაწილეობაზე ავღანეთის მისთვის უცხო სამოქალაქო ომში 1931 წლის ქპრილში ტაჯიკეთში დაბრუნებამდე...

6.21.2012

ლამაზი კავკასია-შესავალი იბერიულ-კავკასიური ეთიკის გასაცნობად,ჩერქეზული მაგალითი-1:

Черкесы.ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!
 მარტო იაპონელებს არ ქონიათ საამაყო ეთიკური კოდექსი ბუსიდო. ასეთი რამ კავკასიელებსაც ჰქონდათ და აქვთ და კარგი იქნება თუ პერესტროიკით გადარეულები ამას არ დაივიწყებენ. ეხლა ვილაპარაკოთ  ჩერქეზული თავადაზნაურული ღირსების კოდექსზე, ადიღე ხაბზეზე 
//უერკ ხაბზეზე//. 


ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!
 
ცნება ხაბზე როგორც მის ვიწრო სოციალურ, წოდებრივ ასპექტში-უერკ ხაბზე, ისე უფრო ფართო საერთო სახალხო ასპექტში "ადიღე ხაბზე" არის ძალიან დატვირთული და ყოვლისმომცველი ცნება.

  მასში იგულისხმება არა მხოლოდ ეტიკეტი არამედ რიტუალებიც, ტრადიციებიც,
საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც, ჩვეულებრივი სამართლის ნორმებიც, ადიღთა სულიერი, ეთიკური და მორალური ღირებულებებიც.
 
ამ თემის სხვადასხვა აპექტი გაშუქებულია ბ.ხ.ბგაჟნოკოვის, ს.ხ.მაფედზევის,
ა.ი.მუსიკაევის, ა.მ.გუტოვის და სხვა ავტორთა ნაშრომებში. აქ მასზე ვილაპარაკებთ მისი სოციალური, წოდებრივ-კლასობრივი შინაარსის კუთხით.

ლამაზი კავკასია,ჩერქეზული ეთიკური კოდექსი-2:


ჩერქეზი თავადების სამოსი,1811 წლის გრავიურა
ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსიდან:
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ადამიანის პატივისცემა. ქვემდგომმა პატივი უნდა სცეს ზემდგომს. აზნაურები ემსახურებოდნენ თავის თავადს.მოწიწებით ექცეოდნენ მას. აზნაურობის უმდაბლესი კატეგორიები, ე.წ.ფშიჩეუ, თავადის მცველები და იარაღის მტვირთველები ყოველ დღე ემსახურებოდნენ მას საშინაო ყოფაშიც.

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი და ზემდგომსაც უნდა ეცა პატივი ქვემდგომისთვის. 

დუბროვინის თქმით "უმრავლეს შემთხვევაში ორივე მხარე ავლენდა დახვეწილ თავაზიანობას და ურთიერთპატივისცემას".

ასაკით უფროსების პატივისცემა: ყურადღება უნდა გამოეჩინათ ყველა უფროსის მიმართ. ჩერქეზული ეტიკეტის თანახმად ფეხზე უნდა ამდგარიყვნენ უფროსის გამოჩენისას და არ უნდა დამსხდარიყვნენ მისი ნებართვის გარეშე. უფროსის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა ლაპარაკი.  ახალგაზრდას მხოლოდ პასუხი უნდა გაეცა უფროსის შეკითხვებზე და შეესრულებინა მისი თხოვნები, მომსახურებოდა მას სუფრაზე და ა.შ. 

ამასთან უფროსისადმი ასეთი ყურადღება უნდა გამოეჩინათ სოციალური წარმოშობის, სოციალურ განსხვავებათა მიუხედავად. 

ლამაზი კავკასია-შესავალი იბერიულ-კავკასიური ეთიკის გასაცნობად,ჩერქეზული მაგალითი-1:

ჩერქეზი მამლუქი
ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!

მარტო იაპონელებს არ ქონიათ საამაყო ეთიკური კოდექსი ბუსიდო. ასეთი რამ კავკასიელებსაც ჰქონდათ და აქვთ და კარგი იქნება თუ პერესტროიკით გადარეულები ამას არ დაივიწყებენ. ეხლა ვილაპარაკოთ  ჩერქეზული თავადაზნაურული ღირსების კოდექსზე, ადიღე ხაბზეზე //უერკ ხაბზეზე//. 

ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!

  ცნება ხაბზე როგორც მის ვიწრო სოციალურ, წოდებრივ ასპექტში-უერკ ხაბზე, ისე უფრო ფართო საერთო სახალხო ასპექტში "ადიღე ხაბზე" არის ძალიან დატვირთული და ყოვლისმომცველი ცნება.
  
მასში იგულისხმება არა მხოლოდ ეტიკეტი არამედ რიტუალებიც, ტრადიციებიც,
საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც, ჩვეულებრივი სამართლის ნორმებიც, ადიღთა სულიერი, ეთიკური და მორალური ღირებულებებიც.

დაკარგული ცივილიზაციები-ჰათები,ხეთები+სულ ცოტა ქართველებზე და აფხაზებზე:


Файл:Hititas 1300 adC rus.svg
ხეთების მიერ დაპყრობილი
არემარე და მათი ქვეყანა
"....ჰათებს თვლიან გაბატონებულ სუბსტრატად, თუ გნებავთ ცენტრალური ანატოლიის აბორიგენებად. შემდეგ, მოგვიანებით მათ გადაეფარნენ ხეთურად და პალაურად მოლაპარაკე ინდოევროპელები. 
   ინდოევროპელმა ხეთებმა ამ ხათებისგან აიღეს როგორც მრავალი სიტყვა ისე მათი კულტურის და მათი რელიგიის მნიშვნელოვანი ნაწილი
ამ იმდოევროპელთახელი ხეთიც კი მომდინარეობს ჰათების სახელიდან
   ჰათები თავის თავს უწოდებდნენ ნესას და თავის ენას ნესილის.
ჰათების ენა არაა ინდოევროპული ენა.,,,

ზოგი ნიშანი გვაფიქრებინებს რომ ჰათების ენა უნდა ენათესავებოდეს ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენებს //აფხაზურს// და სამხრეთ კავკასიის მთავარ ენას, ქართულ ენას"  //ეს დაწერა კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა,პროფესიონალ არქეოლოგთა ირლანდიული  ასოციაციის თავმჯდომარემ ჟურნალი ინდოევროპული კვლევების" Indo-Europeans Studies-ის კომიტეტის წევრმა ჟ,პ, მელორიმ თავის მონოგრაფიაში "ინდოევროპელთა ძიებაში,ენა,არქეოლოგია,მითი",გვ.31, A la recherche des Indo-Européens,Langue,Archéologie,Mythe,რომელიც ფრანგულად გამოსცა პარიზმა 1997 წელს,გვ. 31-J.P.Mallory, In Seqrch of the Indo-Europeans,Language,Archeology and Myth,Thames and Hudson, 1989//.

6.19.2012

ვანდალიზმზე-2,ვანდალიზმის სახეობები:



"ვანდალიზმის ბოლო შემთხვევებია ძეგლების მოსპობა საბჭოთა კავშირში მისი დაშლის შემდეგ//პოლიტიკური ვანდალიზმი// და ტალიბანის მიერ ბამიანის ბუდების მოსპობა ავღანეთში//რელიგიური ვანდალიზმი//."
ვანდალიზმის ტიპები:
სხვადასხვა ავტორი // მონტალამბერი, რო,ფლერი და ლეპრუ, მაგალითად// ვანდალების მოტივაციის შესაბამისად არჩევენ ვანდალიზმის სხვადასხვა ტიპს.

"ვერინებში"//Verrines//, მაგალითად,ციცერონი შემდეგნაირად აღწერს თავისი მოწინააღმდეგის ქმედებებს:": "მე გელაპარაკებით იმაზე რასაც ვერესი უძახის თავის გენოვნებას:მის მეგობრებზე,მის ავადმყოფობაზე,მის მანიაზე;სიცილიელებზე,მის ყაჩაღობაზე,მე არ ვიცი თუ რომელი გამოთქმა უნდა ვიხმარო".

 არადა ორი ათასი წლის შემდეგ ლუი რომ სწორედ ამას უწოდა ელჯინიზმი. ლუი რომ შეადგინა კატალოგი და მოიყვანა შემდეგი მაგალითები:

საქართველოს მეგობარი ოვანეს თუმანიანი საქართველოზე



*ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი".
ოვანეს თუმანიანი (1869-1923)
***
საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს… ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით… ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.

ვანდალიზმზე, ვანდალიზმთან მეომარი აბე გრეგუარის ხსოვნას.


აბე გრეგუარის ხსოვნას, ვანდალიზმი //ვიკიპედია//:

ცნება ვანდალიზმის შემქმნელი,
ბლუას კონსტიტუციური ეპისკოპო–
სი აბე გრეგუარი
ვანდალიზმი არის საჯარო თუ კერძო ქონების უმიზეზო მოსპობა თუ დაზიანება. ვანდალები ყველაზე ხშირად ემტერებიან შენობებს, მოძრავ ქონებას, ბუნებას, დოკუმენტებს თუ ხელოვნების ნაწარმოებებს რომლებიც ქმნიან რომელიმე კულტურის,მისი მემკვიდრეობის მეობას. ჩვეულებრივ მეტყველებაში ეს ცნება ზოგჯერ აღნიშნავს სხვა ტიპის შეგნებულ ნგრევა დაზიანებას.
ცნება ჩნდება საფრანგეთში 1793 წელს და ის პოპულარული გახადა 1794 წელ კონვენტისადმი თავის ანგარიშში ბლუას კონსტიტუციურმა ეპისკოპოსმა აბე გრეგუარმა //ანრი გრეგუარმა//. 
მან სიტყვა ვანდალიზმი გამოიყენა რესპუბლიკური არმიის ნაწილის დამანგრეველ მოქმედებათა დასახასიათებლად.
მას შეემდეგ გააქტიურდა კანონმდებლის ჩარევა მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკაში. რევოლუციურ ასამბლეათა დებატებში გამოიკვეთა ძველი რეჟიმისთვის უცხო ცნება,მემკვიდრეობა. //საფრანგეთის განათლებულ მეფეებსაც,მაგალითად ფრანსუა პირველს, დიდად მოსწონდათ ანტიკური ხელოვნება. მაგრამ ფრანსუა პირველი არ აფასებდა შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებას და ამიტომ 1527 წელს მან დაანგრევინა ლუვრის ფილიპე აგგუსტეს კოშკი ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ 1677 წელს ბრძანა ბორდოში პილიერ დე ტუტელის ძეგლის დანგრევა//ეს ძეგლი მესამე საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. იხ. მარი ან სირის წიგნი მემკვიდრეობის "სფრანგეთი და მეხსიერების არჩევა",Marie-Anne Sire,La France du Patrimoine,les choix de la mémoire",პარიზი,2010,გვ.14//.

6.18.2012

კონსტანტინე გამსახურდია დარბაისელ ვაჟკაც და შესანიშნავ ხელოვან შალვა დადიანზე

კონსტანტინე გამსახურდია შალვა დადიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
1959 წლს 15 მარტს, გარდაცვალა შესანშნავქართველმწერალშალვა დადან.
შალვა დადანდაბადა 1874  წლს 8 მასს, დაბა ზესტაფონშ, ცნობ მწერლსა და საზოგადო მოღვაწს ნკოლოზ დადანს ოჯახშ. ნკოლოზ (ნკო) დადანყო ცნობდა პატვცემულადამანმთელ საქართველოშ– პოეტ, სტორკოს, პედაგოგ, ექ, ასტრონომ. მასთან მეგობრობდნენა ჭავჭავაძე, აკაკწერეთელ,ვანე მაჩაბელდა სხვებ.

შალვა დადანმა განათლება მღო შნ, მოწვეულმასწავლებლებს ხელმძღვანელობთ. მს ოჯახშ, ბევრ რამესსწავლდა ადამან. უნდა აღშნოს, რომ ცნობპოეტდა მწერალდუტუ მეგრელც ნკო დადანს ოჯახშაღზარდა.

მომავალმწერალ, სჭაბუკდანვე გატაცებულყო პატროტულდა სოცალურსამართლანობს თემებთ.  სწორედ ამდეებთაა გამსჭვალულ ლექსებს პრველკრებულ“ნაპერწკალ”, რომელც 1892 გამოვდა. ასევე მ პროზაულატურებ, რომლებც 1896 წლდანბეჭდებოდა გაზეთ “ვერაშ”.

Ex Oriente Lux !!!-აღმოსავლეთიდანაა სინათლე:


ეტრუსკული ქიმერა
«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან და,შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო--ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები,
ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე.

არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს,რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე... (ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).

Ex Oriente Lux!!!
«Ex Orieნტე Lux», ამბობდნენ ძველი და ბრძენი რომაელები. 
მათ არ უთქვამთ რომ მზე ლენინის იდეების სახით ჩრდილოეთიდან ამოდისო.
ძველ და ბრძენ ბერძნებს კი მიაჩნდათ რომ კოლხეთს მართავდა მზის ღმერთი ჰელიოსის ვაჟი აიეტი ანუ მათი აზრით სინათლის მიწიერი წყაროც აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო.

დავუკვირდეთ ზოგი ევროპელი ისტორიკოსის ზოგ მოსაზრებას ეს კარგი შეიძლება აღმოჩნდეს ვნებათაღელვით შეპყრობილი ჩვენი თანამედროვეობისთვის.

ეტრუსკები-3.

12. ეტრურია ქვეყანაა სადაც განხორციელდა პირველი ევროპული ეკონომიკური სასწაული! 

ბაბილონელი ასტროლოგი
ახალი იყო აგრეთვე ცერემონიალის პომპა,სიმბოლო ძალისა და ხელისუფლებისა,
რომელიც გარემოიცავს სუვერენს თავისი ფუნქციების შესრულებისას და საჯარო ქმედებისას. ეტრუსკებმა, ყვება დიოდორე სიცილიელი, « გააძლიერეს დიდება რაც გამოარჩევს მათ უმაღლეს ბელადებს». მათ აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადმოიტანეს სუვერენობის ნიშნები. ეტრუსკთა მიერ აღმოსავლეთიდან მოტანილი
ოქროს დიადემა ,კვერთხი, პორფირის მოსასხამი ( ტოგა პალმეტა) და სპილოს ძვლის ტახტი -სელლა ცურულლის-რომმა მთელს ევროპაში გაავრცელა.
ვინაიდან ეტრურიაში, ისევე როგორც მოგვიანებით რომში, მთვარე და მისი სხვადასხვა ფაზა განსაზღვრავს დროის დანაწილებას და დღესასწაულთა კალენდარს მასვე ექვემდებარება მეფის ოფიციალური აქტები. 8 დღესში ერთხელ მეფე აწყობდა საზეიმო სხდომას. ეს ამავე დროს ბაზრობის დღეა. მეფე თავისი ოფიციალური რეზიდენციის წინ იღებდა მნახველებს და აწყობდა სასამართლოს. გადაადგილებისას მას წინ უძღოდნენ მსახურნი რომელთაც ჰქონდათ «ფასცები», წკეპლათა კონა რომელშიც ჩადგმული იყო ორმაგი ცული. ის ცნობილი იყო კრეტელებისთვისაც რომლებიც მას იყენებდნენ როგორც წმინდა სიმბოლოს მაშინ როდესაც ლიქტორის კონა წმინდა ეტრუსკული წარმოშობისაა. იმპერიული ხანის ავტორები,მაგ. სტალიკუსი და ფლორუსი ეტრუსკებს მიაწერენ «ფასცების» შემოღებას. პირველი კი « ფასცების» გამოგონების ადგილად ვეტულონიას ასახელებს. ამ უკანასკნელი განცხადების დასადასტურებლად საჭიროა VII საუკუნის ნაშთთა აღმოჩენა.

ეტრუსკები-2.

ეტრუსკთა გამოჩენა:

«არქეოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ რომ ძველი იტალიის განვითარებაში აბსოლუტური პრიორიტეტი ეკუთვნის ეტრურიას. მეშვიდე საუკუნიდან ეტრუსკი ერი ჩანს როგრც ისტორიულად ჩამოყალიბებული, თავისი ენით, თავისი ინტელექტუალური და კულტურული სახით» (Massimo Pallotino, 1955).

«ეტრუსკები სხვა ხალხებისგან განსხვავდებიან არა მარტო ენით, არამედ ცხოვრების წესითაც,ზნე-ჩვეულებებითაც» (დიონისე ჰალიკარნასელი, ძვ.წ.I ს.).

გაჩნდა გიგანტური აკლდამები:

ძვ.წ.IX დაუკუნეში იტალიაში ჯერ არ იყო დამდგარი ისტორიული ხანა. ერთი საუკუნეც არ იყო გასული რომ აღმავლობა დაიწყო, ქვეყნის თავზე ბობოქრობს ქარიშხალი და უხეშად აღვიძებს მას რათა გაიყოლიოს გადაშლილ მომავალში. არნახული ცვლილება განიცადეს არსებებმა და საგნებმა,ცხოვრებამ შეცვალა ინდოევროპელ მკვიდრთა ენაც და ზნე-ჩვეულებებიც კი. სრულებით სხვა სახეს იძენს თვით პეიზაჟი.

ამ მძლავრი ძვრებისა და ცვლილებების თეატრია იტალიის გულში არსებული მიწის ის კუთხე რომელმაც დღემდე შემოინახა თავისი მომხიბლაობა. მიწითა და მცენარეულობით უნიკალურ,რმაგიურად მშვენიერ ტოსკანას პეიზაჟის მომაჯადოებელი ძალის მქონე უხსოვარი ხანის მომხიბლაობა ვერ წაართვეს ვერც პლაჟთა დამპყრობელმა დამსვენებლებმა და ვერც სამხრეთისკენ მიმავალ მოტოტურისტთა ნაკადმა.

Ex Oriente Lux,აღმოსავლეთიდანაა სინათლე,ეტრუსკები:


გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის თქმითაც აღმოსავლეთიდანაა სინათლე.
ეტრუსკული ოქრომჭედლობიდან 
«... სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, იტალიის გულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას...»
ევროპის ფესვებთან: ეტრუსკები:
ფრაგმენტები გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის წიგნისა «ეტრუსკები» (Werner Keller, Denn sie enzündeten das Licht, 1975, თარგმანი ფრანგული თარგმანიდან « Les Etrusques», პარიზი, 1976):

წინასიტყვაობა:

ევროპის არც ერთ ხალხს არ მოქცევიან ისე ცუდად როგორც მოექცნენ ეტრუსკებს. ესოდენ სისტემატურად არ უნგრევიათ რომელიმე ხალხის მიერ თავისი შთამომავლობისთვის დატოვებული მემკვდრეობა. მოხდა ზუსტად ისე თითქოს არსებოდა საერთო შეთქმულება,რომელიც მიზნად ისახავდა წაეშალა ყოველგვარი კვალი ერისა რომლის პიონერულმა აქტივობამ დაწერა დასავლეთის ისტორიის პირველი თავი. ამაში არაფერი შეუცვლია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე მოპოვებულ საოცარი რაოდენობის არქელოგიურ აღმოჩენებს. ჰკითხეთ აბა ვინმეს თქვენს ირგვლივ რომის დაარსების თარიღი და იგი გიპასუხებთ იმას რაც რა თქმა უნდა სასკოლო სახელმძღვანეოლოებში და ყველა ლექსიკონშია აღნიშნული,მაგრამ რაც დიდი ხნის წინ უკუგდებული ტყუილია. რომი დაარსებულია ძვ.წ.753 წელს. დამფუძნებლის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ახალგაზრდა რომაელი მოწაფეები ასევე არასწორად გიპასუხებენ რომ რომის დამაარსებელი რომულუსია.

იმპრესიონისტებზე,რკინიგზის სადგური-ახალი კათედრალი:

იმპრესიონისტები მაიაკოვსკის წინამორბედები?
par Gueorgui Mardjanichvili, dimanche 31 janvier 2010, 00:53
მანე, მცვალებული ქრისტე
ანგელოზებთან
მონესათვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო. თანამედროვეობის და მომავლის კათედრალებია სხვა ძეგლები : თანამედროვე რელიგია,
რკინიგზათა რელიგია იშლება და აფინება ახალ კათედრალებში: რკინიგზის სადგურებში და ინდუსტრიის სასახლეებში…

«По морям и океанам носится за миноносцем  миненоносица»
(Маяковский).

რკინიგზის სადგურები - თანამედროვე კათედრალები, კომტის მოწაფე იმპრესიონისტებზე:
ტილოების უკან იდეებიც იმალება. ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სკოლის, იმპრესიონისტთა სკოლის მხატვრებში შეცურდა კომტის პოზიტივიზმით დაღდასმული პროგრესის იდეოლოგია.

რელიგიურ თემებს შეგნებულად ეთმობა მცირე ადგილი. მიუხედავად მონეს კათედრალებისა გარდასული წარსულის სიმბოლო ეკლესიები შეცვალეს თანამედროვე ტაძრებმა, რკინიგზის სადგურებმა,ვაგზლებმა.

საუკუნეების მანძილზე ხან პლატონის და ხან არისტოტელეს დოქტრინებზე დაფუძნებული,მათ შორის მერყევი ხელოვნება შემეცნების პროცესში ხან გონებას ანიჭებდა უპირატესობას და ხან გრძნობას და განცდას.

თანამედროვეობის ფიგურები, მარგარეტ იურსენარი:

«ბედნიერებას მხოლოდ უიმედობის საფუძველზე აგებენ» (მარგერიტ იურსენარი). შიშს, ჟინს, დამცირებას, სიკვდილს, ამ შინაგან დემონებს იმორჩილებს და განდევნის შემოქმედების ძალა.

Marguerite Yourcenar.jpg
მარგერიტ იურსენარი, 1983 წ.
თანამედროვეობის ფიგურები, მარგერიტ იურსენარი (1903--1987):
I. ცხოვრებიდან ნაშრომამდე:
1.პირველი პერიოდი: ევროპა,1903-1939
1903-1919: ნაადრევი და მარტოსული ბავშვობა - მონტ-ნუარ:

მარგერიტ დე კრაიენკური წარჩინებული და მდიდარია: მამამისი არის საუკუნეების წინ ჩრდილოეთ საფრანგეთში დამკვიდრებულ წარჩინებულთა გვარის მემკვიდრე. დედამისი ფერნანდ დე კარტიე დე მარშიანი ეკუთვნის ლიეჟის ძველ არისტოკრატიას. ბედით პრივილეგირებული მარგერიტი მიუხედავად ამისა უბედურებას განიცდის დაბადებიდანვე : დედამისი კვდება მშობიარობის შედეგად. მაგრამ მწერალი მოგვიანებით სულაც არ წუწუნებს და ჩივის თავისი ობლური ცხოვრების გამო და ამბობს რომ იგი გარშემორტყმული იყო სიყვარულით,რომ ცხოვრობდა « ძველი სახლების მსგავს ხალხმრავალ სახლში».

უძლიერესი მოგონებები დაკავშირებულია მონტ-ნუართან, ოჯახურ სახლთან;სწორედ იქ ისწავლა მარგერიტმა ცხოველების და ველ-მინდვრების, პლაჟების, «ამ უსასრულო ველების» სიყვარული. ბიძების, ბიძაშვილების, ბებია ნოემიას, მრავალრიცხოვანი «სახლეულის» გვერდით ყოფნის მიუხედავად ბავშვი თითქმის ყოველთვის მარტოა. არადა ეს მარტოობა იყო ერთგვარი პრივილეგია, ძვირფასი რამ რომელმაც ხელი შეუწყო როგორც სხვათა სიყვარულს ისე დამოუკიდებლობას.

6.16.2012

ნავთობის მრეწველი,მეცენატი და კოლექციონერი ზუბალაშვილები-1 :


კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი //1828 - 1901// იყო ნიჟეგოროდის დრაგუნთა 
Добавьте подпись

პოლკის შტაბს-კაპიტანი. იმ პოლკისა რომელშიც კავკასიაში გადაასახლეს მ.ი.ლერმონტოვი. შტაბს-კაპიტანს ჰქონდა მიწა გორში სადაც ცხოვრობდა თავის მეუღლე ელისაბედ თუმანიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად.
        ცხოვრობდა საკმაოდ მოკრძალებულად სანამ 1872 წელს არ იყიდა მიწა ბიბი-ეიბატში//ბაქო//,სადაც მალე აღმოჩნდა ბევრი ნავთობი. კ.ი.ზუბალაშვილის ფირმამ იქ ნავთობის მოპოვება დაიწყო 1889 წლიდან და ოჯახი მალე გამდიდრდა. კ.ი.ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1901 წლის 26 მარტს.

მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობა თანაბარი წილებით გადავიდა მის შვილებთან 
//ლევ-ლევანი, სტეფანე, პეტრე და იაკობი//.

სტეფანე გარდაიცვალა მალე მამამისის შემდეგ. იაკობი დაბინავდა პარიზში,პეტრე-შვეიცარიაში, მოსკოვში მცხოვრები ლევი კი ბაქოში,ტფილისში და მოსკოვში არსებული ზუბალაშვილების კანტორების მეშვაეობით ხელმძღვანელობდა მთელ საქმეს. ის მოგების წილს აძლევდა ძმებს და ფლორენციაში მცხოვრებ ბიძას.

ჩინეთის რესპუბლიკის ასი წლისთავისთვის.

"ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს კულტურას და ეს ჩვენ გვაწუხებს." ამაზე წუხან თანამედროვე ორომტრიალში მოყოლილი უძველესი და ლამაზი ჩინეთის დღევანდელი ინტელექტუალებიც...

 http://www.lechinois.com/tatouage/images/angelinajolie_dragon03.jpg
ასი წლის წინ  ჩნდებოდა ახალი ეროვნული სახელმწიფო, ჩინეთი. დინასტია ქინგის დამხობის შემდეგ ჩინეთი დამკვირდდა როგორც მსოფლიოს ანგარიშგასაწევი ძალა. მაგრამ თავისი საფუძვლის განსამტკიცებლად მას დასჭირდა მრავალი გამოწვევის დაძლევა.
         
1912 წელს გაჩნდა ჩინეთის რესპუბლიკა. ასი წლის წინ ჩნდებოდა ახალი ეროვნული სახელმწიფო. ლაპარაკია დიდად მნიშვნელოვან მოვლენაზე იმიტომ რომ არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. მეორე საუკუნიდან არსებულმა ჩინურმა კონფუციურმა იმპერიამ და ის გადაიქცა ერთ-ერთ ეროვნულ სახელმწიფოდ. და ჩვენ პირველად ვილაპარაკებთ ჩინეთზე, მაშინ როდესაც ადრე ვლაპარაკობდით  "დინასტია მინგზე" თუ "დინასტია ქინგზე"...
         
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩინეთი უშუალოდ გადავა თანამედროვეობაზე. დაიწყო რეფორმები. თანამედროვე სკოლები,იმპერიულ გამოცდათა დასასრული, უნივერსიტეტების გახსნა. ასევე იყო რეგიონალურ თუ პროვინციულ ასამბლეათა, კომერციის პალატათა, პროფესიულ ჯგუფთა პროექტები...

6.15.2012

საინტერესო თანამედროვეთა პორტრეტებიდან-სომერსეტ მოემი:

"მშვიდობის მოსაპოვებლად საჭიროა ეგოს შიშების და წადილების დაძლევა და სულის ცხოვრებით ცხოვრება". 

"სამართებლის პირი" // 1944//:
"მას არა აქვს არავითარი ამბიცია და ის არ ეძებს სახელს. მას სულ არ მოეწონებოდა ცნობილ პიროვნებად გადაქცევა. მაშ ის შეიძლება კმაყოფილი იყოს არჩეული ცხოვრებით ცხოვრებით,მხოლოდ თავის თავად ყოფნით.

მაგრამ ის შეიძლება ფიქრობდეს რომ ის მიიზიდავს გაურკვეველ სულებს ისე როგორც სანთელი იზიდავს პეპლებს და ისინი ოდესმე გაიზიარებენ მის აზრს უდიდესი კმაყოფილებაა მხოლოდ ცხოვრება სულში".

რამოდენიმე სიტყვით:
"მშვიდობის მოსაპოვებლად საჭიროა ეგოს შიშების და წადილების დაძლევა და სულის ცხოვრებით ცხოვრება". ეს თხზულება ეფუძნება მოემის მოგონებებს, მაგრამ ის იკითხება როგორც რომანი. თვითონაცაა წარმოდგენილი მის მიერ მოთხრობილ მოვლენებში. ავტორი ასრულებს მთხრობელის და მოთხრობის პერსონაჟის ორმაგ როლს.

რას ნიშნავს სათაური? წინასიტყვაობის სახით მოემს მოჰყავს უპანიშადების ერთი ადგილი: "გზა სამართებლის პირისავითაა გალესილი, საშიშია და ძნელია გასავლელად. სწორედ ამას ამბობენ ბრძენნი".

გავიცნოთ ლედიც:

თუ რომელიმე ქალის გვერდით ხართ თავდაჭერილი და ცდილობთ რომ გამოჩნდეთ უფრო ჭკვიანი, უფრო თავაზიანი და უფრო მშვენიერი ესე იგი თქვენ ხართ ლედის გვერდით. თუ კი თქვენ ქალბატონს პატივსაც კი სცემთ მაგრამ უწესოდ იქცევით ესე იგი არ ხართ ლედის გვერდით.

ვინაა ლედი? თავიდან ითვლებოდა რომ ლედი არის ლორდის მეუღლე და ესე იგი მას აქვს არისტოკრატიული წოდება. წოდება კი, როგორც ხვდებით პასუხისმგებლობაცაა და არა მარტო პრივილეგია.

მას შემდეგ გავიდა დრო. იქმნებოდა ახალი ფორმაციები და ელიტები,მაგრამ რაც არ უნდა შეცვლილიყო საზოგადოება ყოველთვის იყვნენ ღირსეული ქცევითა და საკუთარი თავის პატივისცემით გამორჩეული მანდილოსნები.

სწორედ მათგან იღებს მაგალითს ის ქალიშვილი ვისთვისაც ცხოვრების ხარისხი არაა უაზრო და ცარიელი სიტყვა. და ლაპარაკი არაა ქონებაზე და ფულზე,ლაპარაკია პიროვნების თვისებებზე რომელთა ყიდვაც შეუძლებელია.

ლედი გამოირჩევა იმით რომ დემოკრატიულია,მაგრამ ამავე დროს შეუძლია დისტანციაზე ყოფნა. მაგრამ დემოკრატიულობა არაა თავაშვებულობა და დისტანციაზე ყოფნა არაა ქედმაღლობა.

6.14.2012

ვინ არიან ჯენტლმენები:

ჯენტლმენს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მეგობრობის განცდა და ის პატივს უნდა სცემდეს სხვა ადამიანებს. 

ვის ვუწოდებთ ჯენტლმენებს? სოციალური ტერმინოლოგიის ნაწილი ცნება ჯენტლმენი წარმოიშვა მოგვიანებით. ფეოდალური საზოგადოების დასასრულს,მე-16 საუკუნეში, როდესაც ინგლისში აქტიურად ვითარდებოდა მრეწველობა კეთილშობილ, მაგრამ წოდების არმქონე წვრილ აზნაურებს უწოდებდნენ ჯენტრის.

ჯენტლმენს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ძველი ენები,მათ შორის ლათინური და უნდა ყოფილიყო ძველბერძნული ხელოვნების ნამდვილი დამფასებელი. ქცევის ეტალონებსაც არჩევდნენ შორეულ ანტიკურ სამყაროში და ჯენტლმენები მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ძველი ელადის გმირებს.

თავდაპირველად ჯენტლმენებს უწოდებდნენ იმათ ვისაც თავისი კეთილშობილი წარმოშობის გამო არ შეეძლო თავის რჩენა ფიზიკური შრომით,ხელით მუშაობით.

მაგრამ უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ინგლისური საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში ხდება ცვლილებები რომლებმაც შეცვალეს ცნება ჯენტლმენის მნიშვნელობა. ჯენტრის უმცროსი შვილები,რომელთაც არ მიუღიათ მემკვიდრეობით მამის მამული ებმებოდნენ კომერციაში და ასე ირჩენდნენ თავს.

6.13.2012

ესეც ევროპაა, საინტერესო თანამედროვეთა პორტრეტებიდან, სიმონ ვეილი:

ღმერთის მოლოდინი //1949//:
"ჩვენ ვსწავლობთ კითხვას, ჩვენ ვსწავლობთ ხელობას.ჩვენ ასევე ვსწავლობთ ყველაფერში იმის დანახვას რომ სამყარო უპირველეს ყოვლისა ემორჩილება ღმერთს. ეს ნამდვილი სწავლაა და როგორც ყოველი სწავლა მოითხოვს ძალისხმევას და დროს. იმისთვის ვინც განასრულა სწავლა საგნები და მოვლენები არის ღმერთის უსასრულოდ ტკბილი სიტყვის ვიბრაციები."


"მეგობრობაში არის რაღაც უნივერსალური. ისაა სიყვარული ადამიანისა ისე როგორც მოვინდომებდით ყოველი ადამიანის შეყვარებას".

რამოდენიმე სიტყვით:
უარყავით მასის მენტალობა და შექმენით თქვენი საკუთარი სულიერება. როგორ გახდა მემარცხენე ინტელექტუალი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მისტიკოსი? აი სიმონ ვეილის ხანმოკლე ცხოვრების საიდუმლო.

პარიზში, საშუალო კლასის ებრაულ და აგნოსტიკურ ოჯახში დაბადებული სიმონ ვეილი იყო ნიჭიერი მოწაფე და სტუდენტი. 1928-1931 წლებში ის სწავლობდა პრესტიჟულ ნორმალურ უმაღლეს სკოლაში და როგორც მოწაფემ მან აჯობა სახელგანთამული ჟან-პოლ სარტრის არანაკლებ სახელგანთქმულ მეუღლე სიმონ დე ბოვუარს.

სიმონ ვეილი გატაცებული იყო სტოიციზმით,სიამოვნებით თარგმნიდა ჰომეროსს და სოფოკლეს და მან დაწერა პითაგორას კომენტარი. ამას გარდა მას უყვარდა ინგლისელი მეტაფიზიკოსი პოეტები,მან წაიკითხა ინდუსთა წმინდა წიგნი ბხაგავატგიტა და ისწავლა სანსკრიტი. ის განსაკუთრებით შთამაგონებლად თვლიდა ფრანჩესკო ასიზელის და ჟან დე ლა კრუას ცხოვრებას.

6.12.2012

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-4, ამიერკავკასიის როლი:

ბრინჯაოს ცხენი

ჭუბერიდან 
რომანული ხელოვნების შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს სომხეთმა, საქართველომ და დაღესტანმა და ეს ფაქტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. 
მნიშვნელოვანია იმის გახსენება რომ პრეისტორიული, წინაისტორიული კავკასია არ ყოფილა იზოლირებული შუმერის ცივილიზაციებისგან. 
აღმოჩენებმა ყუბანის რეგიონში, გათხრებმა მაიკოპში გამოავლინეს მნიშვნელოვანი მასალა რომელიც როსტოვცევმა სამართლიანად დაუახლოვა არქაული შუმერის ძეგლებს. 

ურის სამეფო აკლდამების გათხრამ მას შემდეგ გამოავლინა ახალი ელემენტები რომლებიც განამტკიცებენ მეზობელ ცივილიზაციათა შორის კავშირების არსებობის ჰიპოთეზას.

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს იქ ორნამენტულ მრუდებად ქცეული ოთხფეხებისჩიტი-ვერძებისთევზისკუდიანი და ფრინველის სხეულიანი მონსტრების, ერთმანეთთან მებრძოლი მხეცების თუ სპარსული კაპიტელების პროტოტიპი ზურგით შეტყუპებული სხეულებისგან გაჩენილი ფანტასტიური არსებების ნახვა.

6.11.2012

აბდურახმან ავტორხანოვზე:

აბდურახმან ავტორხანოვ (1908-1997) - ვაინახი სწავლული, სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი. 1937-1942 წლებში ნკვდს (კგბს წინაპრის) ციხეებში ყოფნის შემდეგ წავიდა საბჭოთა კავშირიდან. მოგვიანებით ცხოვრობდა გერმანიის ფედერატულ რესპუბლიკაში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რადიო «თავისუფლების» ერთ-ერთი ორგანიზატორი (1951). 


ავტორხანოვის მრავალი წიგნის მთავარ თემად იქცა  ბოლშევიზმის როგორც კრიმინალთა მიერ დამყარებული დამნაშავე რეჟიმის ანალიზი.
          
ძირითადი თხზულებები: «ჩეჩნეთის ისტორიის ძირითადი საკითხებისთვის»(1930), «რევოლუცია და კონტრრევოლუცია ჩეჩნეთში» (1933), «პარტიის დამორჩილება» (1950), «ხალხთა მკვლელობა საბჭოთა კავშირში» (1952), «სტალინი და საბჭოთა კომუნისტური პარტია»(1959), «კომუნისტური პარტიის აპარატი» (1966), «პარტოკრატიის წარმოშობა» (1973), და სხვ.
   
ავტორხანოვის ნაშრომები ფართოდ გახდა ცნობილი და მათ ბაძავდნენ. თავისი კონცეფციის თავდაპირველი მონახაზი ავტორხანოვმა გადმოსცა ნაშრომში «სტალინი ხელისუფლებაში» (1951),, რის გამოც მას სტალინმა დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.
       
ავტორხანოვის აზრით სტალინიზმი იყო პოლიტიზებული კრიმინალი და საბჭოთა კავშირში არ უარსებია არც პროლეტარიატის დიქტატურას, არც კომუნისტური პარტიის დიქტატურას და არც საბჭოთა ხელისუფლებას. 
     
ავტორხანოვის თქმით  სტალინური ტიპის პოლიტიკური რეჟიმის ეს და სხვა თვითდასახელებები აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისაა და მათი დანიშნულებაა არაადამიანური ხელისუფლების ბუნების და არსის შენიღბვა.
     
 ავტორხანოვი ეკამათებოდა დასავლეთის პოლიტოლოგებს რომელთა აზრითაც საბჭოთა კავშირში ძალაუფლება არის პარტიისა და სამხედრო ზედაფენის ხელში.
      
ავტორხანოვის თქმით საბჭოთა გენერალიტეტი არის თავისი პოლიტიკური მეურვის, პოლიტიკურ მუშაკთა ინსტიტუტის ტყვე.  მაგრამ პოლიტმუშაკებიც ავტორხანოვის თქმით არიან ნამდვილი ძალის შუამავლები და მეტი არაფერი.      

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-3-შუმერული ხელოვნებიდან რომანულ ხელოვნებამდე:

აღმოსავლური ფორმების გადატანა დასავლეთში თარიღდება უძველესი ხანით. ის განსაკუთრებით განვითარდა ჰალშტატის მეორე პერიოდში, ესტში//Este//,ბოლონიაში, იტალიაში,ტიროლში,კარნიოლში,შტირიაში,ჩნდება აშკარად აზიური დეკორი:ფრთოსანი ოთხფეხები,სფინქსი,კენტავრები და ყველანაირი ფანტასტიკური ცხოველები // იხ. დეშლეტი,"წინაისტორიული არქეოლოგიის სახელმძღვანელო", Déchelette,Manuel d'archéologie préhistorique,პარიზი,1913,გვ.764//.
     
უკვე ისედაც მრავალფეროვან რეპერტუარს ამდიდრებს ალპების ჩრდილოეთით ნაპოვნ ლარნაკთა სერია. ბერნის ახლოს გრეხვილის //Grächwil//ტუმულუსის ლარნაკი გვიჩვენებს ფრთოსან სულებს და შერკინებულ და მიყუდებულ ცხოველებს. ვხედავთ პერსონაჟს მხეცებს შორის და ზოგი მხეცი თავდაყირაა...
     
აზიური წვლილი და გავლენა არ შეწყვეტილა ტენეს ხანაში...     
აღსანიშნავია ისიც რომ სარდინიაში, ტაროსის ნეკროპოლზე ნახეს გლიპტიკა რომელიც თითქოს უნდა იყოს ადგილობრივი სახელოსნოს ნაწარმი რომელშიც ჩანს ძლიერი ასურული და ფინიკიური გავლენა.
         
აზიური თემების გავრცელების ძლიერი წყარო იყო აღმოსავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ეტრუსკული ხელოვნება. კაერში,კორნეტა-ტარკვინიაში, პრენესტეში, ვოლტერაში ნაპოვნი სამკაულები, ობიექტები, გლიპტიკა შემკულია აღმოსავლური მოტივებით. 
        
ასე მოხდა რომ პროტოისტორიული ხანიდან და უფრო ადრეც ევროპაში შეიქმნა აღმოსავლეთიდან მოსული ხატების მთელი ფონდი რომელიც მრავალჯერ განახლდა და გამდიდრდა// ბერძნულ და რომაულ ხელოვნებაში დაცულ აღმოსავლურ მოტივებს უკავია განსაკუთრებული ადგილი. მის  შესწავლას ართულებს რომანული ხელოვნების ხშირად საწინააღმდეგო ახალი ელემენტები//.    

6.10.2012

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-2:

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-2:




Chapiteau du portail, St-Mandé sur Brédoire
მე-12 საუკუნის კაპიტელი



PICT0051


Murato oiseaux contrastés blog.jpg









    როგორც ძველთაძველ  აზიურ ისე ევროპულ რომანულ ხელოვნებაში ვხედავთ ფიგურების გადაჯვარედინებას. ვერძთან გადაჯვარედინებულ თხას,ლომს რომელიც უტევს ხარს,ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ცხოველების თემა მეორდება მუდამ. ვხედავთ ლომებს,ადამიანისთავიან ხარებს,სხვადასხვა ოთხფეხი ხშირად აღწერს ერთსა და იმავე ფიგურას და მათი რელიეფი ზოგჯერ იღებს მონუმენტურ ფორმას....

    ვხედავთ უცნაურ კომპოზიციებს. ორი თავი ერთიანდება და ჩნდება ორსხეულიანი და ცალთავიანი მონსტრი. მიკენის ერთ ქვაზე სუზას ლომები გადაიქცევიან მრავალსხეულიან და მრავალთათიან ქიმერად.კერკუკის ერთ თიხის ფირფიტაზე  ორი ირემი ქმნის ერთ ცხოველს. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ ბეჭედზე ერთმანეთთან მებრძოლ სირენებს აქვთ ერთი თავი. 

     მონსტრების შექმნა იგივე ეტაპებს გადის რომანულ ქანდაკებაში. ფანტასტიკური ანატომიას ქმნის სიმეტრიული ცხოველების თავების შერწყმაც. 

        ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ნათესაობა. ეს უფრო მეტია ვიდრე ტექნიკის უბრალო დამთხვევა. 

    მეტამორფოზების მექანიზმი ერთი და იგივეა აზიაში და ევროპაში....

   ესტანის და ენაის წმინდა მარტინის გამოსახულებები ახლოსაა ასურულ თუ ურის გამოსახულებებთან.  

   კავკასიური ბრინჯაოს გამოსახულებები შეიძლება დაუახლოვდნენ  ევროპული  Saint-Paul les-Dax-ის მონსტრს. 


         ძველი  აზიის ძეგლებსაც და ევროპის რომანულ ეკლესიებსაც შეესია ხან ნორმალური და ხან ფანტასტიკური ფაუნა. ორნამენტალური კომპოზიციების გვერდით ვხვდებით ერთმანეთთან მებრძოლ თუ ერთმანეთზე მიყუდებულ ცხოველთა ფიგურებს. არის ერთმანეთის მდევარი და ერთმანეთის მსანსლავი ცხოველებიც. მათი ფორმულა არ ექვემდებარება იოლად წასაკითხ გეომეტრიას. 


       საკმარისად ბევრჯერ და დასაბუთებულად აჩვენეს ასეთ ევროპულ გამოსახულებათა,ისევე როგორც გრიფონის,სირენის,ადამიანისთავიანი ხარის, დრაკონის ევროპული  სახეების აღმოსავლური წარმომავლობა. ...


          იკონოგრაფიული თანხვედრები:


   ასურული იკონოგრაფიის ზოგი მოტივი ჩანს მე-12 საუკუნის მრავალ ევროპულ რელიეფზე.... მრავალ მოტივს შორის ყურაღებას იპყრობს  ოთხფეხის დამამარცხებელი გილგამეშის გამოსახულება რომელსაც ვხედავთ როგორც მაგალითად კერკუკის სტილის ერთ-ერთ ცილინდრზე ისე პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიის ფასადზე.... 
      პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიაზე  ვცნობთ ზოგ დეტალ ოთხფეხთა იმ ბრძოლისა რომელსაც  ვხედავთ ურის // შუამდინარეთი// მეფის  აკლდამის ერთ-ერთ ფილაზე.... 


      



შუამდინარული ლაბარტუ

ამ ლაბართუს მაგავსი პერსონაჟების ნახვა შეგვიძლია ნაზარეთის რომანულ კაპიტელებზე...